16 და 17 აპრილს, ფოთსა და თბილისში ნახევარფინალების შესარჩევი მატჩები გაიმართება
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დადგა. ახლა უკვე პლეი ოფების დროა. 16 და 17 აპრილს, ფოთსა და თბილისში ნახევარფინალების შესარჩევი მატჩები გაიმართება. ფოთის "პარკ არენაზე" "ბათუმი" ბოლნისის "ყოჩებს" უმასპინძლებს. თბილისში კი, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე", გორის "ჯიქი" ქუთაისის "აიას" დაუპირისპირდება.

ამ გუნდებმა საქართველოს ჩემპიონატის რეგულარულ გათამაშებაში მესამე-მეექვსე ადგილები დაიკავეს. მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი გორის "ჯიქს" აქვს, რომელმაც საკმაოდ რთული მარათონი 50 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

სარაგბო კლუბი "ჯიქი" ექვსი წლის წინათ დაარსდა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო გზა განვლო. მას საფუძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში ჩაეყარა. ყველაფერი ნულიდან, ანუ ბავშვებით დაიწყეს. მერე ჭაბუკთა A და B ლიგების ჯერიც დადგა. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უმაღლეს ლიგაში დაიმკვიდრა ადგილი.

წლეულს "ჯიქს" საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ის საქართველოს ჩემპიონატის დაწყებიდან შვიდი ტურის განმავლობაში ლიდერობდა. თუმცა, მერე, საბოლოოდ, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" და მრავალგზის ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" გაუსწრეს.

"ჯიქს" მეტოქე სერიოზული ჰყავს. ქუთაისის "აიას" წარდგენა არ სჭირდება. ამ კლუბის აღზრდილები ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებშიც ბლომად არიან. თუმცა, ყოველი სეზონის დაწყების წინ მუდმივად ერთი პრობლემის წინაშე დგებიან. ეს წამყვანი მოთამაშეების, უფრო კი მორკინალების გადინებაა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ინფრასტრუქტურაც უკვე გამართული აქვს და ჭაბუკთა ლიგებშიც დომინირებენ, ეროვნულ ჩემპიონატში "აია" პირველობას ვერაფრით ახერხებს. ამის ერთი მიზეზი უკვე ვთქვით, მეორე, ალბათ, ხშირი ტრავმიანობა და შედარებით მოკლე სათადარიგო სკამია. რეგულარულ გათამაშებაში ქუთაისური გუნდი 41 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა.

ერთი სიტყვით, ბესიკ ხამაშურიძეს საკმაოდ საინტერესო გუნდი ჰყავს და შეძლებს თუ არა მისი პოტენციალის სრულად გამოყენებას, მომავალი მატჩები გვიჩვენებს.

არანაკლებ მძაფრი დაპირისპირებაა მოსალოდნელი ფოთში, სადაც "ბათუმი" ნომინალური მასპინძელია და ბოლნისის "ყოჩებს" ეთამაშება.

ბათუმელები 47 ქულით მე-4 ადგილს დასჯერდნენ, თუმცა პოტენციალი აშკარად მეტი გააჩნიათ.

ზღვისპირელებს ჩემპიონატის თითქმის ყველა საშინაო მატჩის გამართვამ ნეიტრალურ მოედანზე მოუწიათ. სარაგბო სტადიონი მშენებლობის პოცესშია და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, გამართული ინფრასრტუქტურის არსებობის შემთხვევაში გუნდის განვითარება, სავარაუდოდ, უფრო სწრაფი ტემპით მოხდება.

ბათუმელთა მეტოქე ბოლნისის "ყოჩები" ქართული რაგბის ერთ-ერთი ფლაგმანია. აქ ეროვნული ნაკრების არაერთი წამყვანი მოთამაშე დაფრთიანებულა.

წლევანდელ სეზონში "ყოჩებს" სტაბილურობა აკლდა. თუმცა, 46 ქულის დაგროვება და პლეი ოფში მოხვედრა მაინც შეძლო. ის სატურნირო ცხრილის საბოლოო ვარიანტში მე-5 იყო.

"ყოჩების" რიგებში თამაშობს რეგულარული გათამაშების შედეგებით საუკეთესო მექულე თემურ სოხაძე, რომლის ანგარიშზეც 170 ქულაა. ცხადია, ის "ყოჩების" ძალიან სახიფათო იარაღია მოწინააღმდეგეებისთვის. მას 20 ქულით ჩამორჩა "ბათუმის" დამრტყმელი ბახვა კობახიძე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გუნდების მატჩი, სწორედ დამრტყმელების დუელად გადაიქცევა.

აქვე გეტყვით, რომ რეგულარული გათამაშების საუკეთესო მელელოვე გორის "ჯიქის" უკანახაზელი გიორგი ხარაზიშვილია, მან 8 ლელო მიითვალა.

საუკეთესო მექულე

1. თემურ სოხაძე (ყოჩები) - 170 ქულა

2. ბექა ურჯუკაშვილი (არმია) - 153

3. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 150

4. გიორგი ხარაზიშვილი (ჯიქი) - 146

5. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 108

საუკეთესო მელელოვე

1. გიორგი ხარაზიშვილი (ჯიქი) - 8 ლელო

2. დავით მესხი (არმია) - 7

3. ალექსანდრე თოდუა (ლელო) - 6

4. დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი) - 6

5. გიორგი სოსელია (არმაზი) - 6

6. სანდრო ქოიავა (ლელო) - 6

პლეი ოფი

16 აპრილი

ბათუმი-ყოჩები

17 აპრილი

ჯიქი-აია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10-ის ფინალი | სამი წლის შემდეგ - "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
დიდი 10 | ბათუმი 33:21 ხარები
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
ქართულმა სარაგბო თემმა 2015 წლის საუკეთესოები დაასახელა
ბათუმი-ლელო 11:9 - ახალი ჩემპიონის მოლოდინში
დიდი 10. X ტური: "ჯიქის" უპირობო უპირატესობა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
ᕗᕑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓚᕔᓚᓝ" ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕᓔᓚᕝᕡ ᕩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᕛᓔᓝᓠᓔᓓ ᓒᕐᕮᓓᓐ!
დიდი 10. მცირე ფინალი: ჩემპიონობისთვის ისევ "ლელო" და "ლოკომოტივი" იბრძოლებენ
დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს
დიდი 10. VIII ტური: "ბათუმმა" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა
ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა
მამუკა გორგოძე რჩეულია - რაგბის კავშირმა 2015 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა