ამ ინგუშმა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილს ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალში მოუგო
ახლოვდება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა და თანდათან იკვეთებიან ჩვენი ძიუდოისტების მეტოქეები თამაშებზე. რამდენიმე წამყვანმა გუნდმა უკვე დაასახელა ბრაზილიაში წასაყვანი შემადგენლობა, რასაც პერიოდულად გაცნობებთ კიდეც, ამჯერად კი რუსთა ბანაკიდან გამოსულ ცნობებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

ჩვენს ყურადღებას მხოლოდ ვაჟთა ნაკრები იქცევს. გამბამ ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო გადაწყვეტილება 81 კილოგრამში მიიღო, სადაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, ოლიმპიურ პრიზიორ ივან ნიფონტოვს ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, 22 წლის ხასან ხალმურზაევი არჩია.

ინგუშმა ხალმურზაევმა აპრილში ყაზანში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვილი დაგვიმარცხა.

ჭრიკიშვილისთვის, კარგად თუ მოემზადება (არადა, ნაკრებმა წარმატებით ივარჯიშა მონღოლეთში და ახლა ისევ იაპონიაში გადავიდა შეკრებაზე), დაუმარცხებელი არავინაა, მაგრამ იქნებ ხალმურზაევს ყოველმხრივ შესწავლილი 29 წლის ნიფონტოვი სჯობდა. თუმცა ზემოხსენებული ინფორმაცია მაინც არაოფიციალურია და დაველოდოთ ხვალინდელ პრეზენტაციას.

ხალმურზაევმა რეიტინგში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებით გადაუსწრო ნიფონტოვს. მსოფლიოს რეიტინგში ურალელი ნიფონტოვი რუსთაგან მეორეა, მაგრამ ოლიმპიურში (არადა, თამასებზე განთესვა ამ სიით მოხდება) - მხოლოდ მეოთხე, ცხრილში მას ოსი ალან ხუბეცოვი და დაღესტნელთა ავარელი ევროპის ორგზის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვიც უსწრებენ, ოღონდ ისინი რიოში წასვლის კანდიდატებად არც განიხილებოდნენ, საუბარი ყოველთვის მხოლოდ ხალმურზაევსა და ნიფონტოვზე იყო.

ახლანდელი წყაროების ცნობით, დასტურდება ცოტა ხნის წინ ჭორად გავრცელებული ხმები გამბას კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად უცნაური გადაწყვეტილების შესახებ, როცა მან სარეიტინგო რეალობა დაარღვია - 100 კილოგრამში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, 31 წლის ტაგირ ხაიბულაევი დააყენა. არადა, მას რეიტინგში ადლან ბისულთანოვი უსწრებს, თუმცა წლეულს ის მედალს მხოლოდ დიუსელდორფში შესწვდა, მესამეზე გავიდა, სხვა ტურნირები კი ჩააგდო.

ციდან ვარსკვლავები არც დაღესტნელ ხაიბულაევს ჩამოუკრეფია, მაგრამ მაისში მოიგო მადრიდის "ღია კონტინენტური თასი", საკმაოდ სუსტი ტურნირი, თუმცა ეტყობა, გამბა მაინც უფრო გამოცდილს ენდო. მით უფრო, ბისულთანოვი ჭიდაობის ხარისხით იოტისოდენა შანსსაც არ მისცემდა, იმდენად უღიმღამოდ ასპარეზობდა.

სხვა წონებში გამბა რეიტინგს დაეყრდნო და ნაკრებში ლიდერები დააყენა: ინგუში ევროპის სამგზის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი (60), რუსები - მსოფლიოს ორგზის ფინალისტი მიხაილ პულიაევი (66), დენის იარცევი (73), ევროპის ორგზის ჩემპიონი კირილ დენისოვი (90) და მსოფლიოს მესამეპრიზიორი, დაღესტნელი რენატ საიდოვი (+100).

შემადგენლობა დაასახელეს და ჩვენთვის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო მონღოლეთის ნაკრებმა. მათ 60 კილოგრამში ოლიმპიურ რეიტინგში ორი კაცი ჰყავთ ხუთეულში - მსოფლიოს ჩემპიონი ბოლდბაატარ განბატი მეორეა, მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა - მეხუთე. ამის მიუხედავად, ორივე სახლში დატოვეს, ოლიმპიადაზე კი მე-19 ადგილზე მყოფი 20 წლის ჩოგტბაატარ ცენდოჩირი მიჰყავთ, მონღოლეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.

არადა, ძიუდოს წესებით, ის ვერ გადავა ვერც მეორე ან მეხუთე ადგილზე, მონღოლების ნაცვლად მათ ადგილზე უკან მდგომები აინაცვლებენ. შესაბამისად, ჩენდოჩირიც წინ წაიწევს ორიოდე ადგილით, მაგრამ განთესილებში ვერ მოხვდება.

ახალი რეიტინგით, მეექვსედან მეოთხეზე გადავა იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონი ნაოჰისა ტაკატო, ჩვენი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ამირან პაპინაშვილი კი მეშვიდედან მეხუთეზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხედფინალში კორეელთა მსოფლიოს ორგზისმედალოსანი ვონ ჯინ კიმი შეხვდება. არადა, ძველი განლაგებით, მათ ფინალამდე არ ხვდებოდა.

სხვა წონებში მონღოლებმა რეიტინგის ლიდერები დააყენეს. მათ შორის - პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულიც, 32 წლის ნაიდან ტუვშინბაიარიც (100). მის გარდა, ბრაზილიაში იჭიდავებენ ტუმურკულეგ დავაადორჯი (66), ოდბაიარ განბაატარი (73), ნიამსურენ დაგვასურენი (81), ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (90) და ტამუულენ ბატულგა (+100).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lnzm
ავთოს მარტო ავთო თუ დაამარცხებს, მთავარია ფორმის პიკზე იყოს ოლიმპიადისთვის და 3 ხალმურაზიევი ვერაფერს უზავს
mastera
ჭრიკიშვილი უძლეველია

ხალმურზაევი თუ ჭრიკიშვილის კონკურენტია მაშინ გამოდის უბრალო ტურისტად მიდის ოლიმპიადაზე. ხალმურზაევის მაქსიმუმი მეოთხედფინალია და მაქსიმუმ რეპეშაჟი, ეს ჩემი პირადი აზრია როგორც ყოფილი ძიუდოისტის.
რამდენი სურენა ჰყოლიათ მონღოლებს? :)))

Guga
2 კითხვა მაქვს: 1.რამდენი რუსია რუსეთის ნაკრებში? 2. დოპინგ-კონტროლი ყველამ გაიარა?
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
[VIDEO] დაბრუნებაც ასეთი უნდა - ზაალიშვილმა ოთხივე მეტოქეს იპონით მოუგო და ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
რიო 2016: ვალერი ლიპარტელიანისა და ესტერ სტამის სავარაუდო მეტოქეები
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მართლა უკბინა თუ არა ვალერი ლიპარტელიანმა რუს ძიუდოისტს? [VIDEO]
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
[ექსკლუზივი] ვალერი ლიპარტელიანი: ნიანგი ხომ არ ვარ, დენისოვისთვის მეკბინა?
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ვალერი ლიპარტელიანი: საკუთარი თავისგან მუდამ მეტს ვითხოვ
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
ვალერი ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროსთვის იბრძოლებს!
რიო 2016. ძიუდო: ყველაზე მტკივნეული "მტკივნეული" [VIDEO]