თბილისელებმა მიმდინარე სეზონში პირველად მოახერხეს ქუთაისური გუნდის დამარცხება და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს
"ქუთაისი" და "დინამო" მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მეექვსედ დაუპირისპირდნენ და თბილისელებმა პირველად მოახერხეს ქუთაისური გუნდის დამარცხება. მოგებაცაა და მოგებაც, ირაკლი ხოშტარიას გუნდმა მთელი შეხვედრა აღმავლობით ჩაატარა, მასპინძლები სოლიდური, 25-ქულიანი სხვაობით დაამარცხა და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

სანამ მატჩის შესახებ ვისაუბრებდეთ, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის დარბაზში არსებულ საკალათბურთო ატმოსფეროზეც ვთქვათ. ფინალური სერიის მეორე მატჩი, ქუთაისში გასამართავი საფეხბურთო თასის ფინალის გამო 16:00 საათზე დაიწყო, მაგრამ ამას გულშემატკივრებისთვის ხელი არ შეუშლია, სპორტის სასახლე კვლავ ბოლომდე გაევსოთ. მხოლოდ მეორე იარუსის ერთ მონაკვეთზე შეიმჩნეოდა სიხალვათე, სადაც "დინამოს" 20-მდე ფანი იყო განთავსებული. უსაფრთხოების მიზნით იქ ქუთაისელი გულშემატკივრები არ შეუშვეს. რამდენიმე ცარიელი ადგილი სწორედ ამის გამო დარჩა და არა გულშემატკივართა სიმცირის გამო, რომელთა ნაწილიც კვლავ ფეხის წვერებზე, კისერმოღერილი უცქერდა თამაშს.

გუნდებმა შეხვედრა მძიმედ დაიწყეს, 2:10 წუთი ისე გავიდა, რომ ბურთი კალათში ვერც ერთმა ვერ მოათავსა.

ვითარებიდან "დინამო" უფრო სწრაფად გამოერკვა, ნოდარ გოგოძის საჯარიმო სროლისა და მაქსიმ კოვაჩევიჩის "ენდ ვანით" სტუმრები 4:0 დაწინაურდნენ. ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, ქუთაისელებს 6 წუთში მხოლოდ ერთი ორქულიანი ჩააგდებინეს, თავად კი მაკალპისა და კოვაჩევიჩის ზუსტი შეტევებით წინ 11 ქულით გავიდნენ - 2:13.

მასპინძლებმა პირველი პერიოდის ბოლომდე მხოლოდ ის შეძლეს, რომ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანეს - 13:20.

კოტე ტუღუშის გუნდმა ვერც მეორე მეოთხედში შეძლო გარდატეხის შეტანა, თამაშის განახლებისთანავე რიონისპირელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ შემდეგ მაკალპის, კოვაჩევიჩის, მიხეილ ბერიშვილის, გოგოძისა და შარაბიძის ზუსტი სროლების შედეგად "დინამო" დიდ შესვენებამდე წინ 11 ქულით გაიჭრა - 33:44.

თბილისელები მეტოქეს ყველა კომპონენტში სჯობდნენ, დაცვაშიც კარგად ირჯებოდნენ, სამწამიანი ზონიდანაც უკეთ უტევდნენ და "ქუთაისს" პერიმეტრიდანაც "ამწარებდნენ". სამქულიანებით მასპინძლები განსაკუთრებით ბერიშვილმა გააწამა, რომელმაც შედეგიანი თამაში შესვენების შემდეგაც განაგრძო.

"დინამო" კი თანდათან კიდევ უფრო ზრდიდა ანგარიშს. მესამე პერიოდში მისმა უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია - 37:53. მიუხედავად ასეთი დიდი სხვაობისა, შეხვედრას დაძაბულობა წუთითაც არ მოჰკლებია. ქუთაისელი გულშემატკივრები ბოლომდე ენერგიულად ამხნევებდნენ თავიანთ გუნდს.

ბოლო მეოთხედში "ქუთაისმა" კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა, მაგრამ რიონისპირელებმა მაკალპის, კოვაჩევიჩსა და ბერიშვილს ვერაფერი მოუხერხეს, ისინი კვლავ აღმავლობით თამაშობდნენ და ზუსტად ისროდნენ, მასპინძლებს კი სროლებში კვლავ საშინელი სტატისტიკა ჰქონდათ - 49- დან მხოლოდ 16 ორქულიანი ჩააგდეს (32.7%) და 15 ცდიდან კალათში 3 სამქულიანი მოათავსეს (20%).

მეოთხე პერიოდში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით, 88:63 "დინამომ" გაიმარჯვა.

სტუმართაგან ყველაზე მეტი ქულა მიხეილ ბერიშვილმა ჩააგდო, რომელმაც 20 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც მიითვალა. ნაყოფიერად გაისარჯა მაქსიმ კოვაჩევიჩიც - 16 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ძალზე ეფექტური იყო მაკალპიც, რომელმაც საკუთარ გუნდს 18 ქულა შესძინა.

სუპერლიგა. ფინალური სერია. II მატჩი

18 მაისი, ქუთაისი

ქუთაისი-დინამო 63:88

13:20, 18:24, 16:16, 16:28

სერია - 1:1

ქუთაისი: ბოისა (2ქ), ფაშაევი, ცეკვავა (13ქ, 7მ), მათიაშვილი (10ქ), ბექაური (4ქ), მიკულიჩი (6ქ), ბაბუნაშვილი (4ქ), ქადარია (4ქ), ბრიტონი (7ქ), დ. ბარბაქაძე (6ქ), გ. ბარბაქაძე (7ქ)

დინამო: შარაბიძე (8ქ, 11მ), ბერიშვილი (20ქ, 9მ), გოგოძე (7ქ, 9მ), მაკალპი (18ქ, 6მ), კოვაჩევიჩი (16ქ, 12მ), ბაქარაძე (3ქ), მაილსი (4ქ), სანაძე, შვანგირაძე (3ქ), ზაქრაძე (1ქ), ტატუნაშვილი (8ქ)

მსაჯები: ი. ბერიშვილი, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
Transfermarkt-ის რეიტინგი: პირველი დონარუმაა, მეთერთმეტე მამარდაშვილი, ოცდამეცამეტე ალისონი
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
სუპერლიგა. პლეი ოფი: "დინამო" და "ქუთაისი" დაწინაურდნენ
მიხეილ ბერიშვილს მოგებულ მატჩში სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და ყატარის ჩემპიონობის შანსი
დინამო-სოხუმი 85:59 - საქართველოს თასის მფლობელი "დინამოა"!
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ბერიშვილის შედეგიანი თამაშის მიუხედავად მისი გუნდი ლიდერთან დამარცხდა
სანაძის 20 ქულა და მარცხი ყატარის თასის გათამაშებაში
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ბერიშვილის 27 ქულა და ბოლო პერიოდში წაგებული თასის ფინალი
ბერიშვილის "ალ შამალი" ლიდერებში გამაგრდა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
სუპერლიგა. XXVI ტური: "დინამოს" პლეი ოფი, ბარბაქაძის 35
სუპერლიგა. ფინალი: "ქუთაისი" სერიაში დაწინაურდა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]