საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
"ჩელე არენაზე" ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი გაიმართა. ორი "დინამოს" შეხვედრა ისე დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, მნახველი ნამდვილად არ ინანებდა.

სტუმრებისგან დისკვალიფიკაციის გამო თამაშს მხოლოდ მცველი რენე ფერეირა ტოვებდა. ბათუმელები კი, აგერ, უკვე მეორე წელია, რაც ოპტიმალურ შემადგენლობას ვერ უყრიან თავს. ამჯერად, ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო ვერ ითამაშა მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა.

ესეც არ იყოს, სასურველ ფორმაში ჯერაც არ არიან თავდამსხმელები - ბექა ჭკუასელი, ნიკოლა კომაზეცი და გიორგი ბერიაშვილი, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ.

მოკლედ, ბათუმელებს ისე მოუვიდათ, გაჭირვებულს ქვა აღმართში დააეწიაო - წინა ტურში, საჩხერეში "ჩიხურასთან" გიორგი გაბედავაც დაშავდა და მასპინძლებს ჯანმრთელი და ფორმაში მყოფი თავდამსხმელი აღარ დარჩათ. გამოუვალი მდგომარეობის გამო მათი მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი იძულებული გახდა, შეტევის ხაზში ნახევარმცველი თამაზ მაქაცარია დაეყენებინა, თუმცა ჭკუასელი, ბერიაშვილი და კომაზეცი სათადარიგოთა სკამზე მაინც დასვა.

ბათუმელებმა თამაში მაინც აქტიურად დაიწყეს და პაპუნა ფონიავას უფრო ზუსტად რომ დაერტყა, მე-3 წუთზე ანგარიშს გახსნიდა. თავიდან ტემპი დაბალი კი იყო, მაგრამ მერე და მერე თამაში გაცილებით საინტერესო გახდა...

თბილისელებმა მასპინძელთა შეტევები შეაჩერეს, თამაშზე კონტროლი დაამყარეს და უპირატესობას დაეუფლნენ, ბათუმელებს კი შეტევების ორგანიზება და გამწვავება უჭირდათ.

იურაი იარაბეკის შეგირდებს ანგარიშის გახსნის რამდენიმე შანსი ჰქონდათ. მაგალითად, მე-12 წუთზე, ალექსანდრე იაშვილის კუთხურის შემდეგ, გიორგი ქვილითაიამ ბურთი თავით გადააგდო კარისკენ, სადაც ალეკო ამისულაშვილი ურტყამდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. არაზუსტი გამოდგა იაშვილის ჯარიმაც.

სტუმართა უპირატესობის ფონზე, ლოგიკურიც იყო, რომ ანგარიში მათ გახსნეს: 29-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე მოულოდნელად ანზორ სუხიაშვილი წაიქცა. ბურთი ქვილითაიამ მოიპოვა და საჯარიმოს ხაზთან ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, მან კი იქვე ჯაბა ჯიღაურს უპასა, რომელმაც მცველი ეფექტური ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარის ბადე შეარხია - 0:1.

თბილისელებს სხვაობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ იაშვილის საჯარიმოს შემდეგ მეკარე მიხეილ ალავიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მერე მასთან პირისპირ ქვილითაია დარჩებოდა, არჩილ ტვილდიანს ბურთი რომ არ აერთვა. ქვილითაიას გადაცემით, ალავიძესთან მარტო აღმოჩნდა ზაზა ჭელიძე, მაგრამ ბურთი წინ გაიგდო და მომენტი გააფუჭა.

ბათუმელებმა მხოლოდ ტაიმის ბოლოს გაიბრძოლეს. ამისულაშვილთან შეხების შემდეგ ვაკო თევდორაძე პენალტის ნიშნულთან წაბორძიკდა და ბურთისგან მოშორებით აღმოჩნდა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ. მათი აზრით, ამისულაშვილმა შემტევი ხელით მოიშორა, მაგრამ ლევან კვარაცხელიამ თევდორაძე სიმულაციაში დაადანაშაულა და ყვითელი ბარათი აუფრიალა, რითიც მასპინძლები აღაშფოთა...

ბათუმელთა საკადრო პრობლემებს პირველ ტაიმში გიორგი ქავთრაძის დაშავებაც დაემატა. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმი აბსოლუტურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. შეტევის გასაძლიერებლად, ჭეიშვილმა მოედანზე სამი თავდამსხმელი შეუშვა: კომაზეცს ტკივილები აწუხებდა და ორთაბრძოლებს ერიდებოდა, ბერიაშვილი კი ჯერ ფორმაში არ არის...

მაგრამ მესამემ, ჭკუასელმა, თბილისელთა მარჯვენა ფლანგი აიკლო. ბათუმელთა მხრიდან შეტევებში აქტიურად ერთვებოდნენ ტვილდიანი და სუხიაშვილი; ძალიან აგრესიული იყო ფონიავა; როგორც ყოველთვის, სასარგებლო გახლდათ თემურ შონია...

მაგრამ საუკეთესო მაინც ვაკო თევდორაძე გვგონია, რომელმაც კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. ბათუმელთა ნახევარმცველი შეტევებს აზრიანად იწყებდა და ამწვავებდა.

სტუმრებმა საგოლე მომენტი მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში შექმნეს. იაშვილის კუთხურის შემდეგ ამისულაშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი გველესიანი, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა მიზანს.

მერე ბათუმელთა ჯერი დადგა. 50-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თევდორაძე გზავნიდა კარისკენ, მაგრამ ვერც ეს დარტყმა გამოდგა ზუსტი. 55-ე წუთზე იმავე თევდორაძემ მოედნის ცენტრთან აართვა ბურთი გიორგი თევზაძეს და ლამის ცენტრიდან დაარტყა კარში - სტუმრები ძელმა იხსნა! გავიდა კიდევ 8 წუთი და მარჯვენა ფლანგიდან ფონიავამ შეტევა საჯარიმოსთან გაუგრძელა შონიას, რომლის დარტყმულიც ლიბორ ჰრდლიჩკამ კუთხურზე მოიგერია.

67-ე წუთზე თევდორაძემ თბილისელთა კარში უკვე საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ ჰრდლიჩკამ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა და გუნდი კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

ბათუმელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო - თემურ შონიას გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა თბილისელთა ყოფილი მცველი ტვილდიანი და ახლო მანძილიდან წონასწორობა აღადგინა - ბურთი შორეულ "ცხრიანში" გაეხვია - 1:1.

გოლითა და გულშემატკივრებით გამხნევებულმა ბათუმელებმა უფრო მეტი მონდომებით შეუტიეს და მშვენიერი იერიში განახორციელეს, მაგრამ სუხიაშვილის მიერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ფონიავას ჰრდლიჩკა კარიდან გამოუვარდა და აჯობა კიდეც. მალე კი ჭკუასელმა ბურთთან ერთი შეხებით პენალტის ნიშნულთან მოძებნა შონია, რომელმაც რეალური შესაძლებლობით ვერ ისარგებლა.

სუხიაშვილი არ ჩერდებოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის სამ მცველს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დატოვა კომაზეცი. ეგ იყო, რომ სერბმა ბურთი ვერ დაიმორჩილა და თბილისელები კიდევ ერთხელ გადარჩნენ.

იარაბეკმა 77-ე წუთზე დროული და სწორი შეცვლა განახორციელა - ქვილითაია უფრო სწრაფი ნიკა გელაშვილით შეცვალა. სწორედ გელაშვილის სწრაფი გარღვევებისა და ბათუმელ მცველთა გადაღლილობის გამო ეს უკანასკნელნი შეტევებში ნაკლებად ერთვებოდნენ.

სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და ბოლო 10 წუთში საგოლე მომენტები შექმნეს. კიტეიშვილის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ვახტანგ ჭანტურიშვილი დარჩა და მეკარე ალავიძემ მასპინძლები გადაარჩინა, მაგრამ 88-ე წუთზე თბილისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს.

გოლი კურიოზული გამოდგა - შეცვლაზე შესული გიორგი გურულისგან ყველა ჩაწოდებას ელოდა, მან კი კარში დაუცველი კუთხე შენიშნა და საჯარიმოს გარედან ალავიძე მოძრაობაზე "დაიჭირა". ბათუმელთა მეკარემ მოგერიება კი სცადა, მაგრამ... ბურთიანად კარში აღმოჩნდა - 1:2.

ჩხუბი ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" ფანებს შორის [VIDEO+PHOTO]

"გლადიატორების" განცხადება "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

"შავი ზღვის მეკობრეები": ჩვენ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბთან არ გვიჩხუბია

მატჩის შემდეგ

იურაი იარაბეკი (დინამო თბ):

"დღეს ორივე "დინამომ" ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩებოდა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში კარგად ითამაშეს. ჩვენ გოლის მერე ავთამაშდით და გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება მომდევნო ტურს, ტრადიციულ მეტოქეს, ქუთაისის "ტორპედოს" ვხვდებით და მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

ასლან ბალაძე (დინამო ბთ):

"ჩვენი შემადგენლობა არასტაბილურია და ტრავმებიდან გამომდინარე, ყველა თამაშში ცვლილებების გაკეთება გვიწევს და წინსვლას ვერ ვახერხებთ. დღეს შეტევაზე მეტი აქცენტი გვქონდა. ბერიაშვილიც და კომაზეციც მეორე ტაიმისთვის შემოვინახეთ. ბოლო ფაზაში კონცენტრაციას ვკარგავთ, რაც აუცილებლად მისახედია.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თბილისის "დინამო" საქართველოს საუკეთესო გუნდია, მაინც არ უნდა წაგვეგო, რადგან მეტოქეს მეორე ტაიმში ვაჯობეთ. თუმცა თბილისელებმა უკეთესი შემსრულებლების ხარჯზე გვაჯობეს. ასეთი კარგი თამაშისთვის ბიჭებს მადლობა ეკუთვნით. დღეს გუნდმა ლაღად და ლამაზად ითამაშა, გულშემატკივარს კი ეს მოსწონს".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური

02.04. ქობულეთი. სტადიონი "ჩელე არენა"

დინბამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2

გოლები: 0:1 ჯიღაური (29), 1:1 ტვილდიანი (72. თევდორაძის პასით), 1:2 გურული (88)

დინამო (ბთ): ალავიძე - ტვილდიანი, ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, სუხიაშვილი - ვარშანიძე, შონია - ქავთარაძე (46. ჭკუასელი), თევდორაძე (77. ბერიაშვილი), ფონიავა - მაქაცარია (46. კომაზეცი).

სათადარიგოები: ტაკიძე, დიასამიძე, ვ. ქორიძე, გ. კაშია

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

დინამო (თბ): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე (46. ჭანტურიშვილი), გველესიანი, ამისულაშვილი, თევზაძე (58. გ. გურული) - ჯიღაური, პარუნაშვილი, ზ. ჭელიძე, კიტეიშვილი - ა. იაშვილი, გ. ქვილითაია (77. ნ. გელაშვილი).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, გ. ჯანელიძე, ს. ლობჟანიძე, არაბული

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილებები: თევდორაძე (44), კომაზეცი (87)

არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16

ო. მარცვალაძე (დილა) 14

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 12

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12

მომდევნო, XXIII ტური

6 აპრილი, ოთხშაბათი

სიონი-ზუგდიდი

ჩიხურა-ცხინვალი

შუქურა-მერანი

სამტრედია-დინამო (ბთ)

ლოკომოტივი-კოლხეთი

საპოვნელა-საბურთალო

გურია-დილა

დინამო (თბ)-ტორპედო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვარაცხელია
აქაც ვიტყვი: ყრუაშვილისა და კვარაცხელიას ................
QWERTY
მძიმე პერიოდი დაუდგა ბათუმს.ალბათ მობილიზებაა საჭირო და ასეთი ტრამვიანობის დროს რეზერვების მაქსიმალურად გამოყენება. ახლა ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ საშუალება რომ თავი გამოიჩინონ. რაც მართალი მართალია, ბათუმი არანაირად არ იმსახურებდა წაგებას, მინიმუმ ფრე უნდა ყოფილიყო, ბიჭებმა მართლაც მოინდომეს. წინ კიდევ მძიმე მატჩებია,სამტრედიასთან და თანაც გასვლაზე მოგება საერთოდ წარმოუდგენელია მაგრამ ასეთ უძლიერეს კლუბთან მწვრთნელმა შანსი უნდა მისცეს ახალგაზრდებს რომ კლუბისათვის გაიბრძოლონ და არ არის საჭირო მინდორზე ნახევრადმორჩენილი მოთამაშეების აქეთ-იქეთ პორწიალი.
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
Sports.ru-ს გამოძიება - ეჭვობენ, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას სანაცვლოდ 13 მილიონი გადაიხადა და აქედან შესაძლოა, 10 მილიონი კვარაცხელიამ მიიღო
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
უმაღლესი ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" მოიგეს
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
როცა დამნაშავე ყველა მხარეა - არამზადებიდან მსაჯების ოთახში სირბილამდე...
"ტორპედომ" "ტრენჩინთან" პირველ ტაიმში ანგარიშში უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ტრენჩინი-ტორპედო 5:1 - რაში გიხდით სახელმწიფო ფულს? [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0 - დამძიმებული "ლოკომოტივი"
ტორპედო-საბურთალო 2:0 - ქუთაისი ოქროსკენ იწევს [VIDEO]
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (ბთ) - "ტორპედო" [LIVE]
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
მალხაზ მახარაძე: "იაგელონიას" შარშან 1:0 მოვუგეთ...
ეროვნული ლიგა. IV ტური. "იბერია 1999" - "დინამო" (ბთ) [LIVE]
ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავიბარე, მაგრამ მწვრთნელის ცხოვრება სულ სტრესია"
"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
დინამო (ბთ)-იაგელონია 1:0 - ნიკოლა კომაზეცის საგოლე პასი [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" ოფიციალური განცხადება
შუქურა-დინამო(ბთ) 2:4 - შაშიაშვილი უშველის? [VIDEO]
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ბათუმის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს