ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს

სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს

კიდევ ერთი ფაქტი: 35-ე სკოლის დასათმობად 5 მილიონს სთავაზობენ
წლების წინათ, ჩინეთის 24-მილიონიანი ქალაქი შანხაი მსოფლიოს ერთ-ერთი დაბინძურებული ადგილი იყო, მაგრამ განაშენიანების გეგმის დამტკიცების შედეგად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ მეგაპოლისად იქცა. ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ მშენებლები დაავალდებულეს, კორპუსებთან ერთად მოეწყოთ მარტივი ტიპის მოედნები, ხელოვნური ტბა და რეკრეაციული ზონა...

საქართველოში ასეთი გონივრული მიდგომა სანატრელია. ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინეს, რომ მალე ორიოდე სტადიონი თუ დარჩება.

ჯიქიაზე სპორტკომპლექსი "ოლიმპი" ესტონურმა კომპანიამ შეიძინა, ახლა მას ანგრევს და კორპუსების აშენებას აპირებს. გუშინ, 16 დეკემბერს, "ოლიმპზე" საპროტესტო აქცია გაიმართა. სტადიონის გაყიდვა და კორპუსების მშენებლობა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს, ბავშვებმა კი ესტონურად გამოსახეს სიტყვა - HABI, ანუ - სირცხვილია!

საინტერესო დეტალია: "ოლიმპის" შესყიდვა რუსეთში მცირე ხნის წინათ გარდაცვლილ დეპუტატს, ამირან გიორგაძეს სურდა და ესტონელებთან მოლაპარაკებებიც დაიწყო, მაგრამ არ დასცალდა. როგორც ამბობენ, კომპანიის წარმომადგენლები თავადაც ცდილობდნენ, სტადიონები ფედერაციისთვის გადაეცათ, მიეყიდათ ან სანაცვლოდ ალტერნატიული ადგილი მიეღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ათასი ტერიტორია გასხვისდა და კიდევ უამრავია უპატრონოდ მიტოვებული, მათი წინადადება ყურად არ იღეს.

ადრე მშენებლებს ჰქონდათ მკაცრი გაფრთხილება, რომ სტადიონებს არ შეხებოდნენ. საფეხბურთო სკოლა "ოლიმპში" შეკრებილმა საზოგადოებამ კი შეიტყო, რომ მოედნების ადგილზე სახლების მშენებლობის დაწყების ნებართვა მერიაში ახლახან გაიცა.

ყველაფერი მარტივი არჩევანით კეთდება - როგორც ამტკიცებენ, ჯიქიაზე სახლების მშენებლობებიდან ბიუჯეტში 5 მილიონი ლარი შევიდა, დარჩენილი ტერიტორიის ბოლომდე ათვისების შემთხვევაში კი ეს თანხა გაორმაგდება და, აბა, ვის რა ჯანდაბად უნდა სტადიონი?

სანდრო ბაზაძე, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ფარიკაობაში:

"მე ფეხბურთის და ჩვენი ნაკრების გულშემატკივარი ვარ და აქციას ამიტომაც შევუერთდი. ასეთი მშვენიერი სპორტული კომპლექსის დანგრევა დანაშაულია.

იურიდიულად რაც უნდა მოწესრიგებული ჰქონდეთ საბუთები, სპორტული ობიექტების ადგილზე სახლების მშენებლობა დაუშვებელია. პირიქით, ააშენონ და დაეხმარონ ქართულ ფეხბურთს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება".

გუბაზ დოლიძე, საფეხბურთო სკოლა "იბერია 2000"-ის დამფუძნებელი:

"გვესმის, რომ ეს კერძო საკუთრებაა, მაგრამ თვე-ნახევრის წინათ პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ილაპარაკეს, რომ სპორტული ობიექტები გადაგვერჩინა. ამ სხდომას ესწრებოდნენ თავად პარლამენტარები, ცნობილი ვეტერანები, ასევე, ლევან კობიაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი. სწორედ "ოლიმპის" მსგავს ვითარებაში ჩავარდნილი სტადიონების ბედზე ილაპარაკეს და თქვეს, მშენებლებს ალტერნატიული ფართები გამოვუყოთ და ახალი სტადიონებიც ავაშენოთო.

მაგრამ კი არ შენდება, ჯერ ისევ ინგრევა. აგერ არის ფაქტი და მიხედონ. ეს აქციაც იმიტომ მოეწყო, რომ პარლამენტში გაცხადებული ჩანაფიქრი შეასრულონ.

"ოლიმპს" რომ ანგრევენ, ეს დანამდვილებით ვიცით. მე მხოლოდ მისი ბედი არ მაღელვებს. ინგრევა ეგრეთ წოდებული გეპეის, "ზეემკას", "მერანის", "სუკონკის", ტრიკოტაჟის სტადიონები. საწყენი იქნება, თუ ამ საქმეში სპორტის სამინისტრო და ფეხბურთის ფედერაცია პასიურობას გამოიჩენენ".

მამუკა კვარაცხელია, უეფას მედიაოფიცერი:

"ჩვენ თუ ყველა სტადიონზე სახლები ავაშენეთ, ფეხბურთის სახსენებელი აღარ დარჩება. მაგრამ მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ვინღა იზრუნებს? ამბავი საკრებულომდე მივიტანე და მალე საკითხი პარლამენტშიც დადგება.

უკვე ველაპარაკე ლერი ხაბელოვს, რომელიც მომხდარით შეწუხებულია. საკრებულოში ეძებენ გზებს, რომ "ოლიმპის" ადგილზე სახლები არ აშენდეს. მთავარია, საფეხბურთო სამყარო ერთად დავდგეთ, სამშენებლო კომპანიას კი თხოვნით მივმართავთ, რომ მშენებლობა არ დაიწყოს.

გვესმის, რომ მათ იურიდიულად მშენებლობის უფლება აქვთ, მაგრამ ალტერნატიული ტერიტორიის გადაცემა შესაძლებელია და არ მესმის, ასეთი საფეხბურთო ცენტრი რატომ უნდა დაინგრეს, სადაც პირველ 5 წელიწადში ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების 28 ფეხბურთელი გაიზარდა"?

ლაშა ჯაკობია, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი:

"ახალი სტადიონების მშენებლობის აუცილებლობა აღარ დადგებოდა, ძველები რომ შეგვენარჩუნებინა. ტენდენცია გრძელდება და რაც გვაქვს, იმასაც ვკარგავთ. არადა, "ოლიმპი" ბრწყინვალე ადგილზეა და გამზადებული საფეხბურთო ბაზაა. იმიტომაც მოვედი აქ, რომ მის შენარჩუნებას მხარი დავუჭირო".

კოტე მელქაძე, საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი:

"ალბათ, მალე იმდენ კორპუსს ააშენებენ, მოედნების ხსოვნაღა დაგვრჩება, ბავშვები კი ფეხბურთს იშვიათად ითამაშებენ. თურმე, მთავარი - დედაქალაქის ბიუჯეტის შევსებაა, ბავშვების მომავალზე ზრუნვა კი, ეტყობა, მომგებიანი არ არის. ასეთი მიდგომა სირცხვილია.

მე მშენებელზე მეტად მერიაში მოკალათებულ იმ ადამიანებზე ვბრაზდები, რომლებიც ერთი ხელის მოსმით იძლევიან ნებართვებს და სტადიონებს ასხვისებენ. "ოლიმპზე" არის მოედნები, საცურაო აუზი, ფიტნესისა და ტრენაჟორების დარბაზები, ანუ ყველაფერი აწყობილია და ხელის შევლება უნდა, უმაგრესი საფეხბურთო ბაზა რომ მივიღოთ. მისი დაკარგვა უკვალოდ ვერ ჩაივლის".

მამუკა ფანცულაია, ვეტერანი ფეხბურთელი, ბავშვთა მწვრთნელი:

"ავჭალაში ნორმალური სტადიონი აღარ დარჩა. ახლა საავიაციოს დასახლებასა და ისანშიც იგივე მოხდა. დიდუბეში, საბურთალოსა და ვაკეში რაც ნახეს, თითქმის ყველაფერი გაკაფეს და რა გამოდის?

ხმამაღლა სტადიონების მშენებლობაზე ლაპარაკობენ, რეალურად კი არსებულებს ანგრევენ. ეს ფარისევლობაა. ბოლოს და ბოლოს, ბავშვები სადღა გავზარდოთ"?

გიორგი დეკანოსიძე, საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" დირექტორი:

"ფეხბურთმა ბევრი სტადიონი დაკარგა, ბევრიც სხვა სახეობებს გადაეცა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. სამწუხაროა, რომ "ოლიმპიც" ასეთ გეგმებს ეწირება. ფეხბურთს გასასხვისებელი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა უკვე აღარ აქვს. ეს ისევ ქართული ფეხბურთის მომავალს ურტყამს".

გოჩა ავსაჯანიშვილი, 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 35-ე საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელი:

"35-ე სკოლის გაყიდვა სურდათ, სანამ იჯარით ავიღებდი, მაგრამ 2500 მცხოვრები გამოვიდა და მისი შენარჩუნება მოითხოვა. მის დასათმობად 5 მილიონი შემოგვთავაზეს.

ფული ყველას სჭირდება, მაგრამ სტადიონების გაყიდვის უფლება არ გვაქვს! სანამ მე იქ ვიქნები, მას ხელს ვერავინ მოჰკიდებს. ეს ავსაჯანიშვილის კი არაა, ქვეყნის, ხალხის, უბნის და მოსახლეობის საკუთრებაა და პროფილი არ უნდა შეეცვალოს.

არადა, იურიდიულად, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ გამოსავალი იქნება, რომ მთავრობამ სტადიონების პროფილის შეცვლა აკრძალოს ან მისი გაყიდვა საკანონმდებლო დონეზე გამოირიცხოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Kakhaber

გიგას და მისნაირებს ! შენ დომენტის ფანი ხარ ! მაინც წაიკითხე - ზუგდიდის აკადემიის ფული , ზვიად - დომენტას ჟიბეში მიდიოდა და ეხლა ამოუკეტავენ

• giga

გთხოვთ ფეისბუქძე მოიწონოთ და გააზიაროთ ეს გვერდი "ზუგდიდის ფეხბურთის აკადემიის მხარდამჭერები" დავეხმაროთ ნიჭიერ თაობას. ძალა ერთობაშია.

• giga

მოედნებს ანგრევენ, ბავშვთა აკადემიებს (ზუგდიდი) ხურავენ. საერთოდ პირდაპირ კონსტიტუციით რო ავკრძალოთ ფეხბურთი არა? ყოჩაღ მთავრობა, ყოჩაღ ლევან კობიაშვილი

• sake

მალე "ავაზას" რიგიც მოვა (უკვე იბრძვიან ამისთვის ვიღაც ვიღაცეები),მერე "შრომითი რეზერვების," საკუთრებაა ძმაოო,გვეტყვიან და ფეხებსაც ვერ მოჭამ,კანონით მართალია,მორალი, აი მორალი კი სულ კიდია,გავარტყი ფეხბურთს,ჯიბე იყოს სავსე და...,ასე მოაზროვნე რამდენი ნაგავი იჯდა წინა ხელისუფლებაში და რამდენი ზის ეხლანდელში ნეტა?ასეთი პერსონაა გუგულაც რატომ გვიკვირს?ის მაყუთის შოვნის ყველა შანს იყენებდა ყოველთვის და ყველა ხელმწიფის დროს.აქ ვიღაცა წერდა ბავშვებს ამოეფარნენო,მართალია ჩვენი შვილები გავწიოთ უკან და ვისაც ფეხბურთის სიყვარული შეგვრჩენია შევიკრიბოთ და პასუხი მოვთხოვოთ მავანს ,იქნება დანარჩენ მოედნებს ვუშველოთ.

• miqelgabrieli

ეგ მოკითხეთ გუგულას მთავარ ნაციონალს

• qoci vano

ეგ ყველაფერი გუგულას მოკითხეთ ნაცების ერთერთ ბელადს

• Tbiliseli

ნაცევბმა, რომ გაყიდეს სტადიონის ტერიტორია და ძალიან ცუდი გააკეტეს, ამიტომ ,,ქოცების" მერიამ კიდევ უარესი უნდა გააკეთოს და მისცეს მშენებლობის უფლება???? რაც ,,ნაცებმა" ვერ დააგვირგვინეს ან ვერ მოასწრეს ,,ქოცები" ასრულებენ.... გული მერევა ყველაზე... ხო, ხმას, რომ ვერ იღებდნენ ,,ნაცების" დროს ქართველები, იმიტომაც დატოვეს გაღიმებული გამხეცებული ,,ნაცები", ეხლა თქვენ დაგტოვებთ გაღიმებულს ,,ქოცებო"

• ესტონური საამშენებლო კომპანია "თერვი სექს"

ნეიტრალი-ო. ... გეუბნები ქონება ჩემია, რასაც მინდა იმას უზავ. რას მეკამათები ან რომელ მორალზე მელაპარაკები? ვინმეს რაიმე წავართვი? რა გინდა იტოგში, ერთი მითხარი.

• qutaiseli

აქ ზოგიერთი ეტყობა მაგრადაა ოცნებისგან დაჩაგრული თორე ეგეთ მამალ ტყვილს არ მოხევდა ეს ტერიტორია მიშას და ნაცების დროს გაიყიდა 2007 ში და სადიყო ნეტა მაშვინ ა. ან დომენტი და რეზი სადიყვენ ხოარ იცის ნეტა.სირცხვილია თუ ზრდასული ადამიანი ხარ ეგეთი ტყვილი არუნდა იკადრო.თუ პატარა ხარ კიდე შეიძლება შემდგომში უფრო სწორი და მართებული ინფორმაცია გაავრცელო ისე დემაგოგიას და ტყვილებს არავისთვის დაუყრია კარგი დღე.კაცმა იყიდა ხმა არავის ამოუღია თავის დროზე და 8 წლის მერე მიდიხარ და კობის თხოვ პასუხს.ამიტოა რო ყველა ეგეთი ვინცაქ კობის აკრიტიკებს დომენტის მოციქულები მგონია და არა ფეხბურთის მოყვარული ხალხი თორე 8 წელი რამ გაგაჩუმა შე ჩემი ცოდვით სავსე თუ ენა გქონდა გადაყლაპული და ეხლა აიდგი ენა.

• joni

იმკაცმა სცორად ტქვა ვინც იყო ვინც არის და ვინც მოვაო ... მარტალი გამონატქვამია ყველა ტავის ტავზე ფიქროსბ რააა

• giorgi

ინკოგნიტოო რატო უნდა დაინგრეს სტადიონი ტანაც ასეთი ... ამდენი წლებია ეს სტადიონი არსებობს და ეხლა მოუნდათ კორპუსების აშენება გარშემო იმდენი კორპუსია ვერ დათვლი კიდე კორპუსები მოგინდათ

• გოგი

აშენებულს ანგრევენ ესენი და რამეს ააშენებენ? რისი იმედი უნდა გქონდეს ამათი? ვინ ხართ საიდან მოხვედით!?

• ლეო

რაღაც საეჭვოდ "გააქტიურდნენ".... აქამდე სად იყვნენ, 8 წლის განმავლობაში? (ტერიტორია 2007 წელს გასხვისდა კანონის და მორალის ყველა პროცედურის დაცვით). მიდით, ქოცებო, გააქციეთ საქართველოდან ბოლო (ნორმალური) ინვესტორები! მოაშორეთ უკანასკნელი კონკურენტები "ქართუს"! სტადიონები ენანებათ თურმე! სხვებთან რატომ არ მიდიხართ და რატომ არ აპროტესტებთ, ვინც მართლა მიიტაცა უსამართლოდ სტადიონები? რაღა მაინცდამაინც ნორმალურ ინვესტორს მიადექით და "ნამუსზე აგდებთ"?! თუ გინდათ, რომ "ჯიქიაზე" ახალი ბინის პატრონებიც გამოვიდნენ თავიანთი (მართლა ლეგიტიმური) ინტერესების დასაცავად? დამიჯერეთ, ეს ხალხი გაცილებით უფრო მეტი იქნება თქვენზე, ვაი-პატრიოტებზე, რომლებსაც ბავშვები გყავთ ამოფარებული თავიანთი ბინძური ინტერესების დასაცავად! და ბოლოს - ვეთანხმები ერთ-ერთ კომენტარს, რომ ეს ხელოვნურსაფარიანი და დაბალი ხარისხის მოედანია, სადაც ბავშვები მართლა ბევრ ტრავმას მიიღებდნენ. მაგას ჯობია ახალი ტერიტორიები შეირჩეს და ბუნებრივსაფარიანი სტადიონები გაკეთდეს. იგივეს ვურჩევ კობიაშვილს.

• zviad

Iნკოგნიტო მინდა გითხრა რომ ჩვეულებრვი ხელოვნური სტადიონია და არავინ დამტვრეულა სტადიონის გამო და ბევრი ფეხბურთელიც გაზრდილა ამ სტადიონზე.ტურნირებიც ტარდებოდა და რომ გენახა ბავშვები რა ბედნიერები იყვნენ მანდ გამარჯვებებით ესე აღარ ილაპარაკებდი.დანგრევა კი არა დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება.ადამიანურები უნდა ვიყოთ და სხვისი პრობლემა გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ თანაც ეს სხვისი კი არა ყველა ჩვენგანის პრობლემაა.GFF გონზე მოდით და ფეხბურთს მიხედეთ!!!

• sos

ეს არის ოცნების დაპირებები? ამას მიეცით ხმა. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. შემდეგ არჩევნებში მაინც ნუ დაუშვებთ შეცდომას თუ გადაცდომას. თორემ დინამოს სტადიონს და მესხის სტადიონებსაც გაყიდიან და საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებენ. მაგენი ფულის გულისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები.

• გიო

რა თქმა უნდა სამწოხაროა, როცა სტადიონს (თუნდაც ხელოვნურსაფარიანს) ანგრევენ და მის მაგივრად სხვა რაღაცას აშენებენ (ან სულ არაფერს). თუმცა მე ერთი რამ მიკვირს - თბილისში უამრავი სტადიონი გასხვისდა ან მიტაცებულ იქნა საეჭვო გარემოებაში. ხოდა იქ არ ატარებენ პროტესტს, და სამაგიეროდ მიადგნენ იმ ფირმას, რომელმაც პატიოსნად შეისყიდა ეს ტერიტორია რამდენიმე წლის წინ (თავად სტადიონის მფლობელის ინიციატივითა და თანხმობით). მაგას ჯობია იმათ მიადგნენ, ვინც მართლა საეჭვო ვითარებაში მიითვისეს სტადიოების ტერიტორია.

• giorgi

კომპანიის პასუხი ასეთია: ოღონდ მე ვიყო კარგად და ...

• zviad

სად არის კობიაშვილი ამ დროს?!დღეს ოლიმპს დაანგრევენ ხვალ ავაზას და დაგვრჩება მარტO დინამო და საბურთალო და ეთამაშონ ერთმანეთს ეგენი.მაგრად მინდა ვაგინო ყვლას ვინც გარეულია ამ ღორულ გადაწყვეტილებაში და ვინც ხელს არ უშლის და იყიდება ფულზე იმათ განსაკუთრებულად!!!

• ნეიტრალი

შენისთანა უსულგულო და ამაზრზენი არსებები რომ არიან ამ ქვეყნად იმიტომაა ქვეყნის საქმე ჭაობში. 20 მილიონი მოგინდა არა? :)

• inkognito

კარგით მითხარით ეს სტადიონი რატომ უნდა არსებოდეს შეხედეთ ხალხნო მოედანს რამე ღირებულზე რომ იყოს საუბარი ხო მაგრამ აქ ბავშვები ძალიან სერიოზულ ტრამვებს აიკიდებენ

• qutaiseli

ზუგდიდის აკადემია არის კერძო მისი მფლობელია დომენტი ხოდა თუ დომენტია მფლობელი მანვე თავის ჯიბიდან უნდა დააფინანსოს და არა ფედერაციიდან აღებული ფულით ეს ერთი მეორე ეს ესტონური კომპანია ეხლა არ დაუფლებია ამ ტერიტორიას და აქამდე სადიყო ეს ხალხი რატომ ადრე არ გამოთქვეს პროტესტი აი როცა გაიყიდა მაშვინ და მესამე კობიაშვილის კრიტიკოსებმა დემაგოგიას თავი უნდა დაანებონ.უსფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება კანონითაც ისჯება და ქუჩურადაც ასე რო. ტორმუზი უნდა იხმარო სანამ გვიან არარის რო მერე სანანებელი არ გაგიხდეს ადამიანს შენი ნამოქმედარი.

• ვაჟა

რამდენიმე წლის წინ, როცა ავლაბრის და ყოფილი 35 სკოლის–ნინოშვილზე მდებარე სტადიონები გაუქმდა, ჩემს კომენტარს არავინ არ გამოეხმაურა და დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. სანამ საქართველოს მთავრობაში/პარლამენტში "მიტინდებზე" ლაი–ლაით "დაფრთიანებული" მოღვაწეები მეტობაში იქნებიან – ასეთ დღეში ვიქნებით!!!

• Gio

პირველი ოლიმპის სკოლის დახურვა, მეორე ზუგდიდის აკადემიის დახურვა, ეს რა პროგრამა ქონია კობიაშვილს და არ გვცოდნია. არადა როგორ თაღლითურად ახსნეს 2 მილიონ 700 ათასი უნდა ჩავურიცხოთო. ის კი არ უთქვამთ თვეში 23 ათასი ლარი 40 ბავშვზე 575 ლარი გამოდის. ბავშვების კვება, ბაზაზე ცხოვრება, ეკიპირება, ექიმი, ტრენერი, ადმინისტრაცია 575 ლარი თვეში ერთ ბავშვზე სასაცილო თანხაა. ეგენი ბილეთებში და მივლინებებში დახარჯავენ 23 ათას ლარზე მეტს. იმ 40 ბავშვიდან ერთმა მაინც რომ ითამაშოს საშუალო ფეხბურთი 5 ჯერ ამოიღებს ამ ხარჯს. 2.7 მილიონი ლარი 10 წელიწადში არის 1 მილიონი ევრო.

• ესტონური საამშენებლო კომპანია "თერვი სექს"

დამიშალო რა!!! ვერ გავიგე, ქონება ჩემია, მინდა სახლს ავაშენებ, მინდა ბაზარს, მინდა სტადიონს, მაგრამ ამას გავაკეთებ იმისდა მიხედვით, სად მეტ შემოსავალს ვნახავ. მე რას მედავებით? შეედავეთ იმას, ვინც მე ეს მომყიდა. მამეცით 20 მილიონი და თქვენი იყოს. მოგყიდით ვისაც გინდათ, კი ბატონო.

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად

ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?

"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

სირცხვილია - ბაზაძე ამერთან წაგების შემდეგ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებას აპროტესტებდა [VIDEO]

გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...

ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი - ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

"არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!..." - რას წერს სანდრო ბაზაძე?

"ეს არის სპორტი, სადაც უკვე წლებია განუკითხაობაა და საშინელებები ხდება…იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ შემაზიზღონ, აქ სამართალი არ არსებობს..." - სანდრო ბაზაძე მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებს ეხმაურება

კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს

გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...

"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა

გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც

არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია

სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა

მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...

ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად

ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია

გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"

რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან

"წავლენ ბავშვები არდადეგებზე და დაიწყება სტადიონის დანგრევა..."

კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა

გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...