2016 წლის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია სპორტის ახალ სასახლეში, ბერასთან ერთად გაიმართა
2016 წლის სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი-აქცია სპორტის ახალ სასახლეში, ბერასთან ერთად გაიმართა.

ქართული კალათბურთისა და სპორტის მხარდასაჭერად ცნობილმა შემსრულებელმა იმ შოუში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორგანიზატორებმა და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეებმა გულშემატკივრებს შესთავაზეს.

სპორტის სასახლეში 2 ათასამდე გულშემატკივარი მოვიდა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს როგორც კალათბურთელებს, ისე ბერას შემოქმედებას, რომელმაც ჩატენვების კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და მომავალ გამარჯვებულს ასისტენტობა გაუწია.

მატჩი

მატჩი ტრადიციულად სანახაობრივად, ჯარიმების გარეშე წარიმართა. რეგიონისა და თბილისის კლუბებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მაყურებელს ბევრი ეფექტური ეპიზოდი წარუდგინეს.

როგორც წესი, შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა და საბოლოოდ რეგიონის გუნდის გამარჯვებით - 148:122 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული "ოლ სტარისთვის" მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩა, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა შეარჩიეს. რეგიონის გუნდს კოტე ტუღუში და რამაზ გოგობერიშვილი უძღვებოდნენ, ხოლო "თბილისს" - დავით უსტიაშვილი და ირაკლი ხოშტარია.

მატჩის ბომბარდირი გახდა რეგიონის გუნდის წევრი გიორგი ბარბაქაძე, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა და ტრადიციული - MVP-ის ტიტული მოიგო. გიორგი ბარბაქაძეს მატჩის შემდეგ სპეციალური პრიზი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

დიდ შესვენებაზე ბერამ მსმენელს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მუსიკალური ნომერი შესთავაზა და კალათბურთისადმი საკუთარი მხარდაჭერა იმითაც გამოხატა, რომ ქომაგების წინაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით წარსდგა. ბერამ 10-წუთიანი ნომერი 23-ნომრიანი მაისურით შეასრულა, რომელიც ნაკრებში მის მეგობარს, ესპანური "ლაბორალ კუჩას" წევრ თორნიკე შენგელიას ეკუთვნის.

ბერასთან სინქრონში საცეკვაო ნომერი შეასრულა ტყუპი ძმების ჯგუფმა, ხოლო დიდ შესვენებაზე მაყურებლებს ბატუტის გამოყენებით ლამაზი ჩატენვების შოუ წარმოუდგინა აკრობატთა ჯგუფმა "ჰოპერსმა" და "ME&MY".

ჩატენვების კონკურსი

მონაწილე სამი იყო - დევიდ კაილსი "რუსთავიდან", სოხუმელი მეთიუ გლოვერი და გიორგი ბარბაქაძე. ლეგიონერთა მიერ შესრულებული რიგითი ნომრების შემდეგ გიორგი ბარბაქაძის ჯერი დადგა, რომელმაც საკუთარი ილეთის შესასრულებლად ბერას უხმო.

ახალგაზრდა შემსრულებელმა ბარბაქაძეს, რომელსაც აქამდე 2-ჯერ ჰქონდა ჩატენვების კონკურსი მოგებული, ასისტენტობა გაუწია. მართალია, მისი პასით ბარბაქაძემ ვერ ჩატენა, თუმცა გადამწყვეტი ილეთი ქუთაისელმა ფორვარდმა ისე შეასრულა, რომ ფართან მყოფ ქართული ესტრადის წარმომადგენელს გადააფრინდა.

გიორგი ბარბაქაძე მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე ვეტერანმა კალათბურთელმა ამირან სხიერელმა დააჯილდოვა.

ამირან სხიერელი - 75

ვეტერანი კალათბურთელი და ყველასთვის ცნობილი პიროვნება - ამირან სხიერელი 75 წლის გახდა. "თბილისის დინამოს" შემადგენლობაში ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა და არაერთი პრიზის მფლობელს. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს. საერთაშორისო კლასის ოსტატსა და ღირსების ორდენის კავალერს იუბილის აღსანიშნავად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საპატიო სიგელითა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით დააჯილდოვა.

ბატონ ამირანს, რომლის სპორტული კარიერის უდიდესი წარმატებები "დინამო თბილისს" უკავშირდება, ამ კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა.

სამქულიანების კონკურსი

კონკურსის მონაწილენი ტრადიციულად მიმდინარე სუპერლიგის სტატისტიკური მონაცემებით შეირჩნენ. სამქულიანების საუკეთესო მსროლელების ხუთეულს გასული წლის ოლ სტარში სნაიპერთა კონკურსის გამარჯვებული, აკაკი ლომოური დაემატა, რომელმაც საბოლოოდ წარმატებით დაიცვა ტიტული.

ფინალში ლომოური 20 ქულით გავიდა. წესების თანახმად თითოეულ კონკურსანტს პერიმეტრის 5 წერტილიდან 5-5 სროლა უნდა შეესრულებინა. წინასწარი ეტაპიდან ფინალში გასული ლომოურის შემდეგ ქულები ასე გადანაწილდა: გიორგი ბარბაქაძე - 16, ფილიპ მილერი - 13, მორის ბრიქსი - 12, კახა ჯინჭარაძე - 9, ნიკოლა გაჩეშა - 8.

ფინალურ კონკურსში ბარბაქაძემ და ლომოურმა თანაბარი (16-16) ქულა დააგროვეს. დაინიშნა დამატებითი რაუნდი, სადაც ანგარიშით 19:16 - გამარჯვება ლომოურს დარჩა.

"ოლ სტარის" საუკეთესო მოთამაშე (MVP)

წლევანდელი ოლ სტარის საუკეთესო მოთამაშე "ქუთაისის" ფორვარდი დავით ბარბაქაძე გახდა, რომელმაც ჩატენვების კონკურსისმოგების შემდეგ ეს ტიტულიც დაიმსახურა. საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზი ბარბაქაძეს ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ გადასცა.

მიხეილ გაბრიჩიძე: "დიდი მადლობა გულშემატკივრებს აქტიურობისთვის. მათი გემოვნებით შეირჩა გუნდები. საინტერესო შოუ აჩვენეს. ყველა მომართული იყო, რომ მაყურებელს ესიამოვნა. განსაკუთრებული მადლობა ბერას, რომელმაც შესანიშნავი პროგრამა შესთავაზა ქომაგებს. იმედი მაქვს, მომავალშიც შევძლებთ კალათბურთისა და სპორტის მოყვარულთა გემოვნება დავაკმაყოფილოთ".

ბერა: "დადებითად შევაფასებ დღევანდელ ქართულ ოლ სტარს და მიხარია, რომ აქ ვარ. მხარს ვუჭერ სპორტს და ცხოვრების ჯანსაღ წესს. კალათბურთი კი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტის სახეობა და აქედან გამომდინარე ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვულოცავ ქართველ კალათბურთელებს და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს".

აკაკი ლომოური: "ლამაზი შოუ გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ ამ დღით გულშემატკივარმა სიამოვნება მიიღო. ვულოცავ თითოეულ მონაწილეს. კმაყოფილი ვარ, რომ სამქულიანების კონკურსის შარშან მოგებული ტიტული შევინარჩუნე".

გიორგი ბარბაქაძე: "დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ყველაფერი კარგად იყო დაგეგმილი და ვეცადეთ მოთამაშეებს მაქსიმუმი გაგვეკეთებინა სანახაობის კუთხით. რაც შეეხება მოგებულ ტიტულებს, ჩემს პრიზებს MVP-ის ტიტული აკლდა და მიხარია, რომ ესეც დავიმსახურე. ამასთან ერთად ჩატენვების კონკურსიც მოვიგე. მადლობა ჟიურის წევრებს ნდობისთვის".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

georgian
ყოჩაღ ორგანიზატორებს და მონაწილეებს. ყოჩაღ გიორგი ზაბახიძეს!
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
სუპერლიგა 2016/17. XXIV ტური: შეხლა-შემოხლა და "კაკტუსის" მოგება ბათუმში
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
"ქუთაისმა" თბილისში "დინამოს" მოუგო და საქართველოს თასი მოიპოვა
"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური: "ქუთაისმა" "ოლიმპს" ისევ მოუგო
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ორი ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: ქართველების 2-2 ოქრო და ბრინჯაო
საქართველოს თასი. ფინალი: გოლდენსტეიტისებურად
საკალათბურთო ისტორია: ევროპული ოქროების ქვეყანა
ბ/რ ჭიდაობა. ახალგაზრდული ნაკრები: სასარიში დახვეტილი მედლები
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
ოლიმპიური ჩემპიონების, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას გახსენება
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: არნახული წარმატება - 8 კაცი და 8 მედალი! [VIDEO]