ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ძიუდო. ქალთა ნაკრები: ნაყოფიერი ავსტრიული კემპი გოგონებისთვის

ძიუდო. ქალთა ნაკრები: ნაყოფიერი ავსტრიული კემპი გოგონებისთვის

მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ერთობლივი ავსტრიული კემპიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ფოტოზე: კახა მოცრაძე, მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი

შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი ჩვენი ძიუდოისტი გოგონები, ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილი და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი მზია ბებოშვილი (ორივე - 52) წინა კვირას ავსტრიულ მიტერშილში იმყოფებოდნენ ერთობლივ საწვრთნელ კემპზე სავარჯიშოდ.

ეს ძალიან ძლიერი კემპი გამოდგა - მთლიანობაში, მასში 1000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ქალთა შორის კი თანამედროვე ძიუდოს აღიარებული ვარსკვლავებიც იყვნენ. ერთმა მათგანმა, ამერიკელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა კაილა ჰარისონმა (70) ჩვენებთან გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში რომ განათავსა, ამაზე "ლელო" უკვე წერდა.

ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან

ჩვენებმა ავსტრიაში მართლაც ნაყოფიერად ივარჯიშეს და ახლა უკვე საქართველოში აგრძელებენ მზადებას - გუშინ, 20 იანვარს, ჭაბუკთა ნაკრებთან ერთად გორში წავიდნენ შეკრებაზე.

ავსტრიული კემპის შესახებ მათ პირად მწვრთნელ კახა მოცრაძეს დავეკითხეთ, რომელიც თან ახლდა შეგირდებს მიტერშილში და ძალიან კმაყოფილია როგორც იქაური სავარჯიშო პირობებით, ისე გოგონების მუშაობით.

- ჩვენი გოგონები ამ დონის შეკრებაზე პირველად იყვნენ, - გვითხრა მოცრაძემ. - სხვათა შორის, გოგონების მწვრთნელად მეც პირველად ვიყავი ასეთ ღონისძიებაზე. ძალიან ძლიერი შეკრება იყო, ძლიერი კონტინგენტით. მასში დაახლოებით 400 გოგო მონაწილეობდა. მათ შორის ბევრი ვარსკვლავი იყო - მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო წონებზე რომ ვილაპარაკოთ, კაილა ჰარისონი, მაილინდა კელმენდი, ნატალია კუზუტინა...

თითქმის მთელი მსოფლიოდან იყვნენ სპორტსმენები ჩამოსულნი, მათ შორის - იაპონელებიც. თითო-ოროლა ლიდერი თუ აკლდა რომელიმე წონას, თორემ თითქმის ყველა უძლიერესი ძიუდოისტი ემზადებოდა.

- რა ტიპის ვარჯიშები ტარდებოდა - ფიზმომზადებაც იყო თუ მხოლოდ ლეიბზე შედიოდნენ?

- მხოლოდ ლეიბზე ვარჯიშობდნენ, მარტო სპარინგები ჰქონდათ. თავიდან თავისით ითელებოდნენ, მერე 10 წუთი ტექნიკის დამუშავებაზე ვარჯიშობდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა ძირითად ვარჯიშამდე, რომელიც 11 საათზე იწყებოდა და მასში შედიოდა ჩოქბჯენი, დგომი, შეხვედრები... დღეში 7-8 სპარინგი უწევდათ.

მოგეხსენებათ, მაღალმთიან რეგიონში ვიყავით, სადაც მაღალი დატვირთვა მოდიოდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ემზადებოდა და ევროპის ძიუდოს კავშირმა კემპს ასე უწოდა: "მზადება 2020 წლის ოლიმპიადისთვის", რადგან ამ სპორტსმენებიდან ბევრი მოიპოვებს იმ თამაშების საგზურს.

- ასეთ დატვირთვას რამდენად გაუძლეს ჩვენებმა? დღეში 7-8 შეხვედრა ნამდვილად არაა ცოტა...

- ეს შეხვედრები ჩანიშნული მაქვს. მათ დაახლოებით 50-მდე ორთაბრძოლა ჩაატარეს, თუმცა ბებოშვილმა ბოლოს თითი იტკინა და ბოლო ვარჯიში ამის გამო გამოტოვა. ორივემ ძალიან კარგად ივარჯიშა და გაუძლო ამ დატვირთვას. რაც მთავარია, ჩვენები სუსტებს არ ეძებდნენ სასპარინგოდ, ყველაზე ძლიერებს ეჭიდავებოდნენ - კელმენდს, კუზუტინას და იმდენად დიდი გამოცდილება მიიღეს, ამას საქართველოში ვერაფრით გავაკეთებდით, რაც არ უნდა გვეცადა მათთვის.

თვითონაც ამბობენ და მეც ვხედავდი, რომ ამ ვარჯიშების შემდეგ ერთი თავით მაღლა დადგნენ. მათ ირწმუნეს, რომ არავისზე ნაკლებები არ არიან.

- განსაკუთრებით, ეს ჯანაშვილისთვისაა კარგი, რომელიც სალიცენზიო შეჯიბრებებში უნდა ჩაებას...

- მას ახლა ბულგარეთში მოვსინჯავთ ევროპის თასზე და ვნახოთ...

- ბებოშვილი როგორ გამოიყურებოდა უფროსებთან ჭიდაობაში?

- მზია ჯერ პატარაა უფროსებთან საჭიდაოდ. კელმენდთან რომ მივიდა სასპარინგოდ, ის ეხუმრა კიდეც, ხვალ, პატარა ბავშვოო. ისე კი, მანაც კარგად ივარჯიშა და ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღო.

- კიდევ თუ იგეგმება მათთვის ასეთი კემპები უფროსებთან?

- მონახაზში მართლაც გვაქვს, რადგან ამის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. მით უმეტეს - ჩვენს პირობებში. დამოუკიდებლადაც ვგეგმავთ და სადაც გამოვალთ დიდ ტურნირებზე, იქაც დავრჩებით 2-3-დღიან შეკრებებზე, სხვანაირად არაფერი გამოვა.

მზადება საქართველოში

როგორც გითხარით, ჩვენი ძიუდოისტი გოგონები 20 იანვარს, გორში დაბანაკდნენ სეზონის პირველ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე. მისი მიზანი ჭაბუკთა ნაკრების მომზადებაა, რომელიც მარტში გასამართავი ანტალიის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება.

თავის მხრივ, ის ჩვენებისთვის ძირითადი შესარჩევი შეჯიბრებაა ევროპის ჩემპიონატისთვის, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ იქ უმცროსებთან ერთად ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრიც შეურია სპარინგებისთვის. მათ შორის ჯანაშვილი და ბებოშვილიც არიან.

თენაძე გეგმავს, ქალთა ძიუდოს პოპულარიზაციის მიზნით მომავალში ანალოგიური შეკრებები საგარეჯოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მოაწყოს, თუმცა იქამდე მას გორში დაწყებული შეკრებისა და კონკრეტულად, ჯანაშვილის უახლოესი გეგმების შესახებ დავეკითხეთ.

- ჯანაშვილის უახლოესი მოსამზადებელი გეგმები როგორია, რა ღონისძიებებში მიიღებს ის მონაწილეობას?

- ის თვის ბოლოს ბულგარეთში გამოვა, იქიდან კი თბილისის ტურნირამდე ორი თვე რჩება. ვფიქრობთ, ჩვენი "დიდი პრიზისთვის" სამეტაპიანი მზადება დავიწყოთ. თან ამ ტურნირს სამსუნის ანალოგიური რანგის შეჯიბრება მოსდევს და გვინდა, იმ დროისთვის იყოს პიკში. მერე ევროპის პირველობაც მალე მოუწევს და შეიძლება იქამდე მიყვანის ვარჯიშები. ამიტომ ვგეგმავთ სამეტაპიან მზადებას - პირველი იქნება ფიზიკური მომზადება, მეორე - შერეული ტიპისა, ანუ "ფიზიკასთან" ერთად ტექნიკაზეც ივარჯიშებს, მესამე კი წმინდა წყლის ტექნიკური ტიპის.

აი, ამის შემდეგ გამოჩნდება ჯანაშვილის შესაძლებლობები და შანსები, ისევ ლიცენზიისთვის გავაგრძელოთ ბრძოლა თუ ახალგაზრდული შეჯიბრებებისკენ გადავიხაროთ, რომელიც წლეულსაც უწევს მას. საბედნიეროდ, მას ტრავმები არ აწუხებს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, აბსოლუტურად მოტივირებული ხვდება ახალ სეზონს.

ფიზიკური მომზადებისთვის ბაკურიანი იდეალურია, სხვაგან რომ არ დავიწყოთ მაღალმთიანი კურორტის ძებნა. იაფიც გვიჯდება და ჰავაც იდეალურია, ფიზიკური მომზადებისთვის ზედგამოჭრილი. შერეული ვარჯიშების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საზღვარგარეთ გავივლით თუ არა - იქ ინდივიდუალური ვარჯიშები იქნება, არა მარტო სწრაფძალოვანი ვარჯიშები ფიზიკაზე, ძირითადად ტექნიკაზე ვიმუშავებთ, ბოლო ეტაპი კი მთლიანად ტექნიკური კომპონენტების დახვეწას - ჭიდაობას, სპარინგებს სისწრაფეს და ამგვარებს დაეთმობა. ამიტომ ერთობლივი შეკრება გვინდა, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა რომ მოუწიოთ.

- ანუ ამ ბოლო შეკრებას უცხოეთში გაივლით? ისევ თურქეთს ფიქრობთ თუ ამჯერად სხვა ვარიანტია?

- კარგი იქნება, უცხოეთში თუ გავივლით, რადგან აქ ჯანაშვილი ისეთ დატვირთვებს ვერ მიიღებს. თურქეთს მართლაც ვფიქრობთ და ამის შესახებ იქაური ნაკრების ხელმძღვანელობას დაველაპარაკებით. თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მაშინ ისევ ისეთ კემპზე წავალთ ევროპაში, როგორზეც ახლა იყვნენ ავსტრიაში.

- ბოლოს, გორში დაწყებულ შეკრებაზეც გვითხარით, რა ამოცანა აქვს მას...

- აქ ჭაბუკები წამოვიყვანეთ, რომლებსაც 6 გოგო ახალგაზრდებიდანაც დავუმატეთ. ესენი ანტალიის ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც ჩვენთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრებაა.

საბედნიეროდ, ჭაბუკებში კონკურენცია გაიზარდა, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატი კი სრულ სურათს ვერ მოგვცემს. ამიტომ მიგვყავს ანტალიაში და შანსს ყველას ვაძლევთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

ეთერ ლიპარტელიანი: ჩემპიონობით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტიც მომეთხოვება

პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]

429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება

ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები

გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს

ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ

ძიუდო. ქალთა ნაკრები: ვარჯიში და სამახსოვრო ფოტო კაილა ჰარისონთან

გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი

ოქროს ბავშვები - "ქართული დინამიტი" თბილისი 2015-ზეც აფეთქდა [VIDEO]

ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა

ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ

ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს

ძიუდო. ჭაბუკთა ნაკრები: ყველა მედალოსანი ანტალიაში

აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ

სოფიო სომხიშვილმა უცხოელებიც აალაპარაკა - ინტერვიუ გია თენაძესთან

შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს

ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი

მარიამ ჯანაშვილი ჯანზეა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება

ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები