სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 15 ტურია გასული და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი "ფიორენტინას" უკავია
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 15 ტურია გასული და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი "ფიორენტინას" უკავია. ფლორენციული გუნდის ასეთ წარმატებულ ასპარეზობას არავინ ელოდა, რადგან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ვიოლამ" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.

გუნდიდან წავიდნენ მარიო გომესი და მოჰამედ სალაჰი, შევსება კი "ფიორენტინამ" თითქოს, არასათანადო მიიღო. თუმცა, როგორც გამოჩნდა, ფლორენციელთა მთავარი შენაძენი პაულო სოუზაა, რომელმაც მყისვე დაატყო თავისი ხელი გუნდს და მისი "ფიორენტინა" არამარტო შედეგიან, არამედ მეტად სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს.

გაამართლეს ახალწვეულებმაც - ნიკოლა კალინიჩი ბრწყინვალედ ირჯება და ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული; არც კუბა ბლაშჩიკოვსკიმ შეირცხვინა თავი, იოსიპ ილიჩიჩმა და ფედერიკო ბერნარდესკიმ კი მკვეთრად მოუმატეს. "ფიორენტინა" მეორე ადგილზეა და, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი აცხადებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის:

"დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გზით მივდივართ და ეს სატურნირო ცხრილიდანაც ნათლად ჩანს. ვცდილობთ, მაქსიმუმი ვაჩვენოთ როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური ოსტატობის თვალსაზრისით. შეგირდებს ყოველთვის გუნდურად თამაშს ვთხოვ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ინდივიდუალური უნარების გამოვლენის უფლება არ აქვთ. თითოეულ თამაშზე მაქსიმალურად მობილიზებულნი ვართ და ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ.

სკუდეტო? - სატურნირო ცხრილის მიხედვით, ჩვენი მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს, მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ძალიან ადრეა. სეზონის წინ, ჩვენი მიზანი ევროტურნირზე მოხვედრა იყო, დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გვსურს თამაში".

პაულო სოუზამ ფეხბურთელებზე ისაუბრა და რამდენიმე შეგირდი გამოყო: "ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო, გნებავთ, ფორმულა ფეხბურთელთა საქმისადმი სწორი მიდგომაა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით, რომლებთან მუშაობაც ძალიან კომფორტულია.

ნიკოლა კალინიჩი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოუმატებს. შესანიშნავად ათამაშდა ფედერიკო ბერნარდესკი, რომელსაც თანაბარი წარმატებით შეუძლი გარჯა როგორც შეტევაში, ისე ნახევარდაცვაში. თავს დამნაშავედ ვგრძნობ ჯუზეპე როსის წინაშე, რომელიც დიდი ნიჭის პატრონია, მაგრამ იშვიათად უწევს თამაში - როსი ძალიან მონდომებულია, თავს არ ზოგავს და მისი დრო აუცილებლად დადგება".

აქვე, "ფიორენტინას" ერთ-ერთ ლიდერს, ბორხა ვალეროს მოვუსმინოთ, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა: "უნდა ვაღიაროთ, რომ "ფიორენტინა" არ არის საუკეთესო გუნდი იტალიაში, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ "ფიორენტინა" საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს - ეს ორი განსხვავებული ცნებაა და არ იფიქროთ, რომ სისულელეს ვროშავდე. მჯერა, რომ კიდევ უკეთ ავთამაშდებით და სეზონს სამეულში დავასრულებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
იტალიის სერია A-ს ორმა ბინადარმა მწვრთნელი შეიცვალა
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"რომა": სპალეტის მოუტინიო შესთავაზეს
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ბარსა" თბილისამდე კოჭლობით მოდის
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ტოსკანურ დერბიში დაუბრუნდება
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"რომამ" შესაძლოა, სერია A-ს 11 ტურის შემდეგ მწვრთნელი უკვე მეორედ შეიცვალოს
სერია A-ს საუკეთესო თერთმეტეული ჟურნალისტების ვერსიით
"ნაპოლის" მწვრთნელად პაულო სოუზას დანიშვნაც გამოირიცხა
"დე ლაურენტისი ამ სპეციალისტს პირადად გაესაუბრა და "ნაპოლის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი
"მილანი": კალინიჩი, ბორხა, გეგმა B და დერბი პასტორესთვის
სერია A. სიმბოლური ნაკრები: გონსალო და სხვები
სერია A: იტალიური სამწვრთნელო კარუსელი
"ფიორენტინა": გულშემატკივართა პროტესტი
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]