საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელშიც 12 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა, გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულა.

25 ივნისს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მე-9 ადგილისთვის შეხვედრა "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოედანზე ფრანგ თანატოლებთან გამართეს და ანგარიშით 24:27 დამარცხდნენ.

ფრანგებმა უპირატესობის მოპოვება თავიდანვე შეძლეს და ტაიმიც 10:3 მოიგეს. შესვენებამდე 2 წუთით ადრე საჯარიმო გელა აფრასიძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამი ლელო დადეს. პირველ ჯერზე მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა (63-ე წუთი), მეორედ კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ოთარ გიორგაძემ (75) დადო. მესამე ლელო ბოლო წუთზე ლუკა გოგინავამ მიითვალა. სამივე ჯერზე აფრასიძემ გარდასხვა ზუსტად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის პირველ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა იტალიის 20-წლამდელებს მოუგეს - 18:17, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან (7:35), უელსთან (9:10) და ახალ ზელანდიასთან (0:55) დამარცხდნენ.

ჩემპიონატის გამარჯვებული მასპინძელი ინგლისის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ირლანდია 45:21 დაამარხა. 20 წლამდელ მორაგბეთა პლანეტის მომავალი პირველობა კი 2017 წელს საქართველოში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა:

15. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე (კაპ), 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ხუროშვილი, 17. უჩა ჭეიშვილი, 18. ლუკა გოგინავა, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. დავით მოძღვრიშვილი, 22. სანდრო ილურიძე, 23. მირიან მოდებაძე.

iolasha
აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,თქვენ თუ ნახავთ რაგბისტების ერთმანეთთან დამოკიდებულებას გინდა კლუბში თუ ნაკრებში,და მერე ფეხბურთელების დამოკიდებულებას, დავინახავთ უზარმაზარ სხვაობას - რაგბისტები მართლა მეგობრული სიყვარულით, თავმდაბლობით და პატივისცემით არიან ერთმანეთის მიმართ. ფეხბურთელები კი ძველი უამრავი მაგალითი რო არ მოვიყვანოთ, ბოლო ესპანეთში ჩვენი ნაკრების ვოიაჟისას,თუნდაც ოქრიაშვილის მიმართვა და დამცინავი(ძველბიჭური)დამოკიდებულება ნაკრების ახალ წევრთან, რომელმაც ქართული არ იცის... გულის ამრევია ეს ყველაფერი და ზოგადად ასეთი დამოკიდებულება მოგვდგამს ფეხბურთში 20 წელია და სანამ ასე იქნება შედეგსაც ნუ მოვითხოვთ. "ტრუსებიანი ვითომ ძველიბიჭები" . ყველა ნაკრების წევრს არ ვგულისხმობ...
me
მამუკი ქუთათელი. ახალ ზელანდიას რო ახსენებენ პირველი რა გახსენდება რის ასოციაციას იწვევს შენში? კივი გახსენდება თუ რაგბი? ახალი ზელანდია მოსახლეობით დაახლოებით საქართველოს ტოლია 4.471 მილიონი და რაგბში პირველია, რატომ იცით? იმიტმ, რომ რაგბის გარდა არაფერი სპორტი არ არსებობს არ არსებობს ზელანდიელი მოციგურავე და სიგრძეზე მხტომელი არ აქვს ვენს ქვეყანას იმდენი რესურსი, რომ 2000 სპორტის სახეობა გვქონდეს არც მასეთი სპორტული ერი ვართ. უნდა დავაფინანსოთ ის სახეობა, რომელიც წარმატებას აღწევს და უნდა მივმართოთ მაქეთ ადამიანური და ფინანსური რესურსებიც. ფეხბურთში როცა ვიგებთ მიხარია ძალიან ესპანეთთან რო მოვიგეთ (როგორც მოვიგეთ არ მადარდებს მთავარი შედეგია) გიჯივით მიხაროდა, მაგას არ ვგულისხმობ ჩვენ სტაბილურობა არ გვაქ ესპანეთთან მოვიგეთ რუმინეთტან და ესტონეთთან გავნადგურდით, და ყაზახეთს ვერ ვუგებთ მერე გერმანიას ვეთამაშებით "ნა რავნე" და ეგ გვიხარია. ფეხბურთელებმა ხორვაიას კი არ უნდა მიბაძოს ჩვენ არ ვართ ხორვატები ჩვენ ქართველები ვართ და ქართული მენტალიტეტის შესაბამისი მაგალითი უნდა დავუსახელოთ. მივბაძოთ მთელმა ქვეყანამ რ ა გ ბ ი ს !!!!! და მის ფედერაციას მივბაძოთ პროფესიონალიზმში თავდადებაში და საქმისადმი სიყვარულში.
Sebastian Chabal.France.
უვარგისნი,განუსწავლელნი,მოშურნენი,უდარდელად გულგრილნი,გაუთვლელად წინ ვერ გამხედნი,ურთიერთის გაუგონარნი-ვართ.თითქმის ყველა საკითხში დროის დიდი ინტერვალით ჩამორჩენილნი,ვორლდის მოწინავე ქვეყნებთან შედარებაში.სხვას რომ სთხოვ რაღაც ნოუ ჰაუს დონეს,თვითონაც უნდა წარმოადგენდე დარს მომავლის დამაჩქარებლად.სახსრების ჩადება არ სურს ჩვენს ვაი მთავრობას,საითკენაც არ გახედავ..... თუნდაც ჩვენს მასმედიაში ონლაინ ნორმალურად ტრანსლაციებისათვის,ქართველი ხალხის გულის გასახარად,ყველაფერში წინსასვლელად ,სხვაზე არანაკლებად სადღეღამისო გარჯით, ქართულ გენს და ერს,რომ აძლიერებდა დღემდე მოღწევით,რომ გააძლიერებს მომავალში,იმგვარისა შეგნებული გარჯით,არა მარტო ანაზღაურების გამო,საქართველოს წინსვლისათვის ჯერ და მერე დანარჩენი,მე,ოჯახი,ახლობლები.....ვერ ვდგამთ ეროვნულად წინსვის სწორ ნაბიჯებს,დროულად,თითქმის ყველა საკვანძო საკითხებში....,ვერ ვიკვრებით ერთ მუშტად,ეგოისტები,როცა საჭიროა და სადაც საჭირო არს,მამაფაფათა მიერ ჩვენთვის დატოვილ საარაკო ტერიტორიებს და უძლიერეს ყოფის წესებს, საუკუნეებით გამომუშავებულს ,ვერ ვიყენებთ,ვანიავებთ,ვკარგავთ,ბრმებივით.ქართული ბრძნული ანდაზისა მაგვარად-თურაშაულის ფატრონნი,ტყეში ფანტას ვეძებთ-გონებაჩლუნგად,მუქთახორებივით.ყველაფერშიც -თუნდაც სფორტში:ვამბობდი სანამ დრო არს-იყო,ჩვენთვის სასურველი, საჭირო ქართული შედეგებისს მისაღწევად, და არა უდროოდ -ეხლა,გამოუსწორებლად.ახალზელანდიელი ქოაჩია საჭირო ,ასაკობრივებში-უკვე გუშინ,თუ კი გვსურს რაღაცის მიღწევა რაგბიში მოკლე მომავალში, და მიზნად კი მე ხუთე-მეშვიდე ადგილები უნდა დაგვესახა u-2о უსიკვდილოდ , 2о16 წლის ინგლისურ უორლდშიფში...ან კალათბურთში აუცილებელი ი ყო ენბეას მოქმედი, თუნდაც გუნდის მეორე მწვრთნელის და აუცილებლად სერბზე უფრო წარმატებულის თავის გუნდში, ჩანაცვლება ჩვენი ნაკრების სათავეში.ბეძენი და უკვე მერამდენედ ფიასკო გამოვლილი, მოიყვანეს ევროლიგიდან,და ასე და ამგვარად არასწორი და დროით დაგვიანებული ნაბიჯები იდგმება,თითქმის ყველაფერში,სფორტის მიღმაც-მუშტებს ვიქნევთ,წაგებული ჩხუბების შემდგომ. ეს ეროვნულად უსწავლელობის სინდრომია,როცა უბრძნესი, ყველა დროის ქართველთა გამოთქმა- რაც მოგივა დავითაო,ყველა შენ თავთაო-,ჩვენს, უცოდინართა, დაახშულ ყებამდე,გზას ვერ კვალავს,ყოყლოჩინათა ქაქანით კი-გაგიხარია-ყველაზე წინ ვართ დუნიაზე და ყველა შემთხვევით თუ გააზრებულ გამარჯვებას სარჩულად ვუდებთ- ლაყბობასა იმის და მიუხედავად,ობიექტურია თუ უაზროა-უძვლო ენით გადაცემული ,სხვათა,მითუმეტეს გაგონართათვის, თქმული,თანაც გამოუსწორებლად ნაგვიანებით ნაყოყლოჩარი და ისც მხოლოდ ენით!
murtalos და მამუკა ქუთათელს
ფეხბურთის არც რესურსი გვაქვს, არც სათანადო გულშემატკივარი. რა ფულიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ თუ გულშემატკივრის ფული რო არ ემატება უძირო ორმოში ფულის გადაყრას გავს. ურესურსოდ კი არ გვეყოლება არც ექიმები და არც ფიზ. მომზადების მწვრთნელები გვყავს, და არც კონკურენციაა ჩემპიონატში. უკონკურენციოდ, უექიმოდ, უმწვრთნელოდ კი ვერც ახალგაზრდა ფეხბურთელები იზრდებიან. საქართველოში გაზრდილი ბოლო ფეხბურთელი ქეცბაიაა. იმის მერე ყველა უცხოეთში განვითარდა არველაძეების ჩათვლით. გულშემატკივარი კი მინიმუმ ბელგიის დონეს ითხოვს, ისე რო გაღება არაფრის უნდა. კიდეც რო უნდოდეს ბილეთში 5 ლარის გადახდაც არ შეუძლია. მაშინ როცა იმავე ბელგიაში 100 ევრო მაინც ღირს ბილეთი და რეკლამითაც შესდით ფული. შესაბამისად ჩაკეტილი წრეა. შესაბამისად პერსპექტივა ნოლია. ეს ფედერაციაში ძალიან კარგად იციან, მაგრამ რო აღიარონ ფულს არავინ მისცემთ და საჭმელიც მოაკლდებათ. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ტყუილად ფულის გადაყრა არ გვინდა. არ არის საჭირო უპერსპექტივო რამის დაფინანსება.
sandro
მე ჩვენი მორაგბეების მომალზე არ ვდარდობ. ჩვენ აუცილებლად შევალთ ელიტაში და მერე დიდ ტურნირებსაც მოვიგებთ. მე უფრო მაწუხებს ჩვენი რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის უსუსურობა. ინფორმაცია იდება ყოველთვის ორი, სამი დღის დაგვიანებით (იმიტომ რომ ბიჭებმა თავგადაკლული მუშაობის შემდეგ შაბათი-კვირა ხომ უნდა დაისვენონ) და ისიც საშინლად მწირი. ერთადერთი "კონკურენტი" ყავთ "ტიარ ტუ რაგბი" ვებგვერდის სახით, სადაც ინფორმაცია გაყინულია უკვე რამდენიმე თვეა. სამარცხვინოა! ნუ დაბლოკავთ, იქნებ შეისმინონ
kkkkkk
რაგბი კიდევ უნდა განვითარდეს საქართველოში და მეტი დაფინანსება მოხდეს.იმიტომ რომ ვაჟკაცური სპორტია და ჩვენი მომავალი თაობები უფრო ჯანსაღი,ძლიერი და სწორად მოაზროვნენი იქნებიან
მამუკი ქუთათელი
გავიხარეთ და საქართველოს სულ გამარჯვება ქონებოდეს ფეხბურთში, წყალბურთში, რაგბში, კალათბურთში, და რა თქმა უნდა ჭიდაობების ყველა სახეობებში, აი მაშინ გაბრწყინდება ჩვენი სამშობლო , და მსოფლიოს ხორვატიასავით ეტყვის თავის წარმატებებზე.. გაიგეთ ბოღმიანო ფეხბურთის მტრებო რომ ფეხბურთი არის მსოფლიოს პირველი სახეობა და მას რაგბი ვერასდროს შეცვლის, ამიტომ საჭიროა რომ ფეხბურთში მსოფლიოს პირველ ოცეულში რომ ვიყოთ, და ამისათვის საჭიროა რომ ხორვატიას დავემსგავსოთ ყველა ქართველი და გამარჯვებებიც მალე იქნება ფეხბურთში, ამინ და გამარჯვება ყველა სპორტის სახეობებში გვქონებოდეს ქართველნო.
ალეკსანდრე
მეც იმ აზრზე ვარ,რომ ასაკობრივ ნაკრებებს ზელანდიელი მწვრტნელი ჩირდებად,თან მაგალი კლასის,რომ მტელი რაგბი ერტი მიმარტულებიტ განვიტარდეს,რამდენიმე წელში ფრანგებსაც მოვუგებტ და სხვებსაც, ამაში ეჩვი არ მეპარება!
sano
ყველას გვიხარია რაგბის წარმატება,ყველა გიჟს ვგავართ ფეხბურთის გამო!ნუთუ სხვა სპორტის სახეობები კიდევ არ არსებობს?სადაც ტრადიციულად ძლიერნი ვართ-ჭიდაობის ყველა სახეობა ძიუდოს ჩათვლით,ხელბურთი რომელშიც 60 იან წლებში კარგები ვიყავით,კალათბურთი,ფარიკაობა,მშვილდოსნობა და რათქმა უნდა ჭადრაკი!აი სახეობები რომელსაც უნდა ვეთაყვანოთ დღეს!
murtalo
ამ ეტაპზე ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ეს უდიდესი თავდადების შედეგია.დასაფასებელია მათი საქმისადმი მიდგომა და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ღირსეული ცვლა ეზრდება პირველ ნაკრებს და ამას საქართველოში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახებენ...ეხლა კი ცოტა თემას გადავუხვევ. როდის უნდა დამთავრდეს ფეხბურთს წავართვათ-რაგბს მივცეთ და ა.შ...ფეხბურთს თავისი ადგილი აქვს და რაგბის თავისი. მგონი დღესდღეობით ნომერი პირვლი სპორტი მსოფლიოში ფეხბურთია და მისი თამაშიც რომ შეგვიძლია ესპანეთთან შეხვედრამაც დაადასტურა. როგორც არ უნდა სასეირნოდ გამოსულიყო ევროპის მოქმედი ჩემპიონი, მასთან მოგების გაუფერულებასაც ცდილობს ბევრი თქვენთაგანი. გრცხვენოდეთ. მოდით ფეხბურთს ბევრი აქვს და რასაც წავართმევთ ძიუდოსა და ჭიდაობასაც მივცეთ, თუ ნაკლებად სასახელოა საქართველოსათვის ყველაზე მეტი ოლიმპიური ჯილდოს მომტანი სახეობები? იქნებ ოლიმპიური ოქრო ნაკლებად ფასობს და ნაკლებად გვიცნობს მსოფლიო მათი მძიმე შრომის შედეგად, როცა გათბობა და ცხელი წყალი არა აქვთ ხშირად? თქვენ არა ხართ ქართული სპორტის გულშემატკივრები. შეზღუდული აზროვნების ადამიანნო,ფეხბურთს რომ არ წავართვათ ისე რაგბის მეტად დახმარება არ შეიძლება?ან ძიუდოს, ან ჭიდაობას...თქვენ ახალი შეჯიბრი გაქვთ ბოღმა-კბენა-ღრენაში სადაც გამარჯვებული არ არსებობს, ყველა დაბოღმილ-დაკბენილ-დაღრენილი ხართ და ერთმანეთის მოსმენა გიხარიათ. ...დაუდექით გვერდზე ქართულ სპორტს იმით მაინც, რომ ნეგატივს ნუ გადმოანთხევთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ქართველთა უმეტესობისათვის ყველაზე მეტად საყვარელია, მიუხედავად იმისა , რომ ავადაა. მგონი მოიძებნა წამალი და განიკურნება სულ მალე.
gio-s
გიო ასე უნდა დაგეწერა: ვთხოვოთ უპერსპექტივო ფეხბურთის ფედერაციას, შეიმციროს დაფინანსება და გადაურიცხოს ფული რეგბის ფედერაციას.
პაატა
გილოცავთ ნამდვილი სპორტის ყველა ჯიგრიან გულშემატკივარს! დიდი სიხარული გვაჩუქეს რაგბისტებმა, მადლობა ამისთვის ყველას, დიდებსაც და პატარებსაც! სპორტის სამინისტრო ეხლა მაინც მოდით აზრზე და მიეცით რაგბს კარგი დაფინანსება, ასეულობით მილიონის მიყრას რომ აპირებთ უპერსპექტივო ფეხბურთში ნუ იზავთ მაგას! ჩამოუყვანეთ ამ ბიჭებს მაგარი მწვრთნელები და შეუენით პირობები, გააკეთეთ საშვილიშვილო საქმე!!!
gio
ვთხოვოთ სხვა უპერსპეკტივო სპორტულ ფედერაციებს , დაეხმარონ პერესპეკტიულ სპორტ რაგბს, მოვიწვიოთახალი ზელანდიელი მწვრთნელი ახალგაზრდა ქართველი რაგბისტებისთვის!
-magram
გილოცავთ ყველას მსოფლიო რეიტინში მე-10 ადგილზე ყოფნას, ხუმრობა ხომ არაა გუნდმა პირველივე მსოფლიოზე თამაში მოიგო და საუკეთესო ათეულში მოხვდა ამათი ფიზ-მომზადება და პროფესიული ჩამოყალიბება ნამდვილად საშური საქმეა მაგას სწორი მენეჯმენტი სჭირდება რაც დარწმუნებული ვარ ჩვენ სარგბო თემს აქვს კიდეც დასახული
ამაყი ვარ თქვენით
კარგები ხართ, გენაცვალეთ თქვენ რა, ცოტა ცოტა დაგვაკლდა, ცოტა დისციპლინა გვაკლდა (შეცდომებს ვგულისხმობ), გაიხარეთ დადებითად ფასდება თქვენი გამოსვლა.
მადლობა ყველას, მაგრამ -
- აქაც ცოტა თანხა რომ გამოინახოს და უცხოელი მწვრთნელი მოვიწვიოთ, რაგბისტებისთვისაც და ახალგაზრდა მწვრთნელებისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა. ამ თაობაში, რამდენიმე ძალიან დიდი მომავლის მქონე რაგბისტია და ... მწვრთნელებიც სხვანაირად ვერ გაიზრდება. კიდევ ერთხელ, მადლობა მთელ გუნდს!
ალეკსანდრე
კარგია ბოლომდე იბრძოლეს,შედარება არ არის ადრე, საფრანგეთთან წაგებულ შეხვედრებთან
ჯონდო
ყოჩაღ ბიჭებო
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
ოთარ გიორგაძე: გარისკვას ოპერაცია ვარჩიე
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
ოთარ გიორგაძე: საფრანგეთში ქართველებს კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს - სახლში ყოფნა რთულია
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
U20. ირლანდია-საქართველო 35:7 - კარგად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა [VIDEO]
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში
ლეგიონერები - ევროთასები და გოგინავას ლელო პრო დე2-ში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო