ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "ვაშინგტონ უიზარდსის" ცენტრი მარცინ გორტატი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. პოლონელმა საშუალოდ 21.3 ქულა, 11.7 მოხსნა და 1.67 დაფარება დააგროვა. გორტატმა სამიდან ორ შეხვედრაში მიითვალა ორმაგი დუბლი.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "ოკლაჰომა-სიტი თანდერის" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი, რომელიც თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. უესტბრუკის ანგარიშზე საშუალოდ 28.9 ქულა, 7.3 მოხსნა, 8.8 შედეგიანი პასი და 3.0 ჩაჭრა მოდის. უესტბრუკმა ორ მატჩში გადალახა 30-ქულიანი ზღვარი და "დენვერის" წინააღმდეგ სეზონში მეოთხე სამმაგი დუბლი შეასრულა.

გორტატის კვირა

21 დეკემბერი. ვაშინგტონი-საკრამენტო 113:99. 27 ქულა, 16 მოხსნა, 4 დაფარება.

23 დეკემბერი. ვაშინგტონი-მემფისი 100:91. 12 ქულა, 12 მოხსნა.

26 დეკემბერი. ბრუკლინი-ვაშინგტონი 96:111. 25 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი.

უესტბრუკის კვირა

21 დეკემბერი. კლიპერსი-ოკლაჰომა 99:100. 33 ქულა, 5 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.

23 დეკემბერი. ლეიკერსი-ოკლაჰომა 85:120. 23 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი.

25 დეკემბერი. ოკლაჰომა-ჩიკაგო 96:105. 26 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა, 6 ჩაჭრა.

27 დეკემბერი. ოკლაჰომა-დენვერი 122:112. 30 ქულა, 12 პასი, 9 მოხსნა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ:

ჯეფ ტიგი ("ატლანტა"), ჯერი კრაუდერი ("ბოსტონი"), დრეიმონდ გრინი ("გოლდენ სტეიტი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), კრის ბოში ("მაიამი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), სი ჯეი მაკალუმი ("პორტლენდი"), დემარ დეროზანი ("ტორონტო") და ჯონ უოლი ("ვაშინგტონი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
[VIDEO] ბრანსონის 30 ქულა - "ნიქსმა" სუპერფინალი მოგებით გახსნა
[VIDEO] მოქმედი ჩემპიონი დამარცხებულია - "სან ანტონიო სპურსი" NBA-ის სუპერფინალში ითამაშებს
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
NBA. ᓞᕚᓔᓘ ᓝᕤᓘ: "ᓘᓜᓓᓘᓐᓜᓐ" ᓐᓠ ᕒᓐᕛᓝᓡᓬᓝᓠᓔᓑᕣᓚᓐ
NBA. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓘᓜᓓᓘᓐᓜᓐᓡ ᓛᓝᓮᓡᓜᓐ ᓓᓐᓐᓕᓘᓬᓧᓓᓐ
მომენტი, სადაც ზაზა ფაჩულიამ მარცინ გორტატი უბურთოდ დატოვა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სენსაცია "დეტროიტისგან"
NBA. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: "ᓘᓜᓓᓘᓐᓜᓐᓛ" ᓘᓡᓔᓕ ᓒᓐᕘᓦᓕᕘᕫᓐ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სპურსი" და "პორტლენდი" 11-ზე გაჩერდნენ