"მეუბნებიან, რომ ისრაელში მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნების 90-პროცენტიანი შანსი მექნება"
შარშან, 22 მაისს, "საბურთალო" ქუთაისში "ტორპედოს" ესტუმრა. იმ შეხვედრაში გურამ გოშთელიანი შეცვლაზე შევიდა და 92-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. მას შემდეგ 20 წლის თავდამსხმელს აღარ უთამაშია, მაგრამ მიზეზი დისკვალიფიკაცია არ იყო - გოშთელიანს "წითელი" ბარათი ტრავმამ "უჩვენა" და ეს ნიჭიერი თავდამსხმელი უკვე ერთი წელია, ვეღარ მომჯობინდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ტრავმის გამო იძულებით ისვენებს და გუნდს ვერ ეხმარება. კლუბის პრესატაშის, კახა მგელაძის ცნობით, გოშთელიანი ისრაელში გაემგზავრა, სადაც რეაბილიტაციის კურსს გაივლის. ის თელ-ავივში მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ცენტრ ASSUTA-ში რეაბილიტაციის 20-დღიან კურსს გაივლის, თბილისში დაბრუნდება და რეაბილიტაციის პროცესს ცენტრის ექიმების მეთვალყურეობით გააგრძელებს.

"დიდი ხანია, ძვლის ანთება მაწუხებს და ტრავმა საკმაოდ გამიმიზეზდა. მეუბნებიან, რომ ისრაელში მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნების 90-პროცენტიანი შანსი მექნება. მჯერა, მალე გამოვჯანმრთელდები და თამაშს ისევ გავაგრძელებ", - ამბობს გოშთელიანი.

ამას გარდა, 2 კვირა იძულებით გაგი მარგველაშვილიც დაისვენებს. "საბურთალოსა" და ახალგაზრდული ნაკრების მცველმა "ლოკომოტივთან" შეხვედრაში მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გორის "დილასთან" მომდევნო შეხვედრას ავტომატურად გამოტოვებდა, მაგრამ...

თამაშის გაცდენის მიზეზი ტრავმაც არის - მარგველაშვილი იმავე შეხვედრაში დაშავდა კიდეც და შესაცვლელი შეიქნა. მას მარჯვენა ტერფის იოგებისა და მყესების დაჭიმულობა აღმოაჩნდა და "საბურთალოს" ცნობით, ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ განაახლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
გაგი მარგველაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს
"საბურთალომ" საკონტროლო მატჩში პირველლიგელი "გაგრა" დაამარცხა
ბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
პაბლო ფრანკო მარტინი "საბურთალოს" ფეხბურთელების ნიჭიერებამ გააოცა
ჩაკვეტაძის ტრავმა, კანკავას გაძევება და "სლოვანის" გმირობა - "ლეხი" გავიდა, "ფეჰერვარი" გამოვარდა [VIDEO]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"ყარაბაღმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროში" გამოაგდო - აზაროვის "ცრვენა ზვეზდაც" პლეი-ოფშია
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში გადავიდა