საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
გუშინ ზესტაფონში ვნებები დუღდა. მასპინძლის სტატუსით მოთამაშე "საპოვნელა" "ზუგდიდს" დაუზავდა - 2:2. სკანდალური მატჩის დასრულების შემდეგ, თვითმხილველთა თქმით, ადგილი ჰქონდა მსაჯებზე ფიზიკურ კონტაქტს. რა მოხდა "დავით აბაშიძეზე", ამის გარკვევას "ლელო" შეეცადა.

სიტუაცია დაძაბა 67-ე წუთზე მომხდარმა ეპიზოდმა. ჯერ იყო და, თერჯოლელთა აზრით, გიორგი ყრუაშვილის მეთაურობით მოქმედმა მსაჯთა ბრიგადამ ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა სტუმართა კარში. თვითმხილველთა თქმით, ეს ეპიზოდი წესების დარღვევას ძალიან ჰგავდა.

იხილეთ ვიდეო

სხვათა შორის, საკამათო ეპიზოდამდე, როგორც გვითხრეს, "საპოვნელამ" გოლიც გაიტანა, რომელიც არ ჩაითვალა...

იხილეთ ვიდეო

ისევ მთავარზე. თერჯოლელთა ამ შეტევას ზუგდიდელთა კონტრიერიში მოჰყვა, რაც უკვე იმერელთა კარში დანიშნული პენალტით დასრულდა.

თამაში მშვიდობიანად კი ჩამთავრდა, მაგრამ მთავარი მოვლენები შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარდა. მსაჯებს მინდვრის დატოვება გაუჭირდათ. ამ დროს მოხდა ფიზიკური კონტაქტიც.

ჩვენი ინფორმაციით, საკამათო ეპიზოდში არბიტრი ყრუაშვილი პენალტის დანიშვნას აპირებდა, თუმცა ამის გაკეთება მას კარს უკან გამწესებულმა ერთ-ერთმა მსაჯმა არ ურჩია. შეხვედრის პრინციპულობიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თამაშს ხუთი არბიტრი სჯიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ "ლელო" კომენტარისთვის "საპოვნელას" დირექტორს, მირიან გეწაძეს დაუკავშირდა:

"რა უნდა გითხრათ, ყველაფერი ისედაც ცხადია. უნდათ, რომ "საპოვნელა" გააგდონ, არ უნდათ სოფლის გუნდი. ყველაფერი კეთდება ამისთვის. პატიოსნად ვთამაშობთ და ვიბრძვით, მაგრამ ამით არაფერი გამოდის.

ვინ არის ეს ხალხი? მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ - ალბათ, ზემოთ ვინც არის. რომ გენახათ, რა მოხდა... ჩვენ 2:1-ს ვიგებდით. ჩვენი შეტევა იყო და არ დაგვინიშნეს ასპროცენტიანი პენალტი. წამოიღეს ბურთი და უკვე ჩვენს კარში დაიდო საეჭვო 11-მეტრიანი.

კარგი, ჩვენ გავვარდებით, მაგრამ ამით ქართულ ფეხბურთს ეშველება? ან რად უნდა 5 და 6 მსაჯი, თუ მაინც ისე მსაჯობენ, როგორც უნდათ?!

გავასაჩივრებთ ამას. მაგრამ აზრი? დაასვენებენ მაქსიმუმ ერთ თვეს მსაჯს, მეტი არაფერი. რაც მსაჯმა გაგვიკეთა "დინამოსთან", ყველას ახსოვს. რა გაგრძელებაც იყო, თქვენც იცით", - გვითხრა გეწაძემ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური

17.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

საპოვნელა-ზუგდიდი 2:2

გოლები: 0:1 წურწუმია (34), 1:1 ბუხაიძე (44), 2:1 ბუხაიძე (45), 2:2 წურწუმია (67)

საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ჩიკვილაძე, ენდელაძე, ნარიმანიძე, ბოლქვაძე, შარიქაძე (39. ბანძელაძე), ქათამაძე, გულუა (64. ბიბილეიშვილი), მაკარიძე (78. მიქაბერიძე), ბუხაიძე.

სათადარიგოები: გიორგაძე, დვალი, ჭელიძე, ვაჭარაძე

მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე

ზუგდიდი: ზარქუა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, ჩუკვურაჰი, ქანთარია, ტყემალაძე, წურწუმია (88. ჩანადირი), სიხარულია, გ. სამუშია, ლაშხია (63. ქობალია), კოვალენკო (63. შეველი).

სათადარიგოები: ჯომიდავა, მალანია, ჩებოტარიოვი, თუთბერიძე

მწვრთნელი: იური ბაკალოვი

გაფრთხილება: სიხარულია (28), ლაშხია (30), ტყემალაძე (36)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19

ო. მარცვალაძე (დილა) 15

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური

23 აპრილი, შაბათი

დილა-საპოვნელა

დინამო (ბთ)-შუქურა

ზუგდიდი-ლოკომოტივი

მერანი-საბურთალო

ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა

კოლხეთი-დინამო (თბ)

ჩიხურა-სამტრედია

ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VENDETTA
ეგ რისი გამხელია? უკვე ბოდიში მოუხდია :-D ახლა დაბნეულია იმიტომ, რომ სადისციპლინო კომიტეტმა გაამტყუნა, თან მაგრად. ბაქი-ბუქას ესე ემართება.
საბა
მე არ ვიცი ვის აწყობს და კაცურად თუ იცი გაგვხილე
VENDETTA
პირველი გოლი თამაშგარედან რო გაიტანეთ მაშინ მსაჯი არ გძირავდათ?! იცით რო ვარდებით, საკუთარ თავზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა მერე დაბალ ღობეს აბრალებთ. გეხვეწებით, იყავით სუბიექტურები! მაგ ბინძურ ფულს მსაჯები თუ იღებენ, მწვრთნელები და ფეხბურთელები არ იღებენ ხომ?!
დათო
ესაა ქართული ფეხბურთი და რეალობა,გინდა მსაჯს დააბრალე გინდა ფედერაციას ასეთი ქმედებებით კიდევ დიდხანს იქნება ქართული ფეხბურთი სამარცხვინოდ ბოლოში
თენგო
ვაი ზუგდიდის ფეხბურთს უი მის ხელმძღვანელობას.გასაყრელია დიდიან პატარიანად.
დინო
ამ ბოლო პერიოდში იმერლების წინააღმდეგ მსაჯებს ხშირად ეშლებათ ! ))
zestafani
გეთამაშებინათ აქამდე ეგ ბუხაიძე , ეხლა ესეთ დგეში არ იქნებოდით
Irakli apkhaidze
მესმის, რომ ზედაპირულად რაღაცეების თქმა ადვილია და ენას ძვალი არა აქვს, მსაჯიც ადამიანია და ეშლება და რეალურად რა ხდება გუნდები ,,უწვებიან" და ,,აწვებიან" ერთმანეთს და სხვა 1000 უბედურება, მაგრამ ყველას რომ რატომღაც შენს საწინააღმდეგოდ ეშლება და ყველა რომ შენ საწინააღმდეგოთ ,,წვება" ეს ტენდენცია უკვე (კანონზომიერებაში გადასული) და დიდი ხანია ცდება შემთხვევითობის ზღვარს... ღმერთმა ყველას შეუნდოს და აპატიოს
მდაჰ...
რამდენიმე წლის წინანდელი ძალიან ისტორია მახსენდება ასეთი სტატიების შემდეგ - ზუგდიდელთა ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშის მერე გამოვიდა და მსაჯს გადააბრალა ყველაფერი (ჟურნალისტებსაც მეტი რა უნდოდათ და მიმოხილვაში ყველგან ეს მატჩისშემდგომი ინტერვიუ იყო წინა პლანზე წამოწეული). ცოტა ხნის შემდეგ გამოძებით დადგინდა, რომ იმ თამაშზე ფეხბურთელებს თავად ჰქონდათ თანხა აღებული (თუ სწორად მახსოვს ტრამვა-პირველ ტაიმში შეცვლა, თუ რაღაც მსგავსი სისულელეების თემა იყო)... დღეისთვის ყველა გუნდი დამიწექი-დაგიწვების პრინციპით თამაშობს და მსაჯებს არავინ არაფერს უხდის, უბრალოდ გუნდები ცდილობენ თავიანთი ჩასვრილი შეახოცონ, რომ თვითონ მშრალად გამოძვრნენ. გასაგებია, რომ მსაჯს შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, მაგრამ როგორ შეიძება ერთი მსაჯი 16-ვე გუუნდის მიერ იყოს გამაზული, ცოტა მაინც დაფიქრდით ხოლმე რა... პირველ რიგში გუნდის მენეჯერებს, ადმინისტრაციას და პალაჟენიის წამყვან ფეხბურთელებს მოსთხოვეთ პასუხი და მერე მიადექით ყველაზე დაბალ ღობეს - მსაჯებს...
uefa
ნაღდია, ზვიად სიჭინავა და ფედერაცია უნდა გამოყაროთ იქედან, ვაიი, ვაიიი, აზრრზე არაა ხალხი რას ამბობს
anti
გული მერევა უკვე ამ ყველაფერზე, ფედერაციის უმოქმედობაზეც, 90 იანების გადმონაშთი ხართ ყველა, რაც ნაცებმა გააკეთეს პოლიციაში, რომ მოვიდნენ სათავეში და გაწმინდეს მთელი პოლიცია აი ისე უნდა გაიწმინდოს საერთოდ ფეხბურთი, ახალი სისხლი და ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიდეს ძველები ჩასარეცხი ხართ ყველა, ერთი ყალიბით ხართ მოჭრილი, არა და არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ჩემიაობია და შენიანობია. ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა გულშემატკივრებმა ამაზე, ხვალ თქვენც შეგეხებათ ეს და თქვენს გუნდებსაც, დღეს დინამოს პრეზიდენტია მოსული და ყველა დინამოს გულშემატკივარი გაჩუმებულია, ხვალ ზუგდიდის პრეზიდენტი მოვა და თბილისელები ამოიღებს ხმას, მერე რუსთაველი კაცი მოვა პრეზიდენტად და რუსთავის გუნდი პირველი ლიგიდან პირდაპირ გახდება საქართველოს ჩემპიონი, ჩვენ გულშემატკივრებმა ვუყუროთ ამ მარაზმს და სათანადოდ არ ამოვიღოთ ხმა...
Chitovichi
ნუ გაახურეთ საქმე რააა ყველას მსაჯი როგორ გაწერიათ ენაზე კარგად ნახეთ ყველამ თერჯოლას პირველი გოლი თამაშგარე თუ არააა.ყველა მისას უყურებს.დისციპლინა და მოქცევა უნდა ისწავლოს ყველამ.ლესტერი ვეტჰემზე მსაჯმა რეებიც გააკეთა ის რომ აქ გააკეთონ . . .
თერჯოლა
ვის აწყობს და თერჯოლას, გუნდი თერჯოლაში არ თამაშობს ამ უმაღლეს ლიგას იქაურობისთვის არაფერი არ მოაქვს. არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, ფული მარტო ხელფასებში მიდის.
fifa
არ ვიცი რამდენად უნდათ ,,პატარა გუნდების" დაძირვა, მარა ვიდეოებიდან სჩანს, რომ არც თუ უსაფუძვლო პრეტენზია აქვთ თერჯოლელებს
Irakli apkhaidze
მალე გამოქვეყნდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები და ასეთი მიდგომით ჯობია ლიცენზირებაში ერთი პუნქტი ჩავდოთ: 50 000 ათასიანი უნდა შეადგენდეს ქალაქის მოსახლეობა რომ უმაღეს ლიგაში გუნდი ჰყავდეს... ხრრრრრფთუი... რამდენი მეტასტაზები ხრავს ქართულ ფეხბურთს... გასკდა გული აღარ ვიცი და ვიფიქრო და ვთქვა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა
ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა