ინტერვიუ ბათუმის "დინამოს" ბოსნიელ მცველ მარკო მიხაილოვიჩთან
ბექა მახარაძის "ლოკომოტივში" გადასვლის შემდეგ ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელებს საფიქრალი გაუჩნდათ. გუნდის კაპიტნის შემცვლელი სასწრაფოდ უნდა მოეძებნათ და მას უცხოეთში მიაგნეს - ბათუმელებს თურქულ შეკრებაზე გამოცდილი ბოსნიელი მცველი მარკო მიხაილოვიჩი შეუერთდა...

მისი სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა. ბათუმელებმა "ზუგდიდთან" გასვლაზე სწორედ მიხაილოვიჩის გოლით მოიგეს (1:0).

188 სმ სიმაღლის 28 წლის ცენტრალურმა მცველმა დიდ ფეხბურთში კარიერა 2008 წელს სერბეთში, ნოვი სადის "ვოევოდინაში" დაიწყო. მერე კი შვედეთის პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდები ("დალკურდი", "უმეა", "ბრაგე", "ჰამარბიუ", "სირიანსკა") მოიარა და აგერ, საქართველოშიც აღმოჩნდა.

როგორ და რა გზებით ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ბათუმელთა ლეგიონერის ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მარკო, საქართველო და ბათუმის "დინამო" თქვენთვის ახალი, უცნობი ქვეყანა და გუნდია. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?

- დიახ, უცხო იყო ქვეყანაც და გუნდიც. საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ჩამოსვლის დღიდანვე თავს კარგად ვგრძნობ. გუნდს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ჩვენ კარგ, სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ, კარგი მწვრთნელები და ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს.

- ახალ გუნდთან შეგუება ყოველთვის რთულია, მაგრამ თქვენ ეს საკმაოდ ადვილად მოახერხეთ...

- გუნდში თბილად მიმიღეს, დისკომფორტი არ მიგრძვნია. თანაც, ბათუმი ძალიან ლამაზი ქალაქია. ადაპტაცია იმიტომაც გამიადვილდა, რომ აქ კარგი ბიჭები დამხვდნენ. ამასვე ვიტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც კლუბს ხელმძღვანელობენ.

- საინტერესოა გარეშე თვალით დანახული საქართველოს ჩემპიონატი. მთავარი ნაკლოვანება, რაც შენიშნეთ და პლუსიც, თუ ასეთი არის?

- სათამაშოდ ძნელი ტურნირია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ სტადიონები და მოედნები არც ისე კარგია. ამიტომაც თამაშობენ გუნდები იმაზე დაბალი ტემპით, ვიდრე თავად ვიყავი შეჩვეული - თუნდაც, იმავე შვედეთში. მაგრამ სეზონი ახლა დაიწყო და აქაურ დონეზე სრული წარმოდგენა ჯერ მაინც არ მაქვს.

- კონკრეტულად, აქამდე ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვით?

- "ზუგდიდში" რთული შეხვედრა გვქონდა. თუმცა, პირადად ჩემთვის, უფრო სასიამოვნო იყო ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც გორის "დილაა". თბილისის "დინამოსთან" მატჩსაც დიდი ინტერესით ველი. როგორც ვთქვი, მთავარი მინუსი არის მოედნები და თამაშის დაბალი ტემპი. ყველა ქვეყანას აქვს თავისი პლუს-მინუსები და ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ საქართველოში ჩამოსული ლეგიონერები ვალდებულნი ვართ, აქაურ ვითარებას მოვერგოთ და ჩვენი შესაძლებლობების 100 პროცენტი ვაჩვენოთ.

- როგორც ვიცით, თქვენ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმეთ, მაგრამ ბათუმის "დინამო" თუ ევროპის ლიგაზე ითამაშებს, დარჩებით გუნდში?

- ჯერჯერობით, დასაწყისი მშვენიერია, 3 თამაშში 7 ქულა მოვიპოვეთ და იმედია, სეზონის ბოლოს სამეულში მოხვდებით. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლაპარაკი კი ჯერ ნაადრევია. ეს კლუბისა და ჩემი მენეჯერის, მამუკა წერეთელის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მერე რა იქნება, ახლა ნამდვილად არ ვიცი, სეზონის ბოლოს გამოჩნდება. თუ ორივე მხარის სურვილი იქნება, ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებთ. დღეს კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთ და უკეთ ვითამაშო.

კარგია, რომ აქ მარტო არ ვარ - "დინამოში" მეორე ლეგიონერი ნიკოლა კომაზეცი ჩემიანია...

- ...მაგრამ ის სერბია, თქვენ კი ბოსნიელი ხართ...

- ბოსნიის პასპორტი მაქვს, თორემ სერბი ვარ და მეუღლესთან ერთად, ბელგრადში ვცხოვრობდი... სხვათა შორის, ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი.

- საუკეთესო პერიოდი რომელ კლუბში გქონდათ, ან რომელი მატჩი გახსენდებათ განსაკუთრებულად?

- "ჰამარბიუ", სადაც 2 წელი ვთამაშობდი. მატჩს რაც შეეხება, ასეთი იყო 2014 წელს გიოტებორგის გაის-თან შეხვედრა. პრინციპულ მატჩს შინ ვატარებდით. 1:3 კი წავაგეთ, მაგრამ ლამაზი გოლი გავიტანე და 20 ათასი მაყურებელი ჩემს სახელს ყვიროდა... ეს დიდებული გრძნობა იყო...

- სერბეთი და საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრას ერთი შესარჩევი ჯგუფიდან შეეცდებიან. რას ფიქრობთ ამ ორი გუნდის შანსზე?

- სერბეთი ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა იყო, მაგრამ ბოლო შესარჩევ ციკლში მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატზე ვერც საქართველო გავიდა და აქედანაც ჩანს, რომ ახლა საუკეთესო პერიოდი არც ერთ ამ ნაკრებს არ უდგას... მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ შესარჩევ ციკლში ორივე გუნდი გამოიჩენს თავს და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიშო
არა, რას ერჩით ეს ხალხი, რატო აკრიტიკებთ ამ ადამიანს ასე უაზროდ ვერ ვხვდები. მაგარი ფეხბურთელია, გამორჩეული მე თუ მკითხავ თავისი სტილით და ყომარობს მაგრად ზოგადად. ჩვენთან ნეტა ყველა ამ ბიჭის ნაირი იყო. ნუ წაიღეთ ტვინი ამდენი კრიტიკით. თავებს მიხედეთ რა.. აცადეთ კაცს წარმატება!
temuri
ზუგდიდტან 3 ქულა ამ კავმა დადო, და ნუ ვივიწყებთ, პირველი კომენტარის საყურედღებოდ ჩვენი ფეხბურთი ლეგიონერების გარესე ვერ განვითარდება და მიხაელოვიჩი ნამდვილად ნორმალური ფეხბურთელია, ვარსკვლავს აკ ვერავინ ჩამოიყვანს იმიტომ რომ ქვეყანას ფული არ გააჩნია, ამ იგროკის მენეჯერი კიდე ჩემი ძმის ახლობელია ისეთი ტრანსფერები აქ განაკეთები ქართველ მენეჯერები ვერც იოცნებებენ
bidzina
ამ იგროკის ნაერი საკარტველოში არავინ გვყავს თავის პოზიციაზე, ამ იგროკის მენეჯერი ვინცაა ზევით წერია და ის კაცი ბევრ კკაი საქმეს აკეთებს ქართული ფეხბურთისტვის
beka
საღოლ საღოლ ეს ტიპი წესით უნდა გამოადგეს ქართულ ფეხბურთს
niko
ჟურნალისტს ცოტა მეტი განათელბა უნდა ქონდეს, ბოსნია არის დასახლებული სერბებით დ ამ ნაწილს ქვია რეპუბლიკა სერბსკა, სხვა ნაწილი დასახლებულია მუსულმანებით და კათოლიკე ხორვატებით, ენა ყველას ერთი აქვთ და ბოსნიიდან სერბი რომ იყოს ამაში არაფერია გასაკვირი ძალიან დიდი ნაწილი ბოსნიის მართმადიდებელ სერბებს უკავიათ.
vaso
გუშინ ვესწრებოდი ზესტაფონში თამაშს ტორპედო ბათუმი, სად ნახეთ ეს მცველი ამან წააგო თამაში, კაცი ვერ ინძრევა ვერ ხტება,ტეტუნაშვილი სათადარიგოში ზის, ვურჩევ სამწვრთნელო შტაბს რომ მიახილოვიჩი არაფრად არ ვარგა პირველ ლიგაშიც ვერ ივარგებს, ან მეორე თავდამსხმელი კომაზეცი სასტარტოში იყო რომელმაც სუსტად ითამაშა და ვარშანიძე სათადარიგოზე, სირცხვილია ვინ ჩამოიყვანა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ბათუმის "დინამო" 28 წლის სერბი ლეგიონერით, ნიკოლა კომაზეცით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
Back in USSR - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია თუ ევროტურნირი?
რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის კოსოვოს უეფაში გაწევრიანება?
კომაზეცი ბათუმიდან... ჰონკონგში - ერთი ტრანსფერის ანატომია
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ასლან ბალაძე: ბათუმის "დინამოს" გაძლიერება? ეს საკამათოც არ არის...
ქობულეთის "შუქურა": მახარაძე უკვე წავიდა, ლეგიონერებიც მიდიან...
ბათუმის "დინამო": თბილისში მოვიგეთ და ახლა რატომაც არა?!
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1 - ისევ შონია, ისევ კომაზეცი... [VIDEO]
სეზონის დაწყება ტანჯვად გვექცა - გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოში" ტრავმებზე
ბათუმის "დინამო": საევროპო განაცხადის სიურპრიზები
საფეხბურთო დინასტია: მახარაძეების სამი ფრონტი
"შეიძლება, ნაკრებში ნათამაშები ლეგიონერი დაიწუნო და პლაჟის ფეხბურთელი ამჯობინო?"
ოთარ კაკაბაძე: ყველა ფეხბურთელი ეცდება, ეს ხშირად განიცადოს
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
"ზუგდიდი": ვინ არის დმიტრი სელიუკი?
დინამო (ბთ)-ცხინვალი 2:0 - ახლოს სამეულთან [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!
ბალკანელებმა ბათუმს ხელი დაუქნიეს - კომაზეცს საქართველოში დარჩენა აღარ სურს
დინამო (ბთ)-პაკში 2:1 - ბათუმელთა სერბი ლეგიონერის გოლიანი დებიუტი [VIDEO]
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
ბექა მახარაძე: კურიოზია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ფეხბურთი...