საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დევისის თასზე ნაკრების გამოსვლას აფასებს
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები (ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ირაკლი მეტრეველი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პირველ შეხვედრაში შინ დანიის გუნდთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 0:5, რამაც გულშემატკივართა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ამ წაგებით ჩვენმა ჩოგბურთელებმა პირველ ზონაში აღსაზევებლად ბრძოლის შანსი დაკარგეს და 15-17 ივლისს მე-2 ჯგუფში დასარჩენად ზიმბაბვეს დაუპირისპირდებიან.

გვესაუბრება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი:

- არასდროს მითქვამს, რომ დევისის თასის ევრო-აფრიკული პირველი ზონიდან დაქვეითებული დანიის ნაკრები სუსტი გუნდია. პირიქით, მის შემადგენლობაში გამოდის წყვილებში 2012 წლის უიმბლდონის გამარჯვებული ფრედერიკ ნილსენი, რაც დანიელებს ერთგვარ უპირატესობასაც ანიჭებს. ამის მიუხედავად, მაინც ვვარაუდობდით, რომ გავიმარჯვებდით.

ჩვენთვის მოულოდნელი იყო ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერ ნიკოლოზ ბასილაშვილის მარცხი ურეიტინგო კრისტიან სისგაარდთან. მართალია, ნიკას კარგა ხანია, ფეხის ტრავმა აწუხებს, თუმცა წაგების მიზეზად მას ეს ერთხელაც არ უხსენებია. რაც შეეძლო გააკეთა, მაგრამ იმ დღეს ფორტუნა დანიელის მხარეს იყო. ბასილაშვილის მარცხით ჩვენთვის დანიასთან მატჩი, ფაქტობრივად, დამთავრდა.

- კი მაგრამ, 0:5 წაგება?

- მესმის, რომ გულშემატკივრები ამგვარი შედეგით უკმაყოფილონი არიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც ანგარიში გახდა 3:0 სტუმრების სასარგებლოდ, ვფიქრობ, გუნდის კაპიტანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - უკვე უმოტივაციო ორ პაექრობაში ახალბედებს მისცა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შანსი.

- ზაფხულში ზიმბაბვეს ვუმასპინძლებთ...

- დიახ, 15-17 ივლისს. ჩვენ შვიდი წელიწადი მე-3 ზონაში ვიყავით და შარშან ავინაცვლეთ ერთი საფეხურით. როგორც გითხარით, წლეულს პირველ ზონაში გადასვლის პრეტენზიაც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, სურვილი და შესაძლებლობები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს; გამართლებაც არის.

ახლა, მთავარია, ზიმბაბვეს ვაჯობოთ და ზონაში ადგილი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი უფრო დიდ მიზნებზე ვიფიქრებთ. მით უმეტეს, ახალგაზრდული გუნდი გვყავს. გაუთვალისწინებელი თუ არაფერი მოხდა, ზიმბაბველებსაც იმავე შემადგენლობით დავხვდებით.

- ამბობენ, ნაკრების წევრები ქომაგებით უკმაყოფილონი არიანო...

- მსგავსი არაფერი ყოფილა. სამი დღის განმავლობაში ბიჭებს გვერდიდან არ მოვშორებივარ. მათ საყვედური არც დასცდენიათ. პირიქით, პირველ დღეს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა საქომაგოდ.

მესამე დღეს გადამწყვეტი ორთაბრძოლები რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ახალი სპორტის სასახლე პირთამდე აივსებოდა. ზიმბაბვესთან პაექრობისას ისევ ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს.

- თბილისური მარცხი ბასილაშვილის საოლიმპიადე სამზადისზე ხომ არ იმოქმედებს?

- დევისის თასის მატჩების შედეგები რეიტინგზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამდენად, ნიკას საოლიმპიადე მზადების გეგმებიც არ შეიცვლება. მთავარია, მან ტრავმა დროულად მოიშუშოს. მართალია, მოულოდნელობებისგან დაზღვეულები არ ვართ, მაგრამ მჯერა, რომ ბასილაშვილი მიზანს მიაღწევს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ ჩინურ ჟუნაიში, ჩოგბურთელ ვაჟთა ჩელენჯერტურნირში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ჩაება, მაგრამ პირველსავე წრეში მასპინძელ იან ბაისთან დამარცხდა - 4:6, 6:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
საქართველოს ნაკრები დევისის თასს ალბანეთთან დაპირისპირებით იწყებს
ალექსანდრე მეტრეველი - უპირველესი მიზანი TOP 100-ში მოხვედრა!
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
ალექსანდრე მეტრეველი: ამ გუნდით დევისის თასის პირველ ჯგუფში აღზევების ამბიცია გვაქვს
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
დევისის თასი: საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ალექსანდრე მეტრეველმა სტამბოლში ზედიზედ მეორე წარმატება იზეიმა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრების ფიასკო დანიასთან
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ტურნირის მე-2 წრეში ითამაშებს
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასისთვის ემზადება
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
წელს პირველი გამარჯვება ATP-ის ტურნირის ძირითად ბადეში - ბასილაშვილმა მერიდას სძლია და მსოფლიოს მე-6 ნომერზე გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძემ წააგო, მაგრამ ანტალიაში რჩება
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
ალექსანდრე მეტრეველი: 7 წელიწადია, მესამე ჯგუფში ვართ და ახლა დიდი შანსია, ნავსი გავტეხოთ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები მეორე ევროპულ ზონაში აღზევდა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
რეიტინგები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულს მიუახლოვდა
ნიკოლოზი ძველ ფორმას იბრუნებს - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი დაამარცხა!