საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა ქვეყანა დატოვა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა
სამწუხარო ამბავია: უცხოეთში მაცხოვრებელ მილიონიან ქართულ დიასპორას კიდევ ერთი კარგი ქართველი შეუერთდა - ქვეყანა დატოვა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა.

"თანამემამულენო, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. რამდენიმე საათში სამშობლოს დავტოვებ და ატლანტიკის ოკეანის გაღმა ნაპირზე დავიდებ ახალ ბინას. რთულია განშორება, თუმცა მზად ვარ, ჩვენს ქვეყანას კიდევ არაერთგზის ვემსახურო. აგრეთვე, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მეგობარს, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთ. ღმერთი გფარავდეთ! პატივისცემით, მუდამ თქვენი მამუკა წერეთელი!" - ასეთი წერილი გამოაქვეყნა ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა.

როგორც შევიტყვეთ, წერეთელმა ეგრეთ წოდებული "გრინ ქარდი" მიიღო, რაც აშშ-ში მუშაობის უფლებას აძლევს. მალე ის მწვრთნელად დაიწყებს მუშაობას ჩიკაგოს საფეხბურთო სკოლაში.

"უკვე ამერიკაში ვარ და მალე საფეხბურთო სკოლაში დავიწყებ მუშაობას. აქ ფეხბურთის განვითარებით სახელმწიფო დაინტერესდა და უზარმაზარი სახსრების დაბანდებას აპირებს. ამერიკა კი ისეთი ქვეყანაა, რასაც მოინდომებენ, აუცილებლად გააკეთებენ.

არ ვიცი, თუ გახსოვთ, თავის დროზე ფრენბურთის განვითარების პროგრამა შეიმუშავეს და ათ წელიწადში მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბეს. ფეხბურთშიც იმავეს გაკეთებას გეგმავენ. ეს გაცილებით რთული იქნება, მაგრამ მჯერა, ამას მოახერხებენ", - ამბობს წერეთელი.

ის თავის გულისტკივილს არ მალავს:

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ ქართული ფეხბურთის სამსახურში ვყოფილიყავი - სიტყვითაც და საქმითაც. რაღაც შევძელი, რაღაც - ვერა. სამწუხაროდ, კარიერა ნაადრევად შემაწყვეტინეს, 21 წლისა ფეხში დამჭრეს და მერე ძველ დონეზე თამაში ვეღარ მოვახერხე.

მწვრთნელობაც ვცადე და მენეჯერობაც. სამწუხაროდ, სულ ბარიერები და პრობლემები იქმნებოდა და ბოლოს ამ გაუგებარ წინააღმდეგობებთან ბრძოლამ დამღალა. ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავლაგდით და ესაა ჩვენი პრობლემა.

მენეჯერობისას ბევრი რამ არ მესმოდა - როგორ შეიძლებოდა, რომ ნაკრებში ნათამაშები ლეგიონერი დაიწუნო და პლაჟის ფეხბურთელი, ან ორი წლის უთამაშებელი ფეხბურთელი ამჯობინო?! კიდევ ბევრი უცნაური ამბავი ხდებოდა...

მაგრამ ესაა ქართული რეალობა და დაკონკრეტებას აღარ შევუდგები. იმედია, ამერიკაში დავმკვიდრდები და თუ შესაძლებლობა მექნება, ქართულ ფეხბურთს აქედანაც დავეხმარები. სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და ვდარდობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჭაჭი
ალბათ ბევრს შეშურდა და ამიტომ აკრიტიკებენ.ვისაც მისი ფეხბურთის თამაში ახსოვს ის ამას არ იტყოდა, ასე რომ წარმAტებები ვუსურვოდ
georgian
Gujas: გუჯა შე არასწორო! ბოღმა მოგკლავთ და შური. მამუკა წერეთელი კაცია, პატრიოტია და ქართული სულის მატარებელი, უბრალოდ შენნაირმა არასწორებმა არ გაახარეს.. მამუკ წარმატებები მეგობარო, სადაც არ უნდა იყო.. მაგრად გაგვიხარდება თუ მომავალში წარმატებული დაუბრუნდები შენს სამშობლოს. ღმერთი გფარავდეს!
Guja-s
რა არჩია აბა თქვი?! იქნებ, ნარკომანობა დააბრალო ტიპი სასიკვდილოდ გაიმეტეს და დღემდე ფეხი ნატყვიარისგან უსივდება ნამუსი არ გაქვს, რას აბრალებ?
Mamuka
ისე ზოგ ზოგიერთის გასაგებად ეს ბიჭი საქართველოს ნაკრებში თამაშობდა როცა ნაკრები ნაკრებს გავდა და მკვდარი სულები არ იყვნენ შეეძლო დიდი ფეხბურთი ეთემაშა მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და ამ ბიჭის კარიერა შეწყდა და ეს ბიჭი ამ ქვეყნის მოქალაქემ დაღუპა
Guja
ამერიკაში თორემ არ გადაატრიალოს ამერიკული საფეხბურთო სამყარო. არ მესმის რატომ წერთ ამ ადამიანზე უკვე მერამდენედ, რა გაუკეთებია რო საქართველოსთვის?? არის ერთი უბრალო .... ქართველი ვისაც ბავშვიბაში ფეხბურთის თამაშის ნიჭი ქონდა მაგრამ ... არჩია და .... გაატარა მთელი ახალგაზრდობა.
bebeto
ასე ღიად უნდა ილაპარაკოს ყველამ. რისთვის ჩამოყავდათ ტურისტები კლუბებში, ალბათ თვითონ ჩამომყვანები ფულს აკეთებდნენ და ფეხბურთი კი ნელნელა კვდებოდა.
სიმართლე,,
რა გინდათ,?ართქვას რაც ხდებოდა?თუ არ გყავს პათრინი ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერ მიაღწევ,, იმ ხელისუფლების დროს ფეხბურთელ ი რომელიც ,კარგად თამაშობდა გუბბერათორიც კი ერეოდა,აშინებდა გუნდის მევეურებს,,არ წაიყვაონოთ თორემ პრობლემები შეგექმნებათო,საც ფეხბურთელსაც კი ეშინოდა იმ მტავრობის, რა შუასია სპორტი დაპოლიტიკა?ფეხნურთელებსაც უსმენდე,დრეს დაშიებულები არარიან,მაგრამ ნაცნობ მეგობრობა მაინც გრძელდება,,ნაციონალებო ხმა არ ამოიღოთ,,
ადამიანი
guadua-ს ვიდრე ,,ქოცანცარებს" შეაწმენდ ხელს (მაგათ თავისი ცოდვა ეყოფათ),იქნებ ჯერ ის გაგეგო,ვინ დაჭრა ფეხში და დაამთავრებინა კარიერა?! ან რაც ნაკრებზე თქვა, ეგ ,,ქოცების" დროს ხდებოდა თუ ,,ნაცების" დროს?
Guadua
წარმატებები მამუკა. მალე მოვიშორებთ ამ ქოცნაცებს და მალე დავბრუნდებით სამშობლოში. ვერცერთი ამერიკა ვერ აჯობებს ამ პატარა საქართველოს.
მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე
[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"ზუგდიდი": ვინ არის დმიტრი სელიუკი?
გამაოგნებელი გულგრილობა - ამაზე წერა არ უნდა გვიწევდეს
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
Back in USSR - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია თუ ევროტურნირი?
მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!
ოთარ კაკაბაძე: ყველა ფეხბურთელი ეცდება, ეს ხშირად განიცადოს