ზვიად კუპატაძე: "აღარ მინდა ისეთივე რამ მოხდეს, როგორიც 13 წლის წინათ, სერბებმა და რუსებმა რომ გადაგვიარეს..."
ქართველებს მსოფლიო დონის მეკარე გვყავს, მაგრამ მას საქართველოში ცუდად ან საერთოდ არ ვიცნობთ. ის 35 წლის ზვიად კუპატაძეა, რომელიც ჩვენს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, მერე კი პროფილი შეიცვალა, ფუტსალში გადავიდა და კარიერა რუსეთში გააგრძელა.

ამჟამად, კუპატაძე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გასული იუგორსკის "გაზპრომ იუგრას" კაპიტანია, რომლის მწვრთნელებიც ქართველები არიან - ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ბესიკ ზოიძე და სერგეი ქორიძე.

"გაზპრომ იუგრამ" ელიტრაუნდში მთავარ მეტოქესთან, ტურნირის წინა გათამაშების გამარჯვებულ ალმათის "ქაირათთან" 5:2 მოიგო. ერთ-ერთი გოლის ავტორი მეკარე კუპატაძეც გახლდათ.

მან 2014-15 წლებში რუსეთის სუპერლიგის საუკეთესო გოლკიპერის პრიზი მოიპოვა და რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბომბარდირის სახელი დაიგდო. რუსული ფუტსალის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი მას ჩემპიონატის ყველაზე ეპატაჟურ მეკარეს უწოდებს.

რატომ არ თამაშობს საუკეთესო ქართველი მეკარე ჩვენი ეროვნული გუნდის სახელით? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ფუტსალი არც ისე პოპულარულია, ვფიქრობთ, "ლელოსთან" ამ და სხვა თემებზე ზვიად კუპატაძის ემოციური და გულახდილი ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ...

- რუსული ფუტსალის ლიდერი გუნდის კაპიტანი ხართ, მედია კარგად გახასიათებთ. მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ეს საკითხი - რატომ არ თამაშობთ საქართველოს ნაკრებში?

- ნაკრებში ბოლოს 13 წლის წინათ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ვითამაშე. მაშინ სერბეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ძალიან დიდი ანგარიშებით წავაგეთ. ამის შემდეგ ვთქვი, რომ ამ სამარცხვინო ნაკრებში აღარ ვითამაშებდი მანამ, ვიდრე საქართველოს ნაკრებში პროფესიული მიდგომა არ იქნებოდა!

იმ დროისთვის, უკვე რუსეთის ლიგაში, ტიუმენის გუნდში ვთამაშობდი. მალე რუსეთის მოქალაქეობა მივიღე, ლეგიონერი რომ არ ვყოფილიყავი. ეს იყო ჩემთვის ერთადერთი შანსი, რომ ძლიერ ლიგასა და გუნდში მოვხვედრილიყავი და მაღალ დონეზე მეთამაშა.

უკვე 12 წელიწადია, "გაზპრომ იუგრაში" ვთამაშობ, ერთხელ გავხდი ჩემპიონი და თასის მფლობელი, სამ-სამჯერ მოვიგე ვერცხლი და ბრინჯაო. თან წელს რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარის პრიზიც ავიღე!

- ბევრი გოლიც გაგიტანიათ...

- რუსეთის ლიგაში სულ 17 გოლი გავიტანე, რაც მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია. სხვათა შორის, ამით თავი საქართველოს ნაკრებშიც გამომიჩენია და ეს გოლი ჩემს კარიერაში ულამაზესი იყო - სერბეთთან მატჩში მეტოქის ორი ფეხბურთელი მოვატყუე და ისევ გავიტანე. შარშან რუსეთის ჩემპიონატში 7 გოლი შევაგდე და ყველაზე ნაკლები გავუშვი...

- მაშინ გასაგებია, რატომაც გეძახიან "იგუიტას" (კოლუმბიის ნაკრების ყოფილი მეკარე რენე იგუიტა, რომელიც განთქმული იყო საჯარიმოს გარეთ თამაშით, გოლებით და ექსტრავაგანტურობით - ავტ).

- ჩემთვის არც დიდი ფეხბურთის მეკარე იგუიტაა იდეალი და არც "ქაირათის" მეკარე იგიტა, რომელიც თბილისში, ოთხთა ფინალში იხილეთ. ჩემი თამაშები რომ გქონდეთ ნანახი, შესაძლოა, იგიტას "კუპატაძე" დაარქვათ... მისი პლუსი ძლიერი დარტყმა იყო, რომლისაც მე არ მეშინოდა...

სხვათა შორის, სულ ვამბობდი - ყაზახებთან მატჩში იგიტასთვის გატანა მსურს-მეთქი. თუმცა მაშინ არ ვიცოდი, ელიტრაუნდში რომ შევხვდებოდით. "ქაირათთან" შეხვედრამდე მწვრთნელებს ვუთხარი - ტაქტიკა ისე შეერჩიათ, რომ მისი დარტყმების არ შეშინებოდათ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვერ გამიტანდა და ასეც მოხდა. მისი 15 დარტყმა მოვიგერიე და იქით გავუტანე. ამ მოგებით ოთხთა ფინალში გავედით.

- ეს სპორტული ჟინი იყო?

- უბრალოდ, როცა "ქაირათმა" თბილისში მოიგო და იგიტამ ქართველ გულშემატკივრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მას შემდეგ დავისახე მიზნად, რომ მეც გამეცნო ჩემი თავი ქართველი ქომაგებისთვის, რადგან მანამდე ჩემი ბედი არავის აინტერესებდა. დღეს რომ ამ ინტერვიუს ვწერთ, ვხვდები, რომ მართალი აღმოვჩნდი. რუსეთში დიდ პატივს მცემენ, საქართველოში კი არავის ვაინტერესებდი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ფუტსალის ასოციაციის ნაკლი იყო. ეს მტკენდა სწორედ გულს...

- ამ 13 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში აღარ გიწვევდნენ?

- მიწვევა მქონდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი იყო კლუბი, რადგან ეშინოდათ, რომ "გაზპრომ იუგრაში" ლეგიონერად ჩავითვლებოდი. ახლა კი, თუ დაინტერესდებიან, რატომაც არა?! - სიამოვნებით ვითამაშებ. თუმცა მეორე მხარეცაა: საქართველოს ჩემპიონატს ყოველთვის თვალს ვადევნებდი. ფედერაცია ფუტსალისადმი დიდ ყურადღებას არ იჩენდა და ეს სახეობა რა დღეშიცაა, ყველამ კარგად იცით. მეგობრებისგან გავიგე, ახლა თურმე ჩემპიონატსაც კი ვერ ატარებენ...

ჯერ საქმე შენს ნაკრებსა და ლიგაში უნდა დაალაგო, კარგი მწვრთნელი დანიშნო, რომ ჩემი თამაშითაც შევძლო დახმარება. თუ ეს არ გაკეთდა და არ დავინახე, რომ ნაკრებში პროფესიონალი მუშაობს და შედეგის მიღწევის შანსია, მაშინ საქართველოს ეროვნულ გუნდში ჩემს თამაშს აზრი დაეკარგება.

სწორად გამიგეთ - სახელი შრომის ხარჯზე მოვიპოვე და არ მინდა ისეთივე რამ მოხდეს, როგორიც 13 წლის წინათ, სერბებმა და რუსებმა რომ გადაგვიარეს... მაშინ რუსეთში დაბრუნებულს ლაპარაკი არ მსურდა, თავს ვერ ვწევდი. არადა, ამ ნაკრებებს დღესაც რომ შევხვდეთ, იგივე შედეგი გამეორდება, რადგან ამ წლებში ჩვენს ფუტსალში ვითარება უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

- იქნებ, პირიქით, ფუტსალის განვითარებისა და მისდამი ყურადღების საფუძველი თქვენი ჩამოსვლა გახდეს? სფფ-ში ბევრი რამ იცვლება და როგორც ამბობენ, ფუტსალის მიხედვას აპირებენ, რადგან მას სტრატეგიული მნიშვნელობის სახეობად თვლიან...

- ფედერაციის დაუხმარებლად ფუტსალი საერთოდ გაქრება. იმედი მაქვს, ლევან კობიაშვილი ფუტსალს მიხედავს და პროფესიონალებს მოიყვანს. ეს თუ დავინახე, ნაკრებში აუცილებლად დავბრუნდები!

ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რატომ არ აძლევენ საშუალებას, რომ ფუტსალს მიხედოს ზაალ ჩიტალაძემ? ამ პიროვნებამ სამოყვარულო ბიზნესლიგა იმ დონემდე მიიყვანა, რომ ეროვნული ჩემპიონატიც კი დაჩრდილა და მასზე შეუდარებლად უკეთესადაც აშუქებენ. ზაფხულში ბიზნესლიგის ფინალს დავესწარი და გაოგნებული დავრჩი, როგორ ორგანიზებულად ჩატარდა, დარბაზი ხალხს ვერ იტევდა...

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ფუტსალი უყვართ და თუ ორგანიზებულად ჩატარდა, ხალხი ეროვნულ ჩემპიონატზეც ივლის და ინტერესიც დაბრუნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაბაია
ეს რა შინაარსის კომენტარებია ? ერთ ყაიდაზე მოჭრილი და მიკერძოებული, არაა ეს ქვეყნის და ფეხბურთის გულშემატკივრის დაწერილი, რაღაც პირად შურისძიებას ჰგავს და უმგვანოა ! ზვიად ! გული არ გაიტეხო, რას თუ იზამ ასეთი ბევრი პროფესიული მაგინებელნი გვყავს საქართველოში, გინება ამათი უნივერსალური იარაღია, ბევრმაც გული აიყარა საქვეყნო საქმეზე ამათ გამო "ფულის საჭრელ ცეხებად" რომ აქციეს ქვეყანა , მაგრამ ამ ყველაფერს დასასრულიც ექნება და ქვეყანასაც ეშველება.შენისთანა პროფესიონალები კი ძალიან გვჭირდება ! გისურვებ წარმატებებს ! უფალი შეგეწიოს !
dana
profesionalizmi ar vici da zalian magari pirovnebaa zviadi . man nakrebsi unda itamasos
xat
amdeni dabogmili saidan sheikribet ertad,gaxarebis magivrad adamianma ucxo qveyanashi tu rames miagwia shurit da bogmit skdebit. tqven shegeekitxebat exla sad chamova da sad wava zustad.shurianebo gasdit bogmit. ampartavneba araa martla magari pexburtelia naxet misi tamashi da darqmundebit
ეშმაკებთან მებრძოლი
რას გავხარ, რას დაგამსგავსა ეშმაკმა? შენი ფეხი არ დავინახოთ ჩვენს დალოცვილ მიწაზე! ...
სიმართლე
.... და შეგიძლია შეუერთდე მას. შენ კიდევ კუპატაძე ვინ ყოფილხარ, სად დაიბადე, სად გაიზარდე? ასე რამ შეგაძულა შვილო სამშობლო? ასეთი ამპარტავნობა საიდან ...
მი
ჯაბუნა შენ ჩადი მაშინ იქ
იგიტა
ღმერთო, რა თავმდავალია...
Jabuna
Aქ არ დაგინახოთ ჩAმოსული !!!!
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთში გუნდი გამოიცვალა
პსჟ-მ მცველი "ლიონში" გაანათხოვრა
ბლოკიუმ B12 - მიღების წესი და დოზირება უსაფრთხო გამოყენებისთვის
ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
[VIDEO] ხელბურთი| დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" რთული გამარჯვება მოიპოვა
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "შტურმი" ავსტრიის თასიდან "ალტახმა" გამოაგდო
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - სოლანკეს "მორიელის" დარტყმით "ტოტენჰემმა" "არსენალს" საჩუქარი გაუკეთა
ქართველების "მეცმა" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
იკარდი შეიძლება "იუვენტუსში" გადავიდეს
გრასია წავიდა - ჩაკვეტაძეს "უოტფორდში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
დავით გრიშიკაშვილი სერია A-ში ითამაშებს
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ლივერპულს" "ფეიენოორდის" განაპირა მცველის შეძენა სურს
უარი ესპანურ კლუბებს - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" დარჩენა გადაწყვიტა
"მას ფასი არ გააჩნია" - პსჟ-მ "რეალს" ფეხბურთელის მიყიდვაზე უარი უთხრა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
როცა გეუბნებიან არ გამოხვიდე, არ უნდა გამოხვიდე! - ლეგენდარული მეკარე კარანტინს თვითიორნიით გამოეხმაურა [PHOTO]
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
2014-15 წლების სეზონის სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური ბრენდი JOMA გახდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ევრო 2026. ხორვატია - საქართველო. "ბოლომდე ვიბრძოლებთ" - ასათიანი და ღავთაძე მომავალი მატჩის შესახებ
რუსეთის ფუტსალის ლიდერი "დინა" ქართველ მწვრთნელს ჩააბარეს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია
ზოიძე საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლაზე: რუსეთიდან და დსთ-ის სხვა ქვეყნებიდან მომილოცეს, გენეტიკურად ჩვენ ერთნი ვართ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
[VIDEO] ასლანის გმირობები და 33 მოგერიება - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან ქულა აიღო
ზვიად კუპატაძე: ამ გამარჯვებას საქართველოს ვუძღვნი!
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
SBM LEAGUE 2014/15: საინტერესო შაბათ-კვირა ლიგაში
"ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის" ნაკრებს ბესიკ ზოიძე გაწვრთნის
დღეს საქართველოს ფუტსალის ლიგა იწყება
შოთა თოფურია: რუმინეთი ძლიერი, მაგრამ მაინც ყველაზე სასურველი მეტოქეა
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ევრო 2026. საქართველო - საფრანგეთი. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
[VIDEO] მიურნიეკსთან ვერაფერს გავხდით - უამრავი გამოუყენებელი მომენტი და საქართველოს ნაკრების მარცხი ლატვიასთან
ლეგენდარული მეკარის ქალიშვილის ფოტოები სოციალურ ქსელს იპყრობს [PHOTO]
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
პირველად ისტორიაში - ქართველი უეფას ფუტსალის თასის გამარჯვებულია! [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა