ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი მარცხით დაიწყო. ჭაბუკმა ქართველებმა უმნიშვნელოვანესი სასტარტო მატჩი წააგეს ბოსნიასთან და ახლა დიდი ჯაფა დაადგებათ იმისთვის, რომ აზერბაიჯანში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

რამ განაპირობა საქართველოს ნაკრების მარცხი? ჩვენ ჩვენს აზრს დავწერთ და უკეთ ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იცის.

ისე ჩანდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ხშირად ართულებენ სიტუაციას მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის. ერთ შეხებაშია პასი გასაკეთებელი? ჩვენ ორ-სამ შეხებას ვანდომებთ. თუ კაცი არ არის მოსატყუებელი, მაინცდამაინც მოტყუებას ვცდილობთ... მეტოქემ კი ითამაშა მარტივი, დალაგებული ფეხბურთი და საბოლოოდ, საწადელსაც მიაღწია.

იტალიის ნაკრებთან ერთად, ბოსნია ჯგუფის უდავო ფავორიტად იქცა. იტალია კი სულ სხვა თემაა - მისი მჯობი გუნდი თბილისში არ ჩანს...

რა თქმა უნდა, წაგება მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ბრალი ვერ იქნება. გუნდის კაპიტანს, მეკარე ლუკა გუგეშაშვილს, ეს თამაში აშკარად ჩაუვარდა, მაგრამ ჯოხს მხოლოდ მასზე ვერ გადავტეხთ. ისიც ფაქტია, რომ მეკარეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და ეს სამომავლოდ აუცილებლად გასათვალისწინებელია...

მე-11 წუთზე ბალკანელებმა კინაღამ გახსნეს ანგარიში. ბურთის მარტივად ამოტანის ნაცვლად, გუგეშაშვილმა მეტოქის ფორვარდის მოტყუება განიზრახა, რაც გამოუვიდა კიდეც, თუმცა ლუკას რეშიჩმა აართვა ბურთი და ტომას დადიჩს უპასა. მან ახლო მანძილიდან დარტყმულს სიზუსტე დააკლო...

სამ წუთში ანგარიში გავხსენით. "საბურთალოს" ფორვარდმა გიორგი ივანიაძემ ძლიერად დაარტყა, ბურთი ბოსნიელთა მცველ მილან მირიჩს მოხვდა და მეკარე ფილიპ ვაცილიმ თავისიანების გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

დიდხანს არ გვაცალეს გოლით ტკბობა - ბოსნიამ იქვე გაგვითანაბრა. მე-17 წუთზე რეშიჩმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი ქართველთა საჯარიმოში. ყველა საფეხბურთო წესით, ის ბურთი გუგეშაშვილის ადვილი ნადავლი უნდა გამხდარიყო... ლუკამ ბურთი ხელებში კი დაიჭირა, მაგრამ... კარში შევიდა და...

მეორე ტაიმში სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა. ქართველთაგან ყველაზე მეტად ნიკა ნინუა და გიორგი ჩაკვეტაძე აქტიურობდნენ. თავიდან ახლოს მიზანთან ნინუა იყო, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ბოსნიელთა კარის დარაჯმა მოიხელთა.

მაისურაძემ მინდორზე ზურა დავითაშვილი შეუშვა და თამაშიც შედარებით გამწვავდა. ამ ნაკრების მესამე მატჩს ვუყურე და უნდა ვთქვა - ეს გუნდი აშკარად ღარიბია ინდივიდუალისტებით. გამონაკლისია დავითაშვილი, ოღონდ ის პარტნიორებზე 2 წლით უმცროსია...

72-ე წუთზე მას შესანიშნავი მომენტი ჰქონდა - კარგად წაიღო ბურთი და ძლიერად დაარტყა. ვაცილიმ ურთულესი ბურთი მოიგერია. რომ არა მისი შესანიშნავი თამაში, ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა...

75-ე წუთზე ბოსნიელთა შეტევა ფლანგური ჩაწოდებით დასრულდა. სტეფან კოვაჩი კარგად გაიხსნა, ჩვენს მცველებს დაუსხლტა და ერთი შეხებით გაიტანა ბალკანელთა გამარჯვების გოლი.

ბოლო წუთებზე მაისურაძის ბიჭებმა მთელი ძალებით სცადეს ქულის გადარჩენა. ალექსანდრე ანდრონიკაშვილის თავურზე ბოსნიელთა კიპერმა იმარჯვა. იქვე, სტუმართა საჯარიმოში დიდი არეულობა შეიქმნა და პენალტსაც ვითხოვდით, თუმცა - უშედეგოდ.

ქომაგებს იმედი გაუცრუვდათ. მატჩის დასრულების შემდეგ იმასაც გაიგონებდით, რას ერჩოდნენ გოჩა ავსაჯანიშვილს, შედეგი დადო, რატომ მოხსნესო?.. ზოგი იმასაც ამბობდა - დროა, საქართველოში ფეხბურთი საერთოდ ავკრძალოთო...

მოდი, რადიკალიზმს შევეშვათ. ბიჭებს შუა გზაზე ნუ მოვუკლავთ იმედს, რომელიც ჯერ კიდევ შეგვრჩა. დასრულდება ტურნირი და მტყუან-მართალი მერე გავარჩიოთ...

მატჩის შემდეგ

ვასილ მაისურაძე: "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში გვექნებოდა. ქარმა დაღი დაასვა თამაშს. ერთ რომელიმე ფეხბურთელზე არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ მეკარის შეცდომებმა არია გუნდი...

არ მგონია, გუგეშაშვილი თადარიგში გადაჯდეს. ის ჯერ 16 წლისაა და ცხადია, ექნება შეცდომები, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს მომავალში... ფაქტია, გართულდა ჩვენი გზა ევროპის ჩემპიონატისკენ, მაგრამ შანსი არის. ორივე თამაში უნდა მოვიგოთ, რომ გავიდეთ...

რაც შეეხება დავითაშვილს, ის არის ერთადერთი პროფესიონალი სათადარიგოთა სკამიდან. მას შეიძლება ბოლომდე დაეყრდნო. სხვაზე ვერ ვიტყვი ამას. იმიტომ დავტოვე თადარიგში, რომ თამაში გაემწვავებინა. ვფიქრობ, მეორე შეხვედრაში ძირითადში მოუწევს თამაში".

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური

15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"

ბოსნია-საქართველო 2:1

გოლები: 0:1 ივანიაძე (15), 1:1 რეშიჩი (17), 2:1 კოვაჩი (75)

ბოსნია: ვაცილი, პერიჩი, ბეშირევიჩი, ჩელიკოვიჩი, ველიჩი, მირიჩი (75. სადიკუ), რეშიჩი (80. შაბაჯანოვიჩი), კოვაჩი, დადიჩი, ველაჯიჩი, ბ. ჰაჯიჩი (66. ვლადიჩი).

სათადარიგოები: დუიმოვიჩი, ნ. ჰაჯიჩი, ვულეტიჩი, მეჰულიჩი

მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი

საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კასრელიშვილი, ხარაბაძე, კუცია, ნინუა, შეწირული (41. ანდრონიკაშვილი), ქავთარაძე (54. დავითაშვილი), ჩაკვეტაძე, ივანიაძე (74. სპანდერაშვილი).

სათადარიგოები: კერესელიძე, გულბანი, ასათიანი, ოზბეთელაშვილი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გაფრთხილება: ჩელიკოვიჩი (36), ივანიაძე (58), კუცია (71), რეშიჩი (80)

გაძევება: დადიჩი (75)

არბიტრი: ფ. კარაკო (უნგრეთი).

15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)

რუსეთი-იტალია 0:4

გოლები: 0:1 მელეგონი (5), 0:2 კინი (25), 0:3 კინი (66), 0:4 პინამონტი (73)

დარჩენილი მატჩები

17 მარტი

14:00 რუსეთი-საქართველო ("მიხეილ მესხი")

16:00 იტალია-ბოსნია ("მიხეილ მესხი", სათ)

20 მარტი

14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)

14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

niko
მეკარე მაგარი ბიჭი ხარ შენ და აჩვენე ყველას შენი შესაძLებლობები
mikheili
მეკარე მაგარი ბიჭია მაგრამ ამ თამაშზე რა სჭIრდა არ ვიცი...მხოლოდ მეკარე ნუ დააბრალით ერთი შეცდომა დაუშვა და გუნდმა კიდევ ერთI გოლი ვერ გაიტანა ნორმალური! უფრო მეტი მონდომება ბიჭებო აბა თქვენ იცით თქვენი იმედი მაქვს
zura
ამდენი განაწყენებული ხალხი, გვიხაროდა აქ რო იყო თამაშები მასეთი თამაშისთვის გავიცივებ თავს თქვე საწყლებო იმასაც ვერ ხვდებით რა გჭირთ რას დაგიმსგავსებიათ ეს ბავშვები საგოლ ავსაჯან მაგარი გუნდი გყავდა ამათმა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს დახარჯულ ფულზე რო ლაპარაკობთ ამაზე მეტი არ იხარჯებოდაო ესეიგი ისევ ისე უნდა გავაგძელოთ რა მოხდა მერე ერთი წაგებაო უბრალო ბოსნიას ვერ მოუგეთ და იტალიის მოგებაზე ოცნებობთ?მე მაშინ მივხვდი რა გუნდი გყავდათ შეკრებილი ბოლო ამხანაგური რო ნიჩია ითამაშეთ ავსაჯანას გუნდმა 4 2 მოუგო სირცხვილი
qutaiseli
ვერც მაისურაძე იზამდა რამეს ეგეთი ფეხბურთელებით და ვერც ბეკენბაუერი ან ეს ჩასაფრებული კრიტიკა რა ჯანდაბაა ვერ გავიგე.მწვრთნელები ყავდა საქართველოს ნაკრებს ანტიკვარები და მილიონებსაც იღებდენ ღირსეულ წაგებებში და ეგეთი კრიტიკა არ მახსოვს რომ ყოფილიყო ერთი თამაშის მერე.
okribeli
ვასილი(მაისურაძე) ხომ გაოცებთ თავისი "შემოქმედებით", ცოტა ხანში გია(გეგუჩაძე) გაგაოგნებთ.
tato
ვასკა არ გცხვენია ქარს როგორ ახსენებ მარტო თქვენთვის ქროდა ქარი ხო არავინ გაგიცივდათ გაციებულს და ვახოს და შენ მალინიანი ჩაი მოგიხდებათ აი მწვრთნელის კომენტარი იაგორაშვილი რას გვეტყვის დაგვიკომენტაროს რამე აზრიანი ... შემძულდა ფეხბურთი რას ველოდი მიხაროდა აქ რო იყო ტთამაშები თქვენთვის გავიცივებ თაბს ... მუჯირს როგორ მოეწონა ნაკრები აგფრთოვანებულია ალბათ
maxo
აი უბედურება ეს არის მწვრთვნელი და მისი მრჩეველი იაგორაშვილი ვერც კი ხვდებიან რა პრობლემა აქვს ნაკრებს ესენი საერთოდ აზრზე არ არიან რომელს ქვია მწვრთნელი ვასკას თუ ვახოს თქვენს პატრონს დაანგრიეთ გუნდი რა შეწყობილი თამაშობდენ ეს იყო გუნდი? ყველა თავის ჭკუაზე დარბოდა მეკარის შეცდომა დაინახეთ არ გცხვენიათ სხვა რომელ რგოლში გქონდათ დაწყობილი საქმე ნეტა ტრიბუნეიდან გენახათ რას გავდით რას თამაშობდით ფეხბურთი უნდა ავკრძალოთ საქართველოში ამაში ფულის დახარჯვა დანაშაულია იტალიის მოგებას ფიქრობტ გულში არ გაივლოთ თქვე საწყლებიო რუსეთი ვაფშე შეგჭამთ რისი და ვისი იმედი გაქვთ ვინ გყავთ სათადარიგოზე თქვე სასაცილოებო ამას ნაგდად არ ველოდით რას გავდა ნინუა რა ბავშვი დაგიმახინჯებიათ ანდრონიკაშვილით და ვიგაც შეწირულით მაგრად გაგიძლიერებიათ ნაკრები საგოლ ვასკა
Irakli Apkhaidze
გუშინდელი წაგება უიღბლობაც იყო, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით და არ შევიდა ბურთი კარში, ბოსნიას მოგება ალოგიკური იყო, საგოლე მომენტები არც ჰქონიათ ისე მოიგეს
123
მაისურაძე თუ იცი ცუდ მოცეკვავეს ხელს რა უშლის?
roma
კარგი წააგე,წააგე,მაგრამ ისიც გასარკვევია სულ ჩვენ რატომ ვაგებთ,დაუშვათ ვის არ წაუგია,მაგრამ უბედურება ის არის,რომ ანალიზის გაკეთება არ შეგვიძლია,ე.ი სწორ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ და შემდგომში არაფერი გამისწორდება,გამოდის განწირულები ვართ მარცხისთვის,მაისურაძე ცოტა აზრზზე მოდი,ნუ აღალატებ ქვეყანას და ბავშვებს,შენ თვითონ აზრზე არ ხარ და შენი დამნიშნავიც აზრზე არაა ფეხბურთში,წადი და სხვა რამე აკეთე,ცხადია ამ საქმის კეთება არ გამოგდის.
Vaso
ნუ შევეშვათ რა, ამ ქარში და წვიმაში ფეგბურთის თამაშს, არ გამოგვდის, არა ისე სიცხეშიც რო არ გამოგვდის???????!!!!!! / მემგონი ღამე უნდა ვეთამაშოთ ამათ, მაინც რაც არ უნდა იყოს უშუქობაში და სიბნელეში გაზრდილი ხალხი ვართ....../// საქართველო 3-1 რუსეთი. ამ თამაშს მოვიგებთ
Joni
და იმმათთვის ქარი არ ქროდა? ... ეს თუ საქართველოს ნაკრებია და საუკეთესო მოთამაშეები ესენი არიან, მაშინ სჯობს საერთოდ დავანებოთ ფეხბურთს თავი. მარტო ტრაბახით სადამდეც მიხვედით კი ხედავთ!
bebe
ქარი მარტო ჩვენთვის იყო?
Ioseb
მთავარი ერთია ამ ბავშვებმა კონკრეტულ მომენტებში უნდა ითამაშონ მარტივად, ეს კი მწვრთნელებმა უნდა ასწავლონ... როცა პროფესიონალები აგდებენ კუთხურზე ბურთს 17 წლისამ რომ გადააგდოს გრეხი არააა!!!
mumu
ხომ ნახეთ რომ ქარი იყო რატომ ითამაშეთ ეგრე როგორ შეიძლება გაცივდებიან ბავშვები ტან ხომ იცით ქარში და ორპირში ვერ თამაშობენ
giga
და რა იმედი უნდა შეგრჩეს, იტალია იმნაირ პორნოს ჩაგვიტარებს იუთუბზე გამოქვეყნებით დააშანტაჟებენ ბარეორს.
giga
ეგ თან ცოტა ვერაა, შეკრული ტრიბუნებია და ქარს რა უნდა დააბრალო ფეხბურთში. გარდასახვას ურტყამდენ? თან კიდე 2-ვე ტაიმში როგორ გიშლიდა ქარი მიმართულეაბს იცვლიდა?
tornike
ეხლა ანტი ზუკა დაწერს კომენტარს და რას დაწერს კიდე მაინტერესებს. ეგ არაფერი ბიჩებო 2ივეს მიგებთ მთავარია მონდომება

რომ თქვა რომ გაყიდეს, ვერ იტყვი რადგან ამის შნო უნდა გქონდეს რომ სასურველი შედეგი დადო. აქ საუბედუროდ ბევრად უარესი მდგომარეობაა, რადგან გუნდი არაფრის გამკეთებელია და ეს ყველაფერი ჰაერზე ლაპარაკია, რომ ეს უნდა და ის უნდა ვქნათ. გადაგივლიან იტალიელებიც და რუსებიც სავარაუდოდ.
სვანაძე: მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე გვქომაგობდა
სვანაძე: არ ვიყავით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია - ამას ობიექტური მიზეზები აქვს
[VIDEO] U21. გაძევება დებიუტში და საქართველოს ნაკრების წაგება პორტუგალიასთან
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
Geo Team: საქართველოს ნაკრების მეკარემ ცნობილ ბერძნულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის - ჩაკვეტაძის დამატება "ვალენსიას" სურს
U17. საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
გიორგი ივანიაძე "დილას" ფეხბურთელია
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ოფიციალურად - "პაოკმა" გუგეშაშვილს კონტრაქტი გაუფორმა
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
ნინუას დებიუტის მოლოდინში და ქეცბაია ფორვარდის პრობლემით
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
17 სეივი "პანათინაიკოსთან" - გუგეშაშვილის ბრწყინვალე მატჩი [VIDEO]
U17. საქართველო-ბულგარეთი 0:1 - მხოლოდ მეორე ტაიმი არ კმარა
ნინუა კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
ნინუა 2-3 კვირაში თამაშში შეძლებს - ნიკა "საკუთარ" გუნდს დაუბრუნდა
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
U17. საქართველო VS რუსეთი - ნუ დაიზარებთ სტადიონზე წასვლას!
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "განვითარების თასზე" სომხეთი გაანადგურა
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
ქეცბაიას ნინუა დააკლდება, კარგ ფორმაში მყოფი კაჭარავა სასტარტოში...
"ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ..." - პოცოებმა "უდინეზე" გაასხვისეს და მთლიანად "უოტფორდზე" გადაერთვნენ
U17. საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. ირლანდია დაამარცხა
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
ნინუას მომავალი გაირკვა - tothemaonline
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
თბილისის "დინამო" უკვე მე-9 ფეხბურთელმა დატოვა
ოფიციალურად - ნინუამ საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
გუგეშაშვილის შანსი - რუსმა მეკარემ "ყარაბაღი" დატოვა
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს