ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

სფფ. XXVI ყრილობა: ვალები, არამიზნობრივი ხარჯვა, კრიმინალიც ახსენეს...

გარდამავალი ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირების უფლებას 3 ტელეკომპანია ითხოვს და ეს მაშინ, როცა აქამდე ჩემპიონატის გაშუქება არავის სურდა...
გუშინ, 28 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგ თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXVI ყრილობა გაიმართა.

დასაწყისში, სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "ჰუალინგ ჯგუფის" მმართველთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ცნობილი გახდა, რომ ჩინური ჯგუფი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორი გახდა...

აუდიტმა რა თქვა?

ყრილობაზე სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფეხბურთის ფედერაციის დავალიანებებზე ილაპარაკა.

"ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობის მისვლისთანავე აუდიტი ჩატარდა, შემდეგ დასკვნა დაიდო და დადგინდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელობის ქმედებებით, ამ დროისთვის არსებული მდგომარეობით, ორგანიზაციის საბიუჯეტო დეფიციტი 16 785 600 ლარს შეადგენს. აქედან დავალიანება 11,785 მილიონია, ხოლო წინასწარ გახარჯული თანხები - 5,0 მილიონი.

საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფადან და ფიფადან დარიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა ხარჯვამ, კერძო პირებზე გაცემულმა და შემდეგ ჩამოწერილმა თანხებმა. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ყველაფერს, შესაძლოა, ფიფასა და უეფას სანქციები მოჰყვეს. მათ თავიდან ასაცილებლად, ამ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დავიწყეთ.

ასევე, ჩვენ მოსვლამდე დაიწყო ისეთი პროექტების განხორციელება, რომელთა ფინანსური მხარე დაგეგმილი არ იყო. მაგალითად, რუსთავში მშენებარე სფფ-ის აკადემია, რომელსაც კიდევ დამატებითი, ეგრეთ წოდებული დაუგეგმავი თანხები სჭირდება. ანალოგიური პრობლემაა სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც. თუმცა, ვაცნობიერებთ იმის აუცილებლობას, რომ ეს პროექტები უნდა განხორციელდეს და საამისოდ დამატებითი ფინანსებია მოსაძიებელი...

სხვათა შორის, ჩვენ ოთხი ახალი პროექტი განვახორციელეთ - აღვადგინეთ ფუტსალის ჩაშლილი ჩემპიონატი, დავიწყეთ ქალთა ეროვნული და ბავშვთა რეგიონული ჩემპიონატები და წლეულს დაწყებულ სამოყვარულო ლიგასაც ვეხმარებით. ეს 4 ტურნირი უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე სფფ-ის ყოფილი გაზეთი", - ამბობს მუჯირი.

ეს კრიმინალია...

ფეხბურთის ფედერაციის ყრილობას საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძეც ესწრებოდა. უმრავლესობის წარმომადგენელმა სიტყვა ითხოვა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა:

"რაც აქ მოვისმინე, სჯობდა, არ მომესმინა. წინა ფედერაციის საფინანსო საქმიანობის აუდიტის დასკვნაში, რეალურად, ლაპარაკია კრიმინალზე.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წინა მენეჯმენტის მიმართ ჩემი მკვეთრი პოზიცია მართალი იყო. ჩვენს ფეხბურთში მილიონები იხარჯებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფეხბურთი ისეთ მდგომარეობაშია, მილიონები არ დასტყობია. ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამის სამართლებლივი შეფასება და ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მიიღოს მწვავე ზომები, სპორტის სამინისტრომ კი მასალები გამოითხოვოს და გამოძიების დაწყება მოითხოვოს. აქ დიდ ფულზეა ლაპარაკი და თუ კრიმინალი დამტკიცდება, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.

მესმის, რომ საფეხბურთო სამყაროში ყველა ერთმანეთს იცნობს და ამ ნაბიჯის გადადგმა ძნელია, მაგრამ უპირველესია გულშემატკივრების ინტერესი და დარწმუნებული ვარ, ამით სწორედ მათ პოზიციას ვაჟღერებ", - განაცხადა პარლამენტარმა.

მინუს 5 სუბიექტი

მცირე ხნის წინ, სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, წევრობა შეუჩერდათ რუსთავის "მეტალურგს", ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგას, "ბიჩსოკერის", ეზოს ფეხბურთისა და საფეხბურთო სკოლების ასოციაციებს. მიზეზად მათი უმოქმედობა დასახელდა.

გუშინდელ ყრილობაზე კი, დელეგატების გადაწყვეტილებით, ამ სუბიექტებს სფფ-ის წევრობა შეუწყდათ. ლევან კობიაშვილის განცხადებით, ხსენებული სუბიექტები სფფ-ის წევრობისთვის აუცილებელ სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებდნენ და მათი მხრიდან ფედერაციის მიმართ დამოკიდებულება არასწორი იყო...

ჯილდო კერძო სექტორს

ყრილობის მიმდინარეობისას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 7 პირი დააჯილდოვა. ყველა მათგანი კერძო კლუბების მეპატრონეა: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ("საბურთალოს" ყოფილი პრეზიდენტი), რომან ფიფია (თბილისის "დინამო"), ბესო ჩიხრაძე ("გაგრა"), გურამ რუხაძე ("ვიტ ჯორჯია"), ილია კოკაია ("ზესტაფონი"), ფრიდონ ინჯია (მარტვილის "მერანი") და ლექსო თოფურია (თბილისის "ლოკომოტივი").

ყრილობას ვერ ესწრებოდნენ გურამ რუხაძე და ლექსო თოფურია, რომელთაც კობიაშვილი კუთვნილ ჯილდოებს პირადად გაუგზავნის.

"ჩვენ ღვაწლს არავის დავუკარგავთ. ისინი ქართულ ფეხბურთს რთულ პერიოდში შემორჩნენ და ეს სიმძიმე გადაატანინეს. შესაძლოა, ეს არ არის განსაკუთრებული პრიზები, მაგრამ ამით მათ მიმართ ელემენტარული პატივისცემა მაინც გამოვხატეთ", - ამბობს კობიაშვილი.

10 ახალი სტადიონი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა:

"ჩემთვის ფეხბურთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა და მადლიერი ვარ, რომ ეს ჯილდო მივიღე. ახლა მთავარზე: ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ და ჩემპიონატის ახლებურმა ფორმატმა სპონსორების და კერძო ჯგუფების დაინტერესება გამოიწვია. მაგალითს მოვიყვან - ერთ-ერთი კლუბის აყვანა ორ კერძო ჯგუფს სურს. მსგავსი ფაქტი ადრე არ მომხდარა...

კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი - გარდამავალი ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირების უფლებას 3 ტელეკომპანია ითხოვს და ეს მაშინ, როცა აქამდე ჩემპიონატის გაშუქება არავის სურდა...

სახელმწიფო ფეხბურთს გვერდში დაუდგა და მალე 10 საფეხბურთო სტადიონი აშენდება. ახლახან სფფ-ს ერთი არენა უკვე გადაეცა, რაც ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა. ინფრასტრუქტურის აშენება აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია...

საფეხბურთო ოჯახზეც ვიტყვი: ის ერთიანი უნდა იყოს. ვისაც რა პოზიცია არ უნდა ჰქონდეს, ქართული ფეხბურთის სამსახურში უნდა ჩადგეს და ამ საქმეს თავისი ცოდნა და უნარი მოახმაროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• haha

გაფლანგვაზე მუჯირი ან კობიაშვილი არ ლაპარაკობენ. ასე რომ საქმე კრიმინალთან არ გვაქვს არამედ უთავობასთან. რაც შეეხება ირონიულებს. შეგატყვე წინას ხელისუფლების პატივისცემა, მაგრამ მართლა კარგი არაფერი გაკეთდა. ხოლო ბოლოს ზვიად/დოენტას დროს კიდევ უფრო გაფუჭდა. არა მარტო ნემსაძის ამაბავი არამედ, ჯერ ცხინვალის სპარტაკის გამო- ორჯერ გაზარდეს მონაწილეთა რაოდენობა-ჯერ 12, ხოლო მერე 14. ბოლოს უკვე როცა ნაცებს აღარ ეცალათ, საერთოდ 16 გახადეს. პლიუს ქეცბაიას მილიონები, რა დროსაც მაღალი ალბათობით დომენტა და ასევე მაღალი ალბათობით პირადად მინისტრი იჯდნენ წილში. ლორთქიფანიძე კი ჟვანიას კაცი იყო და მიშამ მოხსნა ზარაფხანას დირექტორობიდან. (თუ გახსოვთ ოქროს ვარდი გაუგზავნა მიშას. იმანაც ქრთამს მიგზავნიო და გაუშვა.)

• კოტე

ვეთანხმები "ფინანსისტი+-ს. ყველა ტერმინს ტავისი განმარტება აქვს და შეუძლებელია 15 მილიონი გაფლანგული, მით უმეტეს მითვისებული იყოს, რადგან საბიუჯეტო სახსრები არა მარტო გაცემის სემდეგ, მათი გაცემაც ძალიან მკაცრად კონტროლდება სპორტის სამინისტროს ორი დეპარტამენტის, ასევე ფინანსთა სამინისტროს მიერ და ყველაფერზე დადასტურებულ დოკუმენტაციას ითხოვენ. აი დავით ლორთქიფანიძის "პატიოსნება" მართლა "კომედი შოუ"-ს სცენარია. ეს კაცი 1990-იან წლებში სახელმწიფო ზარაფხანის დირექტორი იყო და დიდი თანხები მითვისებაში ეჭვმიტანილი. რა უფლება აქვს, დაუდასტურებელ ქმედებებს კრიმინალის კვალიფიკაციას აძლევს. ამაზე პასუხი უნდა მოთხოვონ!

• გულშემატკივარი

ხალხო,თქვენი გამკვირვებია,რა თავს ესხმი(,,ირონიულს"მივმართავ)ამ ლორთქიფანიძეს.კაცი ამბობდა სიჭინავა და მისი გუნდი არიან მავნებლებიო,ეს აუდიტსაც დაუდასტურებია და ეხლა ყრილობაზე ამ დეპუტატმა დააყენა საკითხი,ეს არის კრიმინალიო,ამ მილიონების უკან ქართველი გულშემატკივარი და ჩვენი ბავშვები დგანანო და გამოიკვლიოს ფეხბურთის ფედერაციამო.რა არის აქ გაუგებარი.ეს ლორთქიფანიძე მართლა ეროვნული კაცი ყოფილა...

• ფინანსისტი

ბატონ მუჯირს და სხვებს მივმართავ. ჯობია, ტერმინებში გაერკვიოთ და ჯერ ნუ ამბობთ იმას, რაც არ დადასტურებულა და არც იცით რაზეა საუბარი. "საბიუჯეტო დეფიციტი" თუ თითქმის 12 მილიონია, ეს თანხა სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე ვერ დაგროვდებოდა, რადგან ფინანსთა სამინისტროს ხაზინასთან ურთიერთობა მათ აქვთ და არა ფედერაციას. შესაბამისად, ისინი საქმის კურსში არიან რას აფინანსებენ და თუ რომელიმე ღონისძიებაზე გაცემული თანხა არ აკმაყოფილებდა მათ მოთხოვნას, სხვა თანხას არარ გასცემდნენ. ანუ, ეს 12 მილიონი ზალიან მარტივად "მოიძებნება" და არავიტარ გაფლანგვას ადგილი არ ექნება. რაც შეეხება "წინასწარ გაცემულ" 5 მილიონს, ეს ან ჩვეულებრივი ავანსია, ან სესხი, რომელსაც აუცილებლად ექნება მიზნობრიობა. ნუ გიყვარტ სიტყვები და ტერმინების ჰაერზე გასროლა, რადგან მათ გარკვეული დატვირთვა აქვთ. დავით ლორთქიფანიძის მიერ ნახსენები სიტყვა "კრიმინალი" მისი პასუხისმგებლობაა, რადგან იმის განსაზღვრა, რა არის ფედერაციის ქმედება, მისი კომპეტენცია არ არის და სანამ საბოლოო დასკვნა არ დაიდება, ასეთი განცხადებაა კანონდარღვევა. მოკლედ, ეს ყველაფერი აბსურდის თეატრს გავს და პოპულიზმის, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

• badri

ეშველა ქართულ ფეხბურთს.

• ლუკა

ათწლეულები ქართულ ფეხბურთში კორუფცია სუფევდა. ამიტომ გულშემატკივარს და ბავშვის მშობელს ნდობა აღარ აქვს ქართული ფეხბურთისადმი. ყველაზე დიდი დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ, სხვა შემთხვევაში ნდობა არ აღდგება და ფეხბურთი არ განვითარდება. პოლიტიკოსები წინასაარჩევნო ტაკიმასხარაობას უნდა შეეშვან. ფედერაცია არ უნდა გახდეს პოლიტიკოსების წარმატების ჩარხი.

• bavaria

არდასჯა ნიშნავს იმას, რომ მეც იგივეს თუ გავაკეთებ არ დამსაჯოთ, ან აი გაგიბაზრე, ეხლა ის ფული მოიტანე და მე ჩავიდებ ჯიბეში, სხვა შანსი არ არსებობს, დასჯის შემთხვევაში ფეხბურთი რჩება მოდებული, არდასჯის დროს კი, ჩინოვნიკები

• Walkabout

ჟურნალისტი რომ სტატიას წერთ და ,,ჰუალინგ ჯგუფი"-თან მემორანდუმი გაფორმდაო ეგ საკმარისია? ხომ უნდა დაწეროთ რას ითვალისწინებს ეგ მემორანდუმი, იქნებ მარტო 3 ბურთს ჩუქნიან ან მსაჯის დროშას ხომ უნდა მოიპოვოთ ეგ ინფორმაცია? ამის გარეშე ,,ჰუალინგ ჯგუფი" იქნება შპს ,,..." რა აზრი აქვს ინფორმაციას?

• ;) ირონიულად

სასაცილოა ნამდვილად, ვის დასცინიხართ, საკუთარ თავს და ვითომ საქმეს აკეთებთ? ვერ ხვდებით, რომ წუმპეში ხართ? ნუ გვაბოლებთ... 1. ფეხბურთში შეტანილი ღვაწლისთვის აჯილდოვებ პრეზიდენტს, რომლის კლუბსაც ცოტა ხნის წინ ლიცენზია არ მიეცი, იმიტომ, რომ იმ კლუბის პრეზიდენტმა არჩევნებისას ოპონენტს მისცა ხმა. 2. რატომ ჰგონია პატივცემულ ლორთქიფანიძეს, რომ ყველაფერში ერკვევა და ყველაფერი იცის? 3. რაც მთავრობაა, ყველა სფეროში იგივე ხდება - ძველს არაფერი გაუკეთებია და ისტორიაც თქვენგან იწყება. ნუ ამოგვადინეთ ყელში, თქვენ რა გააკეთეთ ამ ხნის მანძილზე? იმდენს ნუ იზამთ, რომ 2017-ში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა ჩამოგვართვან. P.S. ფედერაციის შენობაზე სუპერთასის ბანერი როდემდე უნდა იყოს, თავს იწონებთ? თქვენ ხომ წინასი არაფერი მოგწონთ

• gia

მე ვარ გია გიორგაძე გეკითხებით ფედერაციას ეს ფული მე რომ შემეჭამა დამიჭერდით თუ არა ან თუ ამბობთ კრიმინალიაო უბრალი გულშემატკივარმა რა ვიფიქროთ იმათ ტკბილად შეარგებთ და თქვენც შეირგებთ?

• irakli

ხოდა ილაპარაკეთ ეხლა რამდენიც გინდათ და სიჭინავებმა და არველაძეებმა ტკბილად იცხოვრონ მოპარული ფულით!!!

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

"ეგეთი ნაბიჯები პირველად მოხდება, რაც 11 წელია "დინამოს" პრეზიდენტი ვარ" - რომან ფიფიამ გასულ სეზონსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა [VIDEO]

[ექსკლუზივი] ილია კოკაია: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მე მზად ვარ

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"

გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე

გიორგი ფოფხაძე: ასეთ უსამართლობაზე ბიჭები გატყდნენ და "დინამოსთან" ამიტომაც წავაგეთ

"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

გიორგი მიქაძე: ისეთი ვითარება შეიქმნა, "მერანიდან" უნდა წამოვსულიყავი...

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

"ვიტ ჯორჯიაში" ფინანსური პრობლემებია - კლუბის პრეზიდენტის კომენტარი

ეროვნული ლიგა 2. I ტური: ფავორიტები სტატუსს ამართლებენ

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

ფრიდონ ინჯია: სახელმწიფოს მიდგომა ფეხბურთისადმი ისეთია, ბევრ ქვეყანას შეშურდება

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

როგორ აფასებენ კლუბები ილია კოკაიას ფეხბურთიდან მოკვეთის გადაწყვეტილებას

გურამ რუხაძე: დღევანდელი ფედერაციის აპოლოგეტობას ვერავინ დამწამებს...

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"შეიძლება ქართულ კლუბებში ფულის დაბანდებით უცხოელებიც კი დაინტერესდნენ"

ფრიდონ ინჯია: ამ ამბის შემდეგ არცერთი გუნდი არ დაუჯარიმებიათ

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი

თბილისის "ლოკომოტივი": ნაცნობიც, უცნობიც და ახალი ლოგო

გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!

თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2

მამუკა კვარაცხელია: ფედერაციაში თავიანთსავე ეთიკის კოდექსს არ კითხულობენ

ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

შოთა არველაძესა და თელ-ავივის "მაკაბის" შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა

ფრიდონ ინჯიას ინიციატივა: ჩავატაროთ ამიერკავკასიის თასი!

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

გიორგი დევდარიანი: ახლაც არ ვარ ეიფორიაში, ისევ ფრთხილად ვილაპარაკებ