ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

"საქართველოს სპორტის საზოგადოების" ინიციატივით, ვეტერანი მორაგბეების, მწვრთნელებისა და მოქმედი მოთამაშეების შეხვედრა მოეწყო
ფოტოზე: ილია ზედგინიძე ქართული რაგბის ვეტერანებთან

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სპორტის საზოგადოების" ინიციატივით მოეწყო ვეტერანი მორაგბეების, მწვრთნელებისა და მოქმედი მოთამაშეების შეხვედრა. სასაუბრო ბოლო დროს ქართული რაგბის თემში განვითარებული მოვლენები იყო.

ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

შესავალი სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას "საქართველოს სპორტის საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მსხვილიძემ მიმართა:

"ბოლო დროს ქართულ რაგბიში გამოწვეულმა აჟიოტაჟმა ჩვენი ინტერესი გააღვივა. გადავწყვიტეთ ამ ღონისძიების ორგანიზება, რათა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. გთხოვთ, გავმართოთ დისკუსია ქართული რაგბის დღევანდელ მდგომარეობაზე, განვითარების პერსპექტივებზე".

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი:

"ვეცდები, საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც განვუმარტო არსებული ვითარება. ჩემი ერთადერთი მიზანი რაგბის განვითარებაა.

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი. ირაკლი აბუსერიძეს მხარი მარტო იმიტომ კი არ დავუჭირე, რომ ჩემი მეგობარია, არამედ იმიტომაც, რომ მას ტალახი მიასხეს.

ვინაიდან საკრებულოს წევრია, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში იძახდნენ, გარედან არის ჩარევაო. მერე თავისსავე ტყუილში აიბლანდა და გარეთ ნუ ეძებთ, შიგნით ეძებეთ ეშმაკებიო. ერთი სიტყვით, მიმაჩნია, რომ ვინც წყალი ასე აამღვრია, იმან პასუხი უნდა აგოს.

ახლა რაც შეეხება "ძაღლებსა და კატებს". დილის ცხრის ნახევარზე მომიგზავნეს ჟურნალისტი, რომელიც მეკითხება, მართლა უღალატე ნიჟარაძესო? აი, სწორედ მაშინ ვუთხარი, შენნაირი "ძაღლებისა და კატების" აგორებულია ეს ამბავი-მეთქი. იმანაც, ადგა და დაწერა".

(რედ: სავარაუდოდ, მაჩხანელი Sportall.ge-სთან გაკეთებულ ამ კომენტარს გულისხმობს: ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ)

ილია ზედგინიძე, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანისთვის ქართული რაგბის წინსვლა არის პრიორიტეტი. ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მინდა მოკლე ექსკურსი გავაკეთო ისტორიაში.

საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ძალიან რთულ პირობებში ვითარდებოდა. 90-იანი წლებიდან კი, როცა რაგბი პროფესიული სპორტი გახდა, დაიწყო რეალური წინსვლა. ეს განპირობებული იყო ეროვნული ნაკრების წარმატებითა და ნაკრების თითოეული წევრის თავდადებული გარჯით.

ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ბოლო რვა წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი. დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმება, რომ მას ბევრი კარგი აქვს გაკეთებული.

დღეს რაც ხდება, რაგბისთვის არის საზიანო. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. ყველა უნდა შევიკრიბოთ: მორაგბე, მწვრთნელი, ქომაგები, კეთილისმსურველები და დავძლიოთ ეს რთული მდგომარეობა. უნდა ვიყოთ უფრო ტოლერანტულები, თუნდაც მტრის მიმართ.

უკვე აღვნიშნე გიორგი ნიჟარაძის შესახებ, მაგრამ არანაკლები დამსახურება აქვს ირაკლი აბუსერიძეს. ის 13 წლის განმავლობაში თავდადებულად შრომობდა, არ ზოგავდა არაფერს, რათა ქართული რაგბისთვის სარგებლობა მოეტანა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი იყო, საერთაშორისო მიმართულება ებარა. ბევრს შრომობდა, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს წარმატებით ეთამაშა და საქართველო წარმოჩენილიყო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვიყოთ ტოლერანტულები, რაც რაგბის წინ წაწევას, განვითარებას ხელს შეუწყობს. ამ ორივე ადამიანს აქვს რესურსი, იყვნენ ქართული რაგბის სამსახურში. მათ მორალური წინააღმდეგობა არ უნდა შეექმნათ, რათა თავიანთი ცოდნა მოახმარონ რაგბის განვითარებას.

სამწუხაროდ, ერთმანეთთან კომუნიკაცია არ არის კარგი. ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენს ოჯახში, შიგნით უნდა მოვაგვაროთ ყველა პრობლემა".

დიმიტრი ბასილაია, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი:

"მხარს ვუჭერ ირაკლი აბუსერიძეს. საქართველოში რაგბი იმ დონეზე განვითარდა, რომ ახალ სისხლს მოითხოვს. ირაკლის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი, როგორია მოედანზე და მის მიღმა. მას რაგბის გარეშე ერთი დღეც არ უცხოვრია. რატომ არ უნდა იყოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი?"

ფოტოზე: დიმიტრი ბასილაია, ილია ზედგინიძე და ირაკლი მაჩხანელი

საფრანგეთიდან სკაიპით ჩაერთო დისკუსიაში საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი, რომელმაც ახლახან ოპერაცია გაიკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენთან საუბარი ქართული რაგბის პრობლემებზე მიწევს, მაგრამ ხდება ხოლმე ასე, რაგბის ოჯახში ყოველთვის იყო პატარა პრობლემები და ხარვეზები, მაგრამ ეს ოჯახი ასე საჯაროდ არასდროს გაყოფილა. ამ ყველაფერს პატარა გაურკვევლობას დავარქმევდი, რომელიც აუცილებლად მოგვარდება.

რაც შეეხება რაგბის განვითარებას. ამ სპორტის განვითარება დაიწყო არა რვა წლის წინათ, არამედ იმ დღიდან, რაც საშუალება მოგვეცა, ჩვენი ეროვნული ნაკრები გვყოლოდა. ბოლო 8 წლის მანძილზე წინ დიდი ნაბიჯები გადაიდგა და იმასაც ვიტყვი, რომ რაგბი 2004-დან 2007 წლამდეც სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა.

დღეს მივედით რაღაც დონემდე და ვფიქრობ, სხვა, ახალი ენერგია და სხვა პროფესიონალიზმია საჭირო ქართული რაგბის განვითარებისთვის. ამ ყველაფერს უნდა სხვანაირი მიდგომა და სწორედ ისეთი ხალხის მუშაობაა საჭირო, ვისაც რაგბი ესმის და ვინც ის პროფესიულ დონეზე ითამაშა.

მჯერა, რომ ირაკლი აბუსერიძე ამის გამკეთებელია, რადგან მან ძალიან კარგად იცის, რა არის პროფესიული რაგბი და ესმის, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ ჩემპიონატში, ასევე, საგარეო ურთიერთობებში. ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუ გვინდა, რომ საქართველოს ნაკრები ვიხილოთ ექვს ერში. ქართულ რაგბის დღეს სხვა ენერგია სჭირდება და ეს ენერგია ირაკლი აბუსერიძემ აუცილებლად უნდა მიუძღვნას ჩვენი რაგბის განვითარებას".

დუგლას კავთელაშვილი, ქუთაისის "აიას" ყოფილი მწვრთნელი:

"გიორგი ნიჟარაძე ჩამოსული იყო ქუთაისში. შემხვდა. ვუთხარი, ის ვიცე-პრეზიდენტი მოიშორე, რაგბიში ფულის კეთების მეტი რომ არაფერი უკეთებია და როგორც ლამაზად მოდი, ისე ლამაზად წადი-მეთქი".

ლევან მგელაძე, რუსთავის "ხარების" მთავარი მწვრთნელი:

"შიგნიდან მოხდა ინსპირირება თუ გარედან, ამას, რაც ახლა ხდება, დაპირისპირება აღარ ჰქვია. ამაზე დიდი დაპირისპირება ბიძინა გეგიძის დროს იყო, მაგრამ ის არ გამოსულა და მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია. არადა, მან 2003 წელს პირველად გაიყვანა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე.

ირაკლი აბუსერიძის კანდიდატურას მივესალმები. დიდი გამოცდილება აქვს. რომ ამბობთ, ერთად უნდა ვიმუშაოთო, იმ კაცს თქვენთან მუშაობა არ უნდა და როგორ უნდა იმუშაოთ. ვიღაცას მხარს რომ ვუჭერ, ტალახი რატომ უნდა მესროლო. ეს დემოკრატიული ქვეყანაა და პროცესიც ასეთივე უნდა იყოს.

ფილარმონიასთან შეკრიბეს ხალხი, რომელთაგან ნახევარზე მეტს ტელევიზორშიც არ ექნება ნანახი რაგბი.

ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ, ვინც ახლა გვერდში დაგიდექით".

პალიკო ჯიმშელაძე, გორის "ჯიქის" მთავარი მწვრთნელი:

"ცხადია, ბოლო დროის ქართული რაგბის პროგრესში გიორგი ნიჟარაძის ღვაწლი დიდია, მაგრამ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, თითქოს ვიღაცა სამშობლოს მოღალატეა. არადა, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც ხალხს რაგბი შეაყვარა.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვიღაცას ოდესმე ვიღაც შეცვლის. ჩვენზე მეტად ვინ იცის სწავლისა და თავდადების ფასი. 23-24 წლის ბიჭები საფრანგეთში წავედით. ფრანგებს საერთოდ არ ვაინტერესებდით. შრომაში გავლიეთ წლები.

როცა ნაკრების თამაშები იყო, ირაკლი მუდმივად ახალი ინფორმაციებით დატვირთული მოდიოდა. სულ ეძებდა, ახალ-ახალ ინიციატივებს გვთავაზობდა.

რაგბი დღესდღეობით პრესტიჟული გახდა. ამიტომ სხვა მიმართულებით წავიდა და ბევრი ისეთი ადამიანი გაჩნდა, რომელმაც არ იცის რაგბის ფასი. სირცხვილია, რომ აქამდე მივედით".

ირაკლი აბუსერიძეს და მისი გუნდის წევრებს მათი ხედვის გაზიარება, პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე საუბარი ვთხოვეთ.

ილია ზედგინიძე: "არ გვინდა, ეს შეკრება წინასაარჩევნო კამპანიას დაემსგავსოს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და პროგრამაზე მერე ვილაპარაკოთ".

მოგვიანებით, sportall.ge-სთან საუბრისას ირაკლი აბუსერიძემ თქვა:

"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმარება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, ისედაც გავუზიარებ. რა პოზიცია მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ბეა

..ქომაგო.. მინდა გიპასუხო, სანამ ირაკლი მაჩხანელს და მის ინტელექტს ახსენებ ჯობს იქამდე საკუთარ თავს მიხედო რადგან სწორედ შენისთანა ინტრიგანმა ჟურნალისტმა გააკეთა არასწორი ინტერპრეტაცია ირაკლის სიტყვების. აბსოლუტურად სწორად თქვა რაც თქვა!...

• თენგო

რატომ ემსგავსება ჩვენთან ყველა არჩევნები ერთმანეთს? ჩემი აზრით ბატონ ირაკლი აბუსერიძეს უნდა წარმოედგინა საზოგადოებისთვის პროგრამა და უნდა ეცადა ამ საზოგადოების დარწმუნება პროგრამის სიკარგეში. რაც შეეხება ბატონ ნიჟარაძეს ყველას ალბათ შეგვიძლია გასული რვა წლის შეფასება. ამის ნაცვლად გვესმის ტრადიციული შეთქმულებები და "კომპრომატები". ეს კულტურის და ზნეობის ნაკლებობაზე მიუთითებს. პარალელის გავლება ალბათ უფროს ნოდარ ახალკაცთანაც შეიძლება... არავითარი ბზარი და დაპირისპირება არ იქნება თუ მხარეები პროგრამების და შეხვედრების მეშვეობით გაგვაცნობენ საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს. დანარჩენზე კი საზოგადოებამ იმსჯელოს. სხვათა შორის კალათბურთის ფედერაციაში არსებულმა დაპირისპირებამ 2-3 წლის წინ შეიძლება ის მოიტანა, რომ ნაკრებმა ოლიმპიადაზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა ვერ მოახერხა...

• ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivar-ს

ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivar-ო კარგად მოუყევი სხვებსაც რა და როგორ მოხადა წინა არჩევნებზე და ნეტა რა იყო მაშინ დასამალი,რატომ იყო წასვლის ღირსი.ესე რომ არაფერს ამბობთ იმიტომაც გაგულავდა დღევანდელი გამგეობა

• shota

იცი რა მაინტერესებს აქ ვინც რაგაცეებს წერთ რომლები ხართ რაგბის გაგებაში საერთოდ.რო წერ ვიგაცა ხარ აბუ 9 ნომრადაც არ ვარგოდაო შენ საერთოდ რაგბის გაგებაში ხაარ?ან პრესკომფერენციაზე განა პროგრამის წარსადგენად იყვნენ მისულები.იქ იმდენი ... იჯდა რო იმათ რაგბი ფულის საკეთებელი სტანოკი გონიათ.თუ მაინდამაინც ენა უნდა გადმოაგდოს ნიჟარაძესავით მარტო და იძახოს ეს წარმატება ჩემი დამსახურებააო.ან საიდან მოდა ნიჟარაძე ვინმე დაინტერესებულხართ?მარა მაშინ მიშას დრო იკო და არავინ კითხულობდა.რაგბის ბურთი მგონი პრეზიდენტობის დროს დაიჭირა ხელში პირველად.ის პრესკომფერენცია კიდე რატომაც იყო გამგებმა გაიგო.ის ბირთვი რომელსაც ამ წარმატებაში ლომის წილი შეუტანია მანდ იყო და თავის ნდობას აბუს უცხადებდა.მოედნის გარედან ლაპარაკი ადვილია შიდა ოჯახში რაც ხდება იქ უნდა დაინახოთ.ხოდა შიდა ოჯახს აბუსერიძე უნდა და გახდება კიდეც და ...

• ბაჩო

ნიჟარაძეც იყო მინისტრის მოადგილე თავის დროზე

• გეგე

მაშინ ისიც ახსენით დზალით დაყავხართ ხმის ჩახლეჩამდე საყვირლათ სტადიონზე? ამ ხალხს რომ აყვედრით

• გეგე

მე აბუსერიძეს არვიცნობ საერთოდ მე ლეონსიოსთან მქონია შეხება რამოდენიმეჯერ და ნამდვილად ვიცი რომ ლეონსიო ძმაკაცობის გულიზე არ დაუჩერს მხარს არავის მერწმუნეთ

• ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivari

იქნებ კარგად მოუყვე სხვებსაც რა და როგორ მოხადა წინა არჩევნებზე და რაიყო მაშინ დასამალი

• ზაზა

თუ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებდა აბუსერიძე,მაშინ საკრებულოში რა უნდოდა?ხომ არ ჯობდა,ჯერ პროფესიულად შეესწავლა მენეჯერობა და მერე პრეტენზია,ამბიცია?თუნდაც ვინმე შეაფასებს საკრებულოში მუშაობას?თუ ქვეყანა იქით მიგვყავს,რომ ყველა წარმატებული სპორტსმენი,შედგომში მინიმუმ ქვეყნის ერთ–ერთი მინისტრი?თუ აღარ ვისურვოთ სპორტსმენების წარმატებები,რომ შემდგომში ქვეყნის მართვის პრეტენზია არ ქონდეთ?იქნებ საერთოდ გავაუქმოთ საქართველოში სკოლები,უნივერსიტეტები?სწავლა–განათლება აღარ არის საჭირო?

• ara

ახალი სისხლი ნიშნავს ჯანმრთელ სისხლს და არა ნებისმიერ სისხლს. აბუს გაკეთებული საქმწე მაჩვენეთ. 9 ნომერზეც არ ვარგოდა. პროსტო სხვა არ გვყავდა. პრეზიდენტად უნდა აირჩეს კარგი მენეჯერი და არა კარგი რაგბისტი. თუ გინდათ წინსვლა, ეგრეა და თუ გინდათ მარტო ბურთის უკან გადაკიდება, მაშინ აგერ არი აბუ და მიაწექით. ზოგიერთებს გულშემატკივარიც არ გინდათ, აბა ეს ნორმალურია??

• გეგე-ს

ნერვები დაიოკე, ყველა აკეთებს იმას, რაც უნდა. ძალით ვერავინ ვერავის ვერაფერს გააკეთებინებს. გინებას კი არ გირჩევ, ამრავლესობა (როგორც ამობობ) გაჯობებს.

• irakli-s

ეჰ,ჩემდა სამწუხაროდ, აბუს ბოღამა ალაპარაკებს, არადა რამხელა პატივს ვცემდი? ვერ მოუნელებია ნაკრებიდან რომ გაუშვეს. ძალიანაც გინდათ ამისი დამალვა, მაგრამ თვითონ ვერ მალავს ხოლმე. ამას ჩვენ ხალხიც კი ვამჩნევთ. ბოღმა კი ძალიან ცუდი რამ არის. ან მწვრთნელს რას ემდური? ახსენი. ვერ ჩაანაცვლა 18 წლის ბიჭმა? მთელი მსოფლიო აალაპარაკა.

• gulshematkivari

ახალი სისხლი რომ დაგიჩემებიათ, რისი გამკეთებლია აბუ ისიც დაწერეთ, არ მინდა ვინმეზე ცუდი ვთქვა, მაგრამ...... დიდის ამბით რომ გამართა პრესკონფერენცია რატომ არ თქვა კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს? რა არ მოწონს ან მოწონს, რისი შეცვლა უნდა, სადაც იყო იქ რა გააკეთა იცით? არ იცით, საერთოდ კი გააკეთა რამე? კაცმა ლაპარაკი არ იცის, წერა არ იცის, მარტო 9 ნომერზე თამაში არ არის რაგბი და არ მინდოდა ამისი თქმა, მაგრამ ამასაც ვიტყვი, რომ არც 9 ნომერზე ბრწყინავდა, უბრალოდ მოხვდა იმ ტალღაში რასაც რაგბის აღზევება ჰქვია. ეს აღზევება კი მორაგბეებთან ერთად ფედერაციის დამსახურებაა, თორემ აბუზე მაგარი ბიჭები იყვნენ რომელთა გვარებიც მხოლოდ მორაგბეებმა იციან, ისინი თავის დროზე რომ გასულიყვნენ მსოფლიო ასპარეზზე, არანაკლებნი იქნებოდნენ თუ მეტი არა.... ხოდა თუ უნდათ რაიმე კარგის გაკეთება აბუს და მის ძმებს გააკეთონ, დაანახონ ყველას და დიდი სიხარულით აირჩევენ. ჯერ მაგათი დრო არ დადმდგარა.

• გეგე

არვიცი როგორ მოვიქცე ამ შემტხვევაში არად ნამდვილად უმრავლესობა საგინებელი ხათ ზოგიერთი იმასაც წერს თურმე რამხელა ძალისხმევა გაუწევია იმისთვის რომ თამაშზე მისულიყვნენ და ორი სათი ხმის ჩახლეჩამდე ეყვირათ ... ტუ გაქვს წარმოდგენა რვიტოეულ მადგანს რაები აქვთ გადატანილი იმისთვის რომ შენაერ უმადურებს სიამაყის გრძნობა გასჩენოდა რომ ქარტველი ხარ

• iko

''ახალი სისხლი'' ბევრჯერ ითქვა უკვე და ეს არის მთავარი არგუმენტი რატომაც აბუ ჯობია ნიჟარაძეს?

• Kakhaber Bilashvili

იმ წარმატების შემდეგ, რომელსაც მიაღწია ფედერაციამ გიორგი ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, სრულიად დარწმუნებული გახლდით, რომ შემდგომი,უაღრესად საპასუხისმგებლო ციკლი, მისივე თაოსნობით წარიმართებოდა. ამას გვკარნახობს მოვლენათა განვითარების ლოგიკა, ადამიანური ღირსება, გაწეული შრომის ობიექტურად შეფასების აუცილებლობა, მომავალი თაობებში,რაგბის,როგორც გამორჩეულად სუფთა, ანგარებისათვის და პირადი ამბიციებისათვის შეუვალი სფეროს სახელის შენარჩუნება. ვფიქრობ, რომ, ეს არის მთავარი.აქ არ უნდა შევცდეთ, რადგან, თუ ერთი ცნობილი გამონათქვამის პერეფრაზირებას გავაკეთებთ, ზოგიერთი შეცდომა დანაშაულზე უარესია.

• irakli

მიუხედავად წარმატებისა, ქართული რაგბი მწვრთნელიდან დაწყებული პრეზიდენტით დამთავრებული ახალ სისხლს მოითხოვს.ვინც აბუს ოდნავ მაინც იცნობს დამეთანხმება, რომ ის საუკეთესო კანდიდატია.

• ბს

მარტო კარგი რაგბისტობა არ არი საკმარისი პრეზიდენტობისათვის, რას მიაღწია აბუ-მ როგორც მენეჯერმა ჩვენ არ ვიცით, ნიჯარაძის მიღწევებს ვხედავთ, ეს მარტო ეროვნულ ნაკრებს არ ეხება, ნაკრები მხოლოდ პირამიდის წვერია, რომელიც მთლიანად სახეობაში არსებულ მდგომარეობას ასხავს, მე ნაადრევად მიმაჩნია ყოფილი კაპიტნის პრეზიდენტობა, თუმცა ეს სარაგბო თემია გადასაწყვეტია და იმედია მათ უკეთ იციან.

• პენსიონერი

ირაკლი მაჩხანელი: "მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი". ილია ზედგინიძე: "ვინ იქნება რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არა აქვს". რა უპასუხისმგებლო განცხადებებია. დიდი მნიშვნელობა აქვს, ბატონებო, დიდი.

• giorgi 1958 -s

მისმინე მეგობარო, რაგბისტები თავის საქმეს მიხედავენ- ეგრე არაა. რას ნიშნავს ეგ?! რაგბი და არცერთი სპორტი გულშემატკივრის გარეშე არაფერს წარმოადგენს. შენ იცი რამდენი რამ გამიღია იმისთვის რომ მათ საგულშემატკივროდ წავსულიყავი და ხმის ჩახლეჩამდე მეყვირა 2 საათი?! პირველ რიგში გულშემატკივრის აზრია გასათვალისწინებელი თორე გული თუ აუცრუვდა ხალხს, იმ დონეზე დაბრუნდება რუგბი რა დონეზეც 20 წლის წინ იყო- ანუ არავინ ინტერესდებოდა

• gogig

აბუსერიძემ ნიჟარაძა ჩამოიშორა და ახალა თავიდან აპირებს კანდიდატურის დაყენებას? ეგ არის რაგბისტობა და კაცობა?

• გიორგი 1958-ს

გულშემატკივრებს შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ, არავის გვაჟრიალებს, ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს და გულისტკივილს ვამბობთ, თორემ გინდა დააყენოს აბუსერიძემ თავი ხელმეორედ არჩევნებში და გინდა არა. კაცმა არაჯანსაღი ამბიციების გამო თავი არ უნდა გაიბანძო, თორემ ძალიანაც დიდ პატივს ვცემდით აბუს და დიდი სიყვარყლითაც გავაცილეთ. მასეთი გაცილება არცერთი სპორტსმენისთვის არ მოუწყვია ქართველ გულშემატკივარს. გული რომ გვტკივა იმიტომ ვწერთ ამდენს თორემ ......

• გიორგი 1958

მე მაინტერესებს - კანდიდატურის დაყენების უფლებაც არა აქვს აბუსერიძეს? ვინც ასე ფიქრობთ, მე მგონი მაგრად გაჟრიალებთ. არა მგონია თქვენ რაგბის სამყაროდან იყოთ. წადით და თქვენი საქმე ნახეთ. მორაგბეები თვითონ გადაწყვეტენ თავიანთ საქმეს. ადმინს კიდევ - თუ აქვეყნებ გამოაქვეყნე, თუ არა და ესეც გამოაცხადე და დავანებებ მეც თავს.

• giga

თან თამასა როა აწული, ეგ .... ვერ ხვდებიან რო ნებისმიერი მარცხი ეგრევე მაგათ აკიდებენ კისერზე. პასუხისმგებლობა არ აქვთ გათავისებული

• geronti

რას გვპირდებიან უკეთესს რაც ნიჟარაძემ გააკეთა? ადროვეთ კიდევ ეს ოთხი წელი, ამასობაში თქვენც ბევრს ისწავლით.

• murtalo

ძალიან გთხოვთ, როგორც აამღვრიეთ წყალი, ისევ თქვენ უნდა გამოასწოროთ სიტუაცია... რაგბი ყველა ჩვენთაგანის საამაყო სპორტია და ხალხის აზრიც კარგად მოგეხსენებათ, ამისთვის კომენტარების წაკითხვაც არაა საჭირო, იმდენად ნათელია რომ ბატონ გ. ნიჟარაძეს უმეტესობა გულშემატკივრებისა დაუდგება მხარში, ასე რომ თუ რაგბი ჩვენი თამაშია(და ეს ნამდვილად ასეა), გაითვალისწინეთ ჩვენი აზრი, თორემ აშენებულის დანგრევა კარგად ვიცით ქართველებმა, შენება გვიჭირს...

• leka

ამ გვერდის ადმინს: მე კი მიხარია გულშემატკივრების ერთსულოვნება და ჯანსაღი აზრს დომინირება კომენტარებში, მაგრამ ოპონენტების აზრიც გამოუშვით. გულწრფელად მაინტერესებს მათი არგუმენტები

• რეზო

არაკომპეტენტურები - ზედგენიძე გამონაკლისია.

• giglia

ტიპიური შემთხვევაა ძალაუფლებისა და ფულის მოპოვების მცდელობის. სიმძაფრეს კი ქართული ამბიციურობა აძლევს. ამ ბიჭებს ალბათ გულწრფელად ჰგონიათ, რომ საქმესაც გააკეთებენ, ძნელია ეჭვი შეიტანო მათ გულწრფელობაში, როცა პირადად არ იცნობ არცერთს და მარტო მოედნიდან გახსოვს მათი ღვაწლი. თუმცა, ერთია როცა გგონია რაღაც გამოგივა და მეორე რა რეალური შესაძლებლობები გაქვს. მთელი საქართველოს თვალწინ გაიზარდა და გაძლიერდა რაგბი ნიჟარაძის პრეზიდენტობის დროს. ძალიან არაგონივრულია, მართვის სადავეები ენდოს სხვა ხელს, გარდა ბატონი გიორგისა. დიდი იმედი მაქვს, რომ არ დათმობს და არ გაერიდება ბრძოლას. მისნაირი ღირსეული ადამიანები ასეთ შემთხვევაში ხშირად გარიდებას ამჯობინებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში სასწორზე ქართული რაგბი და ქართველი კაცის გამარჯვების სიხარული დევს და არა აქვს უფლება გარიდების.

• sss

ზირაქ, აბუს რომ აუგროვეთ რა საძმაკაცომ ფული და ქვეყანას დაანებოთ თავი ნაღდად აჯობებს!

• giga

კურტანიძის მაგალითი არ გაქვთ ნათელი? პარლამენტში სიმინდსაც ვერ არჩევს და ჭიდაობასაც ყოფა უტირა. ეგ სხვა სამყაროა უკვე. პროფესიონალ მორაგბეს რომელსაც მარტო უბურთავია და 1 კურსი არ გაუვლია ეგეთს მე ეკონომისტი ჩემი 6 წლიანი გამოცდილებით, მეც ვაჯობებ რაგბის მართვაში. იმიტომ მართვა ბურთაობა არაა.

• რაგბიც გააბახეს

სად ნიჟარაძის განათლება და ინტელექტი და სად აბუსერიძის.ერთი საშუალო დონის მორაგბე იყო.შეძვრა ქართულ ოცნებაში და მოინდომა პრეზიდენტობა .შევარცხვინე მაგის და მაგის მომხრეები .....ეტყობა თანამდებობებს შეპირდა.დუგლას კავთელიშვილი .... როდის იყო.ოცნებამ .... რაგბშიც ჩააგდო.

• ქომაგი

ირაკლი მაჩხანელს: როცა იმდენი აზროვნება არ გყოფნის რა ილაპარაკო და რომ შენი ნათქვამით შეურაცხყოფა არ მიაყენო საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს, ასეთი ხვეულების და აზრუვნების ადამიანს რა ხელმძღვანელობაში მოსვლის ამბიცია გაგიჩნდა???? კუნთების ქონა ტვინის ქონასაც არ ნიშნავს.

• me

დავამთავროთ საუბარი უბრალო ინტერვიუზეც ვერ გაეცით პასუხი ნორმალურად დადალაგებულად. ყველასდიდ პატივს გცემთ, როგორც მოთამაშებს და მწვრთნელებსაც მაგრამ თუ სიმართლე გინდათ არც აბუ იყო ტოპ კლასის 9 ნომერი და არც პალიკო არის ტოპ კლასის მწვრთნელი. ჯერ წავიდეს გაიაროს მენეჯერის კურსები ისწავლოს 4 წელი წინ ექნება ჩამოყალიბდება იმუშავებს დაინახავს პრობლემას სწორი კუთხიდან და სწორი გადაწყვეტილების მიღებას ისწავლის კონტაქტებს გაიჩენს საზღვარგარეთ ეს მთავრობის კაცია სახელიც მოშორდება და მერე იყაროს კენჭი თორე ნიჟარაძეზე ჯვარი კი არ გვაქ დაწერილი უბრალოდ ვხედავთ, რა საქმეც გააკეთადა წინ აგვიყვანა და კიდე აქვს კაცს წინსვლის გეგმები და ალბათ სწორი ხედვებიც. აქამდე რაც დასახა მიზანი მიაღწია ვაცადოთ 4 წელიც და მერე თვითონაც აღარ რჩება. კიდე ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ყველას უდიდეს პატივს ვცემ და ვერცერთზე ცუდს ვერ ვიფიქრებ არ ვამბობ, რომ რომელიმე ცუდი ტიპია და თანამდებობა უნდა და ფულის შოვნათქო, ჩემი აზრით ეგ ხალხი ეგრე ხედავს და ფიქრობს.

• aaa

კი ეს კარგად ვიცი რომ მწვრთნელი ირჩევს ნაკრების კანდიდადს, ხოდა ის ვიკითხე ნეტა დიმას რამეს ხო არ პირდებიანთქო აბუს არჩევის შემთხვევაში?

• gogig

არ გამოვრიცხავ, რომ ჩარევა გარედნაც ხდებოდა, მაგრამ საქართველოში ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება. ამ ხალხისთვის რაგბი უფრო ბიზნესია, ვიდრე სპორტი.

• Vakho

თუ საქმეს კარგად უძღვება ეს გუნდი, რა საჭიროა სხვებით ჩანაცვლება? იმიტომ რომ ვიღაცას უნდა? ასეთი მიდგომა არასწორია !!!

• glaxuna

დ ა რ წ მ უ ნ ე ბ უ ლ ი ვართ, მაგარი და ღირსეული მორაგბეები არიან აბუსერიძე და ცაბაძე, მაგრამ...ამათ ხელში რაგბი რ ე გ რ ე ს ს დაიწყებს ! აქ ა შ კ ა რ ა ა დღესაც მხოლოდ ა მ ბ ი ც ი ე ბ ი და მ ე ტ ი არაფერი!!! ერთია დიდი სპორტსმენობა,და მეორე ძლიერი მენეჯერობა... თუ ესენი მოვიდნენ მ ხ ო ლ ო დ არაკომპეტენტურობის შედეგად მაქსიმუმ 2 წელიწადში ქართული რაგბი რ ე გ რ ე ს ს დაიწყებს,ასე ა დ ვ ი ლ ი და მარტივი არაა ფედერაციის პრეზიდენტობა,ამათ,რომ გ ო ნ ი ა თ. ბოლო-ბოლო ურუსეთს სჭირდება არაკომპეტენტურუი ხალხი,მათ ხომ ჭირდება საქართველოს ნაკრების დამარცხება და ... ასე დაიწყო თითქმის ყველა სპორტში 2012 წლიდან, ჯერ ინერრციით წარმატებები და მერე რ ე გ რ ე ს ი ! ბოლო-ბოლო რ ა ს ერჩით გ.ნიჟარაძეს ?! შ ე დ ე გ ე ბ ი და ძალზე წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი არ დადო,თუ რა ?! და რ ა ტ ო მ ?! თუ ამბიციები,აქედან გამომდინარე გამოუცდელობა და აქედან ა რ ა კომპეტენტურობა არა ?! მ ე რ წ მ უ ნ ე თ რაგბის მსოფლიო ფედერაციაში ამ ხ ა ლ ხ ს - ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ არავინ ჩათვლის და ყ უ რ ა დ რ ე ბ ა სერიოზულად შემცირდება... ნ დ ო ბ ი ს მოპოვებისათვის საკმაო დრო დაჭირდებათ,თუ საერთოდ ე ს ე ნ ი გააჩენენ ამ ნ დ ო ბ ა ს ! ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი და უ ა ზ რ ო ამბიციები ,რომელიც ა ზ რ ო ვ ნ ე ბ ი ს უნარს აკარგვინებს მ ო ი შ ო რ ე და კ ა რ გ ა დ დაიმახსოვრეთ ეს პ ო ს ტ ი!!!

• cago

აქაც აამღვრიეს წყალი უგვაგო ადამიანებმა. რა მნიშვნელობა აქვს მტყუან მართალის ძენბას. ფაქტია, რომ წყალი ამღვრეულია. პატარა სიხარულის შეგრძნებასაც გიკარგავენ და ისევ გაბოროტებენ. ამათ თამასზე წამსვლელი აღარ ვარ. ..........

• მერაბი

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. არც ნიჟარაძეს ვიცნობ და არც აბუსერიძეს, აბუსერიძე შეიძლება ძალიან კარგი მორაგბე იყო, მაგრამ ბევრად მაგარი ძიუდოისტიიყო ზვიადაური და რააააა??? გახდა მაგარი და წარმატებული პარლამენტარი?? ნიჟარაძეს დროს მიაღწია რაგბმა წარმატებას და თითქოს კანონზომიერებად იქცა და მივეჩვიეთ რომ რაგბში საქმე წინ მიდის თითქოს ეს ესეც უნდა იყოს არა და შეადარეთ სხვა სპორტის სახეობებს მიდის სადმე საქმე წინ? ეს ხალხი მაჩხანელი ზირაქაშვილი ზედგენიძე საამაყო ხალხია შორიდან რაც ვიცი როგორც გულშემატკივარმა, ჩვეულებრივი ქართული ამბავია მეგობარს უჭერენ მხარს და თავის საქმეა, მაგრამ ხალხო ეხლა არ მორჩა კაცი კარიერას? ეხლა ხანს რაგბისტი იყო მთელი დღე ფიზიკურად ვარჯიშობდა და როდის ისწავლა მართვა ფინანსები როდის დააგროვა საკმარისი გამოცდილება ფედერაციის პრეზიდენტობა მარტო მოედანი და ბურთი ხომ არ არის? მოიცადეთ ცოტა ხანი დააგროვეთ გამოცდილება ისწავლეთ ბევრი რამ რაც ყველას სასწავლი გვაქვს გადით საჭირო კონტაქტებზე აქ და საზღვარგარეთ და ეგ ნიჟარაძე მანდ ხომ არ იქნება 80 წლამდე გადაიბარეთ მერე მართვა და თქვენ იცით ხელი მოგემართოთ. გაითვალისწინეთ რაგბისტებო თუ ვინმე კითხულობთ კომენტარებს ჩვენ ხალხი თქვენ კი არ გბალეშიკობთ საქართველოს და ჩვენი გენის ზეიმს და გამარჯვებას ვგულშემატკივრობთ ბოლო 25 წელიწადში სამი ომი რომ წააგო იმ ქვეყნის შვილებს გამარჯვება გვიხარია და ამიტომ გვეამაყებით, თორე თუ თანამდებობებზე დაჭამთ ერთმანეთს რა განსხვავებაა თქვენსა და ფეხბურთელებს შორის? რომლებზეც ხალხში ბევრს კარგს არაფერს ამბობენ. ნუ გაგვიცრუებთ იმედს, ნუ დაგვაკარგინებთ წარმოდგენას, უამრავ ბავშვს რომელიც რაგბისტობაზე ოცნებობს და ბევრ მამას რომელსაც რაგბზე შვილის მოყვანა უნდა ნუ აფიქრებინებთ რომ რიგითი მაიმუნობაა რაგბიც ისევე როგორც ბევრი რამ და ვინ აცალეთ კაცს რომელსაც კიდევ ვიმეორებ არც კი მინახავს ცოცხლად მაგრამ რომ ვუსმენს და საქმეებს ვხედავ ჩანს ყველაზე წარმატებულია, აცალეთ თორემ მერე ვტქვათ შემდეგ არჩევნებზე ხელი მოგემართოთ ყველა უნდა შეიცვლოს როცა იქნება სწორი დრო

• გეგი

აუუუუ, ზუსტად ეგ დაღუპავს რაგბს მწვრთნელების საქმეში რომ ჩაერევიან და გააკონტროლებენ ვინ წაიყვანონ ნაკრებში. არ შეიძლება ქართველი იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თორემ ხუხულასავით დაიშლება ყველაფერი. არ გააკაროთ ქართველი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას!

• giga

ნამეტანი ამღვრევენ წყალს უკვე. ვამბობდი რო არც1 სპორტში არ ვემხრობი ნაკრების შტაბში ან ფედერაცია კავშირში ნაკრებიდან წასული სპორტსმენი ეგრევე იქ მოათავსო. გამოცდილების გარეშე. კალათბურთშიც ფეხბურთშიც და რაგბშიც აქჩვენა რო სავალალო შედეგის მომტანია.

• AAA-ს

ცნობისთვის, მოთამაშეებს მწვრთნელი არჩევს და არა პრეზიდენტი ან და გამგეობა.

• ААА

დიმა ბასილაია ძალიან სამწუხაროა რომ არ წაიყვანეს მსოფლიოზე, მირჩევნია მაგალითად ლომიძეს. აბუს გამარჯვების შემთხვევაში დიმას სასტავში მოხვედრის ალბათობა გაიზრდება?

• ragbis didi xnis (uxsovari droidan) gulSematkivari

კავთელაშილს და მგელაძეს გასაგებია რაც ალაპარაკებთ, ახალგაზრდებს კი ვეტყვი, რომ დადექით რაგბის ფედერაციის არსებულ მმართველ გუნდთან ერთად, ისედაც ხომ იქ ხართ? და გააგრძელეთ კარგი საქმის კეთება. ძალიან ბევრი შურის თვალით გიყურებთ და ნუ დაშლით იმ ერთობას, რაც აქამდე მოგიტანიათ. რაც შეეხება გეგიძეს, მის ღვაწლს არავინ უარყოფს, მაგრამ მაშინდელ არჩევნებზე ყველამ კარგად ვიცით რაც მოხდა, უნდა წასულიყო და წავიდა, საქვეყნოდაც ვერ გამოიტანდა ამ ამბავს, თვითონვე წააგებდა. არ მინდა დავიჯერო ბატონო ლევან რომ მაშინდელი ბოღმა მოგყვებათ და ამიტომ იქცევით ასე. არ არის საჭირო მაშინდელი ამბების გახსენება, თორემ ნამდვილად ისევ თქვენ წააგებთ. იყავით მშვიდად და თქვენი საქმე კარგად აკეთეთ. ახალგაზრდებს კი ვურჩევდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი უნდა ისწავლონ, რომ რაგბი მართონ. კარგი თამაში არ ნიშნავს კარგ მენეჯერობას. საქმით დაამტკიცეთ რომ ხელმძღვანელობა შეგიძლიათ და შემდგომში ალტერნატივა არ გეყოლებათ.

• xx

დუგლასა კავთელაშვილი საგაიდან გაიჩითა ეგ ალბათ ანტილოპაზე აიას ახევას აპირებს იქნებ ნაკრების მოქმედ მოთამაშეებსაც ვკითხოთ აზრი, მაჩხანელო შენ კიდე რა ვეგარ დაეშვი მიწაზე ჟურნალისტებო მეტის ღირსი ხართ მაგისგან ინტერვიუს რო იღებთ დილით დამადგა სახლშიო ეგ რაგა იყო პირის დაბანა და გამოფხიზლება ვერ მოასწრო? ესენი რო ფედერაციაში მოვიდნენ მერე ალბათ ინტერვიუს კიარა გამარჯობას აღარ იტყვიან

• აუფ

რა ჩადგნენ რიგში. გასაგებია უკვე ყველაფერი. რა იყო კუში იყნოსეთ? ესეც დეპოლიტიზირებული რაგბი. პრეზიდენტოვუს მერე ესენი საქართველოს ნაკრების მწვრთვნელობისთვის დახოცავენ ერთმანეთს.არა და რა კარგად ვითარდებოდა ყველაფერი.

• უკვე გასაგებია

დიდი მადლობა მიღწეული წარმატებებისათვის! ახლა დაიშალეთ და წადით სახლში. პურის რიგში ომის ვეტერანი ვარო ძახილით თავს რომ აზიზღებდნენ თავ სხვებს ესე იქცევით!

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"შავი ლომი" | 30 მორაგბით შოტლანდიაში

სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას

რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე

"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!

ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა

ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ

ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!

რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]

ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე

"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის

ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა

რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან

სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი

საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია

გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს

უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს

დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?

დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა

ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]

გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია

გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში

რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა

”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]

ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად

რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა

ირაკლი მაჩხანელი: ახლა ჩემი გაცილების დრო არ არის

ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს

ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა

ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!

რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"

"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"

დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ

საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!

"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ

რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო