ქუთაისის მერი შოთა მურღულია: "დიახ, კლუბის გასხვისებაზე მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს"
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" კობა ჟორჟიკაშვილი გაწვრთნიდა, თუმცა გამოცდილმა სპეციალისტმა "ლელოსთან" კომენტარში ეს ამბავი უარყო:

"შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატურასთან ერთად, ჩემიც განიხილებოდა, თუმცა მე ამაზე წარმოდგენაც არ მაქვს, თავად არავის დავლაპარაკებივარ და არც არავინ დამკავშირებია", - ამბობს ჟორჟიკაშვილი, რომლის პარალელურად, კანდიდატებს შორის გიორგი დევდარიანიც დასახელდა.

კომენტარისთვის "ტორპედოს" პრეზიდენტ თემურ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით:

"ქუთაისის მერის სახელზე განცხადება დავწერე და გადავდექი. კლუბში ახალი მეპატრონის მოსვლაზეა ლაპარაკი და ჩემი დარჩენა აღარ გამოდიოდა.

მე როგორც ვიცი, საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ჟორდანიასა და უგულავას პარტნიორები მერიასთან მოლაპარაკებას ამთავრებენ, ხელშეკრულების ბოლო დეტალებს განიხილავენ", - გვითხრა ჩეჩელაშვილმა.

ვითარებაში გასარკვევად ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას დავუკავშირდით:

- დიახ, კლუბის გასხვისებაზე მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. სხვაგვარად, "ტორპედოს" ძალიან გაუჭირდება. ქუთაისის მერია თანხას ფეხბურთის განვითარების ფონდში რიცხავს. კლუბი იქიდან 600 ათას ლარს მიიღებს.

დავიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ ასეთ პირობებში ფეხბურთელების ხელფასებზე ბევრად ნაკლების გაცემა მოგვიხდებოდა, ვიდრე ახლახან დასრულებულ სეზონში, მერია კი "ტორპედოს" დამატებით თანხას ვეღარ გადაურიცხავს. აქედან გამომდინარე, ძლიერ მოთამაშეებს ვერ მოვიწვევდით. დაგვრჩა ერთადერთი გამოსავალი - კერძო სპონსორი.

- როგორც გვითხრეს, პოტენციური სპონსორი მერაბ ჟორდანიასა და თემურ უგულავას პარტნიორი ჯგუფია...

- ეს არის ფინანსური ჯგუფი, მერაბ ჟორდანია კი ამ ჯგუფის საფეხბურთო მიმართულების კონსულტანტია.

- ქართული ფინანსური ჯგუფია თუ უცხოური?

- ქართველები არიან, ძლიერი ჯგუფია...

- მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილის დანიშვნა მათ სურთ?

- მწვრთნელს ეძებენ, მაგრამ ვისი დანიშვნა სურთ, ვერ გეტყვით.

- ამ ჯგუფისთვის "ტორპედოს" გადაცემაზე ხელშეკრულება როდის გაფორმდება?

- ამას იურიდიული საკითხების მოგვარება და დრო სჭირდება.

- დაახლოებით, რა ვადაზეა ლაპარაკი?

- შესაძლოა, ერთ თვეზეც. აჯობებს, ცოტა დავიცადოთ და კლუბში კერძო მეპატრონე მოვიდეს. "ტორპედოსთვის" ასე აჯობებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxeli
საქმე იცის კი არა ვიში კლასია პროსტა ფული უყვარს ლევი ფული თუ არ მოღუნა ვერ გაჩერდება ისე
qutaiseli
არა საქმე იცის ჟორდანიამ მაგრამ კონტროლიც დაჭირდება ვისი ფულიც იდება საქმეში იმის მხრიდან. თორე საქმე იცის კიარა თუ სერიოზულად მიუდგება ამ საქმეში ბადალი არაყავს ქართველებიდან კავშირებს ვგულისხმობ უეფაში და ზოგადად საფეხბურთო წრეებში პირველ რიგში ეჭვიც არ მეპარება აკადემიას ააშენებს და სტადიონსაც მიხედვა უნდა სერიოზული თან.გადაჭრილ კოჭს რო დაამსგავსეს ჩვენი ტორპედოს სტადიონი.ვიტესშიც პირველი ორი წელი ძალიან მაგრად მიუდგა საქმეს და ამას ჰოლანდიელებიც აღნიშნავდენ.
giga
ეგ ჟორჟიკაშვილი რაგაააააა არამგონია ესენი დზლიერი გუნდის ცჰამოყალიბებას აპირებდნენ
gigaaa
ეგ რაგა გაძლიერებაა თუ კლიმო წავიდა იქნებ როგორმე შევინარჩუნოდ
zugdidski - ს
ნუ იბოღმები ერთი თუ კაცი ხარ, თუ ქალი ხარ, თუ რაც გინდა ის იიყავი. მარსელის და ტორპედოს ფასების სხვაობას თუ ვერ ხედავ და მაგდენი არითმეტიკა არ იცი, იქნებ დაიხმარო ვინვე მეორე კლასელი. მგლები ან ბაია რომ ეყიდა მაში იქნებოდა ხომ ჯგირო? :)) შოვინისტი ხარ, თან პატარა, პატალა...
juja
ისეთი ხალხი მოდის გუნდის სათავეში ეშველა ტორპედოსო რომიტყვაი ვისოლოივით საქმის უცოდინარები კი არარიან უმიზნოდ რომ ყარეს ფული ფეხბურთი ესმით და საქმე იციან ასე რომ ეშველა ტორპედოს
sake
ჩემთვის მთავარია,რომ ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციების შედინება დაიწყოს და რაც შეიძლება ბევრის,ხოლო რაც შეეხება იმას,რომ ეს ფული შეიძლება იყოს შავი ან თეთრი...იცით რაა,ჯობია ფული საქართველოში დარჩეს და კარგ საქმეს მოხმარდეს, რამდენიმე წელში აქეთ მოგება მოიტანოს,ვიდრე სადღაც ოფშორებში დაილექოს და ფერიც ვერ დავინახოთ აქედან.
vep1963
ოჯახაშენებულებო,მარტო ჟორდანიამ დაანგრია ქართული ფეხბურთი? ჟორდანია აკეთებდა იმას ,რაც მას საქართველოში გასდიოდა,რა კანონებითაც ვცხოვრობდით სწორედ იმის ანარეკლი იყო ,და მხედრიონებით და ტანკებით თუ წაართვა ჩემპიონობა სამტრედიას ესეც ამის შედეგია.წავიდა ბატონო ჰოლანდიაში ვიტესი ფეხზე დააყენა ,დიდი მადლობა უთხრეს ,მაგრამ ჩვეული მაიმუნებები ,რომ დაიწყო მაშინვე გამოაბანძურეს.ასეა ეს ბატონო ნორმალური კანონებით მართულ ქვეყნებში.აბრამოვიჩზე მაფიოზა კაცი არ დადის ჟორდანიასნაირებს ბარე ასს ერთ ჯიბეში ჩაისვამს ,ინგლისში პრემიერლიგაში გუნდს მილიარდებს ახარჯავს,მაგრამ აბა ერთი გაბედოს და საფეხბურთო ასოციაციის წესებს გადაუხვიოს და მაფიოზობები დაიწყოს ეგრევე დედას უტირებენ. ამიტომ საქმე ჟორდანიებში და მისნაირებში კი არა და ნორმალური კანონებისა და წესების დაწესება,მიღება განხორციელებაშია.მოვიდნენ ბატონო ჩადონ ფული კლუბების შენახვაში ,ეს ქვეყნის ინტერესებშიც შედის ჰოდა სახელმწიფომაც ხელი უნდა შეუწყოს შესაძლებლობების ფარგლებში,მაგრამ ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს მიღებული კანონების ჩარჩოებში,რადგან თუ საჭირო შეიქმნა ყველას მოეთხოვოს შესაფერისი პასუხი. ჩემი პირადი აზრი ასეთია ქართულმა ფეხბურთმა უნდა მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი კაპიტალი ,საიდან როგორ ,ეს ჩვენი საქმე არაა ინვესტორი ჟორდანია იქნება თუ მუტუმბუ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.თავი და თავი ამას მრავალჯერ გავიმეორებ კანონიერი ბაზის შექმნაა,რომლის მიხედვითაც ინვესტორს ეცოდინება ,რისი გაკეთების ნებაცა აქვს და რა მოელის თუ ამ წესებს გადაუხვევს
Grigoli
რახანს ეს დილეტანტები წაშავდენ იქნება კი ეშველოს გუნდს.
Eric cantona
zugdidski - მარსელის ფასი სავარაუდოდ რამოდენიმე ათეული მილიონია და ყოველწლიურად კლუბის შენახვა კიდე ერთი მაგდენი ჯდება და მასეთ ინვესტორს ვერ პოულობენ. ტორპედოს შენახვას კიდე 2მლ სულ ეყოფა მთელი წელი, საიდანაც ნახევარს სახელმწიფო მიცემს. ასე რომ ინტერესი თუ გაუჩნდათ ძალიან მაგარია და თუ მართლა უგულავაზე და მის ჯგუფზეა ლაპარაკი, სერიოზული განაცხადია. ანალოგიურად უნდა დაიტერესდნენს სხვა ბიზნესმეებიც კლუბებით და მერე მართლა მივირებთ ნორმალირ ჩემპიონატს, ოღონდ მთავრია აღებული ვალდებულებები შეასრულონ და მარტო სახელმწიფოს ფულზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.
სიმართლე
განა ფონდი იმიტომ არ შეიქმნა რომ ბიზნესი დაინტერესებულიყო ფეხბურთით.ძალიან მაგარი მენეჯმენტი ყოფილა ზუსტად გუნდში.ჯერ ერთი დარასელიას არეული გუინდი შტელინით დაალაგეს შემდეგ დალაგებულზე ნორმალური ადგილი დაიკავა გუნდმა,ეხლა სპონსორი მონახეს,მეტი რა უნდა ექნათ?
მამუკი
კარგია და დაე ყველა ქართულ გუნდში მოვიდეს სპონსორი, რომელიც ყველაფერზე პასუხს აგებდეს, აი მაშინ ნამდვილად იქნება საქართველოში წარმატებები. ეგებ სამარცხვინოდ „10„ათასიანად გადაკეთებულ ტორპედოს სტადიონსაც ეშველოს და ისევ „„30-„ ათასიანად გადააკეთონ, ხოლო ტორპედოში კი მხოლოდ ადგილობრივ კადრზე იყოს გადაეყვეტილება და მაშინ ნამდვილად გაიმარჯვებს ქართული ფეხბურთი. ბოღმინებმა კი ეკლესიაში ილოცონ და მაშინ გადარჩებიან.
zugdidski
მთლიანად არ უნდა მიყიდონ მინიმუმ 50% მერიას უნდა დარჩეს და 3-5წლის მერე თუ ფეხზე დააყენეს ტორპედო და ყველაფერი გააკეთეს რაც თანამედროვე კლუბს სჭირდება მერე თუ უნდათ ის 50% მიყიდონ..... აგერ "მარსელს" ვერ ყიდიან და ტორპედომ რით დააინტერესა ეს ხალხი?! არ თქვათ ეხლა და ქართული ფეხბურთის სიყვარულმაო...
ლილე
სოფო იქ მარტო ჟორდანია არ იყო და ასეთ ანტირეკლამას ნუ აკეთებ რაც არ იცი იმას ნუ წერ მალე "ტორპედო" დააჩოქებს დედაქალაქის გუნდებს და აღარ გექნებათ სალაპარაკო
ლექსო
კარგი ხდება და ბევრ გული უსკდება აბა ტორპედოს გაძლიერება ვის უხარია ხვალ თუ ზეგ დინამოს სერიოზული კონკურენტი უჩნდება ქუთაისური კლუბის სახით
რერო
იმის მაგივრად რომ ახალი ინვესტორების გამოჩენას და ასეთი ხალხის ფეხბურთში დაბრუნებას იმედიანად უნდა შევხვდეთ ლანძღვის მეტს არაფერს ვაკეთებთ არ არის ეს სწორი საქციელი და ნუ ხართ სულ ჩასაფრებულის პოზიციიდან
sopo
Eგ ისარაა მხედრიონის გამოყენებიტ დინამოს რო ცჰემპიონს ხდიდააა
lado
ვახ მორიგი ბლეფიიი.. ჯორდანიამ არ დააქცია პეხბურთიი.. ერტხელ სამტრედიას ტანკებიტ წაარტვა ცჰემპიონობაააა.. ეგ მხოლოდ კმაზე პიქრობს ტამასჰი როგორ გაყიდოს სხვაზე არაპერზეე...სადაც წავიდა ყველგან დაიცჰირესს.. აი ნახავტ ეგ ტორპედოს რასაც დამარტებსს..
tngh
ინვესტიციის ჩადება ქუთაისის "ტორპედოში" გამართლებულია!!!
giga
იმედია რამე გამოსწორდება ნურავის ეწყინება და საქართველოში ქუთაისის ნაირად სპორტი არსად არ ივართ ეგ ქუთაისში კალათბურთის ჩემპიონობამაც დაადასტურა წარმატებები ტორპედოს და ყველა კლუბს ევროტურნირებზე
ალეკსანდრე
მე მგონი დჯორდანია, თუ სერიოზულად მოეკიდება საქმეს,2-3 ცელიწადში ტორპედო სულ სხვა გუნდი იქნება,დინამოს მაგარი კონკურენტი ეკოლება
iii
ჯერ არ მოსულან და უკვე გამოუჩდათ მტრები,ბოღმიანი ხალხი ხართ,არ სიამოვნებთ რომ ქუთაისს პატრონი გამოუჩნდა.შეხედავთ თუ არ გამოსწორდება ქუთაისში ფეხბურთი,ალბათ ამის ეშინიათ არ აინტერესებთ დინამოს გარდა სხვა კლუბები
ქუთაისელი
თუ ფეხბურთი ბინზესის რელსებზე არ გადავიდა არაფერი არ გვეშველება. ჭკვიან კერძო ინვესტორს შეუძლია ფულიც გააკეთოს და ტიტულებიც მოიგოს. მთავარია გამჭვირვალე იყოს საქმიანობა.
taso
ასე უნდა მოხდეს ნეტა ყველა ქართულ კლუბში.
haha
მაფია უკვდავია. ტიპი ორჯერ იჯდა ფეხბურთში დაშვებული დარღვევების გამო. ორივეჯერ გადაიხადა ოფიციალურად. მერე ჰოლანდიაში მოკვეთეს თავისივე გუნდიდან. მურღულიამ რომელი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე მიიღო ეს სულელური გადაწყვეტილება? ხოლო სხვა ჩერჩეტებს შევახსენებ, ტორპედო ერთხელ უკვე იყო გასხვისებული და არაფერი გამოვიდა. მგონი საჩოგბურთო ბაზა დაიკარგა იმ საქმიდან. მთავარი ის კი არ არის გასხვისდეს, მთავარია სწორად გაკეთდეს, საიმედო და პროფესიონალური ხელშეკრულებით. არ დაბლოკოთ, ნუ გეშინიათ განსხვავებული აზრის.
vano
არა მარტო ტორპედო არამედ ყველა გუნდი უნდა გახდეს კერძო ისე ფეხბურთს არეშველება ხოლო ვის ვინ მოსწონს ეგ სხვა საკითხია
kutaiseli
ძალიან მაგარი ამბავია,კარგია აბა ის ჯობდა ბიუჯეტის ფულზე რომ იყო დამოკიდებული კლუბი?ყოჩაღ!
dato
შავი სამყარო ქუთაისში ბრუნდება. სადაც მივიდა ყველგან გამოაგდეს და ბოლობოლო მიხვდა რო კრიმინალის ადგილი საქართველოა
666
warmatebebi yvela qartul klubs.me saertod ze optimisti var magram am qveyanashi agarmjera aravisi da arapris
levan
მთავარია ეს არ იყოს 1 წლიანი ინტერესი და მართლა ქუთაისური ფეხბურთის განვიტარების გრძელვადიან პერსპექტივაზე იყოს აქცენტი. იემდი მაქვს ასე იქნება
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა

"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი დანიშნეს, მეტოქე შეცვალეს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
[ოთხშაბათის საკითხავი] სად არის კერძო სექტორი?
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
"ტორპედოს" პრეზიდენტი: ირანელებს ხელფასს არ ვუხდით, მხოლოდ კვების ხარჯს გავიღებთ
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...
მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ტორპედოს" პრეზიდენტი: ჟორდანიას მეგობრები ქუთაისის მერს უკვე ელაპარაკნენ...
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
"ტორპედოში" ირანელები გამოჩნდნენ, შტელინი ბრიუსელის ტერაქტებმა დააბრკოლა
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
ქუთაისის "ტორპედო": გიორგი გურული დაბრუნდა, სამეული დარჩა