ქართული ფინალები და ქართული კვარცხლბეკი საბერძნეთში გამართულ "ევროპის ახალგაზრდულ თასზე"
ფოტოზე: ონისე სანებლიძე

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ უქმეებზე დიდი წარმატებით იასპარეზა ათენში ჩატარებულ "ევროპის ახალგაზრდულ თასზე", სადაც 20 მედალი და საერთო გუნდური პირველობა მოიპოვა.

აქედან მხოლოდ ერთი ბრინჯაოა გოგოების მონაგარი - პრიზიორი ელისო სისაური (70) გახდა, დანარჩენები კი ბიჭებმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მძიმე წონაში კვარცხლბეკის ოთხივე საფეხურზე მხოლოდ ქართველები იდგნენ, ხოლო 81-სა და 100-ში სამ-სამი მედალოსნით ვიყავით წარმოდგენილნი, ზედა სამ წონაში კი - 90, 100 და +100-ში ქართული ფინალები გაიმართა.

ისიც საინტერესოა, რომ რვიდან არც ერთი წონა არ დაგვიტოვებია უმედლოდ. არადა, არც ტურნირს ეთქმოდა სუსტი. მართალია, იაპონია-კორეის მსგავსი ლიდერები არა, მაგრამ 300-ზე მეტი სპორტსმენი გამოდიოდა მსოფლიოს 22 ქვეყნიდან.

ბიჭების 19 მედლიდან 4 ოქროა, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. ჩემპიონები რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ონისე სანებლიძე (90), ჯაბა მუმლაძე (100) და ნიკოლოზ სისვაძე (+100) გახდნენ. ფინალურ შეხვედრებში ბექა უდესიანი (66), გიორგი ხმელიძე (73), კობა მჭედლიშვილი (81), იესო კვირიკაშვილი (90), დავით ოზბეთელაშვილი (100) და გურამ ქოსმენაშვილი (+100) დამარცხდნენ, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე კი დავით გეჯაძე, ზურაბ კახნიაშვილი (ორივე - 55), ივერი წასიძე (66), ტატო ტატულაშვილი (73), გიორგი ქურდიანი, ტრისტან მოსახლიშვილი (ორივე - 81), ზაურ კენჭაძე (100), საბა გაბრიჩიძე და გელა ზაალიშვილი (ორივე - +100) ავიდნენ.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი კიდევ 6 ქართველს ჰქონდა, მაგრამ დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ, თუმცა 5 მათგანს ბრინჯაოსთვის შეხვედრა ისევ ქართველებმა მოუგეს. არადა, ჩვენს გუნდს ოთხი ლიდერი აკლდა - შარშანდელი ევროპისა და მსოფლიოს მედალოსნები, რომლებსაც მწვრთნელები საგანგებო გრაფიკით ამზადებენ და ოდნავ მოგვიანებით ჩართავენ შეჯიბრებებში.

მედალოსანთაგან რამდენიმე - კახნიაშვილი, ბეგლარაშვილი, სანებლიძე, გაბრიჩიძე, ზაალიშვილი - ჯერ ისევ ჭაბუკთა ნაკრების წევრია, რამდენიმე კი წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდებში, თუმცა მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად მაინც წაიყვანეს უფროსებში და მათაც გაამართლეს იმედები.

ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის სამწვრთნელო დუეტი ამ შეჯიბრებას ნაკრების დასაკომპლექტებლად ერთ-ერთ საკვანძო ეტაპად განიხილავდა - საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ მედალოსნებს აქაც უნდა დაემტკიცებინათ, რომ შემთხვევით არ მოუპოვებიათ წარმატება. ამიტომ საბერძნეთში ქვეყნის პირველობის ყველა მედალოსანი წაიყვანეს. იქ თავგამოჩენილ სპორტსმენებს მომავალ უქმეებზე სანკტ-პეტერბურგშიც გამოსცდიან, სადაც გუნდი საბოლოოდ გაიცხრილება და გამოკვეთილი ბირთვი გააგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის.

ათენის ტურნირმა მწვრთნელთა ვარაუდი სრულად გაამართლა და რამდენიმე წონაში საქართველოს ჩემპიონატის შედეგები თავდაყირა დადგა, ანუ კონკურენცია გრძელდება, რაც ძალიან კარგია საბოლოო შედეგებისთვის. თანაც, მედალოსანთა შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ქვეყნის პრიზიორები ვერ გახდნენ, მაგრამ ათენში საკუთარი ხარჯით მაინც წავიდნენ - წასიძე, ტატულაშვილი...

81 კილოგრამში საინტერესო რევანშიც ვიხილეთ - მჭედლიშვილმა ქურდიანი დაამარცხა, ვისთანაც ქვეყნის პირველობის ნახევარფინალში წააგო და კონკურენცია კიდევ უფრო დაიძაბა. 73-ში ქვეყნის ჩემპიონი გიგა გიგაურია, თუმცა ის ათენში აზერბაიჯანელთა მომავალ ჩემპიონ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ტატულაშვილთან წააგო და მეხუთეზე დარჩა.

კონკურენტებიდან ყველაზე უკეთ ხმელიძე გამოვიდა, ვისთვისაც გადაულახავი ბარიერი ისევ ჰეიდაროვი აღმოჩნდა. აქვე გეტყვით, რომ აზერბაიჯანელმა ტურნირზე ზვიად ხუბულურიც დაგვიმარცხა. 66-ში ასეთივე დაუძლეველ მეტოქედ რუსი აიუბ ხაჟალიევი გვექცა - წასიძეს და უდესიანს მოუგო, 81-ში კი რუსმა ტურპალ ტეპკაევმაც ორი ფალავანი დაგვიჯაბნა - გოგა ქევხიშვილი და მჭედლიშვილი.

რამდენიმე სპორტსმენმა შიდა კონკურენციაში ისევ შეინარჩუნა ფავორიტის იმიჯი - გეჯაძემ, ბეგლარაშვილმა, უდესიანმა, სანებლიძემ, სისვაძემ. 100-ში საქართველოს პირველობაზე არ გამოსულა მუმლაძე, რადგან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ემზადებოდა. სამაგიეროდ, უფროსებში ქვეყნის პრიზიორი ახლა ჩაერთო ბრძოლაში და კონკურენცია კიდევ უფრო დაძაბა - ფინალში ქვეყნის ჩემპიონ ოზბეთელაშვილს წმინდად მოუგო.

ჩემპიონთაგან ყურადღებას საგანგებოდ შევაჩერებთ სისვაძეზე. ეს ბიჭი ფართო საზოგადოებამ ძიუდოში პირველად ქვეყნის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იხილა, რადგან მანამდე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ცდიდა ძალებს - რაგბი, კულტურიზმი, საბრძოლო ხელოვნების რამდენიმე ნაირსახეობა. ფიზიკურად შესანიშნავად მომზადებულმა მაშინვე დაიმსახურა წაუქცეველის მეტსახელი და ახლაც ძლიერად იჭიდავა - ფრანგ გაბრიელ იან კომბოსთან ერთად ზაალიშვილს, ქოსმენაშვილსა და შამილ გოგოჭურს მოუგო.

მხოლოდ დადებითად უნდა შევაფასოთ ბეგლარაშვილის, სანებლიძისა და ზაალიშვილის, ახალი თაობის სამი გამორჩეულად ნიჭიერი წარმომადგენლის გამოსვლა. ძალიან კარგია მჭედლიშვილის სტაბილურობაც - ისიც ერთ-ერთი უნიჭიერესია.

აშკარად მეტს ველოდით ჭაბუკებში მსოფლიოს პრიზიორ ვანო ხუბაშვილისგან (60), ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ ლაშა დუდაშვილისა (73) და გიორგი გველესიანისგან (90), თუმცა, ვიმედოვნებთ, ისინიც მალევე დაძლევენ ჩავარდნას.

როგორც გითხარით, ბიჭები სანკტ-პეტერბურგის ტურნირისთვის ემზადებიან, საბუთების გაფორმებაში თუ არ შეექმნათ პრობლემა. თადარიგი ადრევე კი დაიჭირეს, მაგრამ ეს შეჯიბრება მეტისმეტად ახლოა, მწვრთნელები კი ათენის შედეგებს ელოდებოდნენ...

ათენში გოგონებში ოთხი მონაწილე გვყავდა, თუმცა წარმატებას მხოლოდ სისაურმა მიაღწია, ვინც ნახევარფინალში გავიდა - ბერძენ კონსტანტინა თეოდოროუს ვაზარით მოუგო, მისი თანაგუნდელი ანა ჩარა ტასაკოუ კი 3-ჯერ დააგდო იუკოზე, ნახევარფინალში კი იტალიელ ელეონორა ჯეტისთან გაფრთხილებებით წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ვაზარით ჩამორჩა ბერძენ ნიკოლეტა სარვანიდოუსთან, თუმცა შეხვედრის შუაწელში იპონზე დააგდო.

ჩვენი სხვა მონაწილენი - სალომე მარგიანი (48), ხატია ჯანაშვილი (57) და ნია ნატროშვილი (70) პირველსავე წრეში დამარცხდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

666
gaixaret chveni gaxarebistvis da sul warmatebit gevlot,gparavdeg upali..magari shedegia zalian..bravo
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაკლი ცირეკიძე: ზოგიერთ წონაში ლიდერების გარდა, ძალიან მძიმე ვითარებაა
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: უფროსებს ახალგაზრდები ჩაანაცვლებენ
თბილისის გრან პრი. II დღე: ქართული ფინალი და გარანტირებული 3 მედალი [VIDEO]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებს
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე 3 მედალი მოიპოვეს
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: უმედლო დასასრული
ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში
გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
სუმო. მსოფლიოს ჩემპიონატი: კვარტეტის იაპონური ჯილდოები
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
აფრიკის ღია კონტინენტური თასი: ქართველთა ვერცხლ-ბრინჯაო ტუნისიდან
ორი ვერცხლი უტრეხტიდან - კირაკოზაშვილი და კვირიკაშვილი ფინალში დამარცხდნენ
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე
ონისე სანებლიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ქართველების მედლები სხვა ქვეყნებს
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
პარიზის გრანდ სლემზე მაისურაძე და სანებლიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლენ
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი: უზბეკებმა რა გვიყვეს!
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართველებისთვის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა
ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან
ანტალიის გრან პრი: თამაზ კირაკოზაშვილი მედალთან ახლოს
ალექსანდრე მსხალაძეს მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა არ შეარჩინეს
ესენიც იტყვიან თავიანთ სიტყვას - ქალთა ძიუდოს პერსპექტივა საქართველოში
ჭიდაობა საოკუპაციო ხაზთან - დირბის მემორიალური ტურნირი
ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ჰოლანდიური აჯობებს თუ ამერიკული?
3 მედალი ბაქოს გრანდ-სლემზე
ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის დასასრული
საქართველოს ნაკრებმა "ევროპის ღია თასზე" 4 მედალი მოიპოვა
საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში: განსხვავებული მეორე დღე
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ათენში ევროპის თასი მოიპოვეს
ქართველი სუმოისტების 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან
პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: უმედლო დღე
"ჰიფუმი აბეს მოვუგე, შემდეგ იაპონელები ჩამოვიდნენ და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს ჩემზე" - ამერიკაში მცხოვრები ქართველი ძიუდოისტის ისტორია