საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
ტურის ცენტრალური მატჩი იმაზე დაძაბული გამოდგა, ვიდრე ველოდით. თბილისის "დინამო" მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია ევროსაგზურისთვის მებრძოლ "სამტრედიას". სტუმართა უმოტივაციობის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა.

იმთავითვე ვთქვათ, რომ თბილისის "დინამო" უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით. კლუბის გენერალური დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის განცხადებას ჩვენი წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლად სამსაჯო თამაში. რა თქმა უნდა, ასე ერთი შეხედვით ვერ ვიმსჯელებთ მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება სამსაჯო კოლეგია და ჩვენზე კომპეტენტურად ის შეაფასებს არსენ ნონიკაშვილისა და მის დამხმარეთა მოქმედებას.

ერთი კია, რომ პირადად ჩემი აზრით, დადგა მომენტი, როცა მსაჯთა ბრიგადას ხელიდან გაექცა თამაშის სადავეები. მათ თავიდანვე რომ მიემართათ შედარებით მკაცრი ზომებისთვის, თამაშის ბოლოს წითელი ბარათების ცვენა აღარ გვექნებოდა.

"დინამოს" გულისწყრომა განსაკუთრებით იმ ეპიზოდმა გამოიწვია, როცა ნიკოლოზ გელაშვილი, მათი აზრით, ერთ-ერთმა სამტრედიელმა მცველმა ხელით დაიჭირა. ეს ეპიზოდი მართლაც ჰგავდა წესის დარღვევას...

ისევ თამაშზე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბედნიერია გუნდი, რომელსაც ასეთი ქომაგი ჰყავს. რა თქმა უნდა, იყო ემოცია, მათ შორის, მძაფრიც, მაგრამ კარგა ხანია, ქართულ სტადიონებზე ასეთი გულშემატკივრობა არ მინახავს. თუმცა, სასურველია, ეს ნაკლებაგრესიულად ხდებოდეს...

"დინამოს" თამაშს აშკარად დაამჩნია კვალი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ. ალეკო ამისულაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და ჯაბა ჯიღაური საქართველოს ჩემპიონისთვის სერიოზული ძალაა, ალექსანდრე იაშვილი კი, ჩემი აზრით, "დინამოს" სულაც უპირობო ლიდერია...

პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება სხვა მხრივაც გამორჩეული იყო. სხვა თუ არაფერი, 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. სახიფათო მომენტები კი ორივე კართან მრავლად შეიქმნა. პირველიდან ბოლო წამამდე მინდორზე ვნებები დუღდა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ გაიმარჯვებდა ის გუნდი, რომელიც უკეთ გამოიყენებდა საგოლე შანსებს.

...ანგარიში "სამტრედიამ" გახსნა. ძალიან აქტიურმა გიგი იოსელიანმა "კედელი" გაათამაშა პარტნიორთან და ლიბორ ჰრდლიჩკას შანსი არ დაუტოვა. ანგარიში მალევე გათანაბრდა - ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი სამტრედიელთა კარის ახლო კუთხეში გავიდა. იქვე ტრავმა მიიღო რენე ფერეირამ...

თანაბარ ანგარიშზე სტადიონის ტრიბუნებზე ვითარება მცირე ხნით დაიძაბა, თუმცა თამაში განსაკუთრებული ექსცესების გარეშე გაგრძელდა და ასევე დასრულდა. ამაში თავისი წვლილი სტადიონზე მრავლად მობილიზებულმა სამართალდამცველებმაც შეიტანეს.

"სამტრედიამ" დავით ჯიქიას გოლით მოიგო. ექსდინამოელმა ბურთით ისე იარა, თბილისელმა ფეხბურთელებმა ხელი ვერაფრით შეუშალეს. ამას პერსპექტიული ფეხბურთელის ძლიერი და ზუსტი დარტყმაც მოჰყვა.

2:1 და "სამტრედია" აგრძელებს ბრძოლას მეორე ადგილისთვის.

მატჩის შემდეგ

თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა:

"მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მატჩის მოვლენებს. ის, რაც დღეს სამტრედიაში მატჩამდე, უშუალოდ მატჩის დროს და შემდეგ ხდებოდა, არის ქართული ფეხბურთისთვის დამღუპველი. აქამდე ჩვენ სამსაჯო კორპუსის ქმედებებზე კომენტარი არასდროს გაგვიკეთებია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯის მოქმედებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - "ზღვარგადასული".

არსენ ნონიკაშვილს თამაშის სადავეები დასაწყისიდანვე გაექცა ხელიდან, რამაც შექმნა უსიამოვნო ემოციური ფონი და შემდეგ უარყოფითი მუხტი უშუალოდ მოედანზე და ტრიბუნების მოქმედებაზეც აისახა.

დღევანდელი დღე ჩვენი ფეხბურთისთვის იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და იმედია, მსგავს შემთხვევებს შემდგომში ადგილი არ ექნება. მეტოქეს კი ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური

30.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-დინამო (თბ) 2:1

გოლები: 1:0 იოსელიანი (18), 1:1 ჭანტურიშვილი (29), 2:1 დ. ჯიქია (56)

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი (84. ახალაძე), რაჟამაშვილი, იოსელიანი (77. სიხარულიძე), ზივზივაძე, ჯიქია (90. მთივლიშვილი).

სათადარიგოები: მეშველიანი, ა. კვარაცხელია, შ. კერძევაძე, თვალავაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა (35. ჭელიძე), გველესიანი, კაკაბაძე, თევზაძე (59. მიქელთაძე), მიკელ ალვარო, პარუნაშვილი, გელაშვილი, ჭანტურიშვილი, ქვილითაია (67. არაბული).

სათადარიგოები: ბეგაშვილი, გურული, ჯანელიძე, ს. ლობჟანიძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: ლობჟანიძე (44), მიკელ ალვარო (45), მჭედლიშვილი (74), მიქელთაძე (74)

გაძევება: გელაშვილი (79), მიქელთაძე (90), კაკაბაძე (90), ახალაძე (90)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20

ო. მარცვალაძე (დილა) 16

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15

ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXVIII ტური

8 მაისი, კვირა

კოლხეთი-სამტრედია

ზუგდიდი-მერანი

დილა-საბურთალო

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი

ტორპედო-საპოვნელა

ცხინვალი-შუქურა

9 მაისი, ორშაბათი

დინამო (თბ)-გურია

ჩიხურა-სიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jallaall
Dinamos ro apraveb sul... erti statia miudgveni ici raaas? Samtredias rogor waartva dinamom chempionoba tankebittt.... da kadrebi amoigeee xo ari eg kadrebiii., magram magas rogor gabedavt mere pipias ra pasuxs gacemt... ai amis gamoa xalxi agresiuli
irakli
ნაკლებაგრესიულიო რო ამბობ მიზეზი იკითხე ჯერ რატო იყო ხალხი აგრესიული? ყველაფერი დინამოს ფანებმა დაიწყეს სბანე
dato
დინამოს ხალხი აკლდაო და ის რატო არ დაწერე სამტრედიას რო აკლდა წამყვანი პეხბურტელები? რატო არ აქვეყნებ სმს არ გსიამოვნებს ხო დინამოს ლანდგვა
dinamo
ავტორს ვეთანხმები საშინელი მსაჯობა იყო და კიდე რატო უნდა ძულდეს ასე ქართველს ქართველი
jango
სტუმართა უმოტივაციობის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა.-----თურმე დინამოს იმდენად სუსტი აქვს თავმოყვარეობა და პასუხიმგებლობის გრძნობა რომ როგორც კი ჩემპიონობა ხელთ მოიგდო, მის მერე მოტივაცია დაეკარგა??? მაშინ ასეთი კლუბი პირველ ლიგაშია დასაქვეითებელი(მაყურებელი მაინც არა ჰყავს) და ყევლა რეგალიები უნდა ჩამოერთვას. პირიქით გაჩემპიონების მერე ჩემპიონმა უახლოეს მდევართან უნდა დაამტკიცოს რომ ის ტყუილად არაა ჩემპიონი. ამ თამაშში იყო ორი სხვადასხვა კლასის და სტილის კლუბების ჭიდილი და უფრო გამართულმა,უფრო კლასიანმა და დალაგებულმა კლუბმა აჯობა იმას რომლის ჩემპიონობაც ამ მატჩის მერე საეჭვოდ ხდება ლოგიკის დოენზე (ფორმალობა გაიფორმეს) და საფიქრალი ის გვრჩება,. მოახერხებს კი ეს ჩემპიონი თუნდაც იმას რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით ევროპალიგის ჯგუფურზე მოხვდეს ან წინასაჯგუფო პლეი ოფზე???
გუკა
"ტ..კის თამაში"
samtredia
ავტორი აქაც შედარებით ცდილობს დინამოს გაპრავებას მაგრამ ძლივს ვნახე მეტნაკლებად ობიექტური სტატია სამრედიაზე. მაინც მადლობა ალეკო კაკაურიძეს. მაინ მადლობა რაც მთავარია ვიღაც ჩამოვიდა თამაშზე
izi
თურმე ფეხბურთელს რომ ნერვებმა მატჩის ბოლოს ნერვებმა უმტყუნა მსაჯს დასაწყისში უნდა მიეცა გაფრთხილება.ასლინნაია ლოგიკა
izi
პასუხისმგებლობის მომენტი მსაჯებს თუ აქვთ ჟურნალისტსა თუ კომენტატორსაც უნდა ჰქონდეს მსაჯების მიმართ, დაწერთ რაღაცას ( ან მატჩის მსვლელობისას დააბრეხვებთ სისულელეს) აღიზიანებთ გულშემატკივარს, რაც იწვევს აგრესიას მსაჯების მიმართ, მერე მსაჯთა კოლეგია დაადგენს რომ მსაჯი იყო აბსოლუტურად მართალი თქვენ კი საჭიროდაც არ ჩაგითვლიათ ერთხელ მაინც ბოდიში მოგეხადოთ თქვენი საქციელისთვის.მოკლედ, ჯერ სიმართლე გაარკვიეთ და მერე წერეთ.
დაკვირვებული თვალი
ჯიქიამ ბურთით ისე იარა,თბილისელმა ფეხბურთელებმა ხელი ვერაფრით ვერ შეუშალესო-არ შეუშალეს,იმიტომ რომ "სამტრედიას" გაეტანა ბურთი/ასეც მოხდა,კალაძის ფაქტორი მუშაობს/,წინასწარ იყო დაგეგმილი სამტრედიის გამარჯვება. დანარჩენი კი...გაგდებები და ხუციშვილის კომენტარი მსაჯებზე და მსაჯობაზე "სიაფანდობებია" და მეტი არაფერი. ასეა ეს ყველაფერი,საქართველოში ფეხბურთი ვერ განვითარება...
irakli apkhaidze
,,აწი გინდ შაიტანე გინდ გამაიტანე თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო" - დინამოს როცა დაჭირდა მსაჯები ,,მხურვალედ" ედგნენ გვერდით და აწი რაღა აზრი აქვს მსაჯები ,,გაამწარებენ" თუ არა? :))))
სიმართლე
ვაჟბატონმა ხუციშვილმა ტორპედოსთან ნაჩუქარ პენალტზე რატომ არ გააკეთა კომენტარ ეხლა რომ აეწვა კუჭი!
giorgis
მსაჯები თქვენ მხარეზე იყვნენო რომ იძახი, რამდენი სადავო მომენტი არ მიცეს დინამოს-იგივე ტორპედოსთან ან დილასთან, იმდენი მოგხვდათ გულზე.
გიორგი
ხუციშვილო, რომ წერ:" აქამდე ჩვენ სამსაჯო კორპუსის ქმედებებზე კომენტარი არასდროს გაგვიკეთებია,"-ო, არ დაგჭირებიათ და მიტომ,მსაჯები სულ თქვენს მხარეზე იყვნენ და ვის ეტყოდით საყვედურს? ისე, როგორი ყოფილა სხვისი გამწარება???
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
სამტრედია-ტორპედო 2:1 - პირველი სუპერთასი და პირველი დუბლი! [VIDEO]
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
სამთვენახევარია ფეხბურთელებს ხელფასი არ მიგვიღია... სფფ-მ "ზუგდიდს" ვადა მისცა
ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ქართველი კომენტატორი გელაშვილზე - გაცუდებული მომენტების სპეციალისტი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
მარკო ვუკაშოვიჩი: გაგიკვირდათ, უნგრეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი?
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?
საქართველო-თურქეთი 5:2 - გაწევ-გამოწევა და მეკარის გოლი [VIDEO]
საქართველოს თასი. 1/8-ფინალი: მესამელიგელი მეოთხედფინალში!
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: ჩემპიონი "დინამო" სამტრედიაში დამარცხდა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
საჩხერის "ჩიხურა" 24 წლის ჩერნოგორიელ ნახევარმცველ მარკო ვუკაშოვიჩს იმატებს
სამტრედია-საბურთალო 8:2 - აწყვეტილები
გია ცეცაძემ "სამტრედიაში" ოთხი ფეხბურთელი მიიწვია
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
ჩიხურა-სამტრედია 1:1 - ორი განსხვავებული ტაიმი ივანწმინდაში [VIDEO]
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ნიკოლოზ გელაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა