"არსენალი"-"ევერტონის" მატჩში შესვენებისას "მეთოფეთა" გაცხარებულმა კაპიტანმა მთავარი მსაჯი და მეოთხე არბიტრი გამოლანძღა

„არსენალისა“ და „ევერტონის“ შეხვედრა „მეთოფეთა“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მოგეხსენებათ, თავიდან ლივერპულელი სტუმრები იგებდნენ - ლუი საამ გოლი აშკარა თამაშგარედან შეაგდო, მაგრამ თანამსაჯს შეეშალა და ჩათვალა - შესვენების შემდეგ კი ჯერ შეცვლაზე შესულმა ანდრეი არშავინმა გაათანაბრა, მერე კი ლორან კოშელნიმ თავურით გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ზემოთ ნახსენები ოფსაიდის მიუხედავად უკმაყოფილო მაინც „ევერტონის“ თავკაცი დევიდ მოიესი დარჩა. მატჩის შემდეგ ის ცხარობდა, მსაჯ ლი მეისონს „მეთოფეების“ კაპიტანი სესკ ფაბრეგასი მისი და მეოთხე არბიტრის გინებისთვის თამაშიდან უნდა გაეგდოო. მიაქციეთ ყურადღება: თამაშიდან და არა მოედნიდან, რადგან ინციდენტი შესვენებისას გასახდელში მოხდა. ფაბრეგასის ყვირილის მიზეზი, რასაკვირველია, საას გოლი გახლდათ.

საინტერესოა, რომ ბოლო ერთ კვირაში ესპანელ ვარსკვლავს უკვე მეორედ სდებენ გინებაში ბრალს. პირველად, ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპზე დამარცხებული „ჰადერსფილდის“ მცველმა ენტონი პილიკინგტონმა თქვა, მატჩის შემდეგ ორმა კაცმა მაისურის გაცვლა რომ ვთხოვეთ, ლანძღვა დაიწყოო.

დავუბრუნდეთ მოიესს: „იმ სიტყვების გამო, ფაბრეგასმა მთავარ და მეოთხე მსაჯებს რომ უთხრა ის დაუყოვნებლად წითელი ბარათით უნდა დაესაჯათ. როგორც ჩანს მეისონს იგი ძალიან დიდ მოთამაშედ მიაჩნია და გაგდება ვერ გაუბედა. რა სიტყვები უთხრა? ვერ გავიმეორებ. დაე, თავად მსაჯებმა გიამბონ, რა შეარჩინეს ფეხბურთელს. ეჭვი არ მეპარება, ეს ამბავი მოედანზე რომ მომხდარიყო, ხალხის დასანახავად არბიტრი წითელ ბარათს ამოიღებდა. არადა, გვირაბში ყველამ ყველაფერი გავიგეთ. მიკვირს, რატომ უნდა იყოს სხვანაირი მიდგომა მოედანზე, გვირაბში კი - სხვანაირი“.

ამ დღეს მოიესი ფაბრეგასმა, ეტყობა, მეტისმეტად გააღიზიანა, რადგან „ლურჯი ლივერპულელების“ თავკაცმა სხვა ამბავზეც გაამახვილა ყურადღება:

„მას პირველ ტაიმში მიკელ არტეტას წინააღმდეგ უხეშობისთვის ყვითელი ბარათიც ეკუთვნოდა. არტეტა პირველ 6 წუთში სამჯერ დააგდეს მოედანზე“.

ცნობისათვის: თუ შეხვედრის არბიტრი ფაბრეგასის გინების ამბავს პატაკში ჩაწერს, ფეხბურთის ასოციაციამ შეიძლება ის დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

გამარჯვებულთა თავკაცმა არსენ ვენგერმა კი პრესკონფერენციაზე სხვა „ლურჯებს“, „ჩელსის“ გაჰკრა კბილი - ლაპარაკი ინგლისის ჩემპიონთა მიერ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ფერნანდო ტორესის და დავიდ ლუიზის ყიდვას შეეხო. ვენგერმა დასავლეთ ლონდონელები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა:

„სიტყვით „ჩელსიმ“ ფიფანსური ფეარ-პლეის პრინციპებს მხარი დაუჭირა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჯერ გამოაცხადა 70 მილიონი ფუნტის ზარალი მაქვსო, იმავე საღამოს კი ორ ფეხბურთელში 75 მილიონი გაისროლა. სად არის აქ ლოგიკა? ვშიშობ, რომ ჩვენ „ჩელსის“ სატრანსფერო ბაზარზე წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ, მოვა ზაფხული და თქვენ კიდევ ნახავთ, რას იზამს რომან აბრამოვიჩი“.

ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ანდორას მოუგო
"ახალი კვარა" - "ნაპოლი" ხვიჩას მემკვიდრის შეძენას ცდილობს
19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიყოლია, მაგრამ რა ფასად?
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..