საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტრადიციული სია გამოაქვეყნა და ამან ტრადიციული ვნებათაღელვა გამოიწვია.

ზოგჯერ სლოვაკის გადაწყვეტილებები ძალიან შორს იყო რეალობისგან. დღევანდელი განაცხადი შედარებით ნორმალურია, მაგრამ ნაკრების თავკაცმა რამდენიმე პოზიციაზე თავისებური კვლავ გამოურია.

ხშირად კითხვები შემადგენლობაზე სლოვაკს არ მოსწონს და უკმაყოფილოდ პასუხობს, წნეხი გარკვეულ გავლენას ახდენს, თუმცა ეს მისი პრეროგატივაა და როგორც არ უნდა მოგვწონდეს, ის შესაბამისად იყენებს.

მისასალმებელი ფაქტია, რომ ახალგაზრდები ასაკობრივ ნაკრებებს დაუთმეს. ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდნენ და უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ძალიან ძლიერი გუნდით ვიქნებით წარმოდგენილნი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამაზ სვანაძეს აუცილებლად მართებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოპოვება.

ასევე დადებითი ფაქტია ლევან ხარაბაძის ახალგაზრდულ ნაკრებში გაგზავნა, რომელსაც ურთულესი შეხვედრა ელის შვეიცარიასთან. ხარაბაძემ ეროვნულ ნაკრებში ჯერ ვერ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

მეკარეები
გიორგი ლორიასა და გიორგი მაკარიძეზე კითხვაც არ არის, თუ რა უნდათ ნაკრებში. კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა ლაზარე კუპატაძის გამოძახება. არავინ არაფერს ერჩის ამ ფეხბურთელს, პირიქით, მისი წარმატება გაგვიხარდება და საჭირო შემთხვევაში გაშუქებასაც არ მოვაკლებთ.

მაგრამ საქართველოს ნაკრები კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფეხბურთელების კრებას გულისხმობს. რისთვის იძახებენ მესამე მეკარეს? იმ შემთხვევისთვის, რომ თუ პირველი ორი მეკარე რაღაც პრობლემის გამო ვერ მოახერხებს თამაშს, მაშინ მესამე მეკარეს დაევალება გუნდის გადარჩენა.

ხოლო თუ მავანს დავუჯერებთ, ლაზარე გამოცდილების მისაღებად გამოიძახეს, რადგან ის ახალგაზრდაა და მომავლის მეკარეა. მაგრამ რა დააშავეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც მოცემულ მომენტში მასზე უკეთესად ასპარეზობენ და თუ მესამე მეკარის საჭიროება მოითხოვს, უკეთეს ფორმაში იქნებიან?

პრაქტიკა ფეხბურთელებმა უნდა გაიარონ კლუბში, საუკეთესოებმა კი უნდა ითამაშონ ნაკრებში.

დაცვა
საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი დანიასთან შეხვედრაში დაცვის კარგი თამაშის შედეგად არის დაკომპლექტებული. დიახ, რატომაც არა? გამეორება შეიძლება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საბა კვირკველია "ლოკომოტივში" სათადარიგო ფეხბურთელია, დავით ხოჭოლავა ნარეაბილიტაციები პირდაპირ ნაკრების თამაშზე ბრუნდება, ჯიმი ტაბიძე კი ლაშა დვალზე უკეთესი ვარიანტია დაცვის მარცხენა ფლანგზე.

თუმცა გურამ კაშიაც არ არის ფორმაში, მისი თამაში "სან ხოსეში" ბევრ კითხვას ტოვებდა და იქნება თუ არა ისეთივე ეფექტური, როგორც დანიასთან, ეს არავინ იცის. გია გრიგალავამ კი დაამტკიცა, რომ ჩამოსაწერი ფეხბურთელი არ არის და მისი იმედი უნდა გვქონდეს.

ნახევარდაცვა
ნიკა კვეკვესკირი ტრავმის გამო ნაკრებს დააკლდება, თუმცა მის ადგილს, ალბათ, კვლავ ოთარ კიტეიშვილი დაიკავებს, რომელმაც წინა შეხვედრაში მოვალეობებს თავი მშვენივრად გაართვა.

დისკვალიფიკაციის შემდეგ ჯაბა კანკავა ბრუნდება და რა საჭირო იყო მურთაზ დაუშვილის გამოძახება? თუ წინაზე ჯაბას შემცვლელად შეიძლება განგვეხილა, ამ შემთხვევაში მისი გამოძახება გაუგებარია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც კლუბშიც სათადარიგო ფეხბურთელია და ნაკრებში გიორგი აბურჯანიაც არის გამოძახებული.

მოცემულ მომენტში საუკეთესოობის პრინციპით არც ვახტანგ ჭანტურიშვილის ნაკრებში ყოფნაა დამაკმაყოფილებელი. ნაკრებში მარცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს - თორნიკე ოქრიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯანო ანანიძე, ვაკო ყაზაიშვილი - ამ ფლანგზე ბევრს შეუძლია თამაში. იმავეს ვერ ვიტყვით მოედნის მარჯვენა ნახევარზე, სადაც უფრო მეტი არჩევანია საჭირო. თუმცა სლოვაკი ამ ყველაფერს აშკარად სხვანაირად უყურებს.

ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების აქტიურობამ ვლადიმირ ვაისს ნაკრებში გიორგი ხარაიშვილი გამოაძახებინა. გიორგის კი ახლა თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მართებს, რადგან მას ნაკრებში არასდროს უთამაშია გამორჩეულად  და მასზე გაცემული ავანსი უნდა გაამართლოს.

თავდასხმა

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფორვარდი გიორგი ქვილითაია "გენტის" სათადარიგო ფეხბურთელია. მან თასზე მიცემული შანსი გამოიყენა და დუბლი შეასრულა, თუმცა ჩემპიონატში კვლავ არ ენდობიან. ერთადერთი, რამაც შეიძლება გაგვახაროს, ის არის, რომ წინა შეკრებასთან შედარებით, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იქნება.

ბევრი უნდა იფიქრო, თუ რა კრიტერიუმით უნდა მოხვდეს ელგუჯა ლობჟანიძე ნაკრებში? აგვისტოში ტრავმირებული იყო, სექტემბერში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთ შემთხვევაში იყო ძირითად შემადგენლობაში. მის ადგილზე სექტემბრის თვეში ერთი გოლია "ატირაუსთან". ელგუჯა არც ამომავალი ვარსკვლავია და არც საუკეთესო თავდამსხმელი ყაზახეთში.

ლოგიკური ახსნა, რაც შეგვიძლია ამას მოვუძებნოთ, ის არის, რომ ვლადიმირ ვაისი ყაზახეთის ჩემპიონატს აქტიურად ადევნებს თვალს. სლოვაკს ტაქტიკურ სქემაში თავდამსხმელი ესაჭიროებოდა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ქვილითაიას შეცვლიდა.

იყო ბუდუ ზივზივაძის, დავით სხირტლაძის და ლევან კუტალიას ვარიანტი, თუმცა ელგუჯა სამივეზე მაღალია და ჩაწოდებებზე უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება. ამავდროულად, დღეს ყაზახეთის ჩემპიონატი წინ არის, ვიდრე პოლონეთის, უნგრეთის ან საქართველოს ჩემპიონატები.

s.s.
ზარანდია მუდმივად თამაშობს ძირითადში, მას შეუძლია თამაშის გამწვავება, ინდივიდუალისტია და კარგ ფორმაშია, არ ვიცი რატომ არ იძახებს, თუ ვინმე ფედერაციიდან კითხულობთ კომენტარებს უთხარით მაგ ვაისს!!!
Geo_Dinamo
ეს კაცი ეროვნულ ჩემპიონატს რომ არ უყურებს კი ვიცით, მარა პრესას იქნებ გააცნოთ ვინმემ. გაიგოს სადაც არის ერთ სეზონში ნინუა 20 ბურთზე ავა საჯარიმოებიდან გატანილი ბურთებით და ნაკრებში ამდენი ხანია კარის მიმართულებითაც კი ვერ ურტყავენ ჯარიმას. ჟურნალისტებმა მაინც უთხარით. თუ ბრმაა ყრუვიც ხომ არაა, ხალხი არ ხართ ჟურნალისტები?
KUTAISELI
budu zivzivadzeze magari tavdamsxmeli sakartvelos arkavs, magram debili vaisi amas rodis mixvdeba.
გრიგოლ1408
ხალხი არა ხართ მოაშორეთ. ეს ვაისი ბოდიში და უკვე ორგანულად მეზიზღება. უკვე ნაკრებსაც ვეღარ ვგუკშემატკივრობ
ნუგზარი
მე ამ კაცს არ უკარგავ გაკეთებულს, მაგრამ აღარც დიდად ვენდობი და არც დიდი იმედები მაკავშირებს მასთან, ვფიქრობ მას დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აღარ გააჩნია(რაც ცალკე სალაპარაკო თემაა). ელემენტარული კითხვა, რატომ არ გამოიძახა ამჯერად კვასხვაძე, ტრამვამდე სულ იძახებდა, ტრამვის შემდეგ კვასხვაძემ თამაში ჩააგდო, თერთმეტმეტრიანი ვერ აიღო, თუ რა მოხდა? ნაკლებად სავარაუდოა თქვენ ეს გამოაქვეყნოთ, რადგან თქვენ, რომ მოგწონთ იმ წისქვილზე არ ასხამს წყალს.
romandro
vinc gamosadzaxebeli iyo gamoidzaxa...magram kritika mainc gardauvalia...magalitad,tu xaraishvilia ratom ara zarandia? (romelic bevrad uketes chempionatshi tamashobs).da kvilitaias shemcvlelad rato lobjanidze da ratomara sxirtladze? ase ro yvelas veratamashebs da vinc arian imat vuqomagod...
irakli
ელგუჯას აგენტი მოიძიეთ და მიხვდებით რატომაცაა ძირითადში..
სანდრო
ეს კაცი "გაიტანეთ" რა უკვე!!!
gocha
საინტერესოა რითაა ყაზახეთის ჩემპიონატი პოლონეთზე და უნგრეთზე წინ???რა ელგუჯა,რის ელგუჯა სულ გარეკა ამ კაცმა.რომელ ადგილზეა ამ ელგუჯას გუნდი იცით?როგორ დავიჯერო რომ კუტალიაზე ან ზივზივაძეზე,თუნდაც არაბულზე უკეთესი მოთამაშეა ეს ელგუჯა?ცხადაძის ბაჩანას ვარიანტია რაა.არ ვარგა მოკლედ ჩვენი მწვრთნელი.ყაზახეთის ჩემპიონატს რა პონტში უნდა ადევნო თვალი,ერთი სული აქვს ამ კაცს როდის გადავა იმ ყაზახეთში.ზოგადად დაცვითი ფეხბურთით აპირებს ევროპაზე გაბობღებას,აღარავინ თამაშობს ასეთ ფეხბურთს,რო გავიდეთ ევროპაზე ელგუჯა არ დაავიწკდება,უეჭველი წაიყვანს ევროპაზე.
irakli
გალაქტიონ დაუშვილზე რო წერ სათადარიგოაო, აბურჯანია რა ძირითადის წევრია? თუ არიცი არ დაწერო ფეხბურთზე სხვა სპორტს მიეძალე
avto
ზარანდიას რას ერჩის რატომ არ იძახებს ყველა თამაში ძირითადში ითამაშა ბელგიის ჩემპიონატში ბევრზე უკეთეს ფორმაშია ამ გუნდში თან ჭირდება ნაკრებს ინდივიდუალისტები.
Giorgi
ვისი გამოძახებაც შეიძლებოდა ყველა გამოძახა მეტი რესურსი არ გვაქს სამწუხაროდ ირლანდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატჩია და ახალგაზრდა ფეხბურთელების გაყვანა არცაა რეკომენდირებული რადგან ძალიან უხეში გუნდია ირლანდია და შეიძლება ვინმეს ტრანვაც მიაყენონ.
კახა ქ.
თუ ეგრეა მაშინ ზუროსმა არ წაართვას და თავის ნაკრებში არ წაიყვანოს
lasha
ტაქტიკის და სტრატეგიის ზევსია ეს კაცი :)
gio
სიმაღლით შედარება კარგი არგუმენტია..))
ბათუმის ფანი
ვაისის ფეხსაცმელებიდან ჩანს რომ ვერაა დალაგებულ ჭკუაზე))) არა,ფეხსაცმელს არაფერს ვუწუნებ,უბრალოდ ასაკთანაა შორს)))
დემე
კარგია გალაქტიონ,
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
[ლეგიონი გუშინ] ჯანო ანანიძის გაცურებული მეტოქე და საგოლე პასი [VIDEO]
"ტრაბზონსპორი" კიდევ ერთი ქართველით ინტერესდება - თურქეთში ტრანსფერები გრძელდება
კვარაცხელიაზე იაპონელი ფეხბურთელის ბედია დამოკიდებული
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
ლეგიონის უქმეები: ჰოლანდიური დებიუტი და ერთადერთი ქართული გოლი მსოფლიოს მასშტაბით [VIDEO]
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
მაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
ლეგიონი: კახა ცხადაძის "ქაირათმა" გეგეჭკორისა და ლობჟანიძის "ორენბურგს" მოუგო
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
გუნდის პრეზიდენტი საქართველოში მოდის და დავითაშვილის დაყოლიებას თავად შეეცდება - ზურიკოს ტრანსფერი მალე შედგება?
მოლაპარაკებები დაიწყო, დავითაშვილი "ბენფიკას" უახლოვდება - ტრანსფერის შემთხვევაში, ზურიკოს მწვრთნელი მარკო სილვა იქნება
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
დინამო (ბთ)-ზუგდიდი 5:0 [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ტორპედოს" ფეხბურთელია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
დავითაშვილის გუნდთან მატჩის წინ "ნიცას" ფეხბურთელი გაუჩინარდა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: ლევან ხარაბაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში განაგრძობს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
[ლეგიონი] დავით სხირტლაძის ორი საგოლე პასი ყოფილ გუნდთან [VIDEO]
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[ლეგიონი] გია გრიგალავას გოლი და გიორგი ქვილითაიას ფინალი [VIDEO]
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
ხარაბაძე "ციურიხიდან" თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
დავითაშვილმა გაიტანა, მაგრამ "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ში ვერ გადავიდა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ქართველების "მეცი" "მონაკოსთან" დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
უმაღლესი ლიგა. XIII ტური: ბათუმის "დინამო" ლობჟანიძის ჰეთ თრიქით იგებს
Geo Team: ქვილითაია კარიერას გერმანიის ჩემპიონატში გააგრძელებს