ფოთის "კოლხეთი" მეორე წრისთვის მზადებას 10 იანვარს განაახლებს
ფოთის "კოლხეთმა" მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრე ცუდად დაიწყო, მაგრამ არც ისე ცუდად დაასრულა. გელა სანაიას დანიშვნამ გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა, მისმა გაწვრთნილებმა რამდენიმე წარმატებული თამაში ჩაატარეს და "კოლხეთი", რომელიც თავიდან აუტსაიდერებში იყო, ახლა 18 ქულით მე-11 ადგილზეა.

კოლხები მეორე წრისთვის მზადებას 10 იანვარს განაახლებენ. ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ გვითხრა:

"გუნდი ორ ნაწილად არის შეკრებილი. ფოთში ადგილობრივები ვარჯიშობენ, ნაწილიც თბილისში - ვინც სად ცხოვრობს და სადაც უხერხდება. ეს უფრო ფორმის შესანარჩუნებელი დატვირთვებია, რადგან ხაჭაპურისა და საახალწლო სუფრის დამანგრეველი "ძალა" კარგად მოგეხსენებათ.

ფოთში ბიჭები სტადიონზე დარბოდნენ, მაგრამ დიდთოვლობის გამო, ბოლო დღეები საკალათბურთო დარბაზში გადაინაცვლეს. თბილისში კი იპოდრომზე ვარჯიშობდნენ. გუნდი ერთად 10 იანვარს შეიკრიბება და ამ დროისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასაწყებად ყველა მზად უნდა იყოს.

რაც შეეხება უცხოეთში მომზადებას, ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა იმედია, რომ თურქეთში წასვლას მაინც მოვახერხებთ", - ამბობს სანაია.

ფოთელთა დამრიგებელი საკადრო ცვლილებებზეც გველაპარაკა:

"დანამდვილებით, ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გუნდი დატოვეს ნიკა სიჭინავამ და ალეკო კოშკაძემ. წასვლა სურდა თამაზ ჟიშკარიანს. ჩვენი შემტევი ნახევარმცველი ისრაელის პირველი დივიზიონის კლუბ "ჰაპოელ ბნეი ლოდში" ისინჯებოდა, საკონტროლო მატჩიც ჩაატარა და გოლიც გაიტანა, მაგრამ ლეგიონერებზე ლიმიტის გამო, დაბრუნება მოუხდა.

ბუნებრივია, რამდენიმე მოთამაშის დამატებაც გვსურს. გადაწყვეტილია, რომ ჩვენთან ითამაშებს ნიჭიერი თავდამსხმელი ცოტნე მესხი. ის ბოლოს ოზურგეთის "მერცხალში" გამოდიოდა. მაგრამ გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია. იყო 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, თბილისის "ლოკომოტივიდან" ქობულეთის "შუქურაში" გადავიდა, სადაც თავის გამოჩენაში ტრავმამ შეუშალა ხელი.

მესხის გარდა, კიდევ ოთხ-ხუთ მოთამაშესთან გვაქვს მოლაპარაკება. მაგრამ ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია".

პირველ წრეში "კოლხეთს" დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ფოთში ფეხბურთის გადასარჩენ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ გულშემატკივრები და გუნდის წევრები. სანაიას თქმით, ბოლო წლებში პირველად, კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა:

"შარშან უმაღლეს ლიგაში ყველაზე გაჭირვებული კლუბი "კოლხეთი" იყო. ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 300 ათას ლარს შეადგენდა. ეს იმ დროს, როცა უმაღლეს ლიგაში კლუბებს 3 მილიონამდე აფინანსებენ. ჩვენზე მეტი დაფინანსება პირველი და მეორე ლიგის ზოგიერთ კლუბსაც ჰქონდა... ახლა კი 700 ათასი ლარი დაგვიმტკიცეს.

მაგრამ ამ თანხიდან ჯერ მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და მომსახურე პერსონალის დავალიანება - დაახლობით 300 ათას ლარამდე უნდა გაისტუმრონ... თუმცა, გვპირდებიან, რომ წლის განმავლობაში თანხას კიდევ დაამატებენ და იმედია, წელს ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით".

საინტერესო სიახლეა ისიც, რომ კოლხები უმაღლესი ლიგის მატჩების ფოთში გამართვას იმედოვნებენ:

"უცხოეთში გამგზავრება და მომზადება ჩვენი ახირება არ არის. სეზონის წინ კარგი ვარჯიში და საკონტროლო მატჩები ნებისმიერ გუნდს სჭირდება. გარდა ამისა, ახლა ფოთში არ გვაქვს სტადიონი, სადაც მოვემზადებოდით და ვითამაშებდით.

მადლობა მორაგბეებს, რომლებიც ფოთში საკუთარ სტადიონზე ვარჯიშის საშუალებას გვაძლევენ... სხვათა შორის, თუ ისინი ნებას დაგვრთავენ, მაშინ "კოლხეთი" რაგბის სტადიონზე ითამაშებს. ეს არის იდეალური არენა - მშვენიერი ხელოვნურსაფრიანი მოედნით, ტრიბუნები 2 500 მაყურებელს იტევს, კეთილმოწყობილი გასახდელები, საშხაპეები და განათების სისტემაა.

2 წელიწადია, გუნდი ფოთში არ თამაშობს და იმედია, იქ შესვლის ნებას მოგვცემენ. ამ საკითხში დახმარებას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შეგვპირდა და იმედია, ფოთში თამაში წლეულს მაინც გვეღირსება. ეს ხარჯებსაც შეგვიმცირებს და, რაც მთავარია, ფოთელ გულშემატკივრებს საყვარელი კლუბის თამაშებზე დასწრების საშუალება მიეცემათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

me miyvars rugby
qartveli! გეთანხმები ძმაო მაგრამ არ ჩანს საშველი
kolxi
მიდით ბიჭებო,,, რაგბსაც უშველით აუცილებლად.
qartveli!
მივესალმები,რომ მორაგბეებმ დაუთმონ ფეხბურთელებს მოედანი..თუმცა როდის ეშველება ფოთის სარაგბო გუნდს?! ამირან შაგულიძეს მივმართავ,როდემდე უნდა გაგრძელდეს ფოთის კლუბის ძირს ვარდნაა?!! როდის უნდა ჩამოვიდეს მანდ ნორმალურ პროფესიონალი მწვრთლენი?! როდემდე უნდა აძლევდეს ფოთი სხვა ქალაქებს თავის აღზრდილებს?! ასეთი სტადიონის მფლობელი ქალაქი უნდა ფიქრობდეს გუნდი,როგორ გადავიდეს უმაღლეს ლიგაში,თქვენ კიდევ რას შვრებით?! გუნდი პირველი ლიგიდანაც ვარდება,სამარცხვინოა,დამაგრეველია ეს ქალაქისთვის! დროა წახვიდეთ მაქედან და მოვიდეს პროფესიონალთა გუნდი,ვინც იმუშავებს ამ ქალაქის სარაგბო კლუბის ახალ ეტაპზე გადაყვანისთვის და სამეგრელოსაც ეყოლება ერთი გუნდი "დიდი 10"-ში პატივისცემით გულშემატკივარი..
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა
პრიმერასკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქართველი ფორვარდი ფინეთის ჩემპიონატში ითამაშებს
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ზვიად ჯელაძე: "საპოვნელაში" რადიკალური ცვლილებები მოხდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ბოლნისის "სიონი: ახალგაზრდებიც და გამოცდილებიც
ქართველმა ფორვარდებმა ევროპაში მნიშვნელოვანი გოლები გაიტანეს [VIDEO]
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: ლიდერმა ბათუმის "დინამომ" ზუგდიდში წააგო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ქუთაისის"ტორპედოს" თურქულ შეკრებაზე საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ მბარგაც შეუერთდა
საპოვნელა-გურია 0:2 - ფრანგულ-უკრაინული გოლებით [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინათქმა: გადაფორმატება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
შუქურა-კოლხეთი 1:1
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კოლხეთი-დინამო(თბ) 0:3 - ლიდერს ერთი ტაიმიც ეყო [VIDEO]
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ზვიად ჯელაძე თერჯოლის "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელად რჩება
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ბერიძის კიდევ ერთი გოლი და საგოლე პასი ყოფილ კლუბთან - ქართველების შაბათი [VIDEO]
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ფოთის "კოლხეთი": შეკრება თურქეთში, პლუს 18 წლის კენიელი თავდამსხმელი
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
გზები დანაღმულია... ქართველებს დახმარება სჭირდებათ - უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი
"საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო"
კვირკველია ქართული დუელისთვის თოვლში ემზადება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
კოლხეთი-ლოკომოტივი 4:0 - გამოცდილების ხარჯზე [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა