ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!

უცნობი ისტორია: ჯეიმი ვარდის თბილისის "დინამოში" უნდა ეთამაშა!

არადა, "ლესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების შემტევის ფასი მაშინ 50 ათასი ევრო იყო...
"ოთხშაბათის საკითხავში" გვეწერა, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და პრემიერლიგის ლიდერ "ლესტერის" 29 წლის ფორვარდი ჯეიმი ვარდი, თავის დროზე, კინაღამ საქართველოში, კერძოდ, თბილისის "დინამოში" აღმოჩნდა.

ამის თაობაზე გვესაუბრება მენეჯერი ირაკლი ხვედელიანი, ვინც მაშინ "დინამოში" მუშაობდა, ოღონდ არა მენეჯერის თანამდებობაზე...

"ლაპარაკია 2011/12 წლების სეზონზე. მაშინ ვარდი ინგლისის რანგით მეხუთე ლიგის "ფლიტვუდში" თამაშობდა და იმ სეზონში დიდებული სტატისტიკა ჰქონდა - 36 მატჩში 31 გოლი! ინგლისის თასზე კი 6 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო. რაც ყველაზე უფრო საყურადღებოა, გაუტანა რანგით მაღალი ლიგის კლუბებს...

იმ პერიოდში თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი. ჩემს უშუალო მოვალეობაში არ შედიოდა ფეხბურთელების ტრანსფერებზე ზრუნვა და სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რომ საკუთარი აზრი თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია. მით უმეტეს, საქმე ეხებოდა ყველასთვის აბსოლუტურად უცნობ მოთამაშეს...

უბრალოდ, ვთქვი, რომ არის ასეთი და ასეთი მოთამაშე, მავანი ჯეიმი ვარდი და მას ეხერხება გოლების გატანა. ეს იყო და ეს. გავიხსენოთ, რომ "დინამოში" მაშინ ეგრეთ წოდებული გამტანი ფორვარდის პრობლემა იდგა...

იმ ადამიანის სახელს და გვარს არ დავასახელებ, მაშინაც "დინამოში" მუშაობდა და ახლაც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეა. მან მითხრა - მეხუთე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი როგორ უნდა გამოგვადგესო?! რომ გავივლიდი და დამინახავდა, "ვარდი, ვარდიო", ხუმრობით მომაძახებდა ხოლმე...

მიმაჩნია, რომ ვარდი, რომელიც მაშინ 24 წლის იყო, "დინამოში" თამაშს სიამოვნებით დათანხმდებოდა. თანაც, მის წინ იყო ევროტურნირების პერსპექტივა...

ამ ამბებიდან ცოტა ხანში ერთ-ერთ ფორუმზე შევედი, სადაც მენეჯერები ამა თუ იმ ფეხბურთელზე ერთმანეთს აზრებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ...

ვარდის თაობაზე ჩემი აზრიც დავწერე და აღვნიშნე - კარგი ფეხბურთელია-მეთქი. უცებ ვიღაცამ მომწერა - თუ გექნებათ ამ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთო. იქვე მივწერე - არ მაქვს არანაირი ინტერესი, უბრალოდ, ჩემი აზრი დავაფიქსირე-მეთქი...

როგორც დრომ აჩვენა, არ შევმცდარვარ. უკვე შემდეგ სეზონში ვარდი მივიდა "ლესტერში", რომელიც მაშინ ჩემპიონშიფში თამაშობდა. ერთი სეზონი მას ახალ გუნდთან ადაპტაციისთვის დასჭირდა. მერე პრემიერლიგაში 5 გოლი შეაგდო, ხოლო ამ სეზონში რასაც შვრება, ყველა ერთად ვხედავთ...

არადა, მაშინ, "ფლიტვუდში" ყოფნისას, ვარდის ღირებულება 50 ათასი ევრო იყო. დღეს რა ფასი აქვს ინგლისის ნაკრების ძირითად შემტევს, ამას ჩემი შეხსენება აღარ სჭირდება. განსხვავება მართლაც რომ ასტრონომიულია...

ისე, ახლა რომ ვფიქრობ, საქართველოში ჩამოუსვლელობამ ვარდის კარიერა აშკარად გადაარჩინა. არ მგონია, ჩვენი ჩემპიონატიდან ის ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე ლიდერში, თუნდაც დღევანდელ "ლესტერში" გადასულიყო და, შესაბამისად, ვერც ინგლისის ნაკრებში მოხვდებოდა", - გვითხრა ირაკლი ხვედელიანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• nikoloz ergemlidze

ალექს ხოარ ჩამოკარი? :D

• realoba

ვარდი არა მიხაკი კიდე! :) უორდია გვარი, ან უარდ მაინც დაუძახეთ, ბოლოსდაბოლოს.

• სირბილის სწავლების ცენტრი

ბ-ნ ირაკლი ხვედელიანს! ქართველ მენეჯერებს, სელექციონერებს და აგენტებს უკვე 12 წელია ვთავაზობ დაუღლელად სირბილის და კარში დამიზნებით დარტყმის 52 დღიან მეთოდიკას, რომელიც დაუჯერებლად სწრაფ შედეგებს იძლევა და ასე სჭირდება ქართულ ფეხბურთს, მაგრამ მპასუხობენ - ასეთი შედეგის ასე მოკლე დროში მიღწევა შეუძლებელია. თუ სურვილი გექნებათ შემიძლია გაჩვენოთ ჩემი ვარჯიში და განგიმარტოთ თუ რატომ არის შედეგი ასეთი სწრაფი. შედეგში დარწმუნების შემდეგ, თქვენი მხროდან კი იქნებ გამცეთ პასუხი შეკითხვაზე: რატომ არ იყენებენ ქართულ ფეხბურთში? ლაპარაკია "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" მეთოდიკაზე, რომელიც წარმატებით აითვისეს და გამოიყენეს შემდეგმა ფეხბურთელებმა: კახი კალაძე, დავით მუჯირი, გიორგი ნავალოვსკი, სანდრო კობახიძე, თედო გრიგალაშვილი, დავით დარციმელია და სხვ. პატივისცემით გუჯა კახაძე

• Gigi

Darko "და მოიცათ, ეხლა აქ ამ ჩასვრილ ცოდო ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო და თავისი ნამდვილი მომავალი არ ენახა? ვარდი კიარა ძროხებს მიხედეთ მინდვრებზე რო დაგირბით." გეთამხმები!

• emre

და თქვენ გგონიათ ვარდი თუნდაც ინგლისის მე-5 ლიგიდან სიამოვნებით გამოიქცეოდა დინამოში?? იცოდა საითკენაც მიისწრაფვოდა და ქონდა მიზანი რაც შეასრულა. ქართველ ფეხბურთელებს კი არ გავს სადაც 2 ლარით მეტს სთავაზობენ იქ რო გარბიან

• vaxos

ვახო მერე რა რომ ვერ მოიგო ცუდი ფეხბურთელები იყვნენ????

• levi

კიდევ კარგი რომ ან მესი და ან სუარესი რომ არ ახსენეთ

• ვახო

ჯერარდის და ლამპარდის თაობამ ვერ მოიგო ტიტული, დღევანდელი ნაკრები კი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მხოლოდ სუსტი მეტოქების გამო გადის სულ სანმარინოს ან ლიხტენშტეინს ხვტებიან ჯგუფში

• ბურუსა

ზღაპრებს მორჩით რა! ერთი ინგლისელი მითხარით საქართველოში ჩამოსულიყო გინდა 5 დივიზიონიდან

• levan

ინგლისის ნაკრებს ინგლისური პრესა უწევს "დათვურ სამსახურს", მუდმივად წერენ რომ ინგლისელი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, რომ ინგლისი ფავორიტია, რომ თეო უოლკოტი ყველაზე ნიჭიერი ახალგზარდაა, რიო ფერდინანდი მსოფლიოს საუკეთესო მცველი... ეს უარყოფითად მოქმედებს ფეხბურთელებზე, რადგან გონიათ რომ მაღტლა საუკეთესოები არიან, მაგრამ მიდიან მსოფლიოსა და ევროპაზე და იქ ხვდებიან რომ კიდევ ბევრი უკლიათ საუკეთესოობამდე

• les-555

ინგლისის ნაკრები ყოველ ტურნირზე მიიჩნევა უმთავრეს თუარა ერთ-ერთ ფავორიტად,თუმცა არაერთხელ დავრწმუდდით იმაში რომ შესარჩევი ეტაპის მაღალ დონეზე ჩატარება სულაც არ ნიშნავს რომ ფინალურ ეტაპზე გუნდი აუცილებლად ჩემპიონი გახდება,ინგლისიც მსგავსი მაგალითია.პრემიერლიგა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლიგაა თუმცა ნაკრები რასაც აკეთებს ყველა ვხედავთ.ამით იმის თქმა მინდა რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე ყოველთვის არ არის გადამწყვეტი.

• Darko

და მოიცათ, ეხლა აქ ამ ჩასვრილ ცოდო ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო და თავისი ნამდვილი მომავალი არ ენახა? ვარდი კიარა ძროხებს მიხედეთ მინდვრებზე რო დაგირბით.

• Gio

პირადად მე ინგლისის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და უფრო სხვა სტილის ფეხბურთი მომწონს, მაგრამ მათი ფეხბურთელების დონეს ეჭვქვეშ ვერვაყენებ... მაგრამ ეგ რთულია თქვა დღევანდელ ინგლისზე, რაცარუნდა ჯგუფიდან პირველები გასულიყვნენ ესეთი სუსტი ინგლისის ნაკრები მე არმახსენდება!!

• Gio

ბრაზილიის ნაკრებს გაგახსენებ 2006-ში რა ნაკრები ყავდა?? მაგრამ საფრანგეთთან სახელები და გვარები იყვნენ დარჩენილი არსად ჩანდა შეუჩერებელი, რონალდინიო, კაკა და სხვა ვითომ შეუჩერებელი ფეხბურთელები რადგან გუნდურობა არქონდათ... ეს არის ინგლისის პრობლემაც...

• Gio

ერთს ვიტყვი შეიძლება 66ში მსაჯები დაეხმარნენ მაგრამ სერ ბობი ჩარლტონი იყო საუკეთესო მაგ მსოფლიოზე და არუნდა დაუკარგო მას შესანიშნავი თამაში... რაც შეეხება მსაჯებს ძალიან ბევრი ფინალის ბედი გადაუწყვეტიათ და არამარტო ფინალის!! ანუ მე ვამბობ რომ რთულია ამ ფეხბურთელების კლასის ეჭვქვეშ დაყენება!! აქ ბევრი რამ მწვრთნელზე არის, იგივე ხავი-ინიესტა რას თამაშობდნენ გვარდიოლამდე და გვარდიოლას მერე?? ლამპარდი არასდროს ითამაშებდა ჯერარდზე და ჯერარდი ლამპარდზე ეგ იყო მათი პრობლემა და არა მათი კლასი...

• gio-ს

გარკვეულწილად გეთანხმები, ვინც ჩამოთვალე კარგები იყვნენ, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს: მაგარი ფეხბურთელი ისაა, ვინც გუნდში , ნაკრებში თავზე აირებს თამაშს და გადამწყვეტ სიტყვას იტყვის, მითუმეტეს ამდენი ”მაგრები” თუ ყავდა ინგლისს, რა უშლიდათ ხელს გუნდურობაში?! დიდი ფეხბურთელობას ეგაა რომ გუნდს, მითუმეტეს ნაკრებს მოერგო და მნიშვნელოვანი თამაშები მოიგო, რაც არცერთ მათგანს არ გაუკეთებია.

• giga

კიდე ველი რო ვინმეზე იტყვიან მომავალში შეგვეძლო მისი საქართველოში ჩამოყვანაო :D

• თენგო-ს

აი შენ კი მართლა არ გცოდნია ფეხბურთი;) ინგლისის ნაკრები საუკეთესო 1966 წელსაც კი არ იყო, რადგან თავიდან ბოლომდე მსაჯებმა და ფიფამ ათრია და ძალით გააჩემპიონეს. მოიძიე და წაიკითხე, აქ ვერ დაგიწერ ყველაფერს. ბოლოს როდის ითამაშა ინგლისმა მაღალი დონის ფეხბურთი, რომელ ძლიერ ნაკრებს მოუგო მნიშვნელოვანი თამაში მითხარი და ხმა არ ამოვიღებ. ქვეჯგუფებს არ ვგულისმხობ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მითხარი, სად დაგამახსოვრდა ინგლისის თამაში .

• gela - s

კი ბატონო, ყველა მოიგო, მაგრამ ძალიან სუსტ ქვეჯგუფში. ინგლისს არაერთხელ ჩაუტარებია ძლიერად ქვეჯგუფი, თუმცა მერე ყველამ ვიცით როგორ უსახურად თამაშობს. ვარდი იმიტომ დავაკვშირე, რომ არ შეიძლება ეს ბიჭი მივიჩნიოთ ინგლისის ნაკრების იმედად, ვარსკვლავად, მაშინ როდესაც ჩემს მიერ ხსენებული ფეხბურთელების დროს ვერაფერს მიაღწია ნაკრებმა, 30 წლის ვარდის იმედზე არ უნდა იყვნენ, რომელიც კაცმა არ იცის მომდევნო წელს გოლს გაიტანს თუ არა საერთოდ. ინგლისელებმა უნდა იზრუნონ რომ ჰარი კეინი, დელე ალი და მსგავის ფეხბურთელები აღზარდონ, მისცენ სანაკრებო გამოცდილება და არა ერთწლიანი ვარდით "იმარიაჟონ"...

• თენგო

"levan"-ს. და ფეხბურთი რა არის თუ იცი? ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი საუკეტესოა. ეს ევროპის შესარცევმაც აჩვენა და ევროზეც გამოჩნდება. ჰო, ისა, საქართველოს ნაკრები ჯობია ალბათ. ვარდის საქართველოს მოქალაქეობაზეც დაითანხმებ.

• ზაზა

ჩიკო–ს))))

• vito colmeurne

ეს თავისუფლად შეიძლებოდა მომხდარიყო ..ვის არ გჯერათ

• Gio

levan ერთ რამეს გეტყვი, ტერი-ფერდინანდი-კოული-სქოულზი-ლამპარდი-ჯერარდი-რუნი და კიდე ძალიან ბევრი ფეხბურთელი ვინც ნაკრებში თამაშობდა იყვნენ უმაღლესი კლასის ვარსკვლავები, უბრალოდ სქოულზს აქვს ნათქვამი რო სანაკრებო კარიერას თავი იმიტომ დავანებეო რომ გუნდურობა საერთოდ არიყოვო!! ანუ აქ იყო ლივერპულის ფეხბურთელები ერთმანეთს აძლევდნენ პასებს, მანჩესტერის ერთმანეთს და ასე შემდეგ... თორე ინდივიდუალურად ვერცერთ გუნდზე ვერიტყვი რო ინგლისს აშკარად ჯობსო!!

• gela

levan-ს. სრულიად გეთანხმები, მაგრამ შენი ეს მოსაზრება რა კავშირშია ამ კონკრეტულ შემთხვევასთან? ცნობისათვის. თუ არ ვცდები, ინგლისის ნაკრებმა ევროპის ბოლო შესარჩევში, ყველა თამაში მოიგო.

• saba

ჯერერთი რო ამოსულიყო იმის ნახევარიც არ იქნებოდა რაც ეხაა და მეორე, რო იძახის ავტორი ევროტურინრების პერსპექტივაო 2011-12 სეზონის მერე დინამო ევროტურნირებზე ვერ მოხვდა. მაშინ ზესტაფონი ტორპედო დილა და მეტალურგი გავიდნენ

• კახა

აი ამ სისულელის დაწერა მართლა არ დაგეზარათ? ოღონდ სათაურად აშკარად სჯობდა: " როგორ გადაარჩინა ვინმე ხვედელიძემ ჯეიმს ვარდი:)))"

• levan

ვიცი ახლა ამას რო დავწერ ვიღაცეები ჭკუის დარიგებას დამიწყებენ, მაგრამ ფაქტია, ინგლისის ნაკრებს არ ყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები. კი ბატონო, პრემიერლიგა ძლიერია, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელების როლი თავიანთ კლუბებში ნაკლებღირებულია. რაც შეეხება ლამპარდი-ჯერარდი-რუნის ეპოქას, როგორც ჩანს არც ეს ფეხბურთელები იყვნენ იმ დონისანი, ნაკრები რომ ეთრიათ, რასაც აკეთებს ზლატანი, აკეთებდა სტოიჩკოვი, ეტოო, დროგბა და ა.შ

• levan nadiradze

ბატონო ირაკლი იქნებ დააკონკრეტოთ რომელი ფორუმი იყო??? ან ვინმემ თუ იცით მსგავსი ფორუმები მითხარით გთხოვთ

• giga

კიდე იქნებოდა უეჭველი ჩვენს ძალად ჩემპში კინაღამ მოხვედრილი ვარსკვლავები :D:D :D :D

• ჩიკო

ბეწვზეა გადარჩენილი ვარდი. მიაკვდებოდა აქ წითელ ვინსტონს და გომის არაყს

• vaxtang ukleba

ღადაობთ ხო? :)

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

საქართველო ჩემთვის ტრამპლინია! - 19 წლის უკრაინელი ლეგიონერის მიზანი

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

"გაგრაში" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ახლო ხედით: ვინ არის ოქრიაშვილის თანაგუნდელი ლეო გოგლიჩიძე?

გიორგი ყიფიანმა 19-წლამდელებში კრასნოდარელი ლეო გოგლიჩიძე გამოიძახა

დამიბრუნე 300$! - აფრიკელთა დავა საქართველოში და საჩივარი ფიფაში

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

"ოკლაჰომა-სიტი" მონსტრი ხდება: კარმელო უესტბრუკთან და ჯორჯთან წავიდა

"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება

სრულიად შიშველი აივანზე - 41 წლის ვარდის მეუღლემ სუპერ თამამი ფოტოთი გამომწერები შოკში ჩააგდო [PHOTO]

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

35 წლის ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისურ გრანდში გადავიდეს

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა

კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მატჩის დღე! - შეხვედრები, რომელიც დღეს და ხვალ დიდ ინტერესს იმსახურებს