იტალიის სამეკარეო სკოლა საუკეთესოა
რამდენიმე დღის წინათ, დასრულდა მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემამ, "ფრანს ფუტბოლმა" ჩაატარა და რომლის მიზანი ყველა დროის საუკეთესო მეკარის გამოვლენა გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ფიფასთან ერთად, წლის საუკეთესო ფეხბურთელს სწორედ ფრანგული ჟურნალი ავლენს და ზოგადად, ასეთი გამოკითხვების ჩატარებასა თუ ჯილდოების გაცემაში სახელი აქვს მოხვეჭილი და განსაკუთრებული ავტორიტეტითაც სარგებლობს. მოკლედ, "ფრანს ფუტბოლს" ამ საქმეში სიტყვა ეთქმის და თანაც ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა გამოცემას.

ერთი სიტყვით, გამოკითხვა ჩატარდა, ყველა დროის საუკეთესო მეკარედ კი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა. დიახ, ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ყველას აჯობა, მათ შორის ლევ იაშინს, გორდონ ბენქსს, ოლივერ კანს, პიტერ შმეიხელს, ედვინ ვან დერ სარს, პეტრ ჩეხს, ზეპ მაიერს, პეტერ შილტონს, რიკარდო ზამორას, იკერ კასილიასს და ა.შ.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება და კიდევ ბევრ ბრწყინვალე მეკარეს გავიხსენებთ, რომლებსაც ჯიჯი ბუფონმა აჯობა, მეკარემ, რომელიც დღეს 38 წლისაა, უკან კი 20-წლიანი კარიერა აქვს მოტოვებული და გაჩერებას ჯერ არ აპირებს. ჯიჯი მართლაც ფენომენალურია და როგორც აღვნიშნეთ, მას მთელი მსოფლიო ყველა დროის ნომერ პირველ მეკარედ მიიჩნევს. მაგრამ, რა ხდება ამ მხრივ იტალიაში?

ბუფონი მეორეა

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ანალოგიურ გამოკითხვაში, რომელიც იტალიაში ჩატარდა და "მედია სეტის" საფეხბურთმა არხმა გაუწია ორგანიზება, ჯანლუიჯი ბუფონმა მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, პირველ პოზიციაზე კი დინო ძოფია. კიდევ ერთი ლეგენდარული მეკარე, რომელიც ასევე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იცავდა იტალიის ნაკრების კარს.

მართლაც საინტერესო ამბავია - მსოფლიო მასშტაბით, ბუფონი გამოარჩიეს, მაგრამ იტალიაში მას ჯერ მაინც არ თვლიან საუკეთესოდ. არადა, რთულია აპენინელების გამტყუნება - სიტყვა არ მოგვივბრუნდება, რომ ძოფი ვინმეზე დაბლა დავაყენოთ, თუნდაც ბუფონზე.

დაახლოებით ორი წლის წინ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ "სკუადრა აძურას" ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და იქაც, ჯანლუიჯი ბუფონს დინო ძოფი არჩიეს. დიახ, ძირითად შემადგენლობაში სწორედ ძოფი იდგა, ბუფონი კი ვირტუალურ სათადარიგოთა სკამზე დატოვეს. მოკლედ, იტალიაში წინ ძოფია და როგორც ჩანს, ამაზე თანხმდებიან როგორც ექსპერტები და იტალიური ფეხბურთის მამები, ისე უბრალო გულშემატკივრები.

ძოფი თუ ბუფონი?

ჯანლუიჯი ბუფონი 20 წელია, რაც უმაღლეს დონეზე თამაშობს, კარიერის დასრულებას კი 2018 წლის მუნდიალზე აპირებს 40 წლის ასაკში. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 154 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მხრივ, რეკორდსმენია. კარიერის საწყისი წლები "პარმაში" გაატარა, თუმცა ბოლო 15 წელია, რაც ტურინის "იუვენტუსში" ასპარეზობს.

საკლუბო დონეზე ბუფონს უამრავი ტიტული აქვს მოგებული - "პარმასთან" ერთად, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო. ტურინულ გრანდში ჯიჯი 6-ჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი, ერთხელ იტალიის თასი მფლობელი და 4-ჯერ იტალიის სუპერთასის გამარჯვებული. ბუფონი ორჯერ იყო ახლოს ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, მაგრამ ფინალური მატჩები წააგო.

იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, ბუფონმა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ეროვნულ გუნდთან ერთად კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბუფონის ინდივიდუიალური მიღწევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან მას არც მეტი, არც ნაკლები, 41 ჯილდო აქვს მიღებული და ეს ციფრი ყველაფერზე ნათლად მეტყველებს, მის მიერ დამხობილი რეკორდების ჩამოთვლა კი უბრალოდ შეუძლებელია. ბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ჯიჯი 5-ჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების შემადგენლობაში და 4-ჯერ ძირითადი მეკარის სტატუსით.

დინო ძოფმა ფეხბურთი 22 წლის განმავლობაში ითამაშა (1961-1983) და იცავდა 4 კლუბის ღირსებას: "უდინეზე", "მანტოვა", "ნაპოლი" და "იუვენტუსი", კარიერის საუკეთესო წლები კი სწორედ ტურინულ გრანდში აქვს გატარებული. იტალიის ნაკრებში 1968-1983 წლებში თამაშობდა და 112 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქვე აღვნიშნოთ,. რომ "სკუადრა აძურასთან" ერთად დინომ 4 მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა.

ბუფონის მსგავსად, ძოფიც 6-ჯერ იყო სერია A-ს გამარჯვებული, 2-ჯერ მოიგო იტალიის თასი, ერთხელ კი უეფას თასი. სანაკრებო დონეზე მან ყველაფერი მოიგო - 1968 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი, 1982 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი. უნდა გავიხსენოთ 1970 წლის მუნდიალიც, სადაც ძოფის იტალია ფინალში გავიდა და იქ ბრაზილიასთან დამარცხდა. მოკლედ, სანაკრებო დონეზე ძოფს მართლაც ბრწყინვალე მიღწევები ჰქონდა.

ბუფონის მსგავსად, ძოფიც ბევრი ინდივიდუალკური ჯილდოს მფლოიბელია და რეკორდებითაც შეუძლია იამაყოს - მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ დინოს ეკუთვნის სანაკრებო დონეზე მშრალი წუთების სერია - იტალიის ნაკრები თითქმის ორი წლის განმავლობაში არ უშვებდა გოლს, ძოფმა კი კარი მშრალად 1142 წუთი შეინახა.

და მაინც, ბუფონი თუ ძიფი? - არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია...

ლეგენდების ჩრდილში

ერთხელ, პსჟ-ს მეკარე სალვატორე სირიგუმ დანანებით აღნიშნა, რომ იტალიელად მოევლინა ქვეყანას და იქვე დასძინა, ალბათ სხვა ნებისმიერ ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებდიო. მაშინ, სირიგუ პარიზული გუნდის მთავარი მეკარე გახლდათ და ბვრწყინვალე ფორმაში იყო. მართლაც ასეა, იტალიაში განსაკუთრებით რთულია იყო კარის დარაჯი და ბევრი ბრწყინვალე მეკარე მოქცეულა კიდევ უკეთესების და გნებავთ, ლეგენდების ჩრდილში. სირიგუს გარდა, ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ არაერთ მეკარეს მოუჭრა სანაკრებო გზა და მარტო ფრანჩესკო ტოლდოს დასახელება რად ღირს.

ტოლდოს მხოლოდ ერთხელ მიეცა დიდ ტურნირზე თამაშის საშუალება და ისიც იმიტომ, რომ ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, ჯანლუიჯი ბუფონი დაშავდა და განაცხადიდან ამოვარდა. მაშინ, ტოლდო დადგა კარში და თუ როგორ ითამაშა ევრო 2000-ზე, ყველას კარგად გემახსოვრებათ, ჰოლანდიელებს კი ალბათ ყველაზე უკეთ და ამასთან, მწარედ.

როდესაც რუხი ფერის მაისური და შავი შორტი გაცვია, უბრალოდ არ გაქვს უფლება, რომ იყო ცუდი მეკარე - ეს დინო ძოფის სიტყვებია, ამ ფერებში კი სწორედ "სკუადრა აძურას" კარის დარაჯები იმოსებიან.

კიდევ რამდენი მ,ეკარის გახსენება შეიძლება, რომლებიც ძოფის და ბუფონის ჩრდილში არიან მოქცეულნი და დღეს მათ ნაკლებად ახსენებენ, თუმცა თავის დროზე, საუკეთესოები იყვნენ. თუნდაც ვალტერ ძენგა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში მეკარის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. არც ჯანლუკა პალიუკას და ანჯელო პერუცის დავიწყება შეიძლება, რომლებსაც დიდი კონკურენცია ჰქონდათ და დიდი საფეხბურთო ფორუმებიც გაიყვეს - 1994 და 1998 წლის მუნდიალებზე "აძურას" კარს პალიუკა იცავდა, 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი ეს როლი პერუცის ერგო.

თავის მხრივ, მათ ჩრდილში იყო ბევრი შესანიშნავი მეკარე დაწყებული ლუკა მარკეჯანით, გაგრძელებული ლუკა ბუჩით და დამთავრებული სებასტიანო როსით. ამ უკანასკნელმა ლეგენდარულ "მილანთან" ერთად, ყველაფერი მოიგო, მაგრამ ნაკრებში თამაში არ ღირსებია.

მომავალი

ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას 2018 წლის მუნდიალით აპირებს და ვინ შეცვლის მას? - მიმდინარე სეზონში, საფეხბურთო იტალია ახალმა ჯიჯიმ (ჯანლუიჯი დონარუმა) აალაპარაკა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა და "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს. ამბობენ, რომ მის ასაკში ასე კარგად არასდროს, არავის უთამაშია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

juve
რა თქმა უნდა ბუფონი, მახსოვს ძოფის გაშვებული სოკრატესისგან 1982 წელს, 1978 წელს 35 მეტრიდან გაშვებული ჰაანის, ნელინიოს და დირსეუს გოლები; ორი აზრის არ არის იგივე ბრაზილიასთან დიდი სეივებიც იყო 82 -ში, მაგრამ ბუფონს მსგავსი გოლები პრინციპულ თამაშებში არ გაუშვია;
gaioz
ჯიჯი - პლანეტის N1.
kaxeli papa
პაპა დინო:იყო და იქნება პირველი!
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ოსიმენის "იუვენტუსში" გადასვლა ჩაიშალა - რჩება საუდის არაბეთი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ისტორია ფოტოში: ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ნამდვილი ჯორდანი
[VIDEO] "ამ ჯილდოს არ ვიმსახურებ" - დემბელეს ღირსეული საქციელი
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
75 წლის დინო ძოფი - ინტერვიუ ლეგენდარულ მეკარესთან
იტალიელი მეკარეების დიდი სკოლა და დიდი პრობლემა
მეკარეები, რომლებიც "ოქროს ბურთისთვის" იბრძოდნენ
"მეამბოხე "კვარა" ბედნიერია და დონარუმასთან ერთად პარიზელები გააგიჟა" - იტალიური მედია
მოსალოდნელი ტრანსფერი: ბალოტელი "ბოლონიასთან" ახლოს?
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘᓡ ᓧᓕᓔᓚᓐ ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓛᓐᓢᓩᓔᓑᓘ, ᓠᓝᓛᓔᓚᓗᓐᓪ ᓥᓕᓔᓧᓜᓔᓑᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ ᓨᓔᓪᓕᓐᓚᓔᓡ
ძენგა: კვარაცხელია სულაც არაა ურიგო ფეხბურთელი
"სამპდორიაში" ძენგა, შესაძლოა, მონტელამ შეცვალოს
დინო ძოფის ვერდიქტი "ბარსა"-"იუვეს" მატჩზე: რის ქამბექი, რა ქამბექი?!
უეფას წყალქვეშა დინებები - რამდენად რეალურია პსჟ-ს მეოთხედფინალში გასვლა?
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
"კროტონეს" მწვრთნელად ვალტერ ძენგა დანიშნეს
მესი თუ რონალდო? - ბუფონმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
[ექსკლუზივი] გიორგი ლორია: როცა ვაგებ, ქუჩაში გასვლის მრცხვენია
ფრანჩესკო ტოლდო: ბუფონის გამო დავიჩაგრე
"ვალტერ ძენგა ნამდვილი ნეხვია" - გერმანელი ფეხბურთელი
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
ხვიჩას გუნდის რუსი მეკარე სუპერგმირის წოდებით, იაშინის პრიზით, ევრო 2020-ითა და ყოფილ მეუღლესთან პრობლემებით...
დონარუმა "ტულუზასთან" არ ითამაშებს
მილანის "ინტერის" არჩევანი: სამირ ჰანდანოვიჩი თუ 30 მილიონი ევრო?
იტალიელ მეკარეთა "მშრალი სერიების" ათეული - რეკორდსმენი ბუფონი
დონარუმას ძვირფასი საჩუქარი გულშემატკივარს - რა გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პსჟ-ის მეკარემ [VIDEO]
"კალიარის" ვალტერ ძენგა ჩაუდგა სათავეში
დინო ძოფი: "იუვენტუსი" ამ სეზონში "რეალზე" უკეთესია