იანუზაი კოსოვოში, ბრედშოუ შოუს გარეშე

იანუზაი კოსოვოს სახელით ითამაშებს

21 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ადნან იანუზაიმ განაცხადა, რომ მომავალში კოსოვოს ნაკრების ღირსების დაცვა სურს. შეგახსენებთ, რომ კოსოვო უეფასა და ფიფას ახალ წევრად მიიღეს.

იანუზაის უკვე 6 მატჩი აქვს გამართული ბელგიის ნაკრებში, მაგრამ "მანჩესტერის" ფეხბურთელს სრული უფლება აქვს, კოსოვოს შემადგენლობაშიც ითამაშოს. ბელგიელთა თავკაცი მარკ ვილმოტსი აცხადებს, რომ ფეხბურთელის სურვილს არ შეეწინააღმდეგება.

უელსმა ფორვარდი დაკარგა

უელსის ნაკრებისა და ინგლისის "უოლსოლის" ფორვარდმა ტომ ბრედშოუმ ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს. ეს უკვე დადასტურებული ცნობაა, რომელიც უელსის ფეხბურთის ასოციაციამ "ტვიტერის" საშუალებით გამოაცხადა. ბრედშოუმ ტრავმა ნაკრების ვარჯიშზე მიიღო. ექიმმა მას ერთთვიანი დასვენება გამოუწერა.

სტარიჯი არ იქნება?

"ლივერპულისა" და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა ინგლისის ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. მან კუნთი იტკინა და მარტო ავსტრალიასთან ამხანაგური მატჩის გამოტოვება კი არა, "დეილი მეილის" ინფორმაციით, შესაძლოა, ევრო 2016-ის გამოტოვებაც მოუწიოს. 26 წლის სტარიჯმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, რომლის შედეგებიც არ გაუსაჯაროებიათ.

თუ სტარიჯი ინგლისს დააკლდება, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატზე მის ნაცვლად "მანჩესტერის" ფორვარდი მარკუს რაშფორდი წავა, რომელიც გაფართოებულ სიაშია.

... არც დელფი

ინგლისის ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ფაბიან დელფი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს ევროპის ჩემპიონატს. 26 წლის დელფმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, მან საზარდული იტკინა. ეს ინფორმაცია მკითხველებს "სქაი სპორტსმა" მიაწოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
[VIDEO] ირაკლი ეგოიანის "მაკრატელა" და გადამწყვეტი როლი გამარჯვებაში
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
"ნაპოლი" მაკტომინეის გასამრჯელოს ერთ შემთხვევაში მოუმატებს
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მანჩესტერ სიტი": ფაბიან დელფის უცნაური ტრანსფერი
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს ფაბიან დელფს მესამე ქალიშვილი შეეძინა და მუნდიალზე ბრუნდება
ადნან იანუზაი: პირველ გოლს ვან გაალს მივუძღვნი
ადნან იანუზაი - ვარსკვლავთბიჭუნა "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება
დანიელ სტარიჯი "ტრაბზონსპორში" გადავიდა
ადნან იანუზაი ლა ლიგის მორიგ კლუბში გადავიდა
"ატლეტიკოს" ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორული მაქინაციების გამო ემუქრება
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ადნან იანუზაი "რეალ სოსიედადში" გადასვლასთან ახლოსაა
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"ასტონ ვილას" მასაჟისტმა ფეხბურთელს კაპიტნის სამკლავური აპოვნინა
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
სტარიჯი: პრემიერლიგაში დაუსრულებელი საქმე მაქვს
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!
როცა გვარდიოლას სამი კვირა მთელ კარიერას უდრის
ქურდებმა დანიელ სტარიჯის სახლიდან ძაღლი მოიპარეს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
31 წლის ასაკში შვაინშტაიგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდულ გუნდში გადაიყვანეს
"მანჩესტერ სიტი": ფაბიან დელფის უიღბლო დებიუტი
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
"სოსიედადში" გადაბარგებამდე იანუზაიმ ინგლისში სახლი 9.8 მილიონად შეიძინა