კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძველი მოწვევის აღმასკომის ამ შემადგენლობას პრინციპულობა აკლდა...
3 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ძველი მოწვევის აღმასკომის სხდომა გაიმართა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ შემადგენლობას პრინციპულობა აკლდა. თუ რატომ, ამაზე ქვემოთ...

მთავარი თემა 25-ე რიგგარეშე ყრილობის მოწვევისთვის საორგანიზაციო საკითხები იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი და აღმასკომის წევრების გადაწყვეტილებით, ამ თემაზე კიდევ ერთი სხდომა შედგება - სავარაუდოდ, მომავალ კვირას.

გუშინდელ სხდომაზე კი მთავარი - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას საკითხი იყო. აღმასკომის წევრებმა მას უფლებამოსილება შეუჩერეს. ოფიციალურად, ამის უფლება ჰქონდათ, რადგან სფფ-ის წესდებით, ვიცე-პრეზიდენტს სწორედ ეს ორგანო ირჩევს.

"აღმასკომის წევრთა ერთიანი გადაწყვეტილებით, დღეიდან გია ფირცხალავა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აღარ არის. ის არჩევნების შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა და, შესაბამისად, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებში არ ჩართულა", - განაცხადა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული, თითქოს არჩევნების შემდეგ ფირცხალავამ პოსტი დატოვა.

საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ფირცხალავას მიმართ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია არჩევნებამდეც ცხადი იყო - 20 ოქტომბერს ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე ნაკრებებსა და სფფ-ში მოსალოდნელ ცვლილებებზე რომ ილაპარაკა, მხოლოდ ფირცხალავა ახსენა:

"ფედერაციაში 300 კაცია გაფორმებული. ბევრი მათგანი სამსახურში საერთოდ არ დადის და არავინ იცის, რას აკეთებს.

მაგალითად, ვიცე-პრეზიდენტ გია ფირცხალავას ფუნქცია ვერ გავარკვიეთ. ეტყობა, მას მხოლოდ წერილებზე ხელის მოწერა ევალებოდა. ამავე დროს, ის ქაღალდზე იყო პროფლიგის პრეზიდენტი, რომელიც არ არსებობდა.

ასეთ ფაქტებს ვგულისხმობდი, როცა სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე ვლაპარაკობდი. 18 ნოემბერს, რიგგარეშე ყრილობაზე წესდებაში ცვლილებები შევა და აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევენ".

ეს გადაწყვეტილება იმასაც ნიშნავს, რომ ფიქციურად, მაგრამ ჯერაც არსებულ პროფესიულ ფეხბურთის ლიგას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და იმასაც, რომ მალე ფეხბურთის ფედერაციაში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება. ცხადია, კობიაშვილს რევაზ არველაძის თანამოაზრეების საკუთარი გუნდით ჩანაცვლება სურს და ეს ბუნებრივიცაა.

მოულოდნელი არც მეორე გადაწყვეტილება ყოფილა და ესეც ამ ცვლილებების კონტექსტში მოიაზრება: აღმასკომის წევრებს გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ აცნობა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ესეც მუჯირისგან გახდა ცნობილი:

"სხდომაზე ფირცხალავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, კახა ებრალიძის საკითხიც განვიხილეთ. მან აღმასკომის წევრებს გურიის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილება გააცნო. დღეიდან ის გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აღარ იქნება".

შეგახსენებთ, რომ სფფ-ის რიგგარეშე ყრილობა 18 ნოემბერს გაიმართება. ყრილობა აღმასკომის ახალ წევრებს აირჩევს.

გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს საჭირო და დროული იქნება. სხვაგვარად როგორ ავხსნათ, რომ ერთი თვის წინათ ლევან კობიაშვილსა და მის მომხრეებს გამწარებულები ებრძოდნენ, ახლა კი ამ ბრძოლის ერთ-ერთი მოთავის პოსტიდან გაშვებას ხელი ერთსულოვნად მოაწერეს?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ბატონო ირაკლი 88, უკვე 25 წელია ვლანძღავთ ყველას დამსახურებულს და დაუმსახურებელს , ღვაწმოსილსა და დამწყებს, ჩინიანსა და უჩინოს და რავიცი ყველაზე ვიზეც ხელი მგვიწვდება თუ არ მიგვიწვდება, ვლანძღავთ ბოლო უკადრებელი სიტყვებით. განა ამით წინ წავიწიეთ? მე კი მგონია, ის რაც არ მოგვწონს შეიძლება გამოვთქვათ ნორმალურად და მოვითხოვოთ მისი გამოსწორება შესაბამისი თანამდებობის პირისგან. გავჩუმდეთო კი არ ვწერ, არამედ მსურს უფრო მობილიზებული გავხდეთ არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რითაც საფუძველს ჩავუყრით ფეხბურთის მომავალს საქართველოში. მე ასეთი ხედვა მაქვს ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმის გასაკეთებლად.
jiji
დამსახურებას ნურავის ნუ დაუკარგავთ და შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ.უმადურობაც დიდი ცოდვაა! ვფიქრობ ფედერაცია მთლიანად უნდა განახლდეს.ამ ახალგაზრდებს კარგი და დიდი გეგმები აქვთ, როგორც "იმუქრებიან", მაგრამ ნათესავების დასაქმებით თუ დაიწყეს, ძველი ანდაზა-"თხა ვიყიდე, თხა გავყიდე..." გამოვა და მეტი არაფერი.
zuzu
არ გაიშვას არსად მუმუს მენეჯმენტობა! წესიერად და აგერ არის ბურთიც და მოედანიც! ჩვენც ეგ გვინდა,რომ ქართული ფეხბურთი რეანიმირდეს,მაგრამ ამათ ისე დაიწყეს არჩევნებიდან დაწყებული ,რომ რაღაც ეჭვი მიჩნდება,რომ ესენიც გასამდიდრებლად არიან მობრძანებულები!!!
გიგას
დემაგოგიას თავი დაანებე თუ კაცი ხარ არც მუჯირს ვიცნობ და არც კობის და საშამ რა გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის ეგებ ჩვენც გვითხრა.დიდი ფეხბურთი არა მაგათაც გადახნეს მსოფლიო ფეხბურთი ცოტა აზრზე მოდით რა არ შეგვიდეს თავიანთი თასების თასით,ყელში ხართ ყველანი ამოსული უკვე
ყაზბეგის იაგო
..... გია ფირცხალავა საერთოდ აღარ უნდა გააკაროთ ფეხბურთს. თავს ლაფი დაისხეს ჩვენმა ვეტერანებმა ჩივაძის მეთაურობით. ეტყობა რეზი კარგად უხდიდა. ეგენიც გასაყრელებია ფედერაციიდან. ასე გააგრძელე კობი, წარმატებები.
Irakli 88
რაშუაშია ხალხო ჩივაძის ფეხბუთელობა გამაგებიეთ,მადლობა ყველაფრისთვის ბატონო,მაგრამ ნუ გადაგვაყოლეთ ამ წარსულს რააააა,დგეს რა ხართ ესაა საკითხავიიი,რას აკეთებთ ქართული ფეხბურთისთვის? მთელი მსოფლიო წინ იყურება და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რომელიც მხოლოდ წარსულით აზროვნებს კიდე და მივტირით ერთ გახრიკინებულ თასს,მის მერე ნახევარი საუკუნე გავიდა ლამის,დგეს რახდება და რაუნდა გაკეთდეს ამაზე იფიქრეთ,არ შეგიძლიაათ ? თუ არ შეგიძლიათ წადით ბატონო და სახლში შვილიშვილებს მოუყევით დიდი გამარჯვებების შესახებ ძველი ამბები,
quTaiseli
და ჩივაძის დიდინ ფეხბურთელობა რა შუაშია ფედერაციის მენეჯმენტთან და სწორ მართვასთან ეს გამაგებიოს აქ ზოგიერთმა და კიდე სურკისი სულარ ყოფილა დიდი ფეხბურთელი და მითუმეტეს ჩივაძის დონის და რა ვერ უვლის თავის ფეხბურთის ფედერაციას ჩივაძეძე და არველაძეზე უკეთესად რისი მაქნისები ხართ ეს დაწერეთ თორე ფეხბურთი მარადონას რო ქონდა ნათამაშები ეგეთი მთელი საქართველო რო შეკრიბო ერთად ვერ გაქაჩავს მარა არგენტინის ფეხბურთის ფედრაციის არც პრეზიდენტია და მწვრთნელადაც ვერივარგა.
demna
რა უპატრონო ქვეკანა გვაქვს ის სახეები მოვიდნენ დგეს ფეხბურთის სათავეში ნახეთ რა ტანდემია მუმუ და უდიდესი
giga
ჩივაძისა და მუჯირის შედარება უხერხულია ხალხო. რა მუჯირი, რის კობი. ჩივაძესნაირი ფეხბურთელი, არა მგონია მალე გამოჩნდეს საქართველოში და არა მარტო საქართველოში.ჩივაძემ არაფერი გააკეთა ქართული ფეხბურთისათვისო, ამბობს აქ ზოგიერთი "ჭკვიანი". საშამ არ გააკეთა და მუჯირმა გააკეთა ხო!! თქვენ კარგად ხართ? თუ....
ლუკა
ყველას დამსახურების მიხედვით უნდა მოექცეს სფფ. მაგალითად, დამსახურებული პენსია იმას ვინც პირნათლად ემსახურა ქართულ ფეხბურთს. კომენტარებში გაჟღერებულ ინფორმაციას მუჯირის მიერ ნათესავის დანიშვნის თაობაზე ჟურნალისტების რეაქცია უნდა მოყვეს. უნდა გადამოწმდეს ეს ინფორმაცია და თუ კობიაშვილი და მუჯირი საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად მოვიდნენ, მაშინ საზოგადოების მკაცრი რეაქცია უნდა მოყვეს.
Givi
ყველანი გასაშვებია ფედერაციიდან პირველ რიგში ჩივაძეთი დაიწყონ და დანარჩენები უკან მიყვნენ,თავიანთი დიდი ფეხბურთელობა უმოქმედობით,უპრინციპობით,უზნეობით გადაფარეს, უკვე დაკარგეს ხალხის პატივისცემა.ყველა პრეზიდენტს რო ერგება ეგეთი ხალხი მინიმუმ მორალის და კაცობის დეფიციტს განიცდის.მოდი ერთხელ და საბოლოოდ მოვიშოროთ ეს ქართული ვითომ კაი კაცობა ნაცნობობით და ნათესაობით არაპროფესიონალების გაქაჩვა ხომ ხედავთ ამით რა დგეში ჩავარდა ქვეყანა ყველამ გაგვისწრო ნებისმიერ სფეროში.მომავალზე ვიფიქროთ ყველამ ქვეყნის მომავალზე და არა მარტო ჯიბის გასქელებაზე სხვის ხარჯზე
Irakli 88
Gიზოგ რას უნდა მოვერიდოთ რასამბობ ხვდებიიი?მასე რო მორიდებული და გაჩუმებული იყო ყველა მთელი ეს დრო ზუსტად იმიტომ ვართ ეხლა ყველანაირად ცუდ მდგომარეობაში,ისეთი ქვეყნები გვჯობნის უკვე რო სირცხვილიც კი არის,ზუსტად რომ მაგათი ბრალია ყველაფერი,მთელი ეს წლები რომელი ვეტერანი ნახე ერთი გამოსულიყოს და ეთქვას რაც ხდება ქართულ ფეხბურთსში,ყველა იჯდა და თავის ჯიბეზე ფიქრობდა.
მერაბი
იმედით ვუყურებდი ამათ მოსვლას და პირველი რაც გააკეთეს მუჯირმა თავისი დის ქმარი მიიყვანა აკადემიის თავკაცად.რაღა გამოვიდა? ახლა ამათმა დაასაქმონ ნათესაობა
gg
რამდენი ხანია ფეხბურთი ნადგურდება საქართველოში და ერთი ფაქტი დამისახელეთ რო ჩივაძე გამოსულიყო და სიტყვით მაინც ეთქვა რამე რომელიმე ფედერაციაზე და გავჩუმდები...თვითონ იჯდა თბილად, ყველა პრეზიდენტს მოერგო და ეგ არაა სწორი, მაგას იმხელა ავტორიტეტი ქონდა და სიტყვაც ეთქმოდა რო ბევრი რამის შეცვლა შეეძლო...ეხლა კიდე მაგის სიტყვას ჩალის ფასიც აღარ ააქვს,რაც ითამაშა ის სიყვარული და პატივისცემა ხალხისგან მიიღო და ნურავინ ნურაფერს დააყვედრებს თუ სამშობლოს რამეს გაუკეთებს...
gizog
თუ ჩვენ გვინდა ქართული ფეხბურთის აღორძინება, მე მგონია, რომ გვინდა, მაშინ უნდა მოვერიდოთ მკვეთრ გამონათქვამებს ქართული ფეხბურთის ოჯახის ყველა წევრის მიმართ, მიუხედავათ მათი დღევანდელი სტატუსისა. მხოლოდ ურთიერთთანადგომით მოხდება ფეხბურთის წინსვლა საქართველოში.
besos
დიდი სახელები (ჩივაძე, გუცაევი, ...) ერის, ქვეყნის, სპორტის სიამაყეებია და ნებისმიერ ერს უნდა ყავდეს, თუ უნდა წარმატებები, საკუთარი ძლიერი წარსული. მაგრამ რომ თქვას კაცმა, აი ერთი სახელი და ეს ყველას ჯობია, იმიტომ რომ 20 წლის წინ მაგარი იყო, არ იძვლევა იმის გარანტიას, რომ დღევანდელი ფეხბურთიც მათი ასაყვავებელია, მაგენი უნდა იყვნენ ამ საქმეში მაგრამ ყველა დანარჩენთან ერთად და შეეშვი აუტორიტაულ ფრაზებს, ერთი კაცი ყველას ჯობია, ეგ ვაჯკაცები საქართველოს დიდი ისტორიაა, მარა სოფელს მაგით შენ დღეს ვეღარ გააშენებ, ან მალევე დაგექცევა. მაგაკიტები უნდა ევროპიდან აიღო, სადაც მეორე კლასის ფეხბურთელები შემდეგ ისეთი ფეხბურთის მენეჯერები ხდებიან, რომ მარადონას მენეჯმენტს 10ჯერ მაღლა წევენ.
besos
ბესო რა გული გეწვის ის მოგწონდა რაც ხდებოდა აქამდე? ტუ მოგწონდა ესეიგი სჰენ არ ხარ ქარტული ფეხბურტის გულსჰემატკივარი.. ესენი კარგები არიან ტუ არა გამოჩნდება მარა არველაძე რო წასასვლელი იყო შევთანხმდეთ ყველა
besos
კობის არ აქვს ნათამასევი, რევაზ არველაძემ დაღუნა ევროპის სტადიონების შტანგები, ალბათ შენც იყავი გაფორმებული იმ 300 კაცში
beso
პატარა არამზადები, მოაჯდნენ კალაძის ხელის ბიჭებიქართულ ფეხბურთს. დიდი ფეხბურთელი კობიაშვილი არ მყავდეს ან მუჯირი კიდე, ჩივაძის ... ფასი არა აქვთ ყველას ერთად
gg
და ჩივაძ? პირველი ეგაა მოსაშორებელი...
sergo
ებრალიძეე ხო, მარა მანაგაძე თვითონ დაწერს თუ შეხსენბა უნდა?
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
აღმასაკომმა ილია კოკაიას ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა
ნერვიულობის მეტყობა რამე?!. ლევან კობიაშვილი "ლელოს" სტუმარია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ილია კოკაია: ჩივაძე არის იუდა! ეს ბანდიტური დაჯგუფება ყელშია ამოსული
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
დიდი შფოთი აღმასკომზე - ილია კოკაია ქართული ფეხბურთიდან მოკვეთეს
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
კახა ებრალიძე: მეგონა, არჩევნების შემდეგ ზეწოლა დასრულდებოდა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ზემოდან არ უთქვამთ - გრფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის სკანდალური ინტერვიუ
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
ლანჩხუთის "გურიას" პრეზიდენტი: ჩაწყობილი თამაშები? ყველა წაგებულ მატჩზე ეს ეჭვი მქონდა...
კახა ებრალიძე: ამ ბრალდებას ვერ მივიღებ!..
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ექსკლუზივი] გურიაში ფეხბურთს დავით მუჯირი-უფროსი მიხედავს!
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...