"დიდი მადლობა საქართველოს, რომ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სიმართლის მხარე დაიკავა"
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას მე-40 კონგრესი გაიმართა. მთავარი საკითხები ევროფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის გაწევრიანება და უეფას აღმასკომში ქალბატონის წევრად არჩევა იყო...

გადაწყდა: გვინდა კოსოვო და... ქალი

ბუდაპეშტის მთავარ საგამოფენო ცენტრში გამართულ კონგრესს უეფას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საბერძნეთის წარმომადგენელი თეოდორ თეოდორიდისი უძღვებოდა. ზემოთ ხსენებული ორივე საკითხი დადებითად გადაწყდა: საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ფლორანს არდუენმა 33 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, უეფას ქალთა კომიტეტის შეფმა კარენ ესპელუნდმა კი - 21. ამგვარად, 2019 წლამდე უეფას აღამასკომის წევრი ფრანგი ქალბატონი იქნება.

ახლა მთავარზე: 3 მაისს უეფას წევრი ქვეყნების რაოდენობა 55-მდე გაიზარდა - ამიერიდან, ამ სტატუსით სერბეთიდან გამოყოფილი კოსოვოც ისარგებლებს.

ეს იყო ბოლო წლებში უეფას მიერ მიღებული ყველაზე საკამათო გადაწყვეტილება. დავიწყოთ იმით, რომ კოსოვოს გაწევრიანებაზე კენჭისყრა ხმების მარტივი უმრავლესობით ჩატარდა.

დელეგატებს ფარული კენჭისყრის იდეა შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანმა ალექს მიშერმა შესთავაზა.

სერბები უეფას უჩივლებენ

სერბეთის საფეხბურთო ორგანიზაციის პრეზიდენტმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს მიღება დაუშვებელი იყო.

"ჩვენ არ ვართ იმის წინააღმდეგი, რომ ფეხბურთი მთელ ევროპაში ითამაშონ, მაგრამ წინააღმდეგნი ვართ, იმ ორგანიზაციის გაწევრიანებას დავეთანხმოთ, რომელიც უეფას მოთხოვნებს არ იცავს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმის ნიშანი იქნება, რომ პოლიტიკა ფეხბურთში ერევა.

მე კი მსურს, მნიშვნელოვანი ფაქტი შეგახსენოთ: კოსოვო გაერო-ს წევრი არ არის. უეფას წესდების მე-5 პუნქტში კი წერია, რომ ორგანიზაციის წევრებად მხოლოდ გაერო-ს მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული ქვეყნების ფედერაციების მიღება შეიძლება.

იბადება კითხვა - უეფას რომელმა სტრუქტურამ გადაწყვიტა, რომ კოსოვოს ფედერაციის წესდება მის წესდებას შეესაბამება? კოსოვოს შესახებ გაერო-ს რეზოლუცია მეტყველებს, რომ ის სერბეთის განუყოფელი ნაწილია", - ამბობს კარაჯიჩი.

შეგახსენებთ, რომ კოსოვო ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა - სერბეთი მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა მის ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

სამწუხაროდ, პოლიტიკა ფეხბურთში მაინც ჩაერია: უეფას 28 წევრი ეროვნული ფედერაცია კოსოვოს გაწევრიანებას მიემხრო, ორმა თავი შეიკავა, ხოლო 24-მა თქვა - "არა"!

კონგრესის შემდეგ კარაჯიჩმა სერბეთის ტელევიზიით კიდევ უფრო მკვეთრი კომენტარი გააკეთა:

"ბევრმა დელეგაციამ ბოდიში მომიხადა, უეფაში კოსოვოს წევრობას ხმა რომ მისცა. მათი თქმით, ისინი პოლიტიკოსებმა აიძულეს. ბევრი დელეგატი, კენჭისყრამდეც და მის შემდეგაც, ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

საინტერესოა, რას ფიქრობენ იმ ქვეყნებში, რომელთაც სეპარატიზმი სერბეთის მსგავსად აწუხებთ? არსებობს კი მათი დაცვის მექანიზმი? დღევანდელმა გადაწყვეტილებამ უეფას სახელს უდიდესი ზიანი მიაყენა. მაგრამ ჩვენ ამ თავხედური ნაბიჯის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი უკვე შემუშავებული გვაქვს.

ხალხი ამას არ მოითმენს - ბელგრადიდან უკვე საგანგაშო ინფორმაციები მომდის".

ბელგრადში ქვეყნის სპორტის მინისტრმა ვანია უდოვიჩიჩმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში სერბეთი უეფა-ს ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში უჩივლებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმაც ბრძანა, რომ სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია უკანონო გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

სერბის მადლობა საქართველოს

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენდნენ.

ცხადია, "ლელო" დაინტერესდა, რა პოზიცია დაიკავეს ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს წარმომადგენლებმა. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხმა კოსოვოს გაწევრიანების მოწინააღმდეგე 24 ქვეყანას შორის მოხვდა. ამაში გასაკვირი არაფერია. კოსოვო სერბეთისთვის ის ადგილია, სადაც ერთ დროს საკუთარი სახელმწიფოებრიობა დააფუძნეს, მათთვის ეს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების ანალოგია.

საქართველო არ აღიარებს კოსოვოს და, ცხადია, სფფ ქვეყნის პოლიტიკურ კურსს ვერ და არ გადაუხვევდა.

ბათუმის "დინამოს" მცველმა მარკო მიხაილოვიჩმა "ლელოსთან" კომენტარში რადიკალური პოზიცია დააფიქსირა:

"ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ უეფა პოლიტიკური ორგანიზაციაა. სხვაგვარად, სერბეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ მეთოდით არ დაიწყებდა და ასეთ ნეგატიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

სამწუხაროა, რომ უეფა მხოლოდ ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოქმედებს. სერბი ხალხი იმედგაცრუებულია. ეს ფეხბურთი აღარ არის, მასში პოლიტიკა აშკარად ჩაერია.

დიდი მადლობა საქართველოს, რომ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სიმართლის მხარე დაიკავა".

ერთ ჯგუფში რომ მოვხვდეთ?

ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ამბობს, რომ ახლა კოსოვოს ფიფა-ში გაწევრიანებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. უეფა-ს გენერალური მდივნის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა თეოდორიდისმა კი სერბულ ტელეარხთან მოკლე კომენტარში ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა - გარწმუნებთ, უეფა სერბეთს და კოსოვოს ერთ შესარჩევ ჯგუფში არ მოახვედრებსო.

მაგრამ აქ ერთი რამაა საინტერესო - როგორ მოიქცევა უეფას ის 24 წევრი ქვეყანა, რომელიც კოსოვოს გაწევრიანებას არ ემხრობა და მას სახელმწიფოდ არ აღიარებს? ან რა მოხდება, მაგალითად, თუ კოსოვოს ნაკრებები ან კლუბები შესარჩევ ჯგუფში და ევროტურნირებზე ქართულ გუნდებთან დაწყვილდებიან? მათ აქ შემოსვლაზე საქართველოს ხელისუფლება ვიზებს გასცემს?

კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დავუკავშირდით და პასუხს გვიანობამდე ველოდით. იმედია, კომენტარს ხვალინდელ ნომერში მაინც შემოგთავაზებთ.

მაგალითები კი ცნობილია: ევროპალიგაზე მოსკოვის "სპარტაკი" შვეიცარიულ "სენტ გალენს" რომ იღებდა, შვეიცარიელთა 2 ფეხბურთელი რუსეთში არ შეუშვეს, რადგან ისინი არაღიარებული ქვეყნის, კოსოვოს მოქალაქეები იყვნენ.

სწორედ ეს ამბავი გვაფიქრებს, რომ უეფა-მ იმდენად წინდაუხედავი გადაწყვეტილება მიიღო, საეჭვოა, კოსოვოელები გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე 24 ქვეყანაში მიიღონ. ასეთ შემთხვევაში, რა ბედი ელის უეფა-ს სანაკრებო და საკლუბო ტურნირებს და საერთოდ - რას გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება?

პოლიტიკოსების გამოხმაურება

ამ თემაზე საინტერესო და, რაც მთავარია, ერთნაირი კომენტარები გააკეთეს აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ქართველმა პოლიტიკოსებმა:

ლევან ბერძენიშვილი (პარლამენტარი, "რესპუბლიკური პარტია"):

"ვუმასპინძლებთ თუ არა საქართველოში კოსოვოელებს, ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, მაგრამ, რადგან ამ ქვეყანას არ ვცნობთ, ერთ ჯგუფშიც რომ მოვხვდეთ, ვერ მივიღებთ და ვერც მათთან ჩავალთ.

ჩემი აზრით, ეს პოლიტიკურ საკითხებში უეფა-ს უხეში ჩარევა და უდიდესი შეცდომა იყო. ამ ორგანიზაციის მმართველებს მეტი სიბრძნე მოეთხოვებოდათ. ახლა რა გამოდის? ისეთი ჯგუფები უნდა შეადგინონ, კოსოვოს ნაკრებები და გუნდები მხოლოდ მაღიარებელ 28 ქვეყანასთან მოხვდეს და 24-ს ვერ ეთამაშოს?

ეს ძალიან დიდი შეცდომაა"!

აკაკი ასათიანი ("საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი"):

"დედამიწის ზურგზე პოლიტიკა ყველაფერში ერევა და უპირველესად - ფეხბურთში. ამ გადაწყვეტილებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ახლა კი საფრთხის წინაშე კიდევ ერთხელ დავდექით. მერე გვეტყვიან, რომ პოლიტიკა სპორტში არ უნდა ჩაერიოსო და გვაიძულებენ, კოსოვოელებს ვეთამაშოთ.

ეს არის საკითხი, რომლის გამოც ეს 24 ქვეყანა და პლუს ის ორიც, რომლებმაც გადაწყვეტილებაზე თავი შეიკავეს, საერთო ენა უნდა გამონახონ. ამ ქვეყნების მთავრობებმა, საგარეო და სპორტულმა უწყებებმა ერთი პოზიცია უნდა დაიკავონ".

სანდრო ბრეგაძე (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე):

"რადგან საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს, აქედან გამომდინარე, კოსოვოს ნაკრებებსა და კლუბებსაც ვერ მივიღებთ.

საერთოდაც, ეს გაუგებარი გადაწყვეტილებაა, რადგან უეფა-ს 24 წევრი ქვეყანა კოსოვოს არ ცნობს და მისი გაწევრიანება იურიდიული ნონსენსია - კოსოვო გაერო-ს წევრიც არ არის და რომელი ქვეყნებიც ჩვენსავით არ აღიარებენ მას, როგორ უმასპინძლებენ?

ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძიება უეფა-ს ძალიან გაუჭირდება. რეალურად, ამ ორგანიზაციამ საკუთარი თავი უდიდესი დილემის წინაშე დააყენა".

რუსების ორმაგი სტანდარტები

რუსეთის საფეხბურთო კავშირი უეფა-ს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგა. მომხდარმა რუსულ ფორუმებზე ნამდვილი ომი გამოიწვია. იქაური გულშემატკივრები უეფა-ს ფარისევლობაში ადანაშაულებდნენ, რამაც ქართველების მძაფრი რეაქცია გამოიწვია.

"უეფა ფარისევლებისაა? კოსოვო თუ სერბეთია, მაშინ რატომ არ არის თქვენთვის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი საქართველო?"

"იმიტომ, რომ კოსოვო სერბეთია, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი კი საქართველო არ არის".

"ეს რა კრიტერიუმებით დაადგინეთ"?

"მოსკოვსკი კომსომოლეცში" ექსპერტი ანდრეი მალოსოლოვი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ მიერ შექმნილი სეპარატისტული რეგიონებისთვისაც იგივე სტატუსი მოითხოვოს.

"ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაში უეფა-ს უხეში ჩარევაა, რადგან კოსოვო, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს და მას ნახევარი მსოფლიო არ აღიარებს. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

მეორე მხრივ, შეიძლება ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა ისარგებლოს და საკუთარ ჩემპიონატში ყირიმის გუნდების ჩართვა დაჟინებით მოითხოვოს. ასევე, თუ კოსოვო უეფა-ს წევრი გახდა, რატომ არ შეიძლება იგივე სტატუსი ყირიმს მიანიჭონ? ჩემი აზრით, ანალოგიური უფლება სხვა არაღიარებულ ქვეყნებსაც გააჩნიათ - აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, დნესტრისპირეთს და, რა თქმა უნდა, დონბასს. ეს იქნება ლოგიკური და სამართლიანი", - ამბობს რუსი ექსპერტი.

აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ, რომელიც ამავე დროს საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტიცაა, აღიარა, რომ უეფა და ფიფა ყირიმთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლიან. ცხადია, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც ანალოგიური ვითარებაა.

ერთადერთი აზრი, რაშიც რუსებს ვეთანხმებით, იქაური საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა თქვა - კოსოვოს აღიარებით, უეფა-მ საფეხბურთო ევროპა გახლიჩა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

999l
ხომ ხედავთ რომ თქვენ არავინ გისმენთ
guga 04 მაი
ჩემო გუგა: შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ასე შემდეგ არ არიან დამოუკიდებლები, მაგრამ შენ ალბათ ახალგაზრდა ხარ და არ იცი, რომ ამ "დიდი ბრიტანეთის" შემადგენელ სუბიექტებს, მათ შორის თავად ინგლისიც ცალკე ფედერაციებით წარმოდგენილი არიან ფიფაში, მხოლოდ იმიტომ, რო "დიდი ბრიტანეთი" აღიარებულია ფეხბურთის სამშობლოდ და ამგვარად გამოხატავენ პატივისცემას მის მიმართ. და ამის წინააღმდეგი სულაც არ არის ინგლისი. რაც შეეხება ფარერებს, ვინ გითხრათ რო ის ვინმეს რამეში ყელში გაეჩხირა? ვინმემ გაასაჩივრა მისი ფიფაში გაწევრიანება? ვინმემ ანექსია გაუკეთა ამ კუნძულებს?
qutaiseli
თურქები იყვნენ ყველაზე ჭკვიანი დამყრობლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რა იყო ქართველის ყველაზე მძლავრი იარაღი რჯული და როცა შენ რჯულს გართმევენ შენი იდენტობა იკარგება ასეა ეს დაარ დამიწყოს ეხლააქ ვინმემ რას ამბობ კაცო მუსლიმი ქართველი კარგი არ გინახიაო ეგრე რო ეაზროვნა ჩვენ წინაპრებს დედიან ბუდიანად გადაშენდებოდა მართლმადიდებელი საქართველო და იქნებოდა თურქთა სახანო როგორც ეხლა თურქულ სკოლებში მოიხსენიებენ აჭარას და გურიის ნაწილს.ეგ კიარა თურქებისთვის მოქალაქეობის მიცემა და მათი მომრავლება ხელოვნურად აჭარაში უნდა იყოს დასჯადი თან მკაცრად რფო გულშიც არავინ გაივლოს მომავალში შადიმანობა.,
ზაზა
ისტორიულად სახელმწიფოები მუდმივად განიცდიდნენ ტერიტორიულ ცვლილებს,და მეტწილად დამოკიდებული იყო ცვლილება დემოგრაფიაზე.ეკონომიკურად უნდა ვიყოთ ძლიერები,უნდა ვაფინანსებდეთ ოჯახებს თითოელ ბავშვზე და.ა.შ...ზოგჯერ ჩვენი მტრები ხელოვნურად ,ძალით ცვლიდნენ დემოგრაფიულ სიტუაციას,მაგ შაჰ–აბასმა გადაასახლა ფერეიდანში ჩვენი თანამემამულეები>იგივე პოლიტიკა აწარმოა ჩვენს მიმართ ჯერ ელცინის რუსეთმა აფხაზეთში,მერე პუტინმა სამაჩაბლოში(სრული სიმართლე თქვა სააკაშვილმა,რომ საქართველოს არ ყოლია შაჰ–აბასის შემდეგ პუტინივით დ..მ...მტერიო!)(((...დღეს რომ ქართველები აფხაზეთში მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ,აფხაზეთის დამოუკიდებლობას რუსეთი ვერ აღიარებდა! ჯერ მოაწყო ეთნოწმენდა და როცა შეეშინდა,რომ დავიბრუნებდით ძალით,დავაბრუნებდით ქართველებს –აღიარა სახელწიფოდ(((....მივიღეთ დამოუკიდებლობა და რას ვაკეთებთ თურქეთის ქართველების დაახლოებისთვის?საზღვარი ღიაა,უვიზო მიმოსვლაა და რა?არაფერი–0!...რომ ჩამოვიდეს ქართველი თურქეთიდან,ვეძახით თურქს და მტრული მზერით ვუყურებთ მინიმუმ(პრაქტიკულად რაც უნდა თურქს,რომ არ დავიახლოვოთ)...მე ვიყავი თურქეთში ზვიადას დროს,როცა ახალი გახსნილი იყო საზღვარი.სიხარულისგან (ჩემი,როგორც ქართველის დანახვაზე)ცრემლებს ძლივს იკავებდნენ ქართველები,ლაზები!დღეს მეეჭვება ,რომ იგივე განწყობა იყოს((
ზაზა
საბოლოოდ მნიშვნელოვანია,რომ ერთ სახელმწიფოში იყოს მშვიდობა,ეკ.განვითარება და პრაქტიკული თვალსაზრისით შეუძლებელი იყო 1,5 მილიონი ალბანელის იძულება ეცხოვრათ სერბების სახელმწიფოში.რომ ყოფილიყო მცირერიცხოვანი ხალხი,მაშინ კიდევ ალბათ შესაძლებელი იქნებოდა დახმარება ალბანეთში გადასახლებაში(და ალბათ ასეც მოხდებოდა),მაგრამ 1.5 მილიონის შეუძლებელი იყო.პ.ს. რა თქმა თავის როლი ითამაშა იმანაც ,რომ სერბები რუსების სატელიტად განიხილებოდნენ,ხოლო ალბანელებმა ევროპა–აშშ–ს თხოვეს დახმარება ...
გიო
"ასა"-ს. მართალია, კოსოვოს ნაკრები 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში თბილისში ჩამოდის. რადგან ფიბა-მ ჩვენ ჯგუფში მოახვედრა, უარს ვერ ვიტყვით, რადგან სანქციებს დაუწესებს ცვენ ფედერაციას და ეს მთელ ქართულ კალათბურთზე უარყოფითად აისახება. შესაბამისად, ჩვენს პოლიტიკოსებს ვურჩევ, გზები გამონახონ, რომ სპორტს არ ავნონ. თორემ ეს უაზრო მჯიღის რტყმა კარგ შედეგს არ მოიტანს. და კიდევ, ყველას ნუ ეკითხებით ჭკუას, მათ შორის ვიღაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილეს(თურმე ასეთი სამინისტრო და თანამდებობაც არსებობს, თანაც "ყოფილი").
franio
ძიუდოში თბილისის ტურნირზე იყვნენ ჩამოსული კოსოვოელი სპორტსმენები, მაგრამ კოსოვოს დროშით არ გამოსულან, იჯფ/ს ეგიდით იჭიდავეს! ფეხბურთშიც იქნება შესაძლებელი შუალედური ვარიანტის მონახვა. რუსებს თავისი დამპლური საქმეების გამო ეწვით კუჭი და იმიტომ წივიან და კივიან ასე.
ასა
კალათბურთში, ასაკობრივ ჩემპიონატში უწევთ კოსოვოელებს თბილისში ჩამოსვლა.
vato
სერბეთი რუსეთის ინტერესებს ემხრობა ამიტომ ჩვენ ჯინაზე მხარი უნდა დაგვეჭირა.
guga
შოტლანდია, უელსი, ჩრდ. ირლანდია, ფარერის კ-ები ასევე არ არიან დამოუკიდებელი სახლემწიფოები და შესაბამისად არც გაეროს წევრები, თუმცა არიან უეფას წევრები, ასე რომ გადამეტებული აჟიოტაჟის ატეხვა არ ღირს
ქუთაისელს
არასდროს არ ყოფილა აშშ და რუსეთი ერთი ###.სანამ ასე ვიაზროვნებთ,მანამდ ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს,სამაჩაბლოს
qutaiseli
კოსოვო სერბეთის განუყოფელი ნაწილია და ეს რო იცოდე წიგნი უნდა გადაშალო და წაიკითხო რაც დღევანდელობაში იშვიათობაა და კიდე გაეროს რეზოლუციები აქ არაფელ შუაშია.გინდ ამერიკა და გინდ რუსეთი ერთი**** ორივე.
Guantanamo
სერბები რო რუსებს ვაზელინით უძვრებიან არახალია.
ზაზასგან ....–ს
დაგიგლე და ნახავ!რუსეთი,სომხეთი,სერბეთი,ვენესუელა(საერთოდ 11–14ქვეყანა სხვადსხვა დროს)მუდამ ჩვენს წინაღმდეგ აძლევდენ ხმას,ან თავს იკავენდენ დაახლოებით 70–80 ქვეყანა.ჩვენ მხარდამჭერად ხმას აძლევდა დაახლოებით 45–60 ქვეყანა!დაგუგლე და ნახავ თუ ტყემალზე ზიხარ!(( ..რა შუაშია მიშა?მომიკითხე ვოვა,არქიპო და სხვა შენი ბელადები!(((
lasha
საინტერესო სტატიაა
gaga
ყველა საკითხში პოლიტიკა დომინირებს და წყვეტს. ის რომ სპორტში, ხელოვნებაში პოლიტიკა რომ არ უნდა ჩაერიოს ეს არის მარაზმი და მაშინ იშველიებენ ამ არგუმენტებს როცა ძლიერს სჭირდება.და ის რა იყო მგზავრების პეტერბურგშიში გამოსვლაა?
zaza-s
ესე ჰაერზე ნუ ლაპარაკობ პატივცემულო, დაასახელე რომელ რეზოლუციაზე მისცეს სერბებმა ჩვენს წინააღმდეგ ხმა??? ისე მიშას, დიდ "ბელადს" მოკითხვა)))))
ზაზა
გაეროში აფხაზეთზე,სამაჩაბლოზე რეზოლუციებზე სერბები მუდამ ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას(
walkabout-s
გეთანხმები კოსოვო სერბეთის განუყოფელი ნაწილია ისევე როგორც აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს! ამ უეფამ კიდევ მაგრად მიქარა და ცუდი შედეგი მოჰყვება მაგათ ტინგიცობას! სერბებს კარგად არ იცნობენ ეგენი....
მურთაზი
ჯერ მოხდება აფხაზეთის ეკლესიის რუსეთთან მიერთება ან მისცემენ დამოუკიდებლობის სტატუსს,ჩვენ კი ელ ენერგია უნდა მივაწოდოთ უფასოთ-რას იზამ ჩვენი ძმები არიან,ჩვენ კი დავანგრიოთ სვანეთი,სამაგიეროთ აფხაზებმა ჩვენი ფულებით იგულავონ
xxx
რა მაინტერესებს როგორც მახსოვს კოსოვო თბილის ოლიმპიადაზე იყო მაშინ თუ მივიგეთ ახლა რატომ ვერ მივიგებთ
xxx
რა მაინტერესებს როგორც მახსოვს კოსოვო თბილის ოლიმპიადაზე იყო მაშინ თუ მივიგეთ ახლა რატომ ვერ მივიგებთ
ზაზა
სანამ საქართველოს ორიენტაციაა ევროატლანტიკური,ნატო,ევროკავშირი,მანამდე გამორიცხულია აფხაზეთი,სამაჩაბლოს აღიარება ევროპის,აშშ–ს,ბრიტანეთის თანამეგობრობის,იაპონიია,სამხ.კორეის მიერ.ყოველ შემთხვევაში ეს ასე იქნება უახლესი წლების განმავლობაში.თუ დავიწყეთ ერთი ადგილის თამაში,მაშინ უკვე დადგება დღის წესრიგში....პ.ს.და თან თუ რუსეთი კონფრონტაციაში იქნება დასავლეთთან
Walkabout
ევროპამ კიდევ ერთხელ გამოგვისვა ცელი... ამ რუსებსაც სალაპარაკო მისცა, წამოაყოფინა თავი და ყეფენ... ჩვენი სახელმწიფოს პრინციპული პოზიცია კიდევ იქნება რომ არც ერთ კოსოვოს ე.წ. ,,მოქალაქე"-ს საზღვარზე არ გამოატარებს, არც ფეხბურთელს და არც კომპოზიტორს... ჟურნალისტმაც სწორად დასვა აქცენტები და პოლიტიკოსებმაც ისე გასცეს პასუხები როგორც საჭიროა... კოსოვო სერბეთია ისევე როგორც ჩვენთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო... ეხლა არ დამიწყოთ აქ ვიღაცეებმა კარაჯიჩებზე და სრებრენიცებზე აპელირება, სირცხვილია, ჯერ ერთი ქართველები ხართ და მეორეც ელემენტარული ისტორიის ცოდნა მოგეთხოვებათ...
666
yvelgan yvelas yavs patroni.pexburtshi aris zalian didi puli da wava iqedan pulebis gatetreba.cudia rom sportic paqtiurad mibmulia politikaze..tunda isavigotrom raambavi mesi kiara atimesic rom iyos etkacshi gaertianebuli 100 da 200 milioni girdes da xelpasebic tveshi aqvt analogiuri..pulad aqcies pexburti (((ise totalizatorebi romariyos ai mashin martla pexburts vnaxavdit...
guga
კოსოვო სერბებისაა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ჩვენი არაა :დ ღრუსების უმეტესობამ არ იციან ისტორია და ყველა ნაბიჯზე აჩვენებენ თუ როგორი გაუნათლებლები არიან! )))) 12 საკუნეში ტყეებზე რომ დარბოდნენ დაავიწყდათ როგორი განუვითარებლები იყვნენ იგივეც დარჩნენ)))))))))))))
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ადაპტაციაში ხელი იმანაც შემიწყო, რომ მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოვხვდი"
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
ბათუმის "დინამო" 28 წლის სერბი ლეგიონერით, ნიკოლა კომაზეცით გაძლიერდა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
თბილისს ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო ეწვევა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
"იმედი მაქვს, მალე რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ"- FIFA-ს პრეზიდენტი
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
ფიფას პრეზიდენტი საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა [VIDEO]
ვინ ჯობია, მესი თუ რონალდო - ლევან ბერძენიშვილის სახალისო პასუხი [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან" - FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ჯანი ინფანტინოს ვიზიტი თბილისში
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ბალკანელებმა ბათუმს ხელი დაუქნიეს - კომაზეცს საქართველოში დარჩენა აღარ სურს
დინამო (ბთ)-პაკში 2:1 - ბათუმელთა სერბი ლეგიონერის გოლიანი დებიუტი [VIDEO]
TimeLine: ბავშვმაც კი იცის, ვინ არის...
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
"FIFA უკრაინას არ დაეხმარა, ერთიანობა ვერ ვიგრძენით" - პალკინმა ინფანტინოსთან დაკავშირებით უმაყოფილება ღიად გამოხატა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...