საქართველოს 2002 წელს დაბადებულთა ნაკრებმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა ვენტსპილსში, სადაც ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ქართველებმა მძლავრ მეტოქეს მოუგეს და ლიდერთა შორის გაერივნენ. ევროპის ლიგის მეორე ეტაპი გუშინ ქართველებმა თითო მოგებ-წაგებით გახსნეს, 30 იანვარს კი ადგილობრივი "ლიეპაია" და რუსული "ხიმკის" ძლევით კარგი შანსი აქვთ, სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ.

3 მოგებისა და 1 წაგების მქონე საქართველოს ნაკრები 31 იანვარს ლატვიური ეტაპის ბოლო მატჩში ადგილობრივ "რიჟდანეს" დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ეტაპის გამარჯვებულიც გახდეს.

რაც შეეხება "ხიმკისთან" მატჩს, ქართველებმა 58:46 იმარჯვეს. საწყისი 3 პერიოდის დამაჯერებლად მოგების შემდეგ ჩვენი ნაკრები გადამწყვეტი მეოთხედის წინ 25 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში რუსულმა კლუბმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ ჩამორჩენის 12 ქულაზე შემცირების მეტი ვერაფერი მოახერხა.

საქართველოს ნაკრებში 22 ქულით ვოვა თავაქარაშვილი გამოირჩა, რომელმაც 10 მოხსნაც მოიხვეჭა. ფარზე ბატონობა მეტოქეებს არ დაანება ირაკლი კილაძემ, რომელმაც 17 მოხსნა მიითვალა, ხოლო ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა. 10 ქულა მიითვალა საბა გაჩეჩილაძემ, ხოლო ზურა ვაშაკიძემ - 7.

საქართველოს ნაკრები 31 იანვარს დაუმარცხებელ "რიჟდანეს" დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ვენტსპილსის ეტაპის გამარჯვებული გახდება, რაც საერთო ცხრილში მნიშვნელოვანი დაწინაურების საფუძველი იქნება.

მესამე ეტაპი, სადაც ქართველები ასევე 5 მატჩს გამართავენ, 17-20 მარტს რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge - მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა