ამ უქმეებზე სანკტ-პეტერბურგში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ჩატარდა
ფოტოზე გურამ ქოსმენაშვილი (მარჯვნიდან მეორე)

ამ უქმეებზე სანკტ-პეტერბურგში ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის თასი ჩატარდა. ჩვენგან იქ მხოლოდ ბიჭების გუნდი გამოვიდა, 10 კაცის შემადგენლობით, მათი მონაგარი კი 3 მედალია - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ქურდიანი (81) გახდა, ხოლო მესამეზე დავით გეჯაძე (55) და გურამ ქოსმენაშვილი (+100) გავიდნენ.

დამამშვიდებელში ბექა უდესიანი (66), გიორგი ხმელიძე (73) და ნიკოლოზ სისვაძეც (+100) გადავიდნენ, მაგრამ იქ პირველივე შეხვედრა წააგეს და მეშვიდეზე დარჩნენ.

ამათ გარდა, კვარცხლბეკზე კიდევ სამი ქართველი ავიდა, თუმცა ყველა - სხვა ქვეყნის სახელით: რუსეთიდან მოასპარეზე იაგო აბულაძე 60 კილოგრამში ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ გენკი კოგასთან დამარცხდა. ამავე წონაში ბრინჯაო მოიპოვა თორნიკე ჭკადუამ ჰოლანდიიდან (ქვეჯგუფში აბულაძესთან წააგო), ხოლო გერმანიაში გადასული სანდრო მაქაცარია 90 კილოგრამში გავიდა მესამეზე. თან მაქაცარიამ იესო კვირიკაშვილიც წმინდად დაგვიმარცხა ქვეჯგუფში, მანამდე კი ჩვენებურმა ყირგიზი ტამერლან ისმაილოვი დააიპონა. სანუგეშოში კვირიკაშვილმა კიდევ ერთი იპონი მიითვალა რუს არტემ ბაკალოვთან, მაგრამ წააგო ამჯერად უკვე ნამდვილ გერმანელ ედუარდ ტრიპელთან.

სანკტ-პეტერბურგში მწვრთნელთა იმედები ყველაზე მეტად ქურდიანმა გაამართლა, ვინც დამაჯერებლად მოიგო ჯგუფური ეტაპი და მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო იაპონელ სოტარო ფუჯივარასთან. იქამდე ჩვენმა ფალავანმა ყველა პექრობა დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო - ფრანგ კრისტ გენგოს და რუს ტურპალ ტეპკაევს ვაზარით მოუგო, ბრაზილიელი ლუან როდრიგესი და კიდევ ერთი ფრანგი ადრიენ კოპადო კი პირდაპირ დააიპონა. თუმცა ნახევარფინალში კოპადო იპონამდე ვაზარიზეც დააგდო. ჩვენმა ფალავანმა ფინალიც ასევე იპონით წააგო. კოპადომ ქვეჯგუფში კობა მჭედლიშვილიც დაგვიმარცხა.

ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორ მჭედლიშვილის წაგება ყველაზე უსიამოვნო მარცხია, როგორც ახალ თაობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულისა. მან მხოლოდ ბრაზილიელ ჯოვანი ფერეირას მოუგო და ისიც გაფრთხილებებით, როცა გაცილებით მეტი შეუძლია.

ქვეჯგუფი გეჯაძემაც მოიგო, ვინც პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი წმინდად დაამარცხა რუსები - რუსტამ ზაბოლოტნი ბეჭებზე დააგდო, ხოლო ალი პაფოვს ორი ვაზარი აართვა. ამით ნახევარფინალშიც გავიდა, სადაც აზერბაიჯანელთა მომავალი ჩემპიონის, ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მომგებ ნატიკ გურბანლის ბარიერი ვერ გადალახა - სუფთად დამარცხდა. სამაგიეროდ, მისი ჯავრი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეორე აზერბაიჯანელზე - კარამატ ჰუსეინოვზე იყარა, ვისაც გაფრთხილებებით მოუგო.

ჩვენთვის საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მძიმე წონაში. მოგეხსენებათ, ამ წონაში წინა - საბერძნეთის ტურნირზე კვარცხლბეკზე მხოლოდ ქართველები იდგნენ, ფინალში კი ქოსმენაშვილი საქართველოს ჩემპიონ ნიკოლოზ სისვაძესთან დამარცხდა. სისვაძის გამოსვლა ახლაც დიდ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ ის რუსულ ბარიერს ვერ გადაახტა, რადგან ყველა პაექრობა იქაურებთან ჩაატარა - პირველივე ბრძოლა წააგო ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს ფინალისტ ინალ ტასოევთან, ვისთანაც სამივე სინჯის გდება გაუშვა; მერე დამამშვიდებელში ალექსანდრ ბეგმეტოვი კი დააიპონა, მაგრამ ბოლოს წმინდად წააგო ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ ტამერლან ბაშაევთან.

ქოსმენაშვილი ქვეჯგუფში ერთადერთი გაფრთხილებით დამარცხდა ჰოლანდიელ ხურ სპიხკერსთან, მანამდე კი ესტონელი ტანელ კაროო გააბითურა - იუკოც აართვა, ვაზარიც, ბოლოს კი დააიპონა. დამამშვიდებელში ჩვენმა ფალავანმა რუსები გააბითურა - ბატირ შაკიროვი ვაზარით დაამარცხა, მიხაილ ჩერკასოვს ასევე სამივე სინჯის გდება ჩაუტარა, კემალ კაიტოვი კი იუკოთი დაამარცხა. რაც ყველაზე საყურადღებოა, ამ ბრძოლებში დაბლაჭიდში კარგი ჭიდაობის მაგალითი გვაჩვენა, როცა რუსებიც კი შებოჭა.

უდესიანმა ქვეჯგუფში ბრაზილიელი ტიაგო პიროლო და რუსი აკბატ ბეისაგუროვი იუკოთი დაჯაბნა, მაგრამ მეოთხედფინალში წააგო იაპონელთა მომავალ ჩემპიონ კენზო ტაგავასთან.

სამწუხაროდ, მან შანსი ვერც სანუგეშოში გამოიყენა, სადაც მეორე რუს ასლან აშრაფოვთან დაყარა ფარ-ხმალი.

მეოთხედფინალში დამარცხდა ხმელიძეც და იქამდე მანაც ორი ბრძოლა მოიგო: ბელორუსი ალექსანდრ აკმერი იპონზე, რუსი ალექსანდრ კუპერშმიდტი კი იუკოზე დააგდო. ამას ჯერ რუსთა სომეხ არამ გრიგორიანთან მარცხი მოჰყვა, მერე - ფრანგ ადრიენ ლელივრესთან.

ფრიად მოულოდნელი იყო ჯაბა მუმლაძის (100) ასეთი სუსტი გამოსვლაც - პირველ წრეში დასვენებული მეორეში იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ლიდა კენტაროსთან დამარცხდა, მერე კი დამამშვიდებელსაც პირველივე წრიდან გამოეთიშა რუს ასლან ჯიოევთან მარცხით. ამ წონაში უსახელოდ დამარცხდა დავით ოზბეთელაშვილიც - ლიტველი რომას პეტკუსი გაფრთხილებებით გააგდო, თავად კი სუფთად დათმო აზერბაიჯანელ მუსა შაქარალიევთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
"შავი ლომი" | "ჩიტასი" მეორედ ვეღარ გავტეხეთ
[VIDEO] გენიალური ბელინგემი და უკმაყოფილო ვინისიუსი - "რეალმა" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა
ორივე ქართველი სასტარტოში და "მეცის" მორიგი წაგება
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკებში: ირაკლი ცირეკიძის გუნდი ტრავმებმა დააზარალა
ჯონდო მუზაშვილი: დანაკლისის მიუხედავად, მაინც კარგი ჩემპიონატი გამოვიდა
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: ახალი ტურნირის დასაწყისი
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: როგორ დავლაგდებით მალაგაში?
ევროპის ჩემპიონატი. ახალგაზრდები: ქართველების მედლები სხვა ქვეყნებს
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: 20 მედალი ათენიდან!
ჭიდაობა საოკუპაციო ხაზთან - დირბის მემორიალური ტურნირი
როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ჰოლანდიური აჯობებს თუ ამერიკული?