ერთა თასის გათამაშების მეორე წრის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა
ერთა თასის გათამაშების მეორე წრის დაწყებამდე ზუსტად ერთი თვე დარჩა. ჩვენი ეროვნული ნაკრები მეორე წრის პირველ მატჩს 6 თებერვალს, სავარაუდოდ, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართავს. მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება.

პირველ წრეში "ბორჯღალოსნებმა", როგორც მოსალოდნელი იყო, ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობენ. საქართველოს ნაკრები უახლოეს მდევარს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ორი წაგება აქვს, ექვსი ქულით უსწრებს.

უკვე გარკვეულია თითქმის ყველა მატჩის არბიტრის ვინაობა. დასადგენია მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების რეფერის გვარი. ის ინგლისელი იქნება, მაგრამ ვინ, ჯერ ცნობილი არაა. რუსეთის ნაკრებთან მატჩი 12 მარტს სოჭში გაიმართება.

თბილისში გერმანელებთან ბელგიელი მაქსიმ ბურლე იმსაჯებს, რომლისთვისაც ამ დონეზე არბიტრობა დებიუტი იქნება. 13 თებერვალს ლისაბონში ჩვენი გუნდის პორტუგალიის ნაკრებთან დაპირისპირებას უელსელი იან დევისი განსჯის. ორი კვირის თავზე, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან თემიდას მსახური კიდევ ერთი უელსელი, ბენ ვაითჰაუზი იქნება.

ბოლო შეხვედრაში, 19 მარტს, თბილისში რუმინეთის ნაკრებთან ფრანგი ტუალ ტრანინი იმსაჯებს.

საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, გათამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეიკრიბება.

რაგბი ევროპა 2016

6 თებერვალი

საქართველო-გერმანია

13 თებერვალი

პორტუგალია-საქართველო

27 თებერვალი

საქართველო-ესპანეთი

12 მარტი

რუსეთი-საქართველო

19 მარტი

საქართველო-რუმინეთი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 5 5 0 0 +116 21 (1)

2. რუმინეთი 5 3 0 2 +41 15 (3)

3. ესპანეთი 5 3 0 2 +32 14 (2)

4. რუსეთი 5 3 0 2 -16 13 (1)

5. პორტუგალია 5 1 0 4 -48 5 (1)

6. გერმანია 5 0 0 5 -128 1 (1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli arqania
მსოფლიოს საგზური დაბევებული გვაქვს ,ამიტომ არამგონია გორგოძე,ზირაქა,( ისედაც წავიდა ნაკრებიდან) და სხვა გუნდის ლიდერები ჰეიგმა გამოიძახოს.ვფიქრობ,რომ გასვლაზე პორტუგალიასთან ასე თუ ისე გაგვიჭირდება,რადგან ამ გუნდთან სულ გვიჭირს მოგება გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი მძიმე გამარჯვება
guka
ამ გათამაშებამ რო ჩვენი გუნდისთვის აზრი დაკარგა ფაქტია ეხლა იმაზე იზრუნინ ქუთაისში ჩაატარონ თამაში თუ ამაზე არავის უფიქრია ბატონო გია ამ შემთხვევაში ვინ ჩაიჭრა
begi
წავიდა ერთ წრეზე ტრიალი. მეტნაკლებათ, თუ არ ჩავთვით რუმინეთს, საქართველოს ამ გათამაშებაში რეალური მოწინაამღდეგე არ ყავს. თუ არ მოხდა რაიმე სახის რეფორმირება, ეს ტურნირი აზრს მალე დაკარგავს. მე პირადად აღარ მაინტერესებს, განსაკუთრებით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.
ragbis fani
რა პირველ და მეორე წრეზე ლაპარაკობთ, ან რა ცხრილია ქვემოთ მოცემული სადაც საქართველოს გრაფაში 5 მოგების ნაცვლად 5 წაგება უწერია!!! მოყოლებული 2009 წლიდან 6 ერის ჩემპიონატები თითო წრედ, ყოველ წელს ცალკე იმართება. მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილის გამოსავლენად იკრიბება 2 წლის შედეგები. ანუ 2019 წლის (სადაც საქართველო ავტომატურად მოხვდა) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამსვლელი მეორე გუნდის და რეპეშაჟის მონაწილის გამოსავლენად შეიკრიბება 2017-2018 წლის შედეგები. ესაა და ეს. იმედია არ დაბლოკავთ
ვინცხა
ხუთიდან 3 მატჩში ბრიტანელი არბიტრის მსაჯობა არ მენიშნა კარგად. საქართველოს ნაკრებს უკეთესი თამაში გამოსდის როცა ფრანგი არბიტრია. ამის მიზეზი, ჩემის აზრით, ქართველებისა და ფრანგების მიერ თამაშის წესების ერთნაირი ინტერპრეტაციაა.
Raul
მოკლედ ქუთაისი გაიმაზა და თბილისი გადაწყდა გერმანიასთან როგორც ჩანს.
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
მილტონ ჰეიგი: ქართული რაგბის მომავალი საიმედო ხელშია!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველო VS გერმანია - ვუბრუნდებით "რაგბი ევროპას"
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
მსოფლიო რაგბის რეიტინგი: საქართველო იგებს და ერთ ადგილს ტკეპნის...
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო