დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ძიუდოისტთა გრან-პრი აიღებს სტარტს
დღეს, 25 მარტს, ძიუდოისტთა თბილისის გრან-პრი აიღებს სტარტს, რომელსაც ჩვენი დედაქალაქი ზედიზედ მესამედ მასპინძლობს.

ტურნირში, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს და 27 მარტს დასრულდება, წინასწარი განაცხადის თანახმად, მონაწილეობას 67 ქვეყნის 395 სპორტმენი მიიღებს. გრან-პრიზე საქართველოს ღირსებას 32 ძიუდოისტი (28 ვაჟი და 4 ქალი) დაიცავს.

ტურნირი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 10:30 საათიდან აიღებს სტარტს, ფინალური ბლოკი კი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათზე დაიწყება. დღესვე, 16:25 სთ-ზე დაგეგმილია გრან-პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი...

დასწრება თავისუფალია, სატურნირო განრიგი კი ასეთია:

თბილისის გრან-პრი 2016

25 მარტი

ვაჟები: 60, 66

ქალები: 48, 52, 57

26 მარტი

ვაჟები: 73, 81

ქალები: 63, 70

27 მარტი

ვაჟები: 90, 100, +100

ქალები: 78, +78.

60 კგ

განთესილი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი ამირან პაპინაშვილი (60) პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უკრაინელ დენის ბილიჩენკოსა და აზერბაიჯანელ ელბრუს ზამანოვს შორის მოგებულს შეხვდება. ვფიქრობთ, მას ჯგუფში განსაკუთრებულად ძლიერი მეტოქე არ ჰყავს, ნახევარფინალში კი, შესაძლოა, ყაზახთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუსტამ იბრაევი შეხვდეს, ვისთანაც სამი ორთაბრძოლიდან ბოლო ორი წააგო.

ლუხუმ ჩხვიმიანი პირველივე წრეში მონღოლთა მსოფლიოს ვერცხლისმედალოსან ამარტუვშინ დაშდავაას ხვდება და კარგი განწყობითაც - ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ - შარშან და ორივე ჩხვიმიანმა მოიგო.

მონღოლთა მსოფლიოს ჩემპიონ ბოლდბაატარ განბატთან მოხვდა ჯგუფში ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი ირაკლი კუპატაძე, ოღონდ მათი გზა მეორე წრეში იკვეთება, იქამდე მისაღწევად კი ქართველმა ფინელ იუჰო რეინვალის უნდა მოუგოს. ეს ძალიან ძლიერი ჯგუფია, რადგან აქვე არიან ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი სოფიან მილუ და თურქთა ქართველი ევროპის ფინალისტი ბეკირ ოზლუ (ბეთქილ შუკვანი) - ისინი პირველ წრეში ერთმანეთში ჭიდაობენ.

ამ წონაში ჩვენი მეოთხე მონაწილე, ახალგაზრდებში ევროპის ფინალისტი ივანე ჯავახიშვილი იბრაევის ჯგუფშია, თუმცა მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, პირველ შეხვედრას კი რუს არამ გრიგორიანთან ჩაატარებს. თუმცა იბრაევამდე ჩვენებურს კიდევ ერთი სოლიდური მეტოქე ელოდება - ებრაელთა ევროპის მედალოსანი არტიომ არშანსკი.

66 კგ

გრან-პრის წილისყრამ მაინცდამაინც იმ წონებში არ გაგვიმართლა, სადაც ჯერ კიდევ ლიცენზიების მოლოდინში ვართ და ჰაერივით გვჭირდება ქულები: 66-100 ვაჟებში და 52-70 - ქალებში.

66-ში ვაჟა მარგველაშვილი, ვინც სალიცენზიო რეიტინგში მე-20 ადგილზეა, უკრაინელთა ქართველ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას მეზობლადაა ჯგუფში - მას მეორე წრეში ხვდება, მერვედფინალში, ანუ წაგების შემთხვევაში სანუგეშო წრეშიც ვერ გადავა. პირველ წრეში მარგველაშვილი საუდის არაბეთის წარმომადგენელ სულაიმან ჰამადს დაეჭიდება.

ებრაელ ტალ ფლიკერთან ჩაატარებს პირველ პაექრობას ბექა შავდათუაშვილი, ჯგუფის ფავორიტი კი იტალიელთა მსოფლიოს პრიზიორი ელიო ვერდეა.

გიორგი გუგულაშვილი თავიდან ბელგიელ კენეტ ვან განსბეკეს ხვდება, გელა კელიხაშვილი - ყაზახ ჟანსაი შმაგულოვს.

თუმცა კელიხაშვილის გარდა, დანარჩენები ჯგუფის ფავორიტებს (გუგულაშვილთან ასეთი პორტუგალიელი სერგეი ოლეინიჩია) მეოთხედფინალამდე არ ხვდებიან, ანუ ბრინჯაოს მოპოვება მაინც შეუძლიათ.

ქალები

ქალთა ტურნირში დღეს ჩვენგან 52-ში მარიამ ჯანაშვილი, 57-კი კი მარიამ ციხელაშვილი იჭიდავებს.

ჯანაშვილი ბრაზილიელ მსოფლიოს ფინალისტ ერიკა მირანდასთან ერთადაა ჯგუფში, თუმცა შეღავათი ისაა, რომ მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება, ანუ რომც წააგოს, დამამშვიდებელში გადავა და ბრინჯაოს მოპოვების შანსს მაინც შეინარჩუნებს.

თუმცა მისთვის არც მეოთხედფინალამდე მისვლა იქნება იოლი - პირველ წრეში ყაზახ გაუხარ ტურმახანოვას ხვდება, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში ბელორუსი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დარია სკრიპნიკი ელოდება. ამავე ჯგუფშია კიდევ ერთი ცნობილი ძიუდოისტი, ესპანელი ევროპის მესამე პრიზიორი ლაურა გომესიც, ოღონდ ის მირანდას მხარესაა.

ციხელაშვილის მეტოქე უკრაინელი შუშანა ჰევონდიანია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე მსხალაძეს მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა არ შეარჩინეს

თბილისის გრან-პრი: წილისყრამ მარგველაშვილსა და ღვინიაშვილს არ გაუმართლა

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
[VIDEO] ბრინჯაომდე სულ ცოტა დაგვაკლდა - საქართველომ საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა
[VIDEO] გუბანოვას შესანიშნავი გამოსვლა - ანასტასიამ გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლიპარტელიანი ოქროსთვის, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ბაქოს გრანდ-სლემის პირველი დღე
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ
ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ძიუდო. ახალგაზრდული რეიტინგი: ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი პოზიციები გამყარდა
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ქართული წილი ობერვარტის "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე"
ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მომავლის გუნდი - უფროსებისგან გადაბარებული ესტაფეტა
ᓐᓮᕐᓚ
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ნაგლიაშვილმა და კაციაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ეთერ ლიპარტელიანი ტაშკენტის გრან-სლემის ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: არის პირველი მედალი!
ტაშკენტის გრან-სლემი: ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - ჩხვიმიანი მედლის გარეშე დარჩა
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ობერვარტში ლიდერებით
ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: თამაზ კირაკოზაშვილის ვერცხლი!
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ბერლინურ ბარიერთან
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
ევროპის ღია თასი: ქართველების თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო [VIDEO]
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ჩხვიმიანი მშვიდობაძესთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]
ᓒᓘᓐ ᓒᓣᓒᓐᓕᓐ: ᓩᓕᓔᓜᓘ ᓣᓙᓕᓔ ᓔᓨᓘᓜᓘᓐᓗ!
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
გამოსავალი ისევ ევროპაშია - ინტერვიუ გია თენაძესთან
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: პირველი დღე უმედლოდ
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
ძიუდოისტთა ნაკრები: ავსტრიული გამოცდა სათადარიგოებისთვის
ბაქოს გრანდ სლემი. I დღე: ქართველების ძალიან ცუდი სტარტი