ახალზელანდიელ მორაგბეს თირკმლის იშვიათი დაავადება ჰქონდა
ცნობილი ახალზელანდიელი მორაგბე, "ოლ ბლექსის" ლეგენდარული მოთამაშე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლომუმ თავისი კარიერის განმავლობაში ეროვნული ნაკრების კვართი 63-ჯერ მოირგო. 2007 წელს კი ის რაგბის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ლომუმ პროფესიონალურ გუნდში დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს 1995 წლის მსოფლიო თასზე ჩატარებულ ხუთ მატჩში შვიდი ლელო გაიტანა, მათ შორის ოთხი ნახევარფინალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

პლანეტის პირველობიდან ერთი წლის შემდეგ ლომუს ექიმებმა თირკმლის იშვიათი დაავადება - ნეფროტული სინდრომი დაუდგინეს, რის გამოც ახალზელანდიელი სპორტიდან წასვლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ლომუ 1998 წელს მოედანზე მაინც დაბრუნდა, 1999 წელს კი მისთვის მეორე მსოფლიოს თასზე ითამაშა, სადაც 8 ლელო დადო.

2004 წელს ჯონა ლომუს თირკმლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, დონორი კი მისი ფანატი იყო. გადანერგილმა ორგანომ ფუნქციონირება 2011 წელს შეწყვიტა, რის შემდეგაც ექიმებს გამუდმებით უწევდათ სპორტსმენის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

nika
რაგბის ლეგენდა იყო და რაგბის ლეგენდად დარჩა ძალიან მაგარი კაცი იყო მაგრად მეწყინა მისი სიკვდილი.
georgiano
აზრზე ხარ ეს ლეგენდა მიწაში უნდა მიდიოდეს, ...და ... ერთმანეთში ფუსფუსებდნენ.. ღმერთმა ნათელში ამყოფოს..
WTF
ლომუ იყო ფენომენალური მონაცემების სპორტსმენი, როგორიც მაიკლ ჯორდანი, მარადონა, მაიკლ ტაისონი.
irakli Apkhaidze
ძალიან სამწუხაროა... რაგბის პელე
ako
ასეთები საუკუნეში ერთი თუ დაიბადება! ის შეუდარებელია რაგბში, ისე როგორც მარადონა ფეხბურთში.
fraternity
საცოდაობა არ არის, ეს მოკვდა და პუტინი ცოცხალია. ხანდახან რა უსამართლოა ეს წუთისოფელი
levan
ძალიან ცუდი, ასეთი ადამიანები ამ ასაკში არ უნდა მიდიოდნენ...
jaba
ძალიან სამწუხაროა.მართლაც რაგბის ფენომენი იყო.შოკისმომგვრელი გამოსვლა ჰქონდა 95-ში.
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
ადამის ჰეთ თრიკი - მსოფლიოს თასზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა
სამხრეთ აფრიკა VS ახალი ზელანდია - რეკორდების მოლოდინში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
უკანასკნელი ჰაკა ჯონა ლომუსთვის - როგორ გააცილეს ახალზელანდიელი ლეგენდა [VIDEO]
მეორე ჯონა ლომუ აღარ იქნება! - "რაგბის მეფის" გამორჩეული ლელოები [VIDEO]
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ