ქართველი მწვრთნელები ცოდნის გასაღრმავებლად უეფას მიერ ორგანიზებულ სემინარებს სისტემატურად ესწრებიან და სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია წლეულსაც გრძელდება

ქართველი მწვრთნელები ცოდნის გასაღრმავებლად უეფას მიერ ორგანიზებულ სემინარებს სისტემატურად ესწრებიან და სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია წლეულსაც გრძელდება. 2011 წლის პირველი სემინარი ბელგიის ქალაქ გენტში გაიმართება და იქ საქართველოდან 8 სპეციალისტი გაემგზავრება: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა მომზადების კურსების ხელმძღვანელი გაიოზ დარსაძე, საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები (19-წლამდელების – გიორგი დევდარიანი, 17-წლამდელების – კობა ჟორჟიკაშვილი, 16-წლამდელების – გელა შეყილაძე, 15-წლამდელების – ნოდარ აკობია, 14-წლამდელების – გოჩა ტყებუჩავა) და საქართველოს უმაღლესი ლიგის ორი გუნდის თავკაცი – ელგუჯა ქომეთიანი ზუგდიდის ''ბაიადან" და ბადრი კვარაცხელია ცხინვალის ''სპარტაკიდან".

სემინარი 7-დან 11 თებერვლამდე გაგრძელდება და ქართველთა ვოიაჟის ხარჯებს მთლიანად უეფა დაფარავს.

''ბოლო წლებში მსგავს შეხვედრებზე უკვე 40-მდე ქართველი მწვრთნელია ნამყოფი და, ბუნებრივია, მათ სემინარებს მათთვის უქმად არ ჩაუვლია. ცნობილი ევროპელი სპეციალისტები ჩვენს მწვრთნელებს უახლეს პროგრამებს აცნობენ და, შეზღუდული დროის მიუხედავად, სემინარებიდან ყოველთვის გაღრმავებული ცოდნითა და გამდიდრებული გამოცდილებით ვბრუნდებით ხოლმე. ბელგიაში ახლაც დატვირთული და საინტერესო გრაფიკი გველის. ამ სემინარის მთავარი მიმართულება ახალგაზრდული ფეხბურთია და ასკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ამიტომ მიგვყავს, მაგრამ, რაკი საშუალება იყო, დელეგაციაში ორი კლუბის წარმომადგენელიც შევიყვანეთ", - გვითხრა გაიოზ დარსაძემ.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ქართველი მწვრთნელები მორიგ სემინარებს მარტის ბოლოს კოვერჩანოს სახელგანთქმულ ბაზაზე დაესწრებიან.

ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა