კერძო ჯგუფები უკვე დაინტერესდნენ "ტორედოს", "სიონის", "დილას", "შუქურასა" და "გურიას" შეძენით ან მათთან თანამშრომლობით
რამდენიმე ხნის წინანდელი ამბავია: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით უეფას წარმომადგენლები ესტუმრნენ - ორგანიზაციის მარკეტინგის მენეჯერი ნოელ მუნი, მასობრივი ფეხბურთის პანელის წევრი ვილი ჰინკი და მასობრივი ფეხბურთის მიმართულების კონსულტანტი ლიამ მაკგროურტი.

ევროპული გამოცდილება

უეფას წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს, რაც სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დადებითად შეაფასა, შეხვედრები ძალიან წარმატებული და პროდუქტიული იყოო.

უეფას მარკეტინგის მენეჯერი ნოელ მუნი კი ამბობდა, რომ სფფ-ის ახალი მმართველი გუნდი ცვლილებების განსახორციელებლად მზად იყო და თბილისში თანამედროვე ფეხბურთში დასაქმებული საუკეთესო ექსპერტები ჩამოიყვანეს, რათა სფფ-ის თანამშრომლებს გამოცდილება გაუზიარონ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კი ხანგრძლივი თანამშრომლობა გვექნებაო.

შესაძლოა, ეს ამბავი ყურიდან ყურში გაგვეტარებინა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: უეფა ამ კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია გახლავთ. 1992 წლის შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგამ რებრენდინგი განიცადა, იგი პლანეტის მასშტაბით ყველაზე პოპულარული საკლუბო შეჯიბრება გახდა. ერთ სეზონში უეფა ლიგაში მოასპარეზე კლუბებს სულ 1,257 მილიარდ ევროს გაუნაწილებს, ხოლო ევროპალიგაში მოთამაშე კლუბებს - 381 მილიონ ევროს. უეფა ფულს იმ კლუბებსაც აძლევს, რომლებიც ჩემპიონთა თუ ევროპალიგების ჯგუფში ვერ მოხვდნენ. ამდენად, ქართველებს ამ ორგანიზაციის მარკეტინგული გამოცდილების გაზიარება ნამდვილად არ გვაწყენდა.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარების პროგრამაში ერთი ისეთი პუნქტი ჩადეს, შესაძლოა, მალე ჩვენი გამოცდილების გაზიარება სხვებს დასჭირდეთ.

საქმე ეხება იმ პროცესს, რაც ახლა ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს - სპონსორების მოზიდვას.

სპონსორების ძიების ქართული მოდელი

ცნობილია, რომ უმაღლესი ლიგის 14 კლუბიდან კერძო მეპატრონე მხოლოდ 4-ს ჰყავდა: თბილისის "დინამოს", "საბურთალოს", თბილისის "ლოკომოტივს" და ნაწილობრივ, საჩხერის "ჩიხურას". ყველა დანარჩენი კი სახელმწიფოს დოტაციაზე იყო - "სამტრედია", გორის "დილა", ბოლნისის "სიონი", ქუთაისის "ტორპედო", "ცხინვალი", ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ლანჩხუთის "გურია" და ფოთის "კოლხეთი".

აქამდე ფეხბურთში ისეთი სისტემა მოქმედებდა, კლუბები მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე დიდად არ ზრუნავდნენ და დოტაციით კმაყოფილდებოდნენ. ახლა ვითარება რომ შეიცვალა, ფაქტები მეტყველებს. მთავარია, რომ უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგის კლუბებს მინიმუმ 5 წლით ექნებათ გარანტირებული დაფინანსება, რაც მათი სტაბილური არსებობის წინა პირობაა.

მთავარი პუნქტი კი სპონსორის ან კერძო მესაკუთრის მოყვანას გულისხმობს: გარდამავალ ჩემპიონატში, უმაღლესი ლიგის გუნდი საბაზისო ბიუჯეტად 0,6 მილიონ ლარს მიიღებს, ხოლო სპონსორების მოზიდვის შემთხვევაში, სტიმულირების ფონდიდან - დამატებით 0,3 მილიონ ლარს. ანუ გუნდი სპონსორს თუ მიიზიდავს და ის 50 ან 250 ათას ლარს გადაიხდის, ერთიანი ფონდიდანაც იმავე თანხას მიიღებს. მაგრამ მილიონს თუ მოიზიდავს, "ჭერი" 300 ათასი იქნება, რადგან ერთიანი ფონდის ბიუჯეტიც შეზღუდულია.

სისულელე იქნება დაიმედება, რომ ეს მაპროვოცირებელი წინადადება ქართულ ფეხბურთში მილიარდებს მოიზიდავს, მაგრამ ვითარება აშკარად შეიცვალა.

პროცესი დაიწყო?

სწორედ ეს საპრემიო ფონდი გახდა გუნდებისთვის ბიძგის მიმცემი, რომ სპონსორები და კერძო ჯგუფები მიეზიდათ. კონკრეტული ფაქტები ადასტურებს, რომ ახლა მართლაც დაიწყო არა გამგებლების შეჯიბრება, არამედ - მენეჯერების.

კერძო სპონსორი, ზაზა ჩაჩავა, ქუთაისის "ტორპედოში" უკვე მივიდა და მას ამბიციური გეგმები აქვს - დაეწიოს და გაასწროს თბილისის "დინამოს". ძნელი სათქმელია, აქედან რა გამოვა, მაგრამ თავად ეს სურვილი მოლოდინსა და ინტრიგას აჩენს.

ამას გარდა, "ლელოს" მკითხველისთვის ცნობილია, რომ კერძო ჯგუფები დაინტერესდნენ ბოლნისის "სიონის", გორის "დილას", ქობულეთის" შუქურასა" და ლანჩხუთის "გურიას" შეძენით ან მათთან თანამშრომლობით.

ჯერ არაფერი გვსმენია "სამტრედიაზე". რაც შეეხებათ "ცხინვალს", ბათუმის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთს", მათ იდენტური პრობლემა აერთიანებთ, რის გამოც სპონსორები ერიდებიან - არც ერთს არ აქვს საკუთარი სტადიონი და ბაზა, ურომლისოდაც გუნდი საინტერესო არაა.

შედარებით იმედიანად ბათუმის "დინამოში" არიან, რადგან მას ანგისაში ბაზას უშენებენ და იმედია, ბათუმში დაპირებულ სტადიონსაც აღირსებენ. ამ კუთხით "ცხინვალისა" და ფოთის "კოლხეთის" მდგომარეობა არასასურველია - ფაქტობრივად, ამ გუნდებს ერთი ბეჭედი და ისტორია გააჩნიათ. არადა, გულსატკენია, რომ ასეთ ყოფაშია პირველი ქართული კლუბი "კოლხეთი 1913", როდესაც ფოთელ გულშემატკივრებს საშინაო თამაშებზე სტადიონზე შესვლისა და ბილეთის დავიწყებული პრობლემა შეექმნათ.

ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ითქვა, რომ ერთიანი ფონდის მიზანი გუნდების კერძო ინვესტორის ხელში გადასვლა გახლდათ. ეს პროცესი თუ სასურველი კალაპოტით გაგრძელდა, ფეხბურთის საქმის მცოდნე მენეჯერები შემორჩებიან, რომლებიც საქმეს გააკეთებენ და სპონსორებს მიიზიდავენ, 5 წლის შემდეგ კი, კლუბები სახელმწიფოს კისერზე დღევანდელივით ჩამოკიდებულები არ იქნებიან.

მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა. ჯერ ფეხბურთისკენ მხოლოდ ბიზნესმენების მცირე ნაწილმა გამოიხედა, თანაც, საფეხბურთო კლუბების აქტიურობის შედეგად, ანუ ახლა გუნდები აქტიურად ეძებენ პარტნიორებს.

მაგრამ ჯერ მხოლოდ ოცნებაა, რომ ბიზნესს ინტერესი თავად გაუჩნდეს და გუნდებთან პარტნიორობის გზა თავად მოძებნოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
მოვიდა ბოლო ბოლო ტორპედოში სპონსორი თუ არა
თენგო
ბატონო მერაბ ,ამ ზუგდიდს არც უპატრონოებში ახსენებთ და არც პატრონიანებში,რატომ ვითომ?თუ ზუგდიდი თქვენი აზრით არ არის ჩემპიონატის მონაწილე.
სირბილის სწავლების ცენტრი
ჯერ ფეხბურთელების მომზადება და გაყიდვა უნდა შეძლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დააინტერესებთ ბიზნესმენებს.
კაცო
ხალხო არასწორია, ”ქართლული” რამ დაგაწერინათ, როცა სიტყვაში ლ ურევია მაშინ რ თი მთავრდება, სწორი არის ქართლური და არა ”ქართლული”. ნერვები მეშლება გრამატიკა და პროფესორობა რომ მოუნდებათ ხოლმე სპორტულ სტატიებზე მაგრამ ეს მეტისმეტია, ასე რამ დაგვაბეჩავა საერთოდ ენის შეგრძნება რომ გვავიწყდება.
bacho
მანდელას.ნუ მოგაქვტ ტავი ქუტაისელ და ტბილისელ გულსემატკივრებს მადრიდისტრბად და კატსლონებად.ეს სტატუსი ხუგდიდს და ტბილისს უფრო სესვენის.ასე რომ...
Mandela
ისე როგორ მიკვირს გუნდს ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე გასვლა ქონდეს მიზნად დასახული და მისი გულშემატკივრების ოდენობა 500-ს არ აღწევდეს ხალხო ? :დდ. ყოფილა ასეთი შემთხვევა ისტორიაში რო ლიგაზე გასულიყოს გუნდი რომლის გულშემატკივართა ოდენობა სამნიშნა რიცხვს ვერ აღწევს ? რა თქმა უნდა არ ყოფილა რაც არუნდა ყველაზე პატარა და მოკრძალებული გუნდი ავიღოთ ვისაც კი ამ ტურნირებზე უთამაშია. ესეთი რამე არ მომხდარა და არც მოხდება, უბრალოდ საფეხბურთო ღმერთი ვერ დაუშვებს ამასს. ასე რომ ჯერ ამაზე იფიქრეთ და შეაყვარეთ ხალხს თავი რაც უთუოდ ტრიბუნებზე 1 შეხედვით აისახება და მერე იფიქრეთ რომელიმე დიდ ტურნირზე მოხვედრაზე სხვანაირად ეს ყველაფერი დიდ გულუბრყვილობას და საცოდაობას უფრო ჰგაავს.
Mandela
და შენ როგორ ფიქრობ ქუთაისელი გულშემატკივარი აპატიებს თუ მასე მოხდა გუნდის გაFარჩაკებას ახალ ხელმძღვანელობას? არ დაიჯერო ბრატ უარესებიც გაგვიყრია აქედან ვინც მაგას უპირებდა ამ გუნდს . ჯერ არ მოსულა ეს ხალხი წესიერად და ვაცადოთ რა ნუ ვართ ესე შურიანები და BოGმიანები ბლიაDD. მარტივად გეტყვით მანამ ეყოლება დედა "ჯანმრთელი" ქართულ ფეხბურთს სანამ დიანამო თბილისს ასე უქიცინებს ტრAKს ბარეორი.
Hoh
აზრძე ხართ თუ 1 მილიონს ჩადებ სახელმწიფო 300 000-ს გაძöევს!! ჰე ჰე!! ვაჰ !! ამათ მოსახლეობა მართლა ტლუები ჰგონიათ!! მოიყვანენ შირმად სპონსორებს და ფიქტიურად მილიონს ჩადებენ და მოგება 300 000 -ი იქნება აზრძე ხართ რა სქემააა!!!
Mandela
- კერძო სპონსორი ზაზა ჩაჩავა ქუთაისის ტორპედოში უკვე მივიდა და მას ამბიციური გეგმები აქვს დაეწიოს და გაასწროს თბილისის დინამოს, ძნელი სათქმელია აქედან რა გამოვა. - ისე ხო მაგრად გეწყინება მერაბ და გეტკინებათ კიდევ სხვა მერაბებსს ჰაა? ეს არარის პირველი შემთხვევა და ვეჭვობ არც უკანასკნელი უნდა იყოს (ამაზე უარესი " ჩარტყმებიც" გვახსოვს ტორპედოს მიმართ). პრინციპში თბილისელს როგორ უნდა მოთხოვო რო უყვარდეს ტორპედო მარა ესე აშკარა ბოღმისა და ღვარძლისგან მაინც შეიკავეთ თავი და ნუ აძულებთ განსაკუთრებით რეგიონებში ხალხს თავს, ხოლო თქვენი სანაქებო გუნდი რამდენ ეტაპს გადალახავს ცოტა ხანში კარგად Dაითვალეთ plz. მივაწვეთ სუბიექტურობას ობიექტურობა რა ჩვენი საქმეა არა ?
Hoh
სპონსორები არა და ბალალაიკა!! ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს აითვისებენ და ჰაიდა!! ჩვეულებრივი ფულის ათვისების პროცესიაა!!!!!!!!
afera
უსტადიონო გუნდი არ უნდათ - ეს ნიშნავს: მაგალითად ქუთაისში თუ გადაცემ სტადიონს ან ბაზას, დახარჯავს რაღაც თანხას, მერე ნელ ნელა გააღარიბებს და ბოლოს სტადიოზე სახლებს ააშენებს და საღორიაზე ახალ "გლდანს". განკერძოებასაც ჭკუა უნდა. გააკერძოეს იპოდრომი და უკვე შენდება ქვის ქალაქი.
ლუის ენრიკე: ნამდვილი შეჯიბრი ახლა იწყება
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალს განსჯიან
ლუის ენრიკე: ჩვენი დამარცხება ყველას უნდა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
ფეხბურთი და ბიზნესი: გამოეხმაურება ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას?
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - მოტამ დემჩენკოს მსგავსი პუნქტით ისარგებლა და სომხური გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ერთი გოლის ფასი: ბათუმელებმა, ფოთელებმა და გორელებმა მოიგეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ჩხუბი ფეხბურთელებს შორის მოედანზე - "დილას" ამხანაგური მატჩი უკრაინულ გუნდთან აღარ გაგრძელდა
"სანამ კინი "ტორპედოს" მწვრთნელია, "ჯუნგლები" ტრიბუნას ვტოვებთ" - "ტორპედოს" ფანების განცხადება [PHOTO]
ქუთაისის "ტორპედოში" კობა ჟორჟიკაშვილს მილოვან მატიასევიჩი დაეხმარება
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა
დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ნიკა გელაშვილი ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებას ჩემპიონატის ბოლომდე დაიცავს
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!