15-16 აპრილს სანკტ პეტერბურგი ახალგაზრდა ძიუდოისტთა "ევროპის თასს" უმასპინძლებს
სააღდგომო უქმეებზე - 15-16 აპრილს სანკტ პეტერბურგი ახალგაზრდა ძიუდოისტთა "ევროპის თასს" უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით გამოვა.

ლაშა გუჯეჯიანმა ნევისპირა ქალაქში 32 შეგირდი იახლა, ანუ საქართველოს ჩემპიონატის ყველა მედალოსანი. მწვრთნელმა ეს წესი მხოლოდ 81 კილოგრამში დაარღვია, სადაც ვიცე-ჩემპიონი და ერთი ბრინჯაოს მედალოსანი არ წაიყვანა. ამასთან, ქვეყნის პრიზიორებს რამდენიმე უმედლოდ დარჩენილიც დაამატა.

პეტერბურგში ჩვენგან ძალიან საინტერესო გუნდი იჭიდავებს: რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66), თბილისის ტურნირის აღმოჩენა ტატო გრიგალაშვილი (73) და შალვა გაზაშვილი (66), ვინც თბილისში ურიგოდ არ იჭიდავა; ლევან გუგავა (66), გიგა გიგაური (73), გოგა ქევხიშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე - 81), გიორგი გველესიანი, ნიკა სიდამონიძე (90), ზაურ კენჭაძე, დავით რამაზაშვილი (100), გელა ზაალიშვილი (+100) და სხვები.

ამ ბიჭებზე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში ძალიან დიდი ავანსები გაიცემოდა და ვნახოთ, რამდენად გაამართლებენ იმედებს. მეორე მხრივ, გუნდში სხვებიც ბლომად არიან პერსპექტიული ბიჭები, რომლებიც უცილობლად ეცდებიან შანსის გამოყენებას, ეს ყველაფერი კი გუჯეჯიანს ძალიან დაეხმარება საბოლოო არჩევანის გაკეთებაში.

პირველ დღეს 55, 60, 66 და 73 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, ხოლო დანარჩენები მეორე დღეს იასპარეზებენ.

ახალგაზრდული ნაკრები

55 კგ. ჯაბა პაპინაშვილი, დავით ფილფანი, ივანე ნინიაშვილი, ნიკა ალხაზაშვილი.

60 კგ. რობინზონ ბეგლარაშვილი, თემურ ნოზაძე, ავთანდილ კუტალაძე, ლაშა ნადირაძე.

66 კგ. ბაგრატ ნინიაშვილი, ივერი წასიძე, ნიკო ჭიკაიძე, გუგა გოგიტიძე, შალვა გაზაშვილი, ლევან გუგავა.

73 კგ. ტატო გრიგალაშვილი, გიგა გიგაური, შოთა ბესიაშვილი, დიმიტრი ბზიშვილი.

81 კგ. გოგა ქევხიშვილი, ლუკა მაისურაძე.

90 კგ. გიორგი გველესიანი, იმედა გოგოლაძე, ილია ბათურიშვილი, ნიკა სიდამონიძე.

100 კგ. ზაურ კენჭაძე, დავით რამააშვილი, ჯაბა ქარელიშვილი, ნიკა დონღვანი.

+100 კგ. გელა ზაალიშვილი, დავით რაზმაძე, ნიკოლოზ სისვაძე, ამირან წიქორიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
სარეკორდო შენაძენი - ტრაფორდი პრემიერ ლიგის მორიგ გუნდში გადავიდა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
ქართველებისთვის ნაცნობ ვან'ტ სხიპს ყაზახეთის ნაკრები ჩააბარეს
პსჟ საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უფრო რეალური ხდება - რაზე ესაუბრა ქართველი კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ირაკლი ცირეკიძე: ზოგიერთ წონაში ლიდერების გარდა, ძალიან მძიმე ვითარებაა
ჩხვიმიანი VS მშვიდობაძე - ყაზანური ფინალი ძიუდოში [VIDEO]
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ძიუდო. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: რა შანსები გვაქვს მარიბორში
სარდალაშვილმა ტაშკენტის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი პარიზის გრან-სლემის ფინალშია
ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა
ალმათის გრან პრი: ვინ მიუახლოვდა ოლიმპიადას? [VIDEO]
ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს შანსი - ბაქოს გრანდ-სლემის ბოლო დღე
სკანდალური ფინალი. თუშიშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ბრწყინვალე იპონი ფინალში - შავდათუაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული [VIDEO]
ქართული ფინალი ლაშა ბექაურის გამარჯვებით დასრულდა და ბუდაპეშტის მასტერსის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
ევროპის თასი: ნაკრების ორმაგი სახე
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე
ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
ბუდაპეშტის "დიდი პრიზი": უნგრეთი ახალგაზრდულ პრიზმაში
გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
თბილისის გრანდ სლემზე სულამანიძე და ზაალიშვილი ოქროს მედლებს დაეუფლენ
8 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი ევროპირველობაზე [VIDEO]
[VIDEO] ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია! ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა [VIDEO]
"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?
23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია
[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] "რუსეთი ოკუპანტია" - თბილისში ქართველმა გულშემატკივრებმა რუსი სპორტსმენის დაჯილდოვებისას ჰიმნს უსტვინეს
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ
პრემიებსა და ფულზე ფიქრის ცუდი გავლენა ქართველ ძიუდოისტებზე
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის