რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა არჩევნები შეაფასა და გოჩა სვანიძეს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღვოდა, 24 იანვარს ექსცესების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ყრილობაზე რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს, რომელმაც მეორე კანდიდატ ილია ზედგინიძეს აჯობა.

გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია

რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ სვანიძეს გამარჯვება მიულოცა და არჩევნები შეაფასა:

"არჩევნები დაძაბულად ჩატარდა, როგორც ნებისმიერი სხვა ყრილობა. ვულოცავ გოჩას გამარჯვებას და ვულოცავ ილიას, რომელიც ნამდვილად არ არის დასაკარგი ადამიანი ქართული რაგბისთვის. მათი საქციელი იყო სამაგალითო, რისთვისაც ორივეს მადლობას ვუხდი.

დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს თითოეული დღისთვის, რომელიც ერთად გამოვიარეთ.

რაგბი საქართველოში ჩემით არ დაწყებულა და ჩემით არ მთავრდება, არც ილოთი და გოჩათი დაიწყება და დამთავრდება. რაგბის წარმატება ჩვენ ერთიანობაზეა დამოკიდებული.

გოჩას და მისი გუნდის გადასაწყვეტია, ვიქნები თუ არა საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული. რაგბის კავშირში ჩემი მოღვაწეობა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. ახალ პრეზიდენტს კი ვურჩევდი, რომ თავდაუზოგავად, დღე და ღამე იშრომოს.

ძალიან ბევრი პრობლემაა გამოსასწორებელი და ახალი გუნდის გადასაწყვეტია, ეს რა ფორმით გაკეთდება.

იმის თქმა კი ახლავე შემიძლია, რომ არასდროს ვიმუშავებ არც ერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში, ეს ჩემი პრინციპული მიდგომაა. თუ იქნება გადაწყვეტილება და ისეთ სტატუსს მოიფიქრებენ, რომელიც მომცემს საშუალებას, წარვდგე საერთაშორისო ფედერაციებში, მაშინ იქ საქმეს ბოლომდე აუცილებლად მივიყვან, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gorski
მადლობას მოგახსენებთ ბატონო გია გაწეული სამუშAოებისათვის. თქვენ მოახერხეთ რაგბის ახალ სიმაღLეზე აყვანა. შEიძLება გული გწყდებათ, რომ ბოლომდე ვერ დაგაფასეს, მაგრამ მერუნეთ ყველაზე სიდი დაფასება გულშEმატკივრის სიყვარულია, რომელიც არ მოგაკლდებათ არასდროს. აი მაშინ კი იგრძNობთ რა ფასი ქონია თQვენს შრომას.
alex
გული მწყდება, რომ ეს კაცი მიდის
Giorgi
ერთი სურათის გადაღება იყო ჩემთვის პირადად საკმარისი, რომ მეგრძნო თუ რამდენად პროფესიონალი და დიდებული ადამიანია ეს კაცი. ტონგასთან მოგებული თამაშის მერე, მოვიდა ქომაგებთან, სურათები გადაიღო, ცოტა გაგვესაუბრა. ერთ მომენტში სურათის გადაღების პრობლემა შეგვექმნა და შევაყოვნეთ, თან მოვუბოდიშეთ, ელოდებოდნენ. არ არის პრობლემა, რა დროც არ უნდა დაგჭირდეთ აგერ ვარო. ეს ისე მადლიანად, ალალად და კაცურად გვითხრა, რომ ზოგი მამა არ ეტყვის თავის შვილს. მის გაკეთებულ საქმეებზე და შედეგებზე არაფერს ვამბობ. ყველამ ისედაც ყველფერი იცის. მადლობა ბატონო გია! იმედია რაგბის არ ჩამოშორდებით. თქვენნაირი პროფესიონალი დღეს სანთლით საძებარია. წარმატებები სადაც არ უნდა იყოთ!
guka
ბატონო გია როგორც შენი დამფინანსებელი არ ბრაგუნობს ბევრს ისე მშვიდად წადი თუ უკეთესობა არ იქნა ამას ბალეშიკებიც შევხედავთ და დაგიძახებთ
მოეხმარე
აბა სვანიძემ რა იცის საერთაშორისო ურთიერთობები? მაგან მარტო "მე რა " იცის
a
ასე ერთხმად გაკეთებული კომენტარი პირველად წავიკითხე და ძალიან გავიხარე.გავიხარე იმითაც, რომ საზოგადოებამ იციც კაცური კაცის ფასი. მაგრამ მეწყინა რომ ხელისუფლება ჩაიჭრა. სპორტის მინისტრის აზრი ვეძებე და ვერ ვიპოვე. თუმცა ფეხბურთზე რომ ვიპოვე სიხარულით ხომ გავაფრინე.
ნოდარი
ერთხელ უკვე დავწერე და ახლა გავიმეორებ. კიდევ რა უნდა გაეკეთებინა ამ კაცს, რომ ყველას ერთად, მადლიერებით აღვსილებს, გვეთხოვა მისთვის კიდევ ერთი ვადით ამ ურთულესი უღლის ტარება?!
tngh
მადლობა ბ-ნ გიას!!! გული დამწყდება, თუ რაგბს ჩამოშორდება.
fulo
ვისაც დააფინანსებენ ყველა გაქაჩავს ისე ნიჟარას ვინ აფინანსებდა იცით ალბათ
თბილისი
როგორ მტკივა გული ნიჟარაძის გამო!!! პოლიტიკას გადააყოლეს ეს კარგი კაცი!!!
პანტელეიმონი
დიდი მადლობა ბატონ გიას გაწეული მუშაობისთვის. იმედი მაქვს რაგბის კავშირის ახალი ხელმძღვანელობა გამოიყენებს მის შესაძლებლობებს საერთაშორისო ასპარეზზე.
ilo
ეხ, ნიჟარაძისნაირი კაცის ასე დაკარგვა დიდი შეცდომაა, დამიჯერეთ! მან იცოდა, თუ რას აკეთებდა და ზუსტად რა გეგმებს ისახავდა, და როგორ უნდა მიეღწია მიზნებისათვის დაუღალავი და თავდაუზოგავი შრომით. თუმცა, რა თქმა უნდა, ვუსურვებ წარმატებას გოჩა სვანიძეს!
qqq
დალაგებული ადამიანი, დღეს ეს იშვიათობა გახდა სამწუხაროდ
elguja
ბატონო გიორგი, სადაც უნდა წახვიდე, ყველგან კაცური კაცი იქნები!
რეზო
გია ნიჟარაძისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ხშირად გავიხსენებ, როგორც სამაგალითო პროფესიონალს. ამ კაცს მოცემულ გარემოებაში სრულფასოვნად ვერც ერთი ვერ შეცვლიდა.
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
მსოფლიოს თასის გახსნის ცერემონიალზე ილია ზედგენიძეც წარსდგა [VIDEO]
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ილია ზედგინიძე: დაძაბულობის განმუხტვა ჩემი ერთ-ერთი მიზანია
გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი
საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს
გოჩა სვანიძე: რაგბი უნდა გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატად ილია ზედგინიძე წარადგინეს
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."
მილტონ ჰეიგი: ძალიან მაგარ გუნდს ვეთამაშეთ
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს