ქობულეთის "შუქურას" დირექტორს ახალი ფორმატი მოსწონს და ძალიან საინტერესო ჩემპიონატის მოლოდინშია
სეზონისთვის მზადება ან მზადებისთვის მზადება ლამის ყველა გუნდმა დაიწყო, მაგრამ ქობულეთის "შუქურას" ამბავი ჯერ უცნობია. კლუბში მოლოდინია და ვითარების გარკვევამდე საქმე გაჩერებულია.

"შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე არ მალავს, რა გახდა ამ გაურკვეველი ვითარების მიზეზი:

- ჯერ ყურებჩამოყრილი ვარ, რადგან ბიუჯეტში ფული არ გვაქვს და არ ვიცით, მოსამზადებელ ეტაპს როდის დავიწყებთ. დღევანდელი მდგომარეობით, მეშინია, გუნდი არ დამეშალოს.

- კლუბის ბიუჯეტი გაურკვეველი რატომ არის?

- უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს ერთიანი ფონდიდან 600 ათასი ლარი დაერიცხება და წლის ბოლომდე ამის იმედად უნდა ვიყოთ. სწორედ ამის მეშინია, რომ შეიძლება ბევრი ფეხბურთელი წავიდეს.

- ამ მომენტისთვის ვინ წავიდა გუნდიდან?

- ჯერ მხოლოდ ორი რამ შემიძლია გითხრათ: ლაშა ჩალაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებს, ხოლო ცენტრალურმა ნახევარმცველმა თორნიკე თარხნიშვილმა ბათუმის "დინამოსთან" წლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.

- ეს ისედაც ცნობილი იყო...

- დიახ, მეტი არავინ წასულა, მაგრამ ფეხბურთელები ჩვენს შეთავაზებას ელოდებიან.

- მართალია, თითქოს თქვენი ვაჟი, გიორგი ჩელებაძე დაგიბრუნდათ?

- გიორგი გორის "დილადან" წამოვიდა და ჯერჯერობით ჩვენთანაა, მაგრამ საბოლოოდ დარჩება თუ არა "შუქურაში", ამის თქმა გამიჭირდება.

- ზამთარში ამბობდით, რომ ირაკლი კომახიძეს რუსული კლუბები იწვევდნენ. ის რჩება გუნდში თუ მიდის?

- მეც ძალიან მსურს, რომ ირაკლიმ ძლიერ ლიგაში ითამაშოს, მაგრამ მის ტრანსფერზე სიახლე ჯერჯერობით არ არის. საერთოდაც, ათ დღეში ბევრი რამ გაირკვევა და სხვა სიახლეებზე უფრო მეტს გეტყვით...

- შეუძლებელია, არ დაეთანხმო იმ აზრს, რომ მხოლოდ სახელმწიფო დოტაციის იმედად მყოფ კლუბებს გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამიტომაცაა, რომ ბევრი მათგანი სპონსორს ეძებს. ამ მხრივ თქვენთან რა მდგომარეობაა?

- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი, ათი დღე მაცალეთ-მეთქი.

- ანუ სპონსორის მოყვანის იმედი გაქვთ?

- ეს მხოლოდ იმედი არ არის, მაგრამ სანამ საკითხი არ გადაწყდება, მანამდე ლაპარაკი არ ღირს. ფაქტია, რომ ამ მოლაპარაკებით კმაყოფილი ვარ.

- ცნობილია, რომ ფედერაციაში კლუბების ხელმძღვანელებისა და სფფ-ის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის შეხვედრაზე გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატზე თავიდან "შუქურას" სფფ-ისგან განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა...

- ბევრი კითხვა გვქონდა. მაგალითად, ჯგუფებში არათანაბარი ძალის გუნდების გადანაწილების საფრთხე არსებობს, ჩემპიონი და გავარდნილები კი 12 თამაშით გამოვლინდებიან. ამიტომ გვერჩივნა, გარდამავალი ჩემპიონატი 26 ტურად გამართულიყო. ჩემი მოსაზრება იყო, რომ პაუზა შეგვემცირებინა და თამაშების რაოდენობა გაგვეზარდა.

საერთოდ, ფეხბურთელის კლასი და ოსტატობა მეტი თამაშით იზრდება. ოფიციალურ შეხვედრას ვერანაირი მომზადება და ვარჯიში ვერ შეცვლის. მსოფლიოს წამყვან ლიგებს გადახედეთ - სეზონის განმავლობაში ფეხბურთელები მინიმუმ 70 თამაშს ატარებენ, ზოგან 80-მდეც ადის და ამაში ამხანაგური შეხვედრები თუ ტურნირებიც იგულისხმება.

ჩვენთან კი ეს ციფრი ასე გამოიყურებოდა - ნახევარ სეზონში 12 თამაში, პლუს, თასის 4 და სპარინგებში 4-5 დაპირისპირება. ანუ ეს მაქსიმუმ 20 თამაშია, რაც სეზონში 40-მდე მატჩს უდრის. ფეხბურთელის გასაზრდელად ეს ძალიან არასაკმარისია. მე სწორედ ამ ლოგიკიდან გამოვდიოდი.

- მაგრამ ქობულეთის "შუქურას" მენეჯერმა ავთანდილ წიკლაურმა თქვა, რომ საბოლოოდ, სფფ-ის პროექტი მისაღები აღმოჩნდა...

- დიახ, მისაღები აღმოჩნდა, რადგან ფედერაციამ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი მოდელი შემოგვთავაზა. განსაკუთრებით მომეწონა ჩემპიონის, ევროსაგზურების მფლობელებისა და ლიგიდან გასავარდნების პლეი ოფებით გამოვლენის იდეა.

ოქროს მედლის მფლობელი რომ ორმატჩიანი ფინალით გამოვლინდება, ასე მოთამაშეებიც სულ ტონუსში იქნებიან. ეს თამაშების რაოდენობას გაზრდის - 12 თამაშს სათასო დაპირისპირებები და პლეი ოფები ემატება. 12 მატჩს მხოლოდ ჯგუფებში მე-4 და მე-7 ადგილებზე გასულები ჩაატარებენ. რაც მთავარია, ტურნირის ფინალური ეტაპისადმი მაყურებლის ინტერესი გაიზრდება. ამ კუთხით, ეს უდავოდ გამართლებული მოდელია.

მოკლედ, ძალიან საინტერესო და დაძაბული ჩემპიონატის მოლოდინში ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qazwsx
გუადუას ვეთანხმები და მეც კატეგორიულად მოვითხოვ ამას. ვიმედოვნებ რომ ეს ტალღა როდესმე აგორდება და ფედერაციისა და სახელმწიფო დონეზე დაისმება ეს საკითხი. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ნამდვილად ძლიერ ჩემპიონატზე ლაპარაკი ზედმეტია.
mussa
გააუქმეთ გამგეობის გუნდები!!! კლუბი უნდა იყოს მხოლოდ კერძო!!! ჩელებაძის შვილის და მისნაირების შენახვა 5ჯერ უფრო ძვირი უჯდება ვიდრე გიორგი ანწუხელიძის ან შინდისელ გმირებს ქონდათ გასამჯელო!!! სტადიონზე ბაჯბაჯში სახელმწიფოს ფული არ უნდა გაიფლანგოს!!!
dave
Guadua - კლუბების სააქციო საზოგადოებად გადაკეთება და მათი ა ფორმით გასხვისება მართებული გადაწყვეტილება იქნება. აქციის ფასი რამდენი იქნება მაგას ასე ვერ იტყვი პირდაპირ, შესაძლებელია მინიმალური თანხა დააწესო 1 ლარი და გამოუშვა მილიონი აქცია, რაც შეიძლება უფრო მართებული იყოს, მცირე რეგიონებში თვითონ მოსახლეობას შეეძლება შიძინოს კლუბის აქცია რის შემდეგაც ფეხბუღტელებს მიმართ მეტი მოთხოვნის გრძნობა გაუჩნდება და მის ტამაშზეც მივა, იმ ფიქრით მოდი "მოდი ვახო რას შვებიან ჩემი ბიჭებიო" :). ვეთანხმები სააქციო საზოგადოების აზრს მაგრამ ასევე ვფიქრობ ეს კლუბები იყოს ამასთანავე სახალხო და არა ერთი მსხვილი აქციონერის საკუთრება. მსგავსი მოდელით მუშაობს გერმანიის, ავსტრიის და კიდე ვინ მოთვლის რამდენი ქვეყნის საფეხბურთო კლუბები.
ტრეფიკინგა
ჩელებაძემ არასრულწლოვანი ანანიძე გაყიდა რუსეთში-რით განსხვავდება ეხლა ეს იმათგან,ვინც ოსმალეთში ყიდიდა ქართველ გოგო-ბიჭებს!
Guadua
რევაზ ჩელებაძეს: რევაზ,სქემა შენი პრობლემის მოხსნისა არის სრულაიდ უბრალო,ამაზე არაერთხელ ითქვა. თუკი შენი პირადი და კერძო არაა კლუბი, თუ მას სახელმწიფო აფინანსებს და შენ მხოლოდ ძველი დამსახურების გამო ხარ მანდ შეფი,ადექი და უთხარ, მოსთხოივე ხელისუფლებას რომ ფეხბურთის გადასარჩენად ქობულეთში გადაგიქციონ ეს კლუბი სააქციო საზოგადოებად, გადასცენ ამ საზოგადოებას მთელი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი საბაზრო შეფასება და გამოუშვან აქციები, მინიმალური ფასი აქციის 100 ლარი. აქციის მყიდველი იქნება საინვესტიციო ვალდებულებით რომ რა თანხის აქციაც იყიდა, იმ ოდენობის თანხის ინვესტირებას მოახდენს უახლოეს 3 ან 5 წელიწადს ყოველწლიურად. აი ამ ხერხით შეიძლება უამრავი წვრილი და მსხვილი ინვესტორების მოწვევა,როგორც ადგილობრივის,ასევე მთელი საქართველოდან და საზღვარგარეთიდან, და კლუბის გამართულად შენახვა. ეს არის ლოგიკა, მაგრამ თუკი ლოგიკა მოდის წინაღობაში ვინმეს სურვილთან სახელმწიფო ფულების ათვისება- განაწილებაზე, მაშინ ნურც ის გიკვრით რა დღეშიც ხართ. რედაქციას კი ვსთხოვ რომ ეს წინადადება ცალკე სტატიად განიხილონ, თორემ წაიღეს ტვინი ამ სახელმწიფო კლუბების "მეპატრონეებნმა", მაგათ გამოა რომ არაფერი ვითარდება,მოაჯდება ვინმე ავტორიტეტიანი პიროვნება კლუბს და მიდი-მოვდივარ, ფეხბურთი კი კვდება. დროა ეს საკითხი საბოლოოდ მოგვარდეს და ამათი წუწუნი დამთავრდეს. განგ3ბ ამბობენ რომ კერძო ინვესტორს ვეძებთო, იციან რომ იშვიათად ვინმემ ჩადოს ფული რამდენიმე მილიონი და ეს კარგი საშუალებაა რომ თვითონ იბოგინონ, ინვესტორად უნდა იყოს ყველა ვისაც სურს, ადგილობრივი ქომაგიდან დაწყებული.აი ესაა ლოგიკა.
maurinio
მოაშორეთ ეს კაცი შუქურას!!!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ორი ცვლილება მოხდა
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ქობულეთის "შუქურა": რევაზ ჩელებაძეს ზურაბ არზიანის შენარჩუნებაც სურს
თორნიკე თარხნიშვილი: ეს თამაში კაცური ღირსების საქმეა
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
9 გასროლა საგურამოში - თბილისის "ლოკომოტივმა" სოხუმის "დინამოსთან" ისპარინგა
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
იაგელონია-დინამო(ბთ) 4:0 - ვერ გავრისკეთ, არ დაგვინდეს [VIDEO]
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ
ქობულეთის "შუქურაში" ვალერიან ჩხარტიშვილი ბესიკ შეროზიამ შეცვალა
"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 1:0 - ნავსი გატყდა!.. [VIDEO]
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
ახალი სქემით და ორი გოლით - თბილისის "ლოკომოტივი" თურქულ შეკრებაზე
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
34.9 კმ/სთ - ლაკვეხელიანი მსოფლიოს უსწრაფეს ფეხბურთელებს შორის!
პოლარის სისტემა: კუხიანიძის საუკეთესო შედეგი, იაშვილის უჩვეულო სისწრაფე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
საბურთალო-ლოკომოტივი 6:0 - ტორნადო [VIDEO]
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"