მხოლოდ 160 ათასი, ანუ როგორ გაიტანოს თავი ფოთის "კოლხეთმა"?

ფოთის "კოლხეთს" ახალი სეზონის პირველი წრისთვის 160 ათასი ლარი გამოუყვეს. მიუხედავად კლუბის მოთხოვნისა, ფოთის საკრებულომ მეტი სახსარი ვერ გამონახა.

შეგახსენებთ, რომ კოლხების თავკაცებმა 500-ათასიანი ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს. კლუბის საჭიროებას პლუს დუბლებისა და სამი ასაკის ჭაბუკთა ლიგის გუნდების შესანახად, ეს მინიმალური დაფინანსება იყო.

გაირკვა, რომ ფოთი ამხელა თანხას ვერ შესწვდებოდა და ბოლოს "კოლხეთის" ხელმძღვანელობა 250 ათასს ითხოვდა, მაგრამ, საბოლოოდ, ამდენიც ვერ მოხერხდა და "კოლხეთი" 160 ათასს დააჯერეს.

უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მიზერული ბიუჯეტია და იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში "კოლხეთს" მეტისმეტად გაუჭირდება და ეს თანხა მხოლოდ თავის გასატანად თუ ეყოფა.

პარალელურად, გრძელდება ფოთის სტადიონ "ფაზისის" რეკონსტრუქცია. წესით, ეს საქმე ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე უნდა მოესწროთ, მაგრამ არავინ უწყის, ამ ტემპის პირობებში როდის შეძლებს "ფაზისი" გულშემატკივართა მიღებას.

ბოლო ოთხ წელიწადში რამდენჯერმე ჩაშლილი და შემდეგ ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შემდეგ მორიგი შეფერხება აღარავის უკვირს. ამის გამო გუნდი საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ან ქობულეთში გამართავს.

ისე, რატომ გახდა ასეთი პრობლემა პატარა სტადიონის (ტევადობა 4-5 ათასი) აშენება, ძნელი ასახსნელია. ბოლოს და ბოლოს, "ფაზისია" თუ სურამის ციხე?

დაფინანსება - უაღრესად მწირი, სტადიონი - აუშენებელი, გუნდი - ყოველ წელს ახალი...

არადა, უმაღლეს ლიგაში ყველაზე მწირი ბიუჯეტის (თერჯოლის "საპოვნელასთან" ერთად) მქონე კლუბი კიდევ სხვა ქალაქში რომ ითამაშებს, კოლხებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის რა შანსი უნდა ჰქონდეთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მართალს ამბობდა კლუბის დირექტორი თემურ ბარქაია - ასეთ მცირე ბიუჯეტს, ჯობია, ფოთმა ეს ფული სხვა საჭიროებისთვის მოიხმაროსო.

დაბოლოს ერთი სატრანსფერო ინფორმაციაც - ფოთის "კოლხეთმა" 19 წლის თავდამსხმელი გოჩა კვარაცხელია დაიმატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

s
Magari bihia kargad azrovnebs, golebis gatana icis, warmateebebi
giosvani
სტადიონი მაინც დაუმთავრონ ფოთს სირცხვილია , რა გახდა ბოლოს და ბოლოს, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხით მაინც შეინახავს ბავშვებს, ფეხბურთის აკვანს ნუ დაშლით.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
მამუკელაშვილი ბრუნდება - მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის საქართველო მზადებას 15 კალათბურთელით იწყებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
"როდესაც "მილანში" მუშაობ, ტიტულისთვის უნდა იბრძოლო" - ამორიმმა "როსონერის" ფანები დააიმედა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ლანჩხუთის "გურია" ამხანაგურ მატჩში ფოთის "კოლხეთს" დაუზავდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
გურია-კოლხეთი 1:1 - ქულებს რომ ითხოვთ, საჭმელი აჭამეთო... [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
უმაღლესი ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: "კოლხეთმა" ფოთში "ჩიხურას" მოუგო
უმაღლესი ლიგა. XV ტური: "გურია" და "კოლხეთი" დაზავდნენ
მესამე და სამართალი? ფოთის "ფაზისის" მშენებლობაზე მორიგი ტენდერი ჩატარდა
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
კოლხეთი-ჩიხურა 2:0 [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს