17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. III ტური
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თბილისური ელიტრაუნდი უქულოდ ჩაამთავრა. ვასილ მაისურაძის გუნდმა ჯგუფის უკანასკნელი მატჩი იტალიასთან წააგო. ერთადერთი გოლი ქართველთა კარში დევიდე ფრატეზიმ შეაგდო მარტივი კომბინაციის შედეგად.

საქართველოს ნაკრები უიმედოდ არ ყოფილა. გვქონდა რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა აგერ, მერამდენედ ვეღარ ვივარგეთ გადამწყვეტ ფაზაში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშში ჩამოვრჩით და კაცნაკლულნიც დავრჩით - არბიტრმა ლევან ხარაბაძეს უხეშობა არ აპატია და მოედნიდან გააძევა.

ქართველთაგან ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ ლაშა ოზბეთელაშვილს, რომელსაც მეკარემ არ გაატანინა.

მატჩის შემდეგ

ვაილ მაისურაძე:

"ჩვენ დღეს ვეთამაშეთ ევროპის ერთ-ერთ გრანდს, უძლიერეს ნაკრებს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ. იტალიელებს ჰქონდათ ტერიტორიული უპირატესობა, მაგრამ ჩვენ თავი არ შეგვირცხვენია...

ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, თითქოს ჩვენ ფეხბურთელები ვერ გამოვიყენეთ. აქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე და იმასაც არ ჰქონდა გამოცდილება. ნაკრებში რომ მოხვდეს, ფეხბურთელმა სადმე ხომ უნდა ითამაშოს? ან დუბლებში, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18 კაცში მაინც ხომ უნდა მოხვდეს?..

გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი ნული ქულისთვის. ბიჭებს ვერაფერში დავადანაშაულებ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რომ არა სასტარტო მატჩში დასანანი მარცხი, მჯერა, მეტს შევძლებდით. ისე კი, ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა...

დაიწერა, ცოტა ხნის წინათ ამ ნაკრებმა რუსეთის იმ გუნდს მოუგო, აქ რომ ჩამოვიდა და დაგვამარცხაო. ბოღმით არა, სიყვარულით გეტყვით - იმ გუნდიდან დღეს ამ რუსეთის ნაკრებში აღარავინაა დარჩენილი. ის უფრო სკოლების ნაკრები იყო".

მართალია, მეორე შეხვედრაში რუსეთმა დაამარცხა ბოსნია, მაგრამ ჩრდილოელთათვის მინიმალური ანგარიშით გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა - ევროპის ჩემპიონატზე იტალიელებთან ერთად ბოსნიელები ითამაშებენ.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. III ტური

20.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო-იტალია 0:1

გოლი: 0:1 ფრატეზი (46)

საქართველო: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე, კუცია, შეწირული, ქავთარაძე (65. ნინუა), ჩაკვეტაძე, ასათიანი, დავითაშვილი (57. გულბანი), სპანდერაშვილი (36. ოზბეთელაშვილი).

სათადარიგოები: კერესელიძე, კასრელიშვილი, ანდრონიკაშვილი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

იტალია: პლიცარი, ბელანოვა, ბიანკი, ბასტონი, სეტოლა, მარკუჩი, ოლივიერი (80. გაბია), მილიტარი, ფრატეზი, კინი, სკამაკა (75. გორი).

სათადარიგოები: კოპოლა, პინამონტი, მელეგონი

მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო

გაფრთხილება: ქავთარაძე (19), მარკუჩი (32), ფრატეზი (80)

გაძევება: ხარაბაძე (53)

არბიტრი: ა. დეივი (ჩრ. ირლანდია).

20.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)

ბოსნია-რუსეთი 1:2

გოლები: 0:1 ლაცევიჩი (12), 1:1 ჰაჯიჩი (28), 1:2 გრულევი (66)

ბოსნია: ვასილიი, ბეშირევიჩი, სელიკოვიჩი, ველიჩი, რეშიჩი (63. პეტრიჩი), კოვაჩი, ველაჯიჩი (77. შაბაჯანოვიჩი), ბ. ჰაჯიჩი, ნ. ჰაჯიჩი (80. ვულეტიჩი), სადიკუ, ვლადიჩი.

სათადარიგოები: დუიმოვიჩი, მეჰულიჩი

მწვრთნელი: საკიბ მალკოჩევიჩი

რუსეთი: საფონოვი, ზახაროვი, გოლუბევი, ბოროდინი, ისაევი (60. პაცევი), უტკინი, სულეიმანოვი (65. იაკოვლევი), რუდენკო (49. იგნატიევი), ლაცევიჩი, გრულევი, გორბულინი.

სათადარიგოები: კოსარევსკი, ლუკიანჩიკოვი, ვოლკოვი, ვოლოდკინი

მწვრთნელი: სერგეი მატვეევი

გაფრთხილება: გორბულინი (12), ლაცევიჩი (59)

გაძევება: ლაცევიჩი (76)

არბიტრი: ფ. კარაკო (უნგრეთი)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 3 2 0 1 5-1 6

2. ბოსნია 3 2 0 1 4-3 6

3. რუსეთი 3 2 0 1 3-5 6

4. საქართველო 3 0 0 3 1-4 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gulshematkivari
ამ კაცს იმას ვერჩით რო თუ არ ყოფნიდა დრო რას დათანხმდა მუჯირს ვერ გაუტეხა ხათრი? ფეხბურთი ავკრძალოთ საქართველოში ხალხს ანერვიულებთ მეტი არაფერია მე ვახოს დავაბრალებდი ის ხო იცნობდა ამ ნაკრებს მაგრამ აქედან ბევრი არ ევასებოდა
givi
ras erchit maisuradzes? ert tveshi moamzadebda pizikurad chamorchenil gundds....am yvelapers clebi chirdeba.teqnikurad ki chveni gundi yvelas jobda.rac sheexeba elitraundamde tamashebs,mashin bevrad dabali donis gundebi iyo.ver naxet italiis da bosniis pexburtelebi pizikurad rogori dzlierebi iyvnen...amistvis ki kargi kveba da pizikuri momzadebaa sachiro...romelic chvens pexburtelebs akliat.
Nugzari
ბატონო ვასილი, მე გახლავარ პეხბურტის ბალელსიკი 1958 ცლიდან. მახსოვს ბასას,მისას,სლავას და კველა მაესტროს ტამასი. მინდა ხაზი გაყსვა რომ ტკვენი 17 ცლიანტა გუნდი 2012 ცელს როგორც გუნდი უდაოდ საყკეტესო იკო კარტული პესხბურტის ისტორიასი...მე ვგულისხმობ მეტად უცჰვეულო პიზიკური გამდზლეობისა (ტურმე სესადზლებელი კოპილა 90 ტსუტის განმავლობასჰი კარტველებს ეტამასჰატ მაგალ ტემპსჰი და პრესინგი გამოეკენებინატ მსოპლიო გრანდებტან) და ტეკნიკყრობის ნაზავს. ნახევარპინალსჰი ჰოლანდიასტან მსაგებმა დაგვცჰაგრეს. ბატონო ვასილი მასჰინ ვოცნებობდი რომ ის გუნდი არ დაისლებოდა (იტამასჰებდა ეროვნულ ცჰემპიონატსჰი ტკვეი ხელმდ) და 2-3 ცელსი საკარტველოს ეკოლებოდა უმაგლესი დონის გუნდი. ასე არ მოხდა..პეხბურტელები ნელ ნელა დაიკარგნენ ან არაპრიტ გამოირცევიან. მერე ტკვენი საკმეები არ აეცკო დინამოდან გამოსჰვება ბოლოს ... და ახლა ასეტი უსუსური გუნდი რომელსაც კველა უვარგისი ტვისებები აკ დამახასიატებელი კარტული პეხბურტელტატვის (უმიზნო მატაობა, ბურტის დაკოვნება, მოედნის ვერ დანახვა, ამბიციები, არავიტარი მინისჰნებაც კი გუნდურ ტამასჰზე) და არაპერი(ან ტიტკმის არაპერი კარგი დამახასიატებელი კარტული ეხბურტისტვის-ინდივიდუალური ტეცნიკა). მომეცონა ხარაბადზე და კუციასაც არა უსჰავდა..ესაა კრახი როცა 17 ცლევამდელებსი 2-3პეხბურტელია გამორცეული ისიც ცჰვენს გუნდსჰი და არა ტურნირსჰი..რა ხდება? სამაგიეროდ ტელევიზორსი უსაპუდზვლო ტრაბახი, მოედანზე ნამდვილატ არაკარტული უხესობა და ყსნო გამოხტომები... ბატონო ვასილი არ მდზერა რომ ტკვენ რომელმაც სეკმენიტ 2012 ცლის ბრცკინვალე გუნდი უცებ დაივიცკეტ კველაპერი, სამცუხაროტ ტკვენი კარიერა დაბლა მიეკანება... მე როგორც სტაზიანი ბალელსჰიკი მოვიტხოვ გულახდილ საუბარს ტკვენგა ვინც მე მიმაცჰდა კარტული პეხბურტის იმედად. მე არა ვარ საკარტველოსი და არ ვიცი რა ხდება კულუარებსი. ალბატ არა მარტო მე კველა ბალესიკს მოცკინდა ეს გადაკრული , ნახევრად მარტალი ისტორიები. Bატონო ვასილი ტკვენ სედზელიტ 2012 ცელს გამორცეული გუნდის სეკმნა ბრცკინვალე პიზიკიტ, კარტველბისტვის ფდდამახასიატებელი ტეკნიკიტ და სესანისნავი პსიკოლოგიური განცკობიტ. თკვენ ეს სედზელიტ ისე რომ არ გკავდატ უცკოელი პიზიკის ტრენერები და პსიკოლოგი. Aგვიხსენიტ ოგონდ გულახდილად რა მოხდა ... ცჰენ ამოგიდგებიტ გვერდსჰი კოველნაირად... ტუ არ იკნება ალალი ლაპარაკი ვერაპერს ვერ ვიზამტ და იკნება გაუტავებელი გრზნობა უსუსურობის პატივისცემიტ ნუგზარი და K http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/asakobrivi-nakrebebi/89777-u17-saqarthvelos-nakrebma-elitraundi-qulis-gareshe-daasrula.html?add=1#comments
vaxo
ნეტა ამ კაცს თუ არ ცხვენია ქიმერიძე ზამენაძე არცერთ თამაშზე არ მინახავს არც ვირუბოვი არც რობინიო არც ნიკოლეიშვილი ხალხს რატო გვატყუებ და გვაბრმავებ 35 ბავშვები არ დაგევასათ აი სიმართლე ტო
c
თბილისის ნაკრებს რომ არგამოიყვან მერე გექნება შედეგი.. მანამდე არა!
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
"ტრაბზონსპორი" კიდევ ერთი ქართველით ინტერესდება - თურქეთში ტრანსფერები გრძელდება
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქართველმა კარატისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
U17 | კვიპროსი 1:1 საქართველო
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
Geo Team: ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ვლადიმირ ვაისის სია - რატომ ელგუჯა? იყო თუ არა სხვა ვარიანტები...
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - დაცვას უნდა მივხედოთ! [VIDEO]
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს