"მე გპირდებით თქვენ, რომ აქ, ამ ქალაქში ჩამოვიტანთ ჩემპიონთა ლიგის ზეწარს და აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი".

მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობა შეიცვალა და ჩვენს ქვეყანაში კერძო კლუბებისთვის სარგო სიომ დაჰბერა, ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ახლაც ითქმება და იწერება.

არასოდეს დამიწერია ამ თემაზე. ხატზე შემიძლია დავიფიცო, რომ დაშლით არავის არაფერი დაუშლია, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი იმ ქალაქის წინაშე, სადაც დავიბადე და გავიზარდე; იმ ქომაგის წინაშე, ვინც ფეხბურთი შემაყვარა და ვისი დიდი დამსახურებაცაა, თუ დღეს რამე კარგი და ადამიანურია ჩემში.

როცა უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მეც გადავწყვიტე, ხელში კალამი ამეღო. წინასწარვე ასე მგონია: მაინც არ გამომივა, რის თქმაც მსურს. ცნობილია: ყველაზე მეტად მაშინ ჭირს სათქმელის დალაგება, როცა რაღაცის თქმა ძალიან გინდა, თითქოს შინაგანი სურვილი ხელს გიშლის, გბორკავს...

დავიწყოთ პრაქტიკული მიზეზებით. დღეს "ზესტაფონს" აქვს სტადიონი, ორი ბაზა, აქვს 6 მინდორი. სტადიონი და ბაზა ფეხბურთის ფედერაციამ იქირავა. კლუბს არ გაუვლია ლიცენზირება, მაგრამ სფფ-მ სწორედ ეს სტადიონი შეარჩია და ვფიქრობთ, იქ ისეთი ხალხი მუშაობს, სტადიონის შერჩევა რომ არ ეშლება.

მიზეზი მეორე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს და ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საღამოს, ხელოვნურ განათებაზე და, რაც მთავარია, კარგ მინდორზე გაიმართოს. ფაქტია, საერთო ფერხულიდან "დავით აბაშიძის" გამორიცხვა არ შეიძლება და ვერც ისე იქნება, რომ იქ სულ მხოლოდ სხვა გუნდმა ითამაშოს.

მიზეზი მესამე. "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ იცის, როგორ გააკეთოს კარგი გუნდი. ადრე ის ხშირად იმუქრებოდა ქართული ფეხბურთიდან წასვლით და ბოლოს წავიდა კიდეც, მაგრამ გვჯერა, ეს მხოლოდ დროებითია.

დაწყობილ სიტუაციაში, როცა კერძო სექტორის განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, კოკაია არსად წავა. სულაც არ მიმაჩნია, რომ მისი მოღვაწეობა კლუბის პრეზიდენტის პოსტზე უნაკლო იყო, მაგრამ კოკაიამ 40 მილიონი დაახარჯა "ზესტაფონს". მან არაფრისგან შექმნა მიმზიდველი პროდუქტი და ჩემი პირადი აზრით, ქართულ ფეხბურთს დღეს სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება.

ახლა იმაზეც დავწეროთ, რა იყო და რა უნდა იყოს ფეხბურთი ზესტაფონისთვის. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დავით აბაშიძის სახელობის არენაზე, დამეთანხმება - ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, რომელიც ქალაქში კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ დგებოდა. დღესასწაული, რომელსაც ყველა ელოდა. გამოხვიდოდი ქალაქში და ყველა ფეხბურთით სუნთქავდა. დილიდან საღამომდე ირჩეოდა გუნდის ამბები. ირჩეოდა ჯაბა დვალის ფეხის, ნიკა გელაშვილის დაჭიმული კუნთის თუ სხვათა ამბები და ხალხი ბედნიერი იყო, რომ საღამოს თავის რჩეულებს სტადიონზე ხედავდა...

ერთმა ჭკვიანმა, დაკვირვებულმა კაცმა მითხრა ის, რაც ახლა უნდა დავწერო: ფეხბურთმაო, "ზესტაფონმაო", მიმტკიცებდა ის, დიდი საქმე გააკეთაო - შაბათ-კვირას მაინც ჩამოდის თბილისიდან ხალხიო...

მიგრაცია, როგორც ყველა პროვინციულ ქალაქს, ზესტაფონსაც აწუხებს. ახალგაზრდები თბილისში მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან. ამ მხრივაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა "ზესტაფონი" - ორი დღით ჩამოსული კაცი მშობლიურ გარემოს ან ვეღარ წყდებოდა, ან დაბრუნებაზე საფუძვლიანად დაფიქრდებოდა ხოლმე და ისე როგორ იქნებოდა, კვირაში ერთხელ მაინც არ დაეხედა მანამდე მივიწყებული მშობლიური ქალაქისთვის.

ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს "ზესტაფონის" თამაშებზე და ყოველივე ამის დავიწყება შეუძლებლად მოჩანს. მინახავს ბევრი ცრემლი, კიდევ მეტი სიხარული, მინახავს გულშეწუხებული, გრძნობადაკარგული ხალხი და მოულოდნელობისგან გაფითრებული ექიმებიც - შენთვის, მშვიდად ხარ და... უცბად კაცი ხელიდან გეცლება...

პირადად არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ კლუბს ორი ძალიან კარგი ზესტაფონელის სიცოცხლე დაედო ზვარაკად - იმდენი ინერვიულეს, გულმა ვეღარ გაძლო...

ვინც ზესტაფონს შიგნიდან იცნობს, უთუოდ დამეთანხმება - სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, ამ კლუბს უდიდესი წვლილი მიუძღვის მართლაც ძალიან წესიერი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში. ბავშვები ქუჩაში აღარ იდგნენ. ბავშვები შაბათ-კვირას საყვარელ გუნდს ქომაგობდნენ. ისინი სწავლობდნენ ბევრს - ერთმანეთის გვერდში დგომას, ლუკმის გაყოფას, სწორად ცხოვრებას...

ჩემს თაობას, ამ ბიჭების დარად, ძალიან უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ ჩვენ დროს ცოტა სხვა იდეალები იყო. ჩემი თაობა, დიდწილად, ქუჩამ გადაყლაპა. ჩვენც გვყავდა საყვარელი გუნდი, მაგრამ მაშინ ასე დალაგებული და ორგანიზებული ვერ იყო ყველაფერი და ეს მართლაც არ არის იმ გუნდის ხელმძღვანელობის ბრალი. ის გუნდიცა და იმ გუნდის ხელმძღვანელობაც დღესაც ძალიან უყვართ ზესტაფონში. "მარგვეთის" ტრადიცია "ზესტაფონმაც" უნდა გააგრძელოს და, ამავე დროს, "მარგვეთიც" იყოს - ვინ თქვა, რომ ერთი ქალაქისთვის ორი გუნდი ბევრია?!

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - დღეს ზესტაფონი ძალიან ნაცრისფერია. ასეთი იყო მაშინაც და იმ ყოფას კვირაში ერთხელ მაინც ანათებდა ნაღდი ზეიმი. ნაღდი ზეიმი ხალხს დროებით მაინც ავიწყებდა უამრავ პრობლემას.

ბევრჯერ საკუთარი თვალით მინახავს, მავანს საჭმლის ფულით ბილეთი უყიდია და თამაშზე მისულა. ამაზე მეტი, ალბათ, ვერც ვერაფერი დაიწერება და აღარც არაფერი უნდა დაიწეროს, ისედაც ყველაფერი ცხადზე ცხადია.

ერთმა კაცმა ერთხელ ისიც მითხრა, უამრავი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ თავი მოვიკლა, ფეხბურთი მაცოცხლებს, მაძლებინებს, სტადიონზე რომ მივდივარ, ყველაფერი მავიწყდებაო...

მე მჯერა, რომ "ზესტაფონი" დაბრუნდება და, რაც მთავარია, დაბრუნდება სამართლიანად. არ შეიძლება, რაღაც დაიწყოს და შუა გზაზე გაჩერდეს.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, დაუბრუნდება თუ არა ილია კოკაია ქართულ ფეხბურთს, "ზესტაფონს"?..

რამდენიმე წლის წინათ მან "ზესტაფონის" გულშემატკივარს უთხრა: "მე გპირდებით თქვენ, რომ აქ, ამ ქალაქში ჩამოვიტანთ ჩემპიონთა ლიგის ზეწარს და აჟღერდება ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი".

დანაპირებს შესრულება სჭირდება და ამ დანაპირების შესრულება, ყველაზე მეტად, კოკაიას უნდა უნდოდეს, ვინც "ზესტაფონს" ცხოვრების საუკეთესო წლები შეალია.

მჯერა, "ზესტაფონი" დაბრუნდება. დაბრუნდება სამართლიანად და ღირსეულად!

მჯერა, მისი უდიდებულესობა ფეხბურთი დაბრუნდება ყველგან, სადაც დღეს ის არ არის. ჯერჯერობით, ასე ვხედავ ფეხბურთის ფედერაციის გეზს და ვნახოთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიხო
მიზეზი მეორე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს და ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩები საღამოს, ხელოვნურ განათებაზე და, რაც მთავარია, კარგ მინდორზე გაიმართოს. ----- ალეკო, კარგი იქნებოდა თუკი ფედერაციაშიც და თქვენს გაზეთში უფრო კომპეტენტურად მოაზროვნე ხალხი იქნებოდა. რომ წერ გენაცვალე, ფედერაციაში სურთ განათების ფეხბურთიო, ის თუ იცი რომ რაიონებში ამ განათების ფეხბურთს მსურველთა ნახევარიც კი ვერ დაესწრება?რადგან ღამით არანაირი ტრანსპორტი ამ ქალაქების გარეუბნებში და სოფლებში არ მოძრაობს. გამოდის რომ განათებული სტადიონი გინდათ მხოლოდ რაიონული ცენტრის მაცხოვრებლებისათვის, მაშინ სხვებს რა უპირებთ?ფეხბურთი დაივიწყონ?განიხილა კი ვინმემ ეს საკითხი თუ როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა?ხალხი უკიდურესად ღარიბია და არა აქვს საშუალება ტაქსებით იაროს ფეხბურთზე.მოაგვარეთ ჯერ ტრანსპორტის საკითხი,როგორც კი ბნელდება უკვე გარეუბნები და სოფლები მოწყვეტილია რაიონის ცენტრს,ეს რა სიახელა და ახლა გაიგებთ პირველად?
bagrati
vanga Sul male gayurebineb tribunidan, rogoric gvinda
ზვიადი
ზესტაფონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია
vanga
და შენ როგორი ფეხბურთი გინდა?
გიორგი
თითქოს ,,ზესტაფონი'' თილისმაა საქართველოს ჩემპიანოტის. ყოველთვის როცა ზესტა ძლიერი იყო ჩემპიონატიც ნორმალური იყო.ცალკე განხილვის თემაა შეძახილის ზესტა!ზესტა!ზესტა-ფონი!!!-ით ზეციური ძალის დახმარების მოხმობა.
ალექსი
"ზესტაფონის" გავარდნა უმაღლესი ლიგიდან კოკაიას დამსახურებაა...
UKR,Dnepr
კარგი წერილია,მართლაც რომ ძალიან გულთბილი, პატრიოტული და სამართლიანი,ავტორს დიდი მადლობა ქართველი გულშემატკივრების სახელით უკრაინიდან... bibi თქვენი კომენტარები რომ დადებითი იყო,ძალიან კარგი,მაგრამ უკაცრავად,თქვენს პირველ წერილში სიტყვა "ნაშრომი" ბრჭყალების გარეშე ალბათ უფრო კორექტულად მოხვდებოდა ყურს,ასე რომ elisabedi-ს უბოროტო შენიშვნა ალბათ არ უნდა გეწყინოთ...
mamulo
ითამაშოს პირველ ლიგაში,მოიგოს და დაბრუნდეს მერე ზესტაფონი უმაღლესსში,ვინ უშლის.თუ ეპაზორება კოკაიას 1-ლ ლიგაში თამაში? ტორბედო თუ თამაშობდა პირველ ლიგაში,რა ზესტაფონს და კოკაიას არ ეკადრებათ?
ქუთაისელი
ზესტაფონი უნდა დაბრუნდეს! თუ პეტიციას გააკეთებთ, მოვაწერ ხელს!
1
თუ გინდათ წინსვლა, დაარქვით ყველაფერს თავის სახელი და დააბრუნეთ ეს გუნდი!
bagrati
რა ფეხბურთიც გაქვთ ზოგიერთებს ახლა, არსად დაგეკარგოთ, ნელა ქენით ვანთან
bibi
elisabedi-ს. ელი, ვერ გამიგე გეტყობა. მე სტატიის წინაამღდეგი არ ვარ და მომეწონა კიდეც, მაგრამ წაკითხვა რომ დავიწყე, გუმანით მივხვდი ვინც იყო ავტორი. ეს დავწერე და ეს!!!! ასე, რომ "რამ .... ასე?" და მსგავს მოწოდებას თუ არ გააკეთებ ან შენთვის თუ დაიტოვებ, უკეთესია.
vanga
კარგი ადამიანიხართ გეტყობათ ბატონო ალეკო ისე როგორც ვიცი ზესტაფონში ფეხბირთი არის მაგრამ რატომგაც არ ამახვილებთ ყურადღებას
guria
ლანცხუთის გურიის სახელით წარმატებები ზეტსაფონს,იმედია მალე დაბრუნდებით უმაღლესში და კიდევ უფრო ძლიერ ზესტაფონს ვიხილავთ...წერილის კითხვის დროს ჟრუანტელმა დამიარა,ყოჩაღ
elisabedi
bibi-ს ავტორის ვინაობას რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლეა რაც მთავარია! რამ .... ასე? კაცს თავის ქალაქი რომ უყვარს დანაშაულია?
d.n
არც მე ვარ ზესტაფონელი მარა მათ გარეშე ჩემპიონტს რო ვუყურებ ძალიან დიდ დანაკლის ვგრძნობ.ზესტაფონი მთლიანად ქართული ფეხბურთის დანაკლისია
gia
არ ვარ ზესტაფონელი მაგრამ კინაღამ ვიტირე მაგარი წერილია
bibi
სანამ ავტორის ვინაობას ჩავიკითხავდი, მივხვდი, რომ ეს ალეკო კაკაურიძის "ნაშრომი" იყო.
დათო
იმედი მაქვს, რომ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" აუცილებლად დაუბრუნდება დიდ საფეხბურთო ოჯახს და თავისი წარმატებებით აუცილებლად გაახარებს , საყვარელ ქალაქსა და ფეხბურთის ნამდვილ ქომაგებს.დააბრუნეთ ზესტაფონი უმაღლეს ლიგაშიი...
zestafoneli
მთელი ზესტაფონის სახელით მადლობა!
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
უჩა სოსიაშვილი აქტიურ სამწვრთნელო ასპარეზს დაუბრუნდა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
"მარგვეთი 2006": მცირე პერიოდში ეს ძალიან სერიოზული პროგრესია...
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
უჩა სოსიაშვილი: ქართულ ფეხბურთს მესამე ლიგაშიც შეიძლება, ემსახურო...
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ს.კ. "მარგვეთი": რას გვერჩის ილია კოკაია?!
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]