"ზუგდიდის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა sport.ua-სთან ქართული გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა
"ზუგდიდის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა უკრაინულ sport.ua-სთან ქართული გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

- წინა სეზონი "ზუგდიდმა" მე-12 ადგილზე დაასრულა, წელს თქვენ მოსვლამდე 16 მონაწილიდან მე-14 იყო. არაა კარგი შედეგი...

- ბოლო წლებში გუნდი იქ იყო, სადაც ახლაა. ცუდს არაფერს ვიძახი, კლუბს ნორმალური ხელმძღვანელები ჰყავს, პრეზიდენტიც ამ ქალაქში ცხოვრობს და, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს. საქმე თვითონ კლუბის შენებაშია - ბევრი რამაა შესაცვლელი.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 7 შეხვედრაში კი დამარცხდა. ყველაფერი ინფრასტრუქტურის ბრალია?

- გესმით, ერთი კონკრეტული პრობლემა არ არსებობს. გუნდის შესაქმნელად ამ პირამიდის დანგრევა და ახლის აშენებაა საჭირო იმიტომ, რომ ძველ გზებზე არ გამოვა არაფერი. გუნდი ყოველთვის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო. ასე რომ, ყველაფერი კლუბის სტრუქტურის ბრალი ვერ იქნება, იქნებ ვინმეს აწყობდა ეს?! რაც უარესი, მით უკეთესი...

მაგრამ გულდაწყვეტილი საერთოდ არ ვარ. ის, რაც მსურდა - მივიღე: პრაქტიკა, სხვადასხვა ვარიანტი გამოვცადე. ზოგიერთ ფეხბურთელზე დამწყდა უბრალოდ გული - იყვნენ ისეთები, ვისაც თამაშის ისეთი სურვილი არ გააჩნდა, როგორიც უნდა ჰქონოდა.

- სად იმყოფება გუნდი? ან თქვენ სად ცხოვრობდით?

- ქალაქ ზუგდიდის ცენტრში ვცხოვრობდი. პატარა პროვინციული ქალაქია, ზღვისგან არც ისე შორს - სულ რაღაც 24 კილომეტრშია. ქუჩაში მანდარინი და ლიმონი იზრდება. გამოვედი - მოვწყვიტე.

"ვიკიპედიაში" თუ ნახავთ, გაიგებთ, რომ ზუგდიდი ეს მთლად საქართველო არაა, არამედ სამეგრელოა. აქ ყველაფერი ცოტა განსხვავებულია, ენაც კი ცოტა სხვანაირია...

- გუნდიდან წამოსვლა თავად გადაწყვიტეთ თუ...?

- ჩემი ინიციატივით. კლუბის ხელმძღვანელობას ავუხსენი ჩემი პოზიცია და ერთმანეთს მეგობრულად გავეყარეთ. ახლაც ვურთიერთობთ...

- რა იქნება ახლა?

- ოჯახში ჩამოვედი, შვილიშვილი მომენატრა ძალიან. ვიფიქრებ... შემოთავაზებები საქართველოდან კიდევ მაქვს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ.

TBILISELI
შენ რა აგრესიული ხარ თბილისელების მიმართ ჯიგარო რა გაწყენინეს ესეთი თბილიში ? სოფლელი დაგიძახეს ? სოფელში ვინც ცხოვრობს სოფლელია ქალაქში ქალაქელი , რამე მეშლება თუ ?
მაია
ეგღა გვაკლდა... ზუგდიდი არის საქართველოს ხერხემალი იცოდეს ეს ყველამ, ყვეეელამ!ისე ციტრუსები კი კარგად დაუკრეფია ...

და რატომ იბერებით ბრაზისგან და ჯავრისგან. რა დამოკიდებულება და მიდგომაც აქვს "დედა თბილისს" რეგიონების მიმართ იგივე დამოკიდებულება აქვთ რეგიონებსაც თბილისურ საქართველოს მიმართ. როგორც მრავალი წლების განმავლობაში მიდიოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს სეპარატისტულ რეგიონებად მიძალებით ჩაამოყალიბება ისევე ხდება დღეს სამეგრელოს და სვანეთის მიმართაც იგივეს განმეორება. ერთი რამ კი ვერ შეიგნეთ "დედაქალაქელო მედროვეებო" რომ ესეც ძმრად ამოგივათ ცხვირში და დარჩება თბილისის "სახანო"თუ "საემირო" როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, სომხებთან ერთად. იყავით და იბჟუტურეთ მერე სუფთა ქალაქურად.
bacho
დამახინჯებული ქატტულია იმერული,კახური,გურული და აწარული ქარტული.მეგრული და სვანური დიალექტი ან დამახინჯებული ქარტული როგორ არის მასინ როდესაც ეს ორი ენა ცინანორბედია ქარტულისა და სცორედ რომ ქარტული ცარმოისვა ამ ორ ენატაგან?მიდიტ ეხლა და დაასკვენიტ რომელია დამახინჯებული,მეგრულ-სვანური ტუ ქარტული
თემო
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტს. იქნებ ესპანეთის ნაკრები გააწვრთნევინონ...
svans
მეგრული რო ენაა ეგ აქ გასარჩევი ამბავი არაა, შეგიძლოა დაგუგლო დიალექტი რას ნიშნავს და მერე იქნებ გააკეთო სწორი დასკვნები... ამ .... კი რა უნდა თქვა ფული გააკეთა, თავისი ძმაკაცები ათამაშა, პრაქრიკა მიიღო და აუდო რა, ამის შემდეგაც თუ არ გადადგა ხელმძღვანელობა არვიცი
პაატა
ამას თურმე იმედი აქვს ისევ რომ მობრუნდება საქართველოში მწვრთნელად. აქაურმა ფეხბურთის ფენომენებმა დააიმედეს ალბათ ინალიშვილმა და ქავთარაძემ.ზუგდიდი ხომ ააყვავეს ბიჭებმა....
გუკა
ხო, ხო ჩამოიყვანეთ ეს "ერთმორწმუნე" ძმები აქ და უარესსაც მივიღებთ. ღირსებიც ვიქნებით
ბესო
ნახეთ რას ამბობს? მეო რაც მინდოდა მივიღეო თურმე აქ პრაქტიკაზე ყოფილა,გუნდს დედა უტირა და წავიდა ბიჭი,უნდა დაისვენოს ძაან გადატვირთული სეზონი ქონდა კაცს.ვაი ვაი ამის ჩამომყვანს,თანაც ქართველ მეგრელობის ამბავშიც გარკვეულა თურმე. გოგოხია გამოიღვიძე და დროულად მოიშორე ეს უსაქმურები სანამ საბოლოოდ დაუღუპიათ გუნდი.
თენგო
ეს არის ფისკულტურის მასწავლებელი.ამან რომ ზუგდიდში ფეხბურთელები,ჩამოიყვანა,ე/ი არვიცი როგორ დავახასიათო,ნუ სუფთა კალხოზნიკებიო რომ იტყვიან ისეთები.ადგილობრივი ცეცხლივით ბიჭები კი სკამზე დასვა, და აი შედეგიც დადო ამ კაცმა.და კიდევ აქეთადანაშაულებს ბიჭებს.ახლა ამის ზუგდიდში ჩამომყვანზე კარგი როგორ წამოცდება კაცს მაგრამ,რასც ვფიქრობ ის რომ დავწერო ალბათ დაბლოკავთ.გოგოხიას მინდა ვურჩიო სასწრაფოდ მოიცილოს უსაქმური ინალიშვილი და ფეხბურთის პროფესორი ქვთარაძე.სანამ კიდევ გვიანი არ არის.
svani
მეგრული ენა არ არის დიალექტია დამახინჯებული ქართული))))) საქართველოს ყველა კუთხეში თავისებურად ლაპარაკობენ!!!!!
dato
ამ ინტერვიუს მერე არამგონია რომელიმე ქართულმა გუნდმა აიყვანოს. ვერ დავიჯერებ რომ არ იცოდეს სამეგრელო საქართველო როა. რაღაც სხვაშია საქმე .
ilo
.. კგბ ნომრიანი ....
Tora
კიდე ჩამოიყვანეთ ერთმორწმუნე 'ძმები', სამეგრელო საქართველო არ ყოფილა. გულდასაწყვეტი ერთი ფაქტია, რუსეთში დაბადებულ გაზრდილი მეგრელს რომ შეეკითხო სადაურია არაფრით არ გიპასუხებს რომ ქართველოა, გეტყგის რომ "მინგრელია"
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"გაგიმართლათ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, ბარსელონაში გნახავთ" - იამალის მამამ "რეალის" ფანებს მიმართა
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1 - მარკოს თავი [VIDEO]
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
იური ბაკალოვი: ...ბოდიშს ვუხდი ქართველებს და მით უმეტეს, ზუგდიდელებს
უმაღლესი ლიგის XVII ტურის წინათქმა: ლეგიონერები ეპიცენტრში
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა