17 წლის კოლუმბიელმა იეისონ ლოპეს ლოპესმა 156 კგ აიტაცა და 18-წლამდელებში სომეხი ანდრანიკ კარაპეტიანის მსოფლიო მიღწევა კილოგრამით გააუმჯობესა
28 ივნისს, თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში 21 წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მედლები ორ წონაში გათამაშდა.

ვაჟებში ჩემპიონი და პრიზიორები 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. სულ 30 სპორტსმენი ცდიდა ძალებს. ქართველთაგან C ჯგუფში ნოდარ კაკაბაძემ იასპარეზა. მან 133 კილო აიტაცა, 153 კილო აკრა და ორჭიდში 286 კილოგრამით მე-17 ადგილს დასჯერდა.

ამ წონაში ფავორიტად მიაჩნდათ 18-წლამდელებში მსოფლიოს რეკორდსმენი, 17 წლის კოლუმბიელი იეისონ ლოპეს ლოპესი. მანაც ქომაგთა იმედები გაამართლა. კოლუმბიელმა ათლეტმა 156 კილოგრამი აიტაცა, 18-წლამდელებში სომეხი ანდრანიკ კარაპეტიანის მსოფლიო მიღწევა კილოგრამით გააუმჯობესა და მცირე ოქროს მედალი დაიმსახურა.

მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, რუსი ვიაჩესლავ იარკინი (153) და კოლუმბიელი სანტიაგო ბრაიან როდალეგას კარვახალი (151) გავიდნენ. მართალია, რუმინელმა დორუ ლიე სტოიანმაც 151 კილო აიტაცა, მაგრამ იგი პირადი წონით კოლუმბიელზე მძიმე აღმოჩნდა და მე-4 ადგილს დასჯერდა.

ლოპესმა ატაცის შემდეგ იერიში აკვრასა და ორჭიდში საკუთარ რეკორდებზე მიიტანა: აკვრაში თავის მსოფლიო მაჩვენებელს (186 კგ) ოთხი კილოგრამით გადაამეტა, ორჭიდის ჯამში 346 კილოს მოუყარა თავი, რაც მის უწინდელ საუკეთესო შედეგზე 12 კილოგრამით მეტია.

აკვრაში ჩემპიონს ექვსი კილოგრამით ჩამორჩა უზბეკი შახზოდ კუდაბერგანოვი, რომელსაც მცირე ვერცხლი კი ერგო, მაგრამ ორჭიდში 329 კილოგრამით მეხუთე ადგილს ვერ ასცდა. ორი მოძრაობის ჯამში ამდენივე მოაგროვა ჩინელმა იუკინ ჟოიმ (მე-6 ადგილი), რომელიც აკვრაში 181 კილოთი მესამე იყო.

180-180 კილო ერთბაშად ოთხმა სპორტსმენმა დაძლია.

მსოფლიოს პირველობის მეოთხე დღეს გოგონები საპრიზო ადგილებს 58 კილოში ეცილებოდნენ ერთმანეთს. ატაცში ჩინელმა ლინგ ლი ოუმ და ტაილანდელმა ნავპორნ დეჰგსრიმ 97-97-კილოგრამიანი შტანგები დაიმორჩილეს. პირადში ტაილანდელი უფრო მსუბუქი აღმოჩნდა და მცირე ოქროც მას ერგო, სამაგიეროდ, ჩინელი შეუდარებელი იყო აკვრასა (120) და ორჭიდში (217) და ორი ოქროს მედალიც დაიმსახურა. სამი ბრინჯაოთი უზბეკმა მუატარ ნაბიევამ დაიმშვენა მკერდი.

კვარცხლბეკი

ვაჟები (77 კგ)

1. იეისონ ლოპეს ლოპესი (კოლუმბია) 346 (156+190)

2. ვიაჩესლავ იარკინი (რუსეთი) 333 (153+180)

3. სანტიაგო კარვახალი (კოლუმბია) 331 (151+180)

17. ნოდარ კაკაბაძე (საქართველო) 286 (133+153).

გოგონები (58 კგ)

1. ლინგ ლი ოუ (ჩინეთი) 217 (97+120)

2. ნავპორნ დეჰგსრი (ტაილანდი) 211 (97+114)

3. მუატარ ნაბიევა (უზბეკეთი) 207 (95+112).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
რომეროს გრანდების რიგი უდგას - გავარდნის შემთხვევაში, "ტოტენჰემს" მისი გაყიდვა მოუწევს
ბრანდტი ლა ლიგისკენ მიიწევს - გერმანელი სავარაუდოდ, "დორტმუნდს" უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსი" ახალ მეკარეს ეძებს - ტურინელებმა მიზანში "ასტონ ვილას" კიპერი ამოიღეს
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩა, როგორც წიგნის გმირი - ქართული და "არაქართული" შედარებებით
მხარი დავუჭიროთ ხვიჩას - UEFA-ს გამოკითხვაში კვარაცხელია კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის