ამბობენ, რომ "გურია" ბოლო ტურში თავისი კონკურენტების მეტოქეებს გამარჯვებისთვის სოლიდურ პრემიებს ჰპირდება
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური ძალიან დაძაბულ დაპირისპირებას გვპირდება. გაირკვევა, რომელი გუნდები დაემშვიდობებიან უმაღლეს ლიგას. "გურიის" ფანკლუბის ლიდერმა ჯანო ქინქლაძემ "ლელოს" წერილი გამოუგზავნა, სადაც გაამხილა ვარაუდი, რომ ლანჩხუთურ კლუბს შეთქმულებას უწყობენ...

"საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფინიშს მიუახლოვდა და, როგორც ჩანს, ახლა არასამართლიანი თამაშის საფრთხე არსებობს.

სამი ტურით ადრე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო იმ 3 გუნდის ვინაობა, რომელთაგან 2 ლიგას დატოვებდა, ერთი კი გადათამაშებაში მოხვდებოდა. მაშინ "გურიასა" და "ლოკომოტივს" 24-24 ქულა ჰქონდათ, "მერანს" - 19, "საპოვნელას" - 18, ხოლო "ზუგდიდს" - 17. მერე გაირკვა, რომ სავარაუდოდ, გადათამაშების მატჩი აღარ შედგება, რადგან პირველლიგელებმა ლიცენზია ვერ მიიღეს.

"ზუგდიდს" გადასარჩენად სამივე თამაშის მოგება სჭირდებოდა. ეს წარმოუდგენლად მოჩანდა, რადგან ამ გუნდმა წინა 27 ტურში მხოლოდ 3 თამაში მოიგო და ფინიშის ხაზთან კი შინ კონკურენტ "ლოკომოტივსაც" ვერ სძლია. ამის მიუხედავად, "ზუგდიდმა" ბოლო სამი ტურიდან ორში მოიგო - კონკურენტ "მერანთან" (ამ შეხვედრის სხვა შედეგი "ზუგდიდს" ოფიციალურად ტოვებდა უმაღლესი ლიგის მიღმა) და ფოთის"კოლხეთთან". ახლა ზუგდიდელები მოქმედ ჩემპიონ "დილას" გორში ეწვევიან და იქაც მოგებას იმედოვნებენ...

ანალოგიურად, "მერანმა" 27 ტურში წარმატების სიხარული მხოლოდ 4-ჯერ განიცადა და დარჩენილი 3 ტურიდან ორში (შინ "დილასთან" და გასვლაზე - ბათუმის "დინამოსთან") უნდა გაემარჯვა, რაც ასევე წარმოუდგენელი ჩანდა. მანამდე, "ზუგდიდს" "მერანთან" რომ არ მოეგო, სამეგრელოს ეს გუნდები ლიგაში დარჩენის თეორიულ შანსსაც ვერ შეინარჩუნებდნენ. მარტვილელებმა "დილა" 95-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხეს, როცა ლანჩხუთში "გურია"-"სამტრედია" უკვე დასრულებული იყო და მისი შედეგი ყველამ იცოდა...

ახლა, "მერანი" ბათუმის "დინამოსაც" თუ მოუგებს, "გურია" ფოთის "კოლხეთზე" იქნება დამოკიდებული, რომელიც დაშლილ ლანჩხუთელებს ბოლომდე შეებრძოლება. ამ დროს "გურიიდან" ოთხი ლეგიონერი დაუკითხავად წავიდა, რაც ასევე საეჭვოა, ხოლო უკანასკნელ ტურში წამყვანი მოთამაშე პატერსონ კაბორე საეჭვოდ გაგვიძევეს...

რაც შეეხება "საპოვნელას", მან ქუთაისში "ტორპედოსთან" წააგო, რითიც ეს კლუბები ყოველგვარ ეჭვზე მაღლა დადგნენ - მათ სამართლიანი თამაშის წესები დაიცვეს. სხვათა შორის, გარკვეული ჯგუფების "გეგმა" თუ განხორციელდა, გურულებთან ერთად, თერჯოლელებიც და, შესაძლოა, "ლოკომოტივიც" დაიჩაგრონ...

არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ "დილა", რომელმაც 28 ტურში მხოლოდ 5-ჯერ წააგო (ორჯერ ვიცე-ჩემპიონ "სამტრედიასთან", მაგრამ არცერთხელ - ათეულს მიღმა მყოფ გუნდებთან), ახლა ზედიზედ მეორე აუტსაიდერთანაც დამარცხდება და სამი ტურით ადრე უტოპიად მიჩნეულ სცენარს რეალობად აქცევს".

ლანჩხუთელი გულშემატკივარი ბოლო ტურებში "გურიის" თამაშების მსაჯობაზეც წერს:

"ზუგდიდთან" 2:3 რომ წავაგეთ, არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა დასაწყისშივე მოიგონა ჯარიმა (ეს ვიდეოჩანაწერშიც ნათლად ჩანს), ამას კი გოლი მოჰყვა... ამის მიუხედავად, მან იმსაჯა "გურია"-"სამტრედია" (0:2), სადაც საეჭვო გოლი ჩათვალა და "გურიის" ფეხბურთელი ასევე საეჭვო ვითარებაში გააძევა...

"გურია"-"მერანის" მსაჯი ჯენერი ხორავა კი კითხულობდა, ჩვენმა კონკურენტებმა რა ქნეს(?!). ამას კონკრეტული პიროვნებები დაადასტურებენ.

შესაძლოა, ვიღაცამ მოულოდნელი ანგარიშები შემთხვევითობად მიიჩნიოს, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული ამდენი შემთხვევითობა?!

ვიღაცამ შეიძლება ეს ყოველივე მოტივაციის არქონას დააბრალოს, თუმცა სამართლიანი თამაშის წესებს ესეც ეწინააღმდეგება, რისი სამაგალითო დამცველი გასული სეზონის ბოლოს (ახლა ეს "საბურთალომ" გააკეთა - "გურიასაც" მოუგო, "მერანსაც" და "ზუგდიდსაც") უმოტივაციოდ დარჩენილი, მაგრამ სამართლიანი თამაშის ერთგული "გურია" იყო - მოუგო ევროსაგზურისთვის მებრძოლ "სამტრედიას" ევროპული შანსი მოუსპო, ხოლო ფრედ ეთამაშა ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილასა" და თბილისის "დინამოს", რომელსაც ლანჩხუთურმა 2:2-მა მეორე ადგილიც დააკარგვინა...

სამწუხარო იქნება, თუ სამართლიანი თამაშის პრინციპების ასეთ დამცველ გუნდს არასამართლიანი, მოედანს მიღმა დაწერილი "წესებით" მოიშორებენ".

ჩვენ მარტვილის "მერანისა" და "ზუგდიდის" პრესსამსახურებს დავუკავშირდით, რომლებიც წერილზე პასუხის გაცემას უახლოეს დღეებში შეგვპირდნენ.

ვერ გეტყვით, რამდენად მართალია, მაგრამ შევიტყვეთ, რომ "გურია" ბოლო ტურში საკუთარი კონკურენტების მეტოქეებს გამარჯვებისთვის სოლიდურ პრემიებს ჰპირდება. როგორც პრივატულად გვითხრეს, ასეთი რამ მომხდარა და ეს "ფეარ პლეის" პრინციპს არ ეწინააღმდეგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lavrenta
რომელი გოლი არ იკო გურიის კარჰი სამარტლიანი.სამტრედიასტან.......
fair play
ნეტა ერთი რა გაღელვებთ, თქვენ ფოთი არ გაგწირავთ, ლოკომოტივს - ცხინვალი და ზუგდიდს კიდე სხვა რამე/ვინმე" :))))
გულშემატკივარი
:))) ქვემოთ მოვიყვან ციტირებას ამ წერილიდან: "უმოტივაციოდ დარჩენილი, მაგრამ სამართლიანი თამაშის ერთგული "გურია" იყო - მოუგო ევროსაგზურისთვის მებრძოლ "სამტრედიას" ევროპული შანსი მოუსპო, ხოლო ფრედ ეთამაშა ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილასა" და თბილისის "დინამოს", რომელსაც ლანჩხუთურმა 2:2-მა მეორე ადგილიც დააკარგვინა... " ანუ უმოტიავციო გურია ევროსაგზურებისთვის მებრძოლ სამტრედიას რომ უგებს და ევროპას "ჩამოაცილებს", ასევე ჩემპიონობისთვის მებრძოლ დილას და დინამოს ფრედ ეთამაშება, აქ არაფერი მომხდარა გასაკვირი, მაგრამ სხვა ვინმე თუ მოუგებს ამ გუნდებს ან ფრეს ეთამაშება ეგ უეჭველი ჩაწყობილია? გული მწყდება გურიაზე, ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეზე, მაგრამ ძალიან მეცინება ამ ადამიანის ლოგიკაზე :)))))))))))))
თენგო
ამ საიტის ადმინისტრაციაში,მე მგონი ყველანი გურულები არიან.რადგან წინა კომენტარს არ აქვეყნებენ რადგანაც ,ზუგდიდის გამანტყუმებელი არაფერი ეწერა.თუმცა არც ამას გამოაქვეყნებენ ალბათ.
თენგო
ისე სიტყვაზე რომ ვთქვათ.გურიამ მახარაძის მისვლის მერე ლიდერებთან 3 თამაშში 7 ქულა რომ აიღო ის არ არის გასაკვირი>და ზუგდიდმა 4 თამაშში ისიც სახლში, უშუალო კონკურეტებთან, ქობულეთის გარდა 5 ქულა რომ დაკარგა ეს არის გასაკვირი? და ამას ქვია ჩაწყობა? ეტყობა მახარაძემ ვერ ჩააწყო ბოლო თამაშები,და გადხვედით ჭორიკნობაზე.უბრალოდ სირცხვილია.
baro
გურიაში ფებურთი ურუშაძემ მოკლა.
baro
საფრთხე იმ დღიდან არსებობს როცა ურუშაზე ჩაუდგა გუნდს სატავეში. გურია თამაშებს როგორ იგებდა ჯერ ის იკითხოს ქინქლაძემ, ან მახარაძე რისთვის მოიყვანეს ერთ თამაშს არ დასწრებია ტრიბუნაზე ზის და მობილურიტ ~აგვარებს~
gio
gio-ს ვერ გავიგე შენ რაგინდა? რა შენს თავზე იღებ ყველაფერს, რამე გკითხე? რამის გარკვევა თუ გინდა გერკვიე დედაქალაქში...
nickname
როგორ არ გრცხვენიათ ხმას რო იღებთ საერთოდ ეს გუნდი რაც თქვენ გააკეთეთ?? გრცხვენოდეთ იმაზე როა საუბარი რო შეიძლება გავარდეთ... მაგრამ თქვენ ხომ არ გიწვალიათ იმაზე რომ გუნდი აქამდე მოსულიყოო ... აწყობილი სისტემის დანგრევა მარტივია...
fani
შეთქმულება მაშინ დაიწყო მეორე წრის დასაწყისში მთლიანად ახალი გუნდი რომ გააკეთეთ.რომელი ჩკუათმყოფელი შლის გუნდ ბოლომდე?გუნდს ჭირდება აშენება და არა დანგრევა,ნაბიჯ-ნაბიჯ.კარგი ბიჭები გყავდათ.რას ერჩოდით?ადრინდელი მწვრთნელისთვის გეცლიათ ან გოგიჩაიშვილისთვის.გამგებელი საქმეში მხოლოდ თავის კუთხით უნდა ერეოდეს.
gio-ს
ვინ ვის არ აძლევსო, სიმონ გარკვეულო, კოლხეთიო? ეგ როგორ (და)იწერება ინგლისური აბრევიატურიტ, იქნებ ჩვენც გაგვარკვიო დედაქალაქში... პ.ს.და სად დაინახე ისტერიკ? ....
თქვენ ფეხბურთი მოკალით ლანჩხუთში..!!!
გუნდი გაანადგურეთ ფეხბურთი შეგვაძულეთ და კიდე თქვენ იღებთ ხმას??? სირცხვილია გურია ამ დღეში როაა , ეხლა ხო შეთქმულება ბოლო ტურში და ეხლა ამოიღეთ ხმაა? სხვა რამეზე რო ამოგეღოთ ხმა თავის დროზე ესე არ იქნებოდა.... გრხხვენოდეთ........
jm
ურუშაძეს, რო ექსპერიმენტები არ დაეწყო, და თემურ ლორიასტვის ეცლია დღეს გურია მინიმუმ 8-ეულსი იქნებოდა.
boloka
კოლხეთს მორალური ვალი აქვს გურიასთან, ლანჩხუთში ღებულობდა ბოლობოლო მეტოქეებს როცა უსტადიონოდ დარჩა :))
gio
ალბათ კოლხეთი არაძლევს თამაშს სიმონ და იმიტოხართ ისტერიკაში...
boloka
დამშვიდდით გურიას და კიდე ზუგდიდს არავინ გააგდებს :)))
მურთაზი
როდის ამოვა ჩვენი ფეხბურთი ამ ნეხვიდან თუ უნდა ჩაიხრჩოს შიგ.გასკდა გული
gio=გიო
რა ენაზეც გინდა (და)წერე შენი სახელი, მთავარია არ აღელდე და თავს გაუფრთხილდი... )))))))))))))პ.ს. ისე, რაო ვის "მისცა" ტორპედომო, სიმონ? :))))))))
რომან
გავარდნილმა ნიუკასლმა ბოლო ტურამდე ჩემოიონობისთვის მებრძოლ ტოტენჰემს 5-1 მოუგო.ასე რომ ზუგდიდთან უმოტივაციო დილას აშკარად დასჭირდება კონცენტრაციის მობილიზება-გურულებს კი დავამშვიდებ და ვეტყვი რომ უველაფერი თავიანთ ხელშია-მოუგონ კოლხეთს და დარჩებიან და სხვისკენ თითის გაშვერაც არარ დასჭირდებათ
ლოგიკა
აჰაა გამოდის რო მხოლოდ ,,საპოვნელა" დაჩაგრულა :)))), ამ ყველაფერში ლოგიკაა, მაგრამ ფაქტების გარეშე მაინც ჭორაობას ჰგავს... და საერთოდ ყველა თუ თავის თავში დაიწყებს წარუმატებლობის მიზეზის ძებნას უკეთესი იქნება (არა მარტო ფეხბურთში)
გიო
ბათუმი და ტოპედო-6 ქულა ხო მოქცესს, ამაზეც დაგეწერათ ბარემ სხვისკენ რო იშვერთ ხელებს:
gio
ჯერ შენი თქვი და მერე გაიშვირე სხვა გუნდებისკენ ხელი, ეხლა გაახსენდათ წესები ბათუმი და ტორპედო რო დაგიწვათ, იმაზეც ერტი-ორი სიტყვა დაგეწერე მაგ წერილში კარგი იქნებოდა!!!
სიმართლე
რას ბოდიალობთ ხალხო?! "გურიამ" ხმა როგორ უნდა ამოიღოს ან მისმა ფეხბურთის და კლუბის "გამგებელმა" ბათუმთან "უცნაურად" მოუგებული თამაშის შემდეგ? ან ფეხბურთელები რომ გაიქცნენ ლანჩხუთიდან ეს ზუგდიდის ან მერანის ბრალია?))) ასეთ რეიტინგულ გამოცემასაც ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს როცა ვიღაცის მონაჭორსაც აშუქებს.
fcb
დილას თავი დაანებეთ ზუგდითან მოვიგებთ და იმიტო რო თასის რევანში არდაგვიწეყებია,რაც შეეხება გარიგებულ თამაშებს თავებს ნუ გვიმარხავენ მერანთან უმოტივაციო გუნდმა მაინც გაუთანაბრა 2-0 თამაში.იუვემ ვერონაში თუ კარპში წააგო და ესეგი მისცა ხო რაღაცას ნუ ბოდავთ და ფაქტებით ილაპარაკეთ.
jotia
საცოდაობა იქნება გურიას გავარდნა და მითუმეტეს თუ მართლა ასე "არასპორტულად" მოექცნენ! რაც შეეხება გურიის მიერ შეპირებულ პრემიებს ამაში არაფერია უკანონო, პრემიას ჰპირდება გამარჯვებისთვის და არა წაგებისთვის ასეთი შემთხვევა ევროპაშიც ყოფილა!
Irakli apkhaidze
ფედერაციას - ძალიან გთხოვთ მკაცრი გაფრთხილება მიეცით ყველა მსაჯს, რომ თამაში დაიწყონ ზუსტად 17:00 წუთზე!!! 1-2 წუთიც შეიძლება აღმოჩნდეს საეჭვო და ლოგიკური დავის საგანი, ჩემზე კარგად იცით რომ დუღილის ტემპერატურა 100 გრადუსს გადაცდა
zaza
თუ წერილში მოყვანილი სცენარი გათამაშდა, პასუხისმგებლობა სფფ-ს ხელმძღვანელებს და შსს-ს (რომელთანაც სფფ-ს ოფიციალური შეთანხმება აქვს, გარიგებული თამაშების აღსაკვეთად) დაეკისრებათ!
jarji21
საინტერესო ლოგიკაა - თუ წააგე, პატიოსნად თამაშობ, თუ მოიგე გარიგებული ხარ :) იქნებ ის იკითხონ თუ სად არის ძაღლის თავი დაამრხული?განა გასული წლიდან მოდის გურიას გაგდების გეგმა?განა თავიდანვე არ შეიძლებოდა კლუბის მიხედვა და დალაგება? ისე კი დიდი იდიოტი უნდა იყოს ფედერაცია რომ სტადიონ-მინდვრიანი კლუბი ხელოვნურად გააგდებინოს ლიგიდან,ისედაც მინდვრების ნახევარი ხელოვნურსაფარიანია. ასე რომ, პრობლემა ეძებეთ პირველი რიგში იმაში რომ მხოლოდ ბოლოს აფაფხურდით, რომ ვიღაც იდიოტ უცხოპლანეტელებს ენდვეთ და ქართველი ფეხბრუთელები ვერ მონახეთ კლუბისათვის,ისევე როგორც წესიერი მენეჯმენტი.
Irakli apkhaidze
SOS - ყრუაშვილია ის მსაჯი ვინცარამარტო გურიასთან, საპოვნელასთანაც ზუგდიდს ქულა აჩუქა - 10000 პროცენტიანი არჩათვილი გოლი ზუგდიდის კარში, 2 არდანიშნული პენალტი. ასევე ხორავაა ის მსაჯი ვინც გურიის გარდა საპოვნელაც აზარალა და მეორე წრის პირველ თამაშში მანამ არ დაამთავრა მატჩი სანამ დინამოს 2 პენალტი არ მოუგონა 97-ე წუთზე და გუნდს ქულა ამოაცალა... ფართოდ გაახილეთ თვალები!!!
საწყალი, უპატრონო "გურია"!
ნაცები ფულს აკეთებდნენ და/მაგრამ დატოვეს "უმაღლესში"; ესენი ფულს... და აგდებენ?! p.s. რას შობით :) გურიაში, მარტო ქინქლაძის იმედზე ხართ?!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
იქნებ თქვენი მოთამაშეებიც ჩვენ გავაქციეთ?! "მერანი" და "ზუგდიდი" ბრალდებას ეხმაურებიან
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:2 - პირველი პენალტი მაინც შეახსენეს...
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
გიორგი ყრუაშვილი ევროპა ლიგის პლეი-ოფის მატჩს განსჯის