მომრავლებული უცნაურობანი - გატარებ-გამოტარებასაც ცოდნა სჭირდება...
გასულმა ტურმა ბლომად ინტრიგა დაგვიტოვა როგორც ცხრილის სათავეში, ისე - ქვედა ნაწილში. ანუ ევროტურნირების ერთი საგზურის ბედიც, სავარაუდოდ, ბოლო ტურამდე იქნება გასარკვევი, ისე, როგორც სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი გასავარდნ ზონაშიც.

სამაგიეროდ, ერთი ინტრიგა, ფაქტობრივად, დასრულდა: გასული ტურის შედეგების მიხედვით, თითქმის გაირკვა, რომ თბილისის "დინამოს" საჩემპიონო ტრიუმფი მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია. ეს კი არა, იმის ალბათობაც არსებობს, რომ "დინამომ" ჩემპიონობა უკვე მომდევნო ტურშიც გაიფორმოს! თუმცა, ამ შესაძლო ვარიანტზე მომდევნო, XXV ტურის წინათქმაში ვისაუბროთ.

მანამდე კი გასულ ტურს დავუბრუნდეთ და გამორჩეული ფაქტები, მოვლენები თუ რამდენიმე მართლაც მოულოდნელი შედეგიც გავიხსენოთ, ისე, როგორც უკვე დაწყებულ "უცნაურობებზეც"!

თუმცა, ამ "უცნაურობებს" უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ და ამ 16-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლამ უმოტივაციო მატჩებიც ხომ საერთოდ მოგვიმრავლა, ამ უმოტივაციო მატჩების მონაწილე მწვრთნელ-ფეხბურთელებიც!..

უკვე დაიწყო?!.

ყველგან და ყოველთვის ასე იყო და, ალბათ, ასევე ყველგან და ყოველთვის ასეც იქნება: სეზონის ფინიშისაკენ უმოტივაციო მატჩების მომრავლებას ვგულისხმობთ; ჰოდა, საქართველოს ჩემპიონატიც რატომ უნდა იყოს გამონაკლისი - სეზონის ბოლომდე 7 ტურით ადრე რომ გამოჩნდა ამის "კონტურები".

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, სატურნირო თვალსაზრისით ყოვლად უმოტივაციო გუნდ(ებ)ს მაქსიმალური შემართებითა თუ მონდომებით თამაში მოსთხოვო ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებისთვისაც თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თანაც, უკვე რამდენი წელიწადია, რაც "სატურნირო ინტრიგა" ჩვენი ჩემპიონატის ლამის "საფირმო ნიშნად" იქცა და გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უმაღლეს ლიგაში უკვე დაწყებულია (ჯერჯერობით, "შენიღბულად", მაგრამ მაინც) "უცნაური" მატჩებიც და ამ "უცნაურ" მატჩებში მომხდარი მართლაც ტრაგიკომიკური სიტუაციები ხომ საერთოდ ცალკე თემაა.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია: ნამდვილად არ გვინდა, ჩვენი უსიამოვნო პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ რატომღაც გვგონია, რომ კომიკური თუ ტრაგიკომიკური სიტუაციები წინ გველოდება, თუ გველოდება. თანაც, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით (სადაც სეზონის ფინიშისაკენ ასევე რომ მატულობს უმოტივაციო მატჩები), ჩვენთან მეტისმეტად უნიჭოდ გამოიყურება ხოლმე ეს საფეხბურთო მასხარაობები, ანუ "გატარებ-გამოტარებასაც" ცოდნა სჭირდება...

ამ ყველაფერ ზემოთქმულის მიუხედავად, გვინდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს სეზონის ბოლოსკენ მოსალოდნელ "უცნაურობებსა" თუ იმ მართლაც საფეხბურთო მასხარაობებზე...

ევროინტრიგა

თბილისის "დინამოს" მოახლოებულ საჩემპიონო ზეიმზე უკვე ვთქვით და ასევე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპის ლიგის სამი საგზურისათვის "სამტრედია", "დილა", "ჩიხურა" და "სიონი" იბრძოლებენ.

ალბათ, ზედმეტია იმის ახსნა, რომ მეორე-მესამე ადგილებზე გასული გუნდები ამ ზაფხულს ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ, სადაც გასვლის შანსს ასევე ინარჩუნებს მეოთხეადგილოსანიც, ოღონდ ამისთვის "აუცილებელი და საკმარისი პირობაა" საჭირო - საქართველოს თასი იმ გუნდმა უნდა მოიპოვოს, რომელიც, ამავდროულად, ჩემპიონიც გახდება.

ერთი სიტყვით, თასის ფინალისტობა ნამდვილად აღარ არის ევროტურნირებზე ასპარეზობის გარანტი და, აქედან გამომდინარე, "ჩიხურასა" და "სიონს" შორის სერიოზულ კონკურენციასაც უნდა ველოდოთ. თანაც, ეს ორი გუნდი საქართველოს თასიდანაც შეეცდება ევროტურნირების საგზურის მოპოვებას.

სენსაციები თუ კანონზომიერებები?

ამ ტურში რამდენიმე ისეთი მატჩი იყო, რომელთა შედეგები მთლად წინასწარ თუ არ იყო ცნობილი, არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა, თუმცა, საბედნიეროდ, იყო რამდენიმე ისეთი მატჩიც, სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა რომ ჰქონდა - ერთდროულად რამდენიმე "ექვსქულიანი" მატჩი გვქონდა და ზოგან შეწყდა კიდეც ამა თუ იმ გუნდის წარმატებული სერია...

ასე, მაგალითად, "დილამ" თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, "სიონს" რომ მოუგო, ეს იყო ბოლნისური კლუბის პირველი მარცხი მეორე წრეში.

"სიონის" გარდა, მეორე წრეში ამ ტურამდე კიდევ ერთი გუნდი ასპარეზობდა წაუგებლად, თანაც ერთობ შთამბეჭდავი სერიით, მაგრამ საინტერესო იმერულ დერბიში ეს სერიაც შეწყდა: მიხეილ აშვეთიასა და გიორგი სუხიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და "სამტრედიას" 2:1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელების ტანდემი მშობლიურ გუნდს პირველად წინა ტურში გაუძღვა, სადაც აშკარად დაიჩაგრნენ (თბილისის "დინამოსთან" მატჩს ვგულისხმობთ)...

კიდევ ერთი სერია შეწყდა ფოთში, სადაც გელა სანაიას დამოძღვრილმა "კოლხეთმა", ბევრისთვის მოულოდნელად, 2:0 მოუგო ევროსაგზურისთვის მებრძოლ "ჩიხურას". შეგახსენებთ, რომ ამ ტურამდე "ჩიხურას" 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

სამაგიეროდ, ახლა უკვე სხვა გუნდს აქვს ანალოგიური სერია - ესპანელი სპეციალისტის, პაბლო ფრანკო მარტინის მოსვლის შემდეგ "საბურთალო" კვლავ დაუმარცხებელია.

დაბოლოს, უსიამოვნო სერიებზეც: პრობლემებმოძალებული "ცხინვალი" მეორე წრეში კვლავაც მოუგებელია, ბათუმის "დინამომ" კი ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.

დუბლებმა იმატა

მეორე წრის დაწყებიდან უკვე 9 ტური გავიდა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჰეთ თრიკია დაფიქსირებული: IX ტურის მატჩში, 12 მარტს რომ გაიმართა, "საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა "გურიის" კარში 3 გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ, ტური არ გავა, ფეხბურთელებმა "წყვილი გოლი" არ გაიტანონ და გამონაკლისი არც განვლილი ტური იყო - ოთხ მატჩში შესრულდა დუბლი!

...გასულ ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და, უპირველეს ყოვლისა, "გურიის" გასვლითი მოგება (2:1) უნდა ვახსენოთ: ბათუმის "დინამოს" კარში ორივე გოლი ლანჩხუთელთა გუნდის ახალწვეულმა, 21 წლის პანამელმა ფორვარდმა კარლოს სმოლმა გაიტანა.

სმოლის დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში წინა ტურში შედგა, როცა შეცვლაზე შემოვიდა, ახლა კი ძირითადში ანდეს ადგილი და ეს ნდობაც პირველი "ქართული" გოლ(ებ)ით გაამართლა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებიდან პირველად მხოლოდ ახლა მოხდა, როცა დუბლის შესრულება ლეგიონერმა შეძლო, არადა, სულ ახლო წარსულში თბილისის "დინამოს" ესპანელ შემტევს, ჩისკოს ლამის ყოველ მეორე-მესამე ტურში გაჰქონდა მეტოქეთა კარში ორ-ორი გოლი...

კარლოს სმოლის მსგავსად, პირველი დუბლი შეასრულა 20 წლის გოჩა კვარაცხელიამ ("კოლხეთი"), თან ვის კარში - ამ ტურამდე "ჩიხურას" ხომ მშვენიერი სერია ჰქონდა და საჩხერელთა გუნდის ახალწვეული მეკარე, ბოსნიელი დინო ჰამზიჩიც ზედიზედ სამჯერ მოხვდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში!

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას სწორედ ამ სეზონში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში და აი, პირველი დუბლიც შეასრულა.

"კოლხეთის" მსგავსად, უაღრესად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა "მერანმაც" და ამ შემთხვევაშიც მატჩის ბედი კონკრეტული ფეხბურთელის მიერ შესრულებულმა დუბლმა გადაწყვიტა: მარტვილელთა გუნდის ახალწვეულმა, 24 წლის ნიკა საბანაძემ უკვე მეორედ მოახერხა ახალი გუნდის მაისურით დუბლის შესრულება.

თუმცა, ეს ფაქტი არც უნდა გაგვკვირვებოდა: ამ ნიჭიერ ფორვარდს ხომ არაერთხელ შეუსრულებია დუბლი წინა სეზონებში, როცა სხადასხვა დროს "ტორპედოს", თბილისის "დინამოსა" და "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. ეგ კი არა, "ზესტაფონში" ასპარეზობისას ჰეთ-თრიკიც აქვს შესრულებული.

გასულ ტურში კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი, თუმცა ამ შემთხვევაში ცალკე გვინდა ვისაუბროთ...

ქვილითაიას განაცხადი

თბილისის "დინამოს" 22 წლის ცენტრფორვარდი გიორგი ქვილითაია ზედიზედ მეორე მატჩია, შეცვლაზე შედის და ზედიზედ მეორედ სწორედ მისი გოლების წყალობით იმარჯვებს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი.

თანაც, შეცვლაზე შესულმა ქვილითაიამ ამჯერად დუბლი შეასრულა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობაზეც სერიოზული განაცხადი გააკეთა: ახალგაზრდა თავდამსხმელმა უკვე 19 გოლი გაიტანა და უახლოეს მდევარს 4 გოლით უსწრებს.

ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ამ ტურამდე ყველაზე მეტი დუბლი აწ უკვე რუსეთის პრემიერლიგის გუნდის წევრს, ნიკა კაჭარავას ჰქონდა შესრულებული: 22 წლის ცენტრფორვარდმა პირველი წრის ოთხ მატჩში გაიტანა წყვილი გოლი და აი, თავისი მეოთხე დუბლი გიორგი ქვილითაიამაც შეასრულა...

სადებიუტო გოლები

ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი იმერული დერბი იყო, სადაც გადამწყვეტი გოლი "ტორპედოს" მარჯვენა მცველმა ვაჟა ტაბატაძემ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ტაბატაძისთვის უმაღლეს ლიგაში ეს სადებიუტო გოლია, ისევე, როგორც ზემოთ ნახსენები გოჩა კვარაცხელიასა ("კოლხეთი") და კარლოს სმოლის ("გურია") შემთხვევაში.

რაც შეეხება "ჩიხურას" კიდევ ერთ ლეგიონერს, მარკო ვუკაშოვიჩს, 25 წლის ჩერნოგორიელმა ნახევარმცველმა საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

შეცვლაზე შესული ქვილითაიას ყოჩაღობაზე ზემოთ უკვე ვწერდით და სხვა ფეხბურთელებიც უნდა ვახსენოთ, ასევე შეცვლაზე შესულებმა რომ შეძლეს თავის გამოჩენა: 21 წლის ლევან ნონიკაშვილმა ("დილა") და 20 წლის ოთარ კობახიძემ ("სიონი").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

f.c. samtredia
მე არ ვამბობ ჯიგარო ტორპედო სამტრედის ჯობიათქო და ასეთები, ამას მემგონი ყველა ხვდება რო სამტრედია წელს ტორპედოს კიარა ბევრ გუნდს ჯობია. ისიც გასაგებია შენს რასაც ამბობ მაგრამ მე ეგ კომენტარი იმიტო გავაკეთე რო არ მინდა ზოგიერთები დინამოს ფანებს დაემსგავსოს და მარტო ის დაწერონ რაც უნდათ და არა ის რაც იყო სინამდვილეში. იმედია მიმიხვდი რასაც ვგულისხმობ. წაგების აღიარებაც უნდა შეგვეძლოს ნამდვილ ქომაგებს და მოგებისაც. მე როგორც იმერელი კაცი და ტორპედოს გულშემატკივარი წარმატებებს გისურვებთ ყველა ტურნირზე სადაც იქნებით. (რათქმაუნდა ჩვენთან თამაშის გარდა:დდ) მემგონი ასე უნდა იყოს სინამდვილეში და არა თავის მართლებით და სხვა რამეზე გადაბრალებით
f.c. samtredia
გიგა ჩემო კარგო ის რომ სამტრედია ტორპედოზე ტექნიკური გუნდია და მისი თამაში ბურთის კონტროლზეა აგებული ეს ფაქტია, შესაბამისად არასაფეხბურთო ამინდმა (ძლიერმა ქარმა) კორექტირება უფრო სამტრედიის თამაშში შეიტანა. არ ვამბობ რო ტორპედომ ცუდად ითამაშა ან მოგება არ ეკუთვნოდა მაგრამ ამ თამაშში ფრე უფრო კანონზოიერი შედეგი იქნებოდა და რომ არა ძლიერი ქარი-; შენს აზრს პატივს ვცემ მაგრამ ჩემი აზრით სამტრედია მოუგებდა ტორპედოს, ხოლო ვინ უფრო ძლიერია ამ მომენტისთვის ამაზე კამათი უაზრობაა.
giga
jango არ გრცხვენია მაგას რო ამბობ? პირველი ხარ ვინც ეგეტი უაზრობა დაწერა მინდორმა და ქარმა მოუგო სამყრედიასო. მწვრთნელებს და ფეხბურთელებსაც კი არ გამოუთქვამთ მასეთი უაზრობა, პირიქით მიულოცეს დამსახურებული გამარჯვება მეტოქეს. ესეიგი მინდორი და ქარი მარტო სამტრედიისთვის ყოფილა და ტორპედოსთვის არა, :დდდ სასაცილოა ხალხო რას არ დაწერთ ხოლმე. ვერ ხედავტ თუ დანახვა არ გინდათ ესაა საკითხავი...
jango
მიხეილ აშვეთიასა და გიორგი სუხიაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და "სამტრედიას" 2:1 მოუგო. სამტრედიას მოუგო სილიანმა მინდორმა,სადაც ზოგჯერ ბურთი არც კი ხტებოდა,საშინელმა ქარმა,ცეცაძის შეცდომამ რომ ვერ დაინახა აშვეთიას მეგრული ეშმაკობა, როცა მან მეორე ტაიმისათვის გადამალა კლიმიაშვილი და კვერნაძე.ასევე სამტრედია დაამარცხა ბურთის მიღების შეუჩვევლობამ, ამ "ბავშვებს" ჯერ კიდევ უჭირთ გატანილი ბურთის აღქმა,ეს ტარგედია ჰგონიათ. ასე თუი ისე, ტორპედომ მოიგო, მაგრამ არა კლასის ხარჯზე.
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ლანჩხუთის "გურია" ამხანაგურ მატჩში ფოთის "კოლხეთს" დაუზავდა
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
მიხეილ აშვეთია "სამგურალში" იმუშავებს
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
დვალის და ქვილითაიას "აპოელი" კვიპროსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
გურია-კოლხეთი 1:1 - ქულებს რომ ითხოვთ, საჭმელი აჭამეთო... [VIDEO]
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ქუთაისის "ტორპედო" კაპიტანმა დატოვა
მარკო ვუკაშოვიჩი: გაგიკვირდათ, უნგრეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი?
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
მიხეილ აშვეთია: დასამალი არ არის, რომ საკმაოდ ვღელავ
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"ფაზისია" თუ სურამის ციხე?!
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
"სამგურალს" მიხეილ აშვეთია გაწვრთნის
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
ტორპედო-სამტრედია 2:1 - სერია ქუთაისში შეწყდა [VIDEO]
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: "კოლხეთმა" ფოთში "ჩიხურას" მოუგო
უმაღლესი ლიგა. XV ტური: "გურია" და "კოლხეთი" დაზავდნენ
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
"თუ შემოთავაზება იქნება, განვიხილავ" - მიხეილ აშვეთია რუსული კლუბების შესაძლო ჩაბარებაზე
იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი გუნდია, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
აშვეთიამ "სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ
საჩხერის "ჩიხურა" 24 წლის ჩერნოგორიელ ნახევარმცველ მარკო ვუკაშოვიჩს იმატებს
მიხეილ აშვეთია: "სამგურალში" ყველა ლიდერია - თბილისის "დინამოსთან" მატჩს წყალტუბოში ჩავატარებთ
გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
კოლხეთი-ჩიხურა 2:0 [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
უმაღლესი ლიგა. XXIV ტურის წინ: ესპანელების დაპირისპირება საქართველოში
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
ეროვნული ლიგის VIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ვადაჭკორია თამაშს აგრძელებდა, მაგრამ მეოთხე მსაჯს დაუჯერა..." [VIDEO]
"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა