"საკუთარ ქვეყანაში, უამრავი ქომაგის თვალწინ, თანაც ფინალში მარცხსა და პრობლემებზე ფიქრიც არ მინდოდა"
ახლახან დასრულებულ თბილისის გრან პრიზე ძიუდოში, გორელმა ფალავანმა ნუგზარ ტატალაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და ამ შეჯიბრების გამარჯვებული მესამედ გახდა. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შეკრებილი მაყურებელი მისი ჭიდაობით კმაყოფილი დარჩა. რამდენიმე შეხვედრა ისეთი ეფექტური გდებით მოიგო, რომ გულშემატკივარს სიამოვნება მიანიჭა.

თბილისის გრან-პრი: სახლიდან ბრაზილიისკენ გავიწიეთ [VIDEO]

ტატალაშვილს როგორც თბილისის გრან პრიზე, ისე სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ გორის დარბაზში შევხვდით.

- ზამთარში კარგი მოსამზადებელი შეკრებები გავიარეთ უცხოეთსა და საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ეტაპმა ჩემთვის ნაყოფიერად ჩაიარა, უშუალოდ თბილისის გრან პრის ფორმის პიკში არ შევხვედრივარ.

საერთოდ აგრესიული, შემტევი ჭიდაობის მიმდევარი ვარ, მაგრამ ამ შეჯიბრებაზე ალბათ გარედანაც ჩანდა, რომ უფრო ტაქტიკურ ჭიდაობაზე მქონდა აქცენტი გადატანილი.

ყველა მოწინააღმდეგესთან, რომელიც თბილისის ტატამზე შემხვდა, ადრე ნაჭიდავები მქონდა, ვიცოდი მათი პლუსები და მინუსები, ყველასთან სწორედ ამის მიხედვით ვიასპარეზე. უზბეკ შარიფოვთან 2013 წელს მქონდა მოგებული, ის ფიზიკურად ძლიერია და ყოველმხრივ შევეცადე, არ მიმეცა თავისი უპირატესობის გამოვლენის საშუალება.

- კონტინისთან პაექრობის დასაწყისი არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, ვაზარი და იუკო აგართვათ და ცოტა კიდეც ვინერვიულეთ...

- კონტინის შარშან დიუსელდორფის გრან პრიზე ფინალში გადასასვლელში შევხვდი, თავიდან მაშინაც მიგებდა, მაგრამ ორთაბრძოლის მიწურულს მაინც ჩავუტარე მომგებიანი გდება. ეს ძიუდოისტი ტანმაღალია და მაღლიდან ჩავლებას თუ მასწრებს, მისდა სახეიროდ მიჰყავს ჭიდაობა. სწორედ ამით ბრაზილიელი დაწინაურდა კიდეც, თუმცა საკუთარ თავს მოვუწოდე, რომ არ ავღელვებულიყავი და ისევ წინასწარ განსაზღვრული ტაქტიკით განმეგრძო ასპარეზობა.

ბოლო წუთზე კონტინი მონაპოვრის შენარჩუნებას შეეცადა, საპასუხოდ მე კიდევ მეტად გავაქტიურდი და საკმაოდ ეფექტური იპონითაც ვძლიე.

- ნახევარფინალში ბერძენ აზოიდისთან კი წამითაც არ გაგიშვიათ ხელიდან უპირატესობა...

- აზოიდისთან შარშან სამსუნში მქონდა მოგებული, თუმცა ახლა აშკარად მომატებული ჰქონდა. შეხვედრის დასაწყისში მას ახასიათებს აქტიურობა, მერე კი ცდილობს, მონაპოვარი შეინარჩუნოს. მაგრამ მე არ მიმიცია აზოიდისისთვის დაწინაურების საშუალება, ჩავლებებისას და დგომაშიც სწორი პოზიცია მეკავა, ხოლო შემდეგ, როცა დაიღალა, წამიერად დაშვებული შეცდომა არ ვაპატიე, შევბოჭე და წმინდად გავიმარჯვე.

- განბაატართან ფინალი ისეც რთული იქნებოდა, მაგრამ მასთან "ძველი ანგარიშიც" ხომ გქონდათ გასასწორებელი?

- დიახ, მასთან შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე დავმარცხდი და რევანშიც უნდა ამეღო. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ კონტინისთან ჭიდაობისას მხარი ვიტკინე და ეს მაწუხებდა. ფინალამდე იარა უფრო ნაკლებად მახსენებდა თავს, მაგრამ მერე ტკივილი უფრო მეტად ვიგრძენი. ექიმმა გამაყუჩებლის გაკეთებაც შემომთავაზა, მაგრამ ნაკრების თავკაცმა მირჩია, უარი მეთქვა, რადგან ნემსი კი გამიყუჩებდა, მაგრამ ამასთან მომადუნებდა.

საკუთარ ქვეყანაში, უამრავი ქომაგის თვალწინ, თანაც ფინალში მარცხსა და პრობლემებზე ფიქრიც არ მინდოდა.

განბაატარმა თავიდანვე შემომიტია, თუმცა ვცდილობდი, ჩავლების აღების საშუალება არ მიმეცა მისთვის და თავს რიგიანად ვიცავდი. მერე ის დაიღალა, ხოლო დარბაზში მიმდინარე აქტიური ქომაგობიდან გამომდინარე, დაღლას ნაკლებად ვგრძნობდი. მომგებიანი ფანდი როდესაც გავაკეთე, მონღოლი ერთგვარად მოვატყუე, სხვა ფანდი ვუჩვენე და სხვა შევასრულე. ბედნიერი ვიყავი გამარჯვებით, მით უფრო, რომ სამშობლოში გავიმარჯვე.

- თბილისის ამჟამინდელი გრან პრი მონაწილეთა სიძლიერის თვალსაზრისით უწინდელზე უკეთესი იყო?

- ვფიქრობ, შარშანაც და წლეულსაც თანაბრად საკმაოდ კარგი შეჯიბრება გამოვიდა. წლეულს ოლიმპიური ლიცენზიისთვის, ან რეიტინგში კიდევ უფრო წინ წასაწევად ბევრმა ძლიერმა უცხოელმა ფალავანმა იჭიდავა თბილისში, რაც ჩინებულად წაადგა ტურნირის დონეს.

- ამ შეჯიბრებაზე ვნახეთ თქვენი ტაქტიკური და ტექნიკური პროგრესის მორიგი ეტაპი, რომელიც, ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა, მაგრამ უწყვეტად ხდება...

- ნაკრების სტაჟიანი წევრი ვარ (2010 წლიდან). მემატება გამოცდილება და სასიხარულოა, რომ პროგრესს განვიცდი. ამასთან არასოდეს მაკლია შრომის სურვილი, რასაც მნიშვნელოვანი როლი უკავია სპორტსმენის განვითარების საქმეში. მუდმივად ვაანალიზებ და ვმუშაობ იმ ნაკლოვანებებზე, რასაც მე და ჩემი მწვრთნელები ვამჩნევთ ასპარეზობისას. გარდა ამისა, კარგად ვსწავლობ სავარაუდო მოწინააღმდგეებს და ყველაფერ ამას შედეგი მოაქვს.

- მონღოლებთან ჭიდაობაც ბოლო ხანს კარგად გამოგდით. თბილისში მოუგეთ განბაატარს, იქამდე პარიზის გრანდ სლემზე სინჯარგალს და უფრო ადრე ცაგანბაატარს მონღოლეთში...

- მონღოლები აღიარებული, უძლიერესი ძიუდოისტები არიან. მათთან მოგება ფიზიკურად დაჯაბნის ხარჯზე ძნელია. უნდა აჯობო ტაქტიკურად და არ აპატიო ის იშვიათი შეცდომაც, რომელსაც წამიერად დაუშვებენ.

- დიდი ხანია, თქვენთვის მსაჯებს ისე არაობიექტურად არ განუსჯიათ, რაც პარიზის ტურნირზე რუს დენის იარცევთან ჭიდაობისას ვნახეთ...

- მართლაც ძალიან ცუდად განსაჯეს ის შეხვედრა. ჯერ იყო და, გდება, რომელიც სულაც იპონად უნდა შეეფასებინათ, იუკოდ შემიფასეს, მაგრამ რამდენიმე წამში ის იუკოც გამიუქმეს. შეხვედრის ბოლო წუთზე კი, მიუხედავად ჩემი დიდი აქტიურობისა, მაინც არ გააფრთხილეს მოწინააღმდეგე. გაოცებული ვიყავი მსაჯის გადაწყვეტილებებით. იმ პაექრობას წაგებულად არც მივიჩნევ.

- იქამდე დასამახსოვრებელი იყო ტოკიოს გრანდ სლემიც, სადაც ბრინჯაოს მედალი აიღეთ. ეს პირველი მედალი იყო გორელი მოჭიდავისგან...

- ძიგარო კანოს ტურნირზე ოცნებად მქონდა მედლის აღება. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რა დონის ტურნირია ეს შეჯიბრება და როგორ ჭირს კვარცხლბეკზე დადგომა. ამიტომ სირთულესთან ერთად იქ მედლის მოპოვება საამაყოა.

- ტოკიოში ბოლოჯერ შეხვდით ლაშა შავდათუაშვილს. ის შეხვედრა თქვენ მოიგეთ, შარშანდელ თბილისის გრან პრიზე კი ლაშამ გაიმარჯვა. თქვენი ცხარე პაექრობა გრძელდება?

- ყველამ იცის, რომ ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ და, სწორედ ამიტომ, ჩემთვის ყველაზე რთული სწორედ ლაშასთან ჭიდაობაა.

ძნელია, მასთან ასპარეზობისას თავი საბრძოლო განწყობაში მოიყვანო, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ჩვენ შორის კონკურენცია გარდაუვალია და ერთმანეთთან კონკურენციაში ვძლიერდებით, როგორც ტატამზე მეტოქენი და როგორც მეგობრები არენის მიღმა.

ჩვენ შორის რომელიც უნდა წავიდეს ოლიმპიურ თამაშებზე, ერთმანეთს კეთილი სურვილებით გავაცილებთ და წარმატებებს ვუსურვებთ.

- მომდევნო შეჯიბრება სად იქნება?

- ევროპის ჩემპიონატამდე ვისვენებ, დაახლოებით ერთ თვეში წავალ ყაზანში ამ შეჯიბრებაზე საასპარეზოდ. ბოლოს, მინდა ჩემს პირად მწვრთნელს ნიკო ბიბილაშვილს მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. აგრეთვე დიდი მადლობელი ვარ ყველა მწვრთნელის, ვინც გვერდში მიდგას და ქომაგების, რომლებიც არა მხოლოდ თბილისის გრან პრიზე, არამედ ზოგადად მგულშემატკივრობენ.

კარგად ჩანს, რომ ჩვენ, სპორტსმენები და გულშემატკივრები, ერთმანეთის შრომას, თუ მონდომებას პატივს ვცემთ და ამის შეგრძნებაზე უკეთესი რა უნდა იყოს. სპორტსმენები იმით ვართ ამაყები, რომ მკერდზე საქართველოს დროშა გვახატია და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს დროშას მაღლა ვაწევინებთ.

უსაზღვროდ სასიამოვნოა, როცა კვარცხლბეკზე დგახარ და ჩვენი ჰიმნი ისმის დარბაზში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nika
Nokom kargi algo gamoavlina mwvrtnelobashi exlac zrdis patara arwiveds romlebic saqartvelos droshas dzirs ar daushveben. Tviton nikoc dzalian dzlieri iyo namdvili mebrdzoli. Mitumetes naxerxze
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
ბაქოს გრანდ სლემი: ნუგზარ ტატალაშვილმა დომინიკ დრუჟიეტას მოუგო და მე-3 წრეში გავიდა [VIDEO]
1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ცივი და თბილი ვარშავა - რეპორტაჟი ევროპის ჩემპიონატიდან
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ონოს გასაღები გორში იჭედება! ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილის პირად მწვრთნელთან
ბაქოს გრანდ სლემი: საქართველო ტურნირზე 11 სპორტსმენით წარდგება
ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან
საქართველოს ნაკრების ყოფილი ძიუდოისტი არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელით იასპარეზებს
თელ-ავივის გრანპრი: ტატალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა - შავდათუაშვილს მსაჯმა წააგებინა [VIDEO]
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]
შავდათუაშვილი ბუდაპეშტის გრანდ სლემის ფინალშია
ტატალაშვილმა მეტოქეს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე