ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სენსაციების ნაკვალევზე - გუნდები, რომლებმაც საფეხბურთო მსოფლიო გააკვირვეს

სენსაციების ნაკვალევზე - გუნდები, რომლებმაც საფეხბურთო მსოფლიო გააკვირვეს

"ლესტერის" პრეცედენტი - 21-ე საუკუნის დასაწყისში
ფოტოზე: ხავიერ ირურეტას "დეპორტივო ლა კორუნია"

ევროპულ საკლუბო ფეხბურთში, მიმდინარე სეზონი მოულოდნელობებით არის აღსავსე. მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგას "ლესტერი" ლიდერობს, რასაც არავინ ელოდა, ლონდონის "ჩელსი" კი სატურნირო ცხრილში ლამის ფსკერზეა.

ესპანეთში ვიგოს "სელტაა" მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის საფზურის მოპოვებისთვის იბრძვის. იტალიაში "სასუოლო" ბრწყინავს და, თუ ასე გააგრძელა, ევროსაგზურის გარეშე არ დარჩება, "იუვენტუსმა" კი სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო. მართალია, შემდეგ "აკრიფა", მაგრამ ჯერჯერობით, სამეულშიც კი არაა.

საფრანგეთში ლიდერთა შორის "ანჟერია" და ასევე ჩემპიონთა ლიგის ზონას უმიზნებს. მოდი, გავიხსენოთ ის გუნდები, რომლებმაც საუკუნეების მიჯნაზე და მომდევნო წლებში სენსაციები მოახდინეს და საფეხბურთო მსოფლიო გააკვირვეს.

ინგლისი - ლიდსი, იპსვიჩი

მე-20 საუკუნის მიწურული და 21-ე საუკუნის დასაწყისი ფანტასტიკური იყო "ლიდს იუნაიტედისთვის", რომელმაც მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა.

მაგალითად, 1999-2000 წლების სეზონი გუნდმა მე-3 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მომდევნო სეზონში კი მე-4 პოზიცია დაიკავა. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ დევიდ ონილის გუნდი, რომელშიც ჰარი კიუელი, იან ჰარტი, ოლივერ დაკური, რობი კინი, მარკ ვიდუკა, ლი ბოიერი, პოლ რობინსონი, ალან სმიტი, დენი მილსი, დევიდ ბეტი, რიო ფერდინანდი და რობი ფაულერი ბრწყინავდნენ - მართლაც საოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგ, თითოეული ეს ფეხბურთელი და მათი თამაში "ლიდს იუნაიტედში" ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად უნდა ახსოვდეთ.

იმავე სეზონში, პრემიერლიგის გათამაშება მე-5 ადგილზე "იპსვიჩმა" დაასრულა და ევროტურნირის საგზური მოიპოვა. საგულისხმოა, რომ ამჟამად "ლიდსიც" და "იპვიჩიც" რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში ასპარეზობენ.

ფოტოზე: მარტინ ონილის "ლიდს იუნაიტედი"

2004-2005 წლების სეზონი წარმატებული გამოდგა "ევერტონისთვის", რომელიც ტრადიციულად მებრძოლი გუნდია, მაგრამ იმ წელს სულაც მე-4 ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზური მოიპოვა. იმავე სეზონში, მე-6 ადგილი "ბოლტონმა" დაიკავა, რომელიც დღეს ჩემპიონშიპში ასპარეზობს და აუტსაიდერია, თავის დროზე კი პრემიერლიგის ბინადარი იყო და გრანდებსაც ამწარებდა.

გერმანია - კაიზერსლაუტერნი, ვერდერი

1997-1998 წლების ბუნდესლიგის გათამაშება მართლაც სენსაციური გამოდგა, რადგან ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში ახლადაღზევებულმა "კაიზერსლაუტერნმა" მოიგო. იმ გუნდში ოლაფ მარშალი ბრწყინავდა, რომელმაც 21 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი მაინც მწვრთნელი ოტო რეჰაგელი გახლდათ, რომელმაც 2 წელიწადში გუნდი ჯერ ელიტაში აღაზევა და შემდეგ, ჩემპიონი გახადა.

ფეხბურთის ახალგაზრდა მოყვარულებს ალბათ ძალიან გაუკვირდებათ თუ ვეტყვით, რომ 21-ე საუკუნის საწყის წლებში მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი კონკურენტი "ვერდერი" იყო. ბრემენულმა გუნდმა 2003-2004 წლების სეზონში ვერცხლის სინი მოიპოვა და მიუნხენური გიგანტი მთელი 6 ქულით ჩამოიტოვა. მაშინ, "ვერდერში" ანდრეას რინკე, კრისტიან შულცი, ფაბიან ერნსტი, იოან მიკუ, ტიმ ბოროვსკი, აილტონი, ანგელოს ხარისტეასი და სხვები ბრწყინავდნენ...

საგულისხმოა, რომ იმავე სეზონში მე-5 ადგილი "ბოხუმმა" დაიკავა, გუნდმა, რომელიც დღეს მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს, თავის დროზე კი გერმანიის მთავარ ლიგაში თამაშობდა და ერთობ სტაბილურად.

2006-2007 წლების სეზონი "შტუტგარტმა" მოიგო და იმ სეზონში, "ბაიერნი" საერთოდ სამეულს მიღმა დარჩა, დიორტმუნდის "ბორუსიამ" კი ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა. ეს ის "შტუტგარტია", რომელშიც სამი ხედირა, მარიო გომესი და კაკაუ ირჯებოდნენ.

გვერდს ვერ ავუვლით 2008-2009 წლების სეზონს, რომელშიც ფელიქს მაგათის "ვოლფსბურგმა" გააოცა საფეხბურთო ევროპა და ვერცხლის სინს დაესაკუთრა. დიეგო ბენალიო, კრისტიან ძაკარდო, ანდრეა ბარძალი, ედინ ჯეკო, ზვეზდან მისიმოვიჩი, გრაფიტე - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თანაგუნდელებთან ერთად ნამდვილი სასწაული მოახდინეს და ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულეს.

ბოლოს, 2010-2011 წლების სეზონი გავიხსენოთ, რომელიც "მაინცმა" ბრწყინვალედ დაიწყო, კარგა ხანს ლიდერობდა და საბოლოოდ, სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა. "მაინცი" ბუნდესლიგაში დამკვიდრდა და სტაბილურად ასპარეზობს, თუმცა ის სეზონი მაინც განსაკუთრებული იყო.

ესპანეთი - დეპორტივო, სოსიედადი

პირველ რიგში, ხავიერ ირურეტას "დეპორტივო" უნდა გავიხსენოთ, რომელიც გასული საუკუნის მიჯნაზე და ამ საუკუნის სტარტზე მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა. ამიტომ, 1999-2000 წლების სეზონით დავიწყოთ, რომელშიც ლა ლიგა სწორედ "ლა კორუნიამ" მოიგო. რომელი ერთი გავიხსენოთ: როი მაკაი, ვალტერ პანდიანი, ჯალმინია, პაულეტა, ტურუ ფლორესი, ლიონელ სკალონი, ფლავიო კონსეისაო და სხვები, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ მთავარი ვარსკვლავი მაინც ირურეტა იყო. მაშინ, "დეპორტივომ" "ბარსელონას", "ვალენსიას" და მადრიდის "რეალს" შანსი არ დაუტოვა. საერთოდ, იმ წლებში, ირურეტას გუნდი მუდმივად უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა და ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით ასპარეზობდა.

2000-2001 წლების სეზონში, "დეპორტივომ" მე-2 ადგილი დაიკავა, მე-3 პოზიციაზე კი "მალიორკა" აღმოჩნდა. ეს ის "მალიორკაა", სამუელ ეტოო რომ დაფრინავდა და გრანდებს ამწარებდა. დღევანდელი გადასახედიდან, მართლაც საოცრად ჟღერს, რომ "დეპორტივომ’ და "მალიორკამ" "ბარსელონა" უკან მოიტოვეს, მადრიდის "ატლეტიკო" კი იმ პერიოდში ლა ლიგაში საერთოდ არ ასპარეზობდა.

2002-2003 წლების სეზონი ძალიან საინტერესო გამოდგა, რადგან ყველასათვის მოულოდნელად, მადრიდის "რეალს" საჩემპიონო ბრძოლა "რეალ სოსიედადმა" გაუმართა. ბასკები სულ 2 ქულით ჩამორჩნენ სამეფო გუნდს და ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულეს. გემახსოვრებათ, ვალერი კარპინი, დარკო კოვაჩევიჩი, ნიჰათ კაჰვეჩი და კიდევ რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი, მათ შორის ჩაბი ალონსო. სან სებასტიანელებს სულ ცოტა დააკლდათ სასწაულამდე, მაგრამ მეორე მხრივ, ის უკვე იყო პატარა სასწაული. საგულისხმოა, რომ ის სეზონი "ბარსელონამ" მხოლოდ მე-6 ადგილზე დაასრულა. დიახ, კატალონიური გრანდი ყოველთვის ასეთი უძლეველი არ იყო...

2004-2005 წლებში, "რეალ ბეტისმა" გაიბრწყინა და ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დაასრულა. გახსოვთ მარკოს ასუნსაო და მისი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმები? - წესით, არც ხოაკინ სანჩესის გარღვევები უნდა დაგვიწყებოდათ, რომელიც დღესაც "ბეტისში" ასპარეზობს, თუმცა შუალედში "ვალენსიაში’, "მალაგასა" და "ფიორენტინაში" მთელი 9 წელიწადი გაატარა.

სენსაციის გარეშე არც 2005-2006 წლების სეზონს ჩაუვლია, როდესაც "ბეტისის" როლში "ოსასუნა" მოგვევლინა. ლა ლიგის დებიუტანტი არავის შეუშინდა და პირველივე ელიტარულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

2007-2008 წლების სეზონში "ვილიარეალმა" გაიბრწყინა და ყველასთვის მოულოდნელად, ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. თუ რეებს სჩადიოდა მინდირზე ხუან რომან რიკელმე, შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ, ჯუზეპე როსი და ნიჰათ კაჰვეჩი კი გოლს გოლზე იტანდნენ. სხვა ფეხბურთელების გამორჩევაც შეიძლება და მარტო დიეგო გოდინის, ან მარკოს სენას ხსენება რად ღირს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ იმ ფორმაციის "ვილიარეალმა" ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით იასპარეზა.

"ვალენსია" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ესპანური გუნდია და ის, რომ ამ საუკუნის დასაწყისში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სენსაციათა რიცხვს ნაკლებად მიეეკუთვნება, თუმცა მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" უკან მოტოვება, მაინც აღსანიშნავი ამბავია. შესაბამისად, არც 2013-2014 წლების სეზონის დავიწყება ეგების, რომელშიც იგივე როლში მადრიდის "ატლეტიკო" მოგვევლინა.

იტალია - კიევო, უდინეზე

ლუიჯი დელ ნერის "კიევო" უნდა გავიხსენოთ, რომელმაც სერია A-ში აღზევებისთანავე გააკვირვა საფეხბურთო ევროპა. "მფრინავმა ვირებმა" პირველივე სეზონში ევროსაგზური მოიპოვეს და ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულეს. კარგა ხანი, სულაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში იყვნენ და დიდი შრომა დასჭირდათ გრანდებს თავხედი დებიუტანტის ჩასაჩოჩებლად. ეს ამბავი 2001-2002 წლების სეზონში მოხდა, "კიევოში" კი შესანიშნავად ასპარეზობდნენ ერიბერტო, კრისტიან მანფრედინი, ბერნარდო კორადი, მასიმო მარაცინა და სხვები.

"კიევოსთვის" კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა 2005-2006 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ეს უკვე ის გუნდია, როდესაც ერიბერტომ ნამდვილი გვარი დაიბრუნა და ლუსიანო გახდა, თავდასხმაში კი ვერონელებს კარვალიო ამაური და სერჯო პელისიერი ჰყავთ.

ფოტოზე: "კიევო" "მილანის" წინააღმდეგ

ეს სეზონი იმითაც გახლავთ გამორჩეული, რომ ტურინის "იუვენტუსი" კალჩოპოლის სკანდალში გაეხვა და სერია B-ში დაქვეითდა. ისიც ვთქვათ, რომ წინა სეზონში იგივე ბედი "ფიორენტინამ" გაიზიარა და საერთოდ, იმ პერიოდში იტალიური ფეხბურთი სკანდალებში იყო გახვეული.

2011-2012 წლების სეზონი შესანიშნავი იყო "უდინეზესთვის", რომელმაც მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. იმ წლებში, ფრანჩესკო გვიდოლინის "უდინეზე" ბრწყინვალედ ასპარეზობდა და ხშირად, მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა, თუმცა კულმინაცია სწორედ ხსენებული სეზონი იყო.

კარში სამირ ჰანდანოვიჩი; დაცვაში მეჰდი ბენატია, დუშან ბასტა და პაბლო არმერო; ნახევარდავაში მაურისიო ისლა, რობერტო პერეირა და კვადვო ასამოა, შეტევაში კი ანტონიო დი ნატალე. გვიდოლინს მართლაც კარგი გუნდი ჰყავდა შესანიშნავი ფეხბურთელებით.

P.S. თანამედროვე ფეხბურთში ფული გადამწყვეტია და წარმატებასაც მეტწილად, ის კლუბები აღწევენ, რომლებიც ტრანსფერებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.

თუმცა, სპორტის უპირველესი სახეობა იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში ჯერ კიდევ დარჩა სენსაციების ადგილი და ამიტომ, მიმდინარე სეზონშიც უნდა ვუგულშემატკივროთ "სასუოლოს", "სელტას", "ანჟერს" და რა თქმა უნდა "ლესტერს", რომელმაც საფეხბურთო ევროპა უკვე აღაფრთოვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• helvetia

რა უაზრო სტატიია!!! კაიზერი სულ ევროთასებზე ასპარეზობდა იმ პერიოდში და ერთი სეზონური ჩაუვარდათ, დაბრუნდნენ და მოიგეს რაა გასაკვირი იგივე ითქმის ბეტისზეც, მალიორგა 1998-99 სეზონშიც მესამეზე გავიდა, ნუ ძალიან შორს წავალთ მასე...

რონალდინიო: დიდი სიყვარული ვიგრძენი - მადლობა, საქართველო!

[VIDEO] საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ზიდანმა დაბრუნებისთანავე ისკო და ბეილი ძირითადში დააბრუნა და ორივემ გაიტანა [VIDEO]

"თუ შანსების გამოყენებას არ ვისწავლით, პრობლემები გვექნება" - ანტონიო კონტე "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ

ბიელსა: ეს ნამდვილი "ენფილდი" არაა...

"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს

ლა ლიგა. XX ტური: "ვილიარეალმა" "რეალის" გადასწრების შანსი ხელიდან გაუშვა

ითამაშებს თუ არა კვარაცხელია 21 დეკემბერს "ჯენოასთან" - იტალიური პრესის უახლესი ინფორმაცია

"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს

"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა

"ბარსელონას" სამიზნე კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

მიქაუტაძე სერია A-ს ერთ-ერთ გრანდში? - კლუბი არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს

"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]

მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით

88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ გაიტანა - "კარლსრუემ" გაიმარჯვა [VIDEO]

"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]

"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]

პოგბასა და ბრუნოს ბენეფისი - იუნაიტედმა ლიდსი გაანადგურა [VIDEO]

პორტუგალიური მედია: გიორგი მაკარიძე შესაძლოა "დეპორტივოში" გადავიდეს

"კლოპის ბიჭები" უდანაკარგოდ მიიწევენ - "ლივერპულის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

"ჩელსიმ" "ნორვიჩი" გაანადგურა [VIDEO]

სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]

"კვარა" თუ ნერესი? - კონტემ კითხვაზე უპასუხა

ლა ლიგა. XXIII ტური: "ელ ნინიოს" მეასე გოლი, სიმეონეს 150-ე გამარჯვება [VIDEO]

"ნიუკასლის" ფრე და "იუნაიტედის" მოგება - პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლა გრძელდება [VIDEO]

ზივზივაზეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "კაიზერსლაუტერნთან" დამარცხდა

"კაიზერსლაუტერნი", "ბრაუნშვაიგი", "კარლსრუე" - გიორგი ქვილითაიას რიგი დაუდგა

მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული გუნდი ჩაიბაროს

გერმანიის ოთხგზის ჩემპიონი თავს ბანკროტად გამოაცხადებს

ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?

ლა ლიგა. XV ტური: "ბარსამ" 2 გოლი გაანიავა [VIDEO]

[VIDEO] "ბარსელონას" დიდებული ქამბექი - "ბლაუგრანამ" ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"

მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა

"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს

ფეხი სახეში, ძირს დაგდებული ზიზუ - "სელტას" მცველმა ზიდანი ტრავმისთვის გაიმეტა [VIDEO]

ლა ლიგა. XVI ტური: გარი ნევილის "ვალენსიამ" კვლავ ვერ მოიგო

ბუდუმ დაიწყო - ეს ერთი და სხვა მრავალი [VIDEO]

"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს

"ემპოლიმ" ისევ წააგო - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

"ბარსელონამ" რაფინია "სელტაში" დააბრუნა

"ნაპოლიმ" დამუხრუჭება დაიწყო - "უდინეზესაც" ვერ მოუგო

ლა ლიგა. XIX ტური: ზინედინ ზიდანმა დებიუტი 5:0 გამარჯვებით აღნიშნა [VIDEO]