ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

მოსალოდნელი ტრიუმფი - ჩემპიონატის ფინიშამდე 4 ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა!
ადრე თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო და სწორედ ამ ტურში მოხდა - ჩემპიონატის ფინიშამდე 4 ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" გახდა! - გუნდი, რომლის ტრიუმფსაც, ფაქტობრივად, სეზონის დაწყებიდანვე ვვარაუდობდით.

სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატების ისტორიაში ადრეც მომხდარა და მიმდინარე სეზონშიც გამეორდა ისეთი სიტუაცია, ოქროს მედლებისთვის ბრძოლაში "დინამოს" კონკურენტი რომ არ ჰყოლია...

აუცილებელი ფაქტორები

...თუმცა, ამით ნამდვილად არ გვინდა, დავაკნინოთ დინამოელთა მორიგი ტრიუმფი - სლოვაკი სპეციალისტის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით, გუნდმა 3:1 მოუგო "კოლხეთს" და რადგანაც უახლოესმა მდევარმა "სამტრედიამ" დრამატულ "იმერულ დერბიში" ფრე ითამაშა, საჩემპიონო ინტრიგაც დასრულდა!

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ინტრიგა არც ყოფილა, რადგან "დინამო" კონკურენტებს აღემატებოდა ფინანსური და საკადრო რესურსითაც. თუმცა, მორიგ და მოსალოდნელ ტრიუმფს რაღაც პეწი აკლდა. ერთი მიზეზი, ალბათ, ისევ და ისევ, კონკურენტების არყოლა იყო, მეორე მიზეზი კი... დინამოელთა სასარგებლოდ დანიშნული "ნორმაზე" მეტი პენალტი შეიძლება დავასახელოთ...

ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანის საჩემპიონო სეზონს მერე უფრო ვრცლად გამოვეხმაურებით, მანამდე კი მხოლოდ ორ ფაქტორზე გავამახვილებთ ყურადღებას - "საჩემპიონო თამაშში" პირველი ორი გოლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირებმა - გიორგი ქვილითაიამ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს. ფაქტია, ორივე გამორჩეულ სეზონს ატარებს.

კიდევ ერთი და, ალბათ, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაღა თქმა უნდა, 38 წლის ალექსანდრე იაშვილია. "დინამოს" კაპიტანმა ამ საჩემპიონო მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა. ის 20-წლიანი პაუზის მერე მიიღებს ოქროს მედალს...

ისე, გია გეგუჩაძეც არ უნდა დაგვავიწყდეს: სწორედ ამ მწვრთნელის დიდი დამსახურებაა, თბილისის "დინამო" ზამთრის პაუზას კომფორტული სატურნირო მდგომარეობით რომ შეხვდა.

"საბურთალო" და მარტინი!

გრძელდება "საბურთალოს" მშვენიერი სერია - ესპანელი სპეციალისტის, პაბლო ფრანკო მარტინის ხელმძღვანელობით, "საბურთალომ" უკვე მეშვიდე წაუგებელი მატჩი ჩაატარა! თანაც, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და ასევე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა 5 გოლი მეტოქის კარში!

აღსანიშნავია, რომ "საბურთალომ" ბოლო 2 მატჩი ისეთ გუნდებს მოუგო (თან შთამბეჭდავი ანგარიშებით), რომელთაც ქულები სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ - "გურიას", "მერანს"...

სამართლიანი თამაშის ერთგულები

უკვე ვთქვით "საბურთალოს" ყოჩაღობაზე და საბედნიეროდ, ჩვენს ჩემპიონატში სხვა გუნდებიც არიან, ასევე რომ სამართლიანი თამაშის წესებით აგრძელებენ ასპარეზობას.

ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, თუ რა ფინანსური თუ საკადრო პრობლემებით დაიწყო "ცხინვალმა" მეორე წრე და უკვე ჩვენც არ გვსიამოვნებს წამდაუწუმ იმის შეხსენება, რომ ზამთრის პაუზის მერე ერთადერთი მოუგებელი გუნდი სწორედ "ცხინვალია".

არადა, პირველი წრის შემდეგ გუნდი ლიდერთა შორის იმყოფებოდა, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ნიკა კაჭარავას სრულფასოვანი კი არა, საერთოდ, მიახლოებითი შეცვლაც ვერ მოხერხდა და ამიტომაც აქვს ამ გუნდს ასეთი ხანგრძლივი მოუგებელი სერია.

და მთავარიც: "ცხინვალს" მიმდინარე სეზონში არანაირი მოტივაცია აღარ დარჩა, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდი ყველა მეტოქესთან ბოლომდე იბრძვის და თავისზე ბევრად კი არა, მართლაც "არანორმალურად" მოტივირებულ მეტოქეებს ქულებს აკარგვინებს!

"საბურთალოსა" და "ცხინვალის" ერთგულება სამართლიანი თამაშის პრინციპებისადმი სხვა გუნდებისათვისაც მისაბაძი უნდა იყოს და სწორედ ფეარ-პლეის წესების დაცვას უნდა მივაკუთვნოთ კიდევ ერთი მაგალითიც - ქუთათურთა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებული ალექსანდრ შტელინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ისეთ მეტოქეს ("სიონი") მოუგო, ქულები ძალიან რომ სჭირდებოდა...

ზედიზედ ორი დუბლი!

...როგორც "საბურთალო" აგრძელებს წარმატებულ სვლას, ასევე წარმატებით თამაშობენ ამ გუნდის ახალგაზრდა ლიდერებიც - გუნდის კაპიტანმა, 19 წლის გიორგი ხარაიშვილმა "მერანის" გამოცდილი მეკარის, ზურაბ მამალაძის კარში ისეთი გოლი გაიტანა (საჯარიმოს მისადგომებიდან შესრულებული ეფექტური დარტყმით), თქვენი მოწონებული!

აღსანიშნავია, რომ ეს იყო ხარაიშვილის მე-11 გოლი მიმდინარე ჩემპიონატში, რაც დებიუტანტისთვის მართლაც ჩინებული შედეგია.

იმავეს თქმა შეიძლება "საბურთალოს" კიდევ ერთ ნიჭიერ ახალგაზრდაზე: 19 წლის ცენტრფორვარდმა გურამ გოშთელიანმა, ისე, როგორც წინა ტურში, ამჯერადაც დუბლი შეასრულა (ჰეთ-თრიკიც შეეძლო). ზედიზედ ორი დუბლი არ არის იოლი საქმე, ისევე, როგორც არ არის იოლი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონში 9 გოლის გატანა...

ამ ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში ("მერანი"-"საბურთალო") კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება: მასპინძელთა 27 წლის ახალწვეულმა ბესიკ ჩიმაკაძემ საქართველოს ჩემპიონატში გოლ(ებ)ი თითქმის ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა.

ეფექტური გოლების ტური

გასული ტური, წინასთან შედარებით, აშკარად მშვიდობიანი გამოდგა, თუ არ ჩავთვლით "გურიასთან" დაკავშირებულ კურიოზულ სიტუაციას (ვგულისხმობთ ლეგიონერების გაპარვას, რასაც დღევანდელ ნომერში სპეციალური წერილი ეძღვნება), განსაკუთრებულად საგანგაშო არაფერი მომხდარა. რაც მთავარია, არც მსაჯები უცემიათ სადმე და არც ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს(!) შორის გაჩაღებულა ხელჩართული ჩხუბი...

ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის ბოლომდე დარჩენილი ოთხი ტურიც (პლუს, თასის საპასუხო ნახევარფინალური მატჩები) ასევე მშვიდობიანად ჩაივლის; იმის იმედიც გვინდა გვქონდეს, რომ ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ ვიხილავთ ისეთივე ეფექტურ გოლებს, როგორებიც უხვად იყო გასულ ტურში.

ეს კი არა, აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ: "სამტრედიის" 25 წლის უნივერსალმა ფეხბურთელმა გივი იოსელიანმა ტურის ცენტრალურ მატჩში "ჩიხურას" მართლაც ჩინებულ მეკარეს, დინო ჰამზიჩს იშვიათი სილამაზის გოლი გაუტანა შორეული დარტყმით.

გიორგი ხარაიშვილის გოლზე ზემოთ ვისაუბრეთ და არც "დილას" გოლები უნდა გამოგვრჩეს: 21 წლის ლევან ნონიკაშვილმა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მკერდზე მიიღო და მეორე შეხებით აუღებელი დაურტყა "საპოვნელას" გამოცდილ მეკარეს, გიორგი სომხიშვილს.

ეს უკანასკნელი პირველი გოლის დროსაც უძლური იყო, რაიმე ეღონა: ირაკლი მოდებაძემ შორეული და ზუსტი პასით მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი თეიმურაზ ღონღაძე მოძებნა და "დილას" მარჯვენა მცველმაც ეფექტური თავური დარტყმით მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა.

ამ კომბინაციაში უცნაური ის იყო, რომ მოდებაძემ და ღონღაძემ "როლები" გაცვალეს, თუმცა წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ("ლელოს" ვერსიით) და საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ მატჩის მიწურულს "თავისი" გოლი მაინც გაიტანა.

კიდევ ერთი გოლის აღნიშვნა გვინდა, მით უფრო, რომ სწორედ ამ ზუსტი დარტყმის მერე გაირკვა მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორის ვინაობა: თბილისის "დინამოს" ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ საკუთარ ნახევარზე ჯერ ერთ მეტოქეს აართვა ბურთი, შემდეგ ეფექტური ფინტით მეორე მეტოქეს გასცდა და ისეთი რეიდი განახორციელა, ბევრ შემტევს რომ შეშურდებოდა!

თუმცა, გაგრძელებაც მშვენიერი ჰქონდა ამ კონტრშეტევას: რენე ფერეირამ ბურთი მარცხენა ფლანგზე მყოფ ალექსანდრე იაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემა კი გოლად დინამოელთა ბრაზილიელმა მცველმა აქცია.

დაბოლოს, ამ ტურის კიდევ ერთ ეპიზოდზეც და იმ შემთხვევაში რომ გოლი გასულიყო, აი, ის კი ნამდვილად იქნებოდა ამ სეზონის, უდავოდ, საუკეთესო გოლი, მაგრამ "საპოვნელას" გამოცდილ კაპიტანს, დავით ოდიკაძეს სულ ცოტა დააკლდა!

ყველაფერი კი ასე მოხდა - "დილამ" მეორე გოლი გაიტანა და "საპოვნელაც" ცენტრიდან იწყებდა თამაშს. ჰოდა, სწორედ მოედნის ცენტრიდან ურტყამდა "ოდო", მაგრამ ბურთი მასპინძელთა კარის ბადეს ზემოდან დაეცა...

ყოჩაღი შემცვლელები და სადებიუტო გოლები

ლევან ნონიკაშვილისა და გივი იოსელიანის ეფექტურ გოლებზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ოღონდ ის კი არ გვითქვამს, რომ ორივემ შეცვლაზე შემოსულმა შეძლო თავის გამოჩენა. ასევე შეცვლაზე შევიდნენ და გოლები გაიტანეს 23 წლის მერაბ ურიდიამ ("შუქურა") და 22 წლის რატი ცაცკრიალაშვილმა ("საბურთალო").

იმის მიუხედავად, რომ სულ მალე სეზონი დასრულდება, თითქმის ყოველ ტურში გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ამა თუ იმ გუნდის შემადგენლობაში კიდევ ერთი ლეგიონერი გამოჩნდა.

ასე იყო ამ ტურშიც: "კოლხეთის" 26 წლის ახალწვეულმა ვლადიმირ კორობკამ (უკრაინა) საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. აი, "საბურთალოს" 19 წლის ნახევარმცველმა ირაკლი რუხაძემ კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

აქვე, კიდევ ორ ფეხბურთელზე, გასულ ტურში რომ გამოიჩინეს თავი: "ზუგდიდის" 28 წლის ნახევარმცველმა ვალიკო ტყემალაძემ უმაღლეს ლიგაში გოლი ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა, ხოლო "შუქურას" 24 წლის ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა აჭარულ დერბიში სულაც ოთხწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jango

matematika---არ გისაწავლაი სკოლაში? :) მაშინ აქ ისწავლე და უფასოდ. 16 უმაღლესი ლიგის გუნდიდან რჩება 10,ესე იგი 6 მოიჭრა,18 პირველი ლიგის გუნიდან იჭრება კიდევ 8, რადგან იქანაც 10 გუნდიანი იქნება, ჯამში თოთხმეტი ამ თოთხმეტ კლუბზე მინიმუმ მიბმული არის 400 მდე 18 წლისა და უფროსი ფეხბურთელი.იმათმა რომ ფეხბრუთში მოვიდნენ რაღაცის გეზი ხომ ჰქონდათ აღებული?ყველა მათ პერსპექტივა ორმაგად და მეტად შეუმცირდათ ინფრასტრუქტურას რომ იძახი, თუკი ფიფიას მსახურს კობიაშვილს და დათო მუჯირს სურდათ წესიერი პროგრამა, პირობები უნდა იყოს ყველასათვის თანაბარი სასტარტო და არა ბობოლებზე გათვლილი.მე უკვე დავწერე თუ რამდენ მინდორს დააგებს ჩემპიონზე გაცემული პრიზი და რამდენი ასეული ბავშვი წესიერად ეზიარება ფეხბრუთს, ეს უკვე არის პირველი ნაბიჯი. მაგრამ უპირველესი ნაბიჯი იყო რომ გამოეცხადებინათ ამ პრორგამის ფარგლებში ტენდერ-კონკურსი თანასპონსორობაზე არა მარტო ქვეყნის შიგნით არამედ მის გარეთაც და თუკი 1 წელიწადში კლუბების მენეჯმენტები ვერ მონახავდნენ თანასპონსორებს ან ახალ მფლობელებს, მერე დაექვეითებინათ დაბალ ლიაგაში. მაგრამ უმთავრესი აქ იყო ყველა სახელმწიფო კლუბის ღია სააქციო საზოგადოებად გადაქცევა რომ ვისაც რამდენი სურს და შეეძლება იმდენი იყიდოს კლუბის აქცია. მაგრამ ესეც არ გააკეთეს,რადგან სახელწმფიო ფულზე მომჯდარ ტიპებს წილებში არ უდნათ ვინმე ჩაუსვან,ან პასუხის მომთხოვნი გაუჩნდენნ. სფფ საერთოდ არანაირ გაანგარიშებებს და წერილებს არ პასუხობს,რადგან მათი მიზანია 4-5 ბობოლა კლუბის გაკეთება, მათი მომსახურება და იმის იქეთ თუნდაც წარღვნა ყოფილა. დაინახავთ უახლოეს 2 წელიწადში რამდენი ასეული ახალგაზრდა უკვე სრულასაკოვანი ჩამოშორდება ფეხბურთს, ამ ფეხბურთის მკვლელი პროგრამის გამო

• matematika

14 კლუბი ქრებაო აქ მიდის საუბარი და რომელი 14 კლუბი ქრება ? :) 16-10=6 და ეს 6 კლუბი გადადის ქვედა ლიგაში, 10 გუნდიც კი ზედმეტია მე თუ მკითხავთ, დამისახელეთ 10 გუნდი რომელმაც უნდა მიიღოს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება,სტადიონი, ბაზა, ბავშვთა სკოლა ან თუნდაც ევროპული ლიგების მე-4 მე-5 ლიგის დონის ან ინფრასტრუქტურა ან მენეჯმენტი ან რავიცი რაც გინდათ ის აიღეთ,ტაბლო განათება მინდორი სტადიონი ,ბაზა ,სასაცილოა პირდაპირ, პირველ რიგში დღევანდელი კლუბების 90% რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა , აი ამათი პრეზიდენტები,დირექტორები და მენეჯერები სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მისაცემი,ფულის ჭამის მეტი არაფერზე რომ არ აქვთ წარმოდგენა,ელეენტარული 2 ლარიანი სპონსორის მოზიდვის ... რომ არ აქვთ სხვას რომ თავი გავანებოთ დიახ. დაიჭირეთ ეს ხალხი თუ გინდათ რომ ოდესმე ფეხბურთი განვითარდეს საქართველოში

• fcd

გორელები გმერთმა დაგვიფაროს რო დინამოს ვალი გგვქონდეს როდისმე და არც არასდროს გვექნება.არც მეარმომწონს 10 გუნდიანი მარა ჩვენ ვინ გვაკითხებს ჯანგო,ისრებს კიდე რობინ გუდი ისვრის ფედერაციიდან და დინამოს ბაზიდან რო იცოდე და ვისაც უნდა გაარტყავს.

• jango

მე არანაირად არ მაწყობს და არ მინდა რომ 14 გამქრალი კლუბის ხარჯზე,ასეულობით საფეხბურთო მომავალზე მოფიქრალი ახალგაზრდების ხარჯზე,10 კლუბიან ჩემპიონატში მუდმივი დომინანტები იყვნენ დინამო,დილა,სამტრედია,ტორპედო,ბათუმი ,სხვები კი მათი "სპარინგ პარტნიორები". ეს არის დადგმული ფარსი და მეტი არაფერი.ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. კიდევ უფრო სამარცხვინოა ის რომ ჩემპიონს ლამის 3,5 მილიონს მისცემენ ისეთ ქვეყანაში სადაც მინდვრების უქონლობის გამო ამცირებენნ თურმე კლუებების ოდენობას.კი მაგრამ ეს 3,5 მილიონი რომ 6 მინდორს ეყოფა,ამაზე თუ უფიქრია ვინმეს?როგორ შეიძლება კლუბმა 3,5 ჯერ მეტი მიიღოს საპრიზო ვიდრე სხვა კლუბებს აქვთ წლიური ბიუჯეტი? ასეთი "გამარჯვებული" ხომ უკევ წინასწარვე დგება არათანასწორ პირობებში სხვებთან მიმართებაში? ერთი სიტყვით- ფეხბურთის მკვლელობის პროგრამის ზეიმია ქვეყანაში.

• jango

fcd-ს შენ რომ მიხვიდე და ადგილზე "გაუიასნო" მაგათ, ხელ-ფეხი დაგატყდება? :) თუ "დილა'-ს უკვე ყველაფერი აწყობს თუკი მესამე ადგილს შეინარჩუნებს და ახლა ისრებს აქეთ მომართავ?თუ ვალი მოიხადეთ იმით რომ ორივე მატჩში დაამარცხეთ დინამო?

• fcd

Jango midi mere kalasatan DA mogvardeba magis moyvanilebi ararian kobiashvili DA mumu..

• jango

უმდიდრესი ღარიბთა შორის პენალტოჩემპიონი.დათვალეთ რამდენი პენალტი დაიდო დინამოს სასარგებლოდ ამ სეზონში და რამდენმა მათგანმა გადამწყევტი როლი ითამაში მატჩების რეზულტატზე (ან ბოლოში ან საწყისსავე წუთებზე ) აი ესაა დინამო დღეს. მეც მინდა რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე ქართული კლუბი მოხვდეს, გამიხარდება და ვუქომაგებ გულითა და სულით. მაგრამ ასეთ ჩემპიონს ქვეყნის შიგნით მხოლოდ მუდამ დამარცხებას ვუსურვებ. ახლა მაინც ხომ ხვდებით ვისი ხუშტურების გამო ქრება 14 კლუბი და ხდება 10 კლუბიანი ჩემპიონატი,ვისთვსი ხდება ფეხბრუთის მკვლელობა და ამას კიფევ გადარჩენას უწოდებენ.

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

კახა კაშია: ელვინ ტერას ქართული პასპორტის აღება ნამდვილად სურს

პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები

[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე ცნობილი ჩხუბები [VIDEO]

"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ

პაბლო მარტინიც გაუშვეს - ესპანელი სპეციალისტი "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოს" სამეულში მოხვედრაც შეუძლია

ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება

ლევან სალუქვაძე: თბილისის "დინამო" არჩეულ გზას არ გადაუხვევს!

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

გვინდა თუ არა ჯოვინო ფლამარიონი საქართველოს ნაკრებში და როგორია წარსული გამოცდილება? [+გამოკითხვა]

"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება

"ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა ბრაზილიაში ითამაშებს

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

ქართველები ევროპა ლიგაზე - კიტეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა

გია ჭიაბრიშვილი: პაბლოს გუნდი კარგად იცავდა თავს, ჩვენ უკეთ ვუტევთ

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...

გია ჭიაბრიშვილის არჩევანი: ნაკრები თუ ისევ "საბურთალო"?

"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა

გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს

თბილისის "დინამო" - ახალი გუნდის კონტურები

ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში

"ზუგდიდი": პირველი ახალწვეული ბესიკ ჩიმაკაძეა, უკრაინელები დაიწუნეს

სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

"საბურთალომ" ყველა ესპანელი, მათ შორის, მანოლო იეროც გაუშვა